„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“
- „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ორგანულ კანონში
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილებების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს
ორგანულ კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) მე-16 მუხლის:
1) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ“ ქვეპუნქტი:
,,ღ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ განსაზღვრული
უფლებამოსილებები;“
2) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით
განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის,
სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის,
ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო
პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის
მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების
ხელშეწყობის, ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის,
გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის
ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის,
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი
წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის,
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური
განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართელოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილებების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
როგორც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განისაზღვრა,
დეცენტრალიზაციაა არის საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტი.
შესაბამისად,
მნიშნელოვანია
დეცენტრალიზაციის
პრინციპის
ჯეროვანი
იმპლემენტაცია ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბავშვის
კეთილდღეობაზე ზრუნვის კუთხით, რაც, როგორც საერთაშორისო გამოცდილება
მოწმობს, გააძლიერებს ბავშვთა უფლებების, მხარდაჭერისა და საჯარო სივრცეში
ბავშვთა დაცვას.
საქართველოს
კანონის
,,ბავშვის
უფლებათა
კოდექსი“
ადგენს
მუნიციპალიტეტების ვალდებულებას ხელი შუწყონ ბავშვთა თანაბარ და ეფექტურ
მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და უზრუნველყოფენ
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას თვითმმართველობის
ორგანოების მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის უფლებამისილება ბავშვის
უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მოიცავს, მათ შორის, სხვადასხვა
მხარდაჭერის
პროგრამების
განხორციელებას,
სტრუქტურული
ერთეულის
განსაზღვრასა და ფუნქციონირებას, ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვას, საჯარო
ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ბავშვის ჯგუფური ტრანსპორტირების წესების
და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირების მიერ საკუთარი
ვალდებულებების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე, საჯარო კინოჩვენებებზე
კონტროლს ,,ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე“, რომელსაც
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-18
მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს
კანონი
,,ბავშვის
უფლებათა
კოდექსი“
განსაზღვრავს
მუნიციპალური ორგანოების ვალდებულებას უზრუნველყონ ყველა საჭირო
სამართლებრივი, ადმინისტრაციული და სხვა საჭირო ზომის მიღებას ბავშვის
უფლებებზე ზეგავლენის შეფასების დასანერგად ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტების შემუშავების
ან/და გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერ საკითხზე, რომელიც პირდაპირ ან
არაპირდაპირ გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პროექტი, რომელიც შეიცავს ახალ
ტერმინებს და სამართლებრივ ინსტიტუტებს ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების
მიერ მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას, რაც საჭიროებს
შესაბამის ასახვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართელოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის დაცვისა და
მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტებში განისაზღვრება
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეიმუშავებს და უზრუნველყოფს
ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის მუნიციპალური პროგრამების მართვას და მათი
განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში.
აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, თვითმმართელობის კოდექსის
მე-16 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა ,,ღ“ ქვეპუნქტი, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის
საკუთარ უფლებამოსილებებს დაემატა საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა
კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილებები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად,
შესაბამისად ამოქმედდება 2020 წლის 1 ივნისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა უზრნველყონ ბავშვის
უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურების განსაზღვრა და შემდეგი
პროგრამების შემუშავება: ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; ბავშვის
სოციალური ინტეგრაციის პროგრამები; ბავშვის მოხალისეობის პროგრამები; ბავშვის
განათლების ხელშემწყობი პროგრამები; ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები;
ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები; ბავშვის დაცვის აღმზრდელობითი
პროგრამები.
აღნიშნული ღონისძიებების დანერგვა გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო
ხარჯებს 2020 და შემდგომი წლებისთვის. კოდექსის იმპლემენტაციასთან
დაკავშირებული ხარჯების დეტალური დათვლა მოხდება იმპლემენტაციის გეგმის
შემუშავების პერიოდში და ეს ხარჯები შესაბამისად აისახება როგროც 2020 წლის
ბიუჯეტის პროექტში, ისე საშუალოვადიანი პერიოდის (2021-2022 წლები) ხარჯების
დაგეგმვის შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციაში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
აღნიშნული
კანონპროექტი
წარმოშობს
ფინანსურ
ვალდებულებებს
სახელმწიფოსთვის 2020 წლიდან. ამ თანხების კონკრეტული გათვლა კანონის
ინიციირების ეტაპზე არის შეუძლებელი, რადგან კოდექსი ქმნის სამართლებრივ
საფუძველს და სტანდარტებს მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებისთვის, როგორც
ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე.
სწორედ ამ პროგრამების საფუძველზე იქნება გონივრული ფინანსური გაანგარიშების
გაკეთება შესაძლებელი და 2020 წლის ბიუჯეტში ასახვა.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის (უნისეფის)
საქართველოს წარმომადგენლობა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
შემთხვევაში:
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე,
ივ.
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
პროფესორი - პაატა ტურავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო
კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო
ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე,
გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან
წიკლაური, მამუკა მდინარაძე.