„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.03.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/318/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, აგრეთვე, ამავე კოდექსის 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) მსჯავრდებული - პირი (მათ შორის, სასჯელმოხდილი პირი), რომლის მიმართ გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის; გ) სამინისტრო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; დ) უფლებაჩამორთმეული პირი - პირი, რომელსაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ამ კანონის შესაბამისად ჩამოერთვა ერთი ან რამდენიმე უფლება; ე) რეესტრი - სამინისტროში შექმნილი ელექტრონული ბაზა, რომელშიც დაცულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა პერსონალური მონაცემები. მუხლი 3. უფლების ჩამორთმევა 1. სასამართლო უფლებამოსილია პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე უფლება: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება; გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ; დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა; ე) საექიმო საქმიანობა; ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; ზ) პასიური საარჩევნო უფლება; თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება; კ) სხვა საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის ჩამორთმევასაც დამნაშავის პიროვნების და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს სასამართლო სავალდებულო წესით ჩამოართმევს მსჯავრდებულს, თუ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-139-ე, 141-ე, 2551 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას სასამართლო არ ჩამოართმევს პირს, რომელსაც დამატებითი სასჯელის სახით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას. წესით განუსაზღვრავს 4. მოსამართლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევა არ გავრცელდეს ოჯახის წევრების (დედა, მამა, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები) გადაყვანის უფლებაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება ჩამოერთმევა: ა) ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ხუთ წლამდე ვადით; ბ) მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ხუთიდან ათ წლამდე ვადით; გ) განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ათიდან თხუთმეტ წლამდე. 6. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლობას, მის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დანაშაულის ჩადენის ვითარებას, ხერხს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთდამოკიდებულებასა და სხვა გარემოებებს. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ მიეთითება გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. 8. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტს. 10. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირის მსჯავრდების შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია ისეთ დაწესებულებაში, სადაც აკრძალულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის დასაქმება. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია ისეთ დაწესებულებაში, სადაც პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება. 12. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების/გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მუხლი 4. ვადის ათვლა ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა იწყება: ა) თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე; ბ) პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან; გ) ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; დ) პირობით ვადამდე გათავისუფლებისას - პირობით ვადამდე გათავისუფლების მომენტიდან; ე) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას სასჯელის შეცვლის მომენტიდან. მუხლი 5. უფლების აღდგენა 1. მსჯავრდებულისთვის ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენა ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირება დასაშვებია: ა) ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ერთი მესამედის გასვლის შემდეგ; ბ) მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში - უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ; გ) განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში - უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედის გასვლის შემდეგ. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, ვადამდე აღუდგინოს პირს ჩამორთმეული უფლება ან შეუმციროს უფლების ჩამორთმევის ვადა. 3. მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების (უფლების ჩამორთმევა) დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 4. მსჯავრდებულს ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების (უფლების ჩამორთმევა) შესახებ განემარტება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისას, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემთხვევაში - ასევე პენიტენციური დაწესებულების მიერ. მუხლი 6. მსჯავრდებულის ვალდებულებები 1. მსჯავრდებული ვალდებულია სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ დაბარების შემთხვევაში გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. 2. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბარების შესახებ შეტყობინებას უგზავნის მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში - კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 3. მსჯავრდებულის გამოცხადებისას სამინისტროს უფლებამოსილი პირი არკვევს მსჯავრდებულის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, სამუშაო ადგილს, მასთან ერთად მცხოვრები პირების მონაცემებს (სახელი, გვარი, ასაკი, პირთან არსებული კავშირი) და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრულ სხვა საკითხებს. აგრეთვე, მსჯავრდებულს სამინისტროში გამოცხადებისას წერილობით განემარტება ამ კანონით დაკისრებული ვალდებულებებისა და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. 4. მსჯავრდებული ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებისთანავე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, აღნიშნულის შესახებ აცნობოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოუცხადებლობა არ ჩაითვლება მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ვალდებულებების დარღვევად, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზი: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სამინისტროს უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული ცნობა; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; დ) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობა, კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც დადასტურებულია შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით; ე) კანონით დადგენილი წესით მსჯავრდებულის დაკავება/ პატიმრობა, აგრეთვე მისი მონაწილეობა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; ვ) მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მსჯავრდებულის მიერ სამინისტროში გამოცხადების ვალდებულების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 7. მსჯავრდებულს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ნასამართლობის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე უფლების ჩამორთმევის ვადა აღემატება ნასამართლობის ვადას. ამ შემთხვევაში გამოიყენება უფლების ჩამორთმევის ვადა. მუხლი 7. მონიტორინგი 1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება) ან/და საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულებები, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულებები, სადაც აკრძალულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი /უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება, ვალდებული არიან, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე, პირს მოსთხოვონ ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ მათ დაქვემდებარებაში/მათი კონტროლის ქვეშ არსებული დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განახორციელონ რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სამინისტროს. ამ მიზნით აღნიშნული უწყებები უფლებამოსილი არიან, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვონ ინფორმაცია მათ დაქვემდებარებაში/მათი კონტროლის ქვეშ არსებულ დაწესებულებებიდან ან შექმნან მათთან მონაცემთა წვდომის მექანიზმები. 3. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულზე დაკისრებული მონიტორინგის მიზნით შეზღუდვების/ვალდებულებების შესრულების უფლებამოსილია გამოცხადდეს მსჯავრდებულის საცხოვრებელ/სამუშაო ადგილზე, საჭიროებისამებრ დაიბაროს მსჯავრდებული, გამოითხოვოს ინფორმაცია მსჯავრდებულის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის, აგრეთვე, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. 4. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, სადაც/რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არსებობს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე. დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება. სამინისტრო შეტყობინებაზე რეაგირებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. უფლებამოსილ უწყებებს/დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დაწესებულებები/უწყებები ვალდებული არიან უზრუნველყონ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების შესახებ მათთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიიღონ ზომები მისი უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. მონაცემთა უკანონო გამჟღავნება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 7. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი. 8. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი. მუხლი 8. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრი 1. ამ კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში იქმნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრი (შემდგომში - რეესტრი). 2. რეესტრის წარმოების მიზნით, მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიური და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, დამუშავებას ახორციელებს სამინისტრო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. რეესტრის შექმნისა და მონაცემთა დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 9. გარდამავალი დებულებები 1. 2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე მინისტრმა უზრუნველყოს: ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მიღება; ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 3. 2019 წლის 1 სექტემბრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს რეესტრის შექმნა, რომელშიც აისახება ამ თარიღისთვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები. მუხლი 10. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის პირველი-მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს 2. ამ კანონის პირველი-მე-8 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სქესობრივი დანაშაულები გამოირჩევა განსაკუთრებული სენსიტიურობითა და კომპლექსურობით, რაც სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებული მექანიზმების შემუშავებას საჭიროებს. დანაშაულთან ბრძოლის არსებული ინსტრუმენტები, რომელიც ძირითადად მიმართულია დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისკენ, ხშირად სათანადო ეფექტიანობას მოკლებულია, რამდენადაც არ ქმნის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის თავიდან აცილების რეალურ შესაძლებლობას. აღნიშნული დღის წესრიგში აყენებს იმგვარი სისტემის შექმნის საჭიროებას, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან პრევენციაზე და არა მხოლოდ დანაშაულის შემდგომ რეაგირებაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი. 2017 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, საიდანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი, ხოლო 2016 წელს რეგისტრირებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 336 ფაქტიდან 262 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი. აღნიშნული მონაცემები ადასტურებს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემთხვევაში არასრულწლოვანი პირების განსაკუთრებულ მოწყვლადობას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, ლანსაროტის 2007 წლის 25 ოქტომბრის „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (საქართველოს მიერ რატიფიცირებული იქნა 2014 წლის 19 მარტს), რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის განმეორებითი დანაშაულების რისკის პრევენციისა და მინიმიზაციის მიზნით, აკისრებს მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას, მათ შორის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის სპეციფიკური მექანიზმების შექმნას. აღნიშნული ვალდებულებები მოიაზრებს იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციების მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს:  ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის აქტებისთვის ნასამართლევი პირების დასაქმების თავიდან აცილებას ისეთი პროფესიით, რაც გულისხმობს ბავშვთან რეგულარულ კონტაქტს. ამასთან, კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის დაწესება დასაშვებია როგორც დროებით, ისე პერმანენტულად;  გარკვეული ინფორმაციის პროფესიის დაცვის წარმომადგენლებისთვის, ვალდებულების კონფიდენციალური მიუხედავად, კომპეტენტური სამსახურებისთვის სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დაკისრებას;  წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა ვინაობასთან და გენეტიკურ პროფილთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და შენახვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ სქესობრივ ძალადობასთან ბრძოლა სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არასწორმა პოლიტიკამ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის, შექმნას მსჯავრდებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, მოცემული კანონი ემყარება ინტერესთა დაბალანსების იდეას. მისი მიზანია, როგორც მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესების, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის თავიდან აცილება, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა საჭიროებს კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რაშიც დიდი როლი უნდა შეასრულოს პრევენციულმა ღონისძიებებმა. ამ მიზნით აუცილებელია სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია სქესობრივი თავისუფლებისა ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციისა მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა. და და ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, აგრეთვე, 2551-2552 მუხლებისთვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე უფლება: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება; გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ; დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა; ე) საექიმო საქმიანობა; ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; ზ) პასიური საარჩევნო უფლება; თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება; კ) სხვა საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის ჩამორთმევასაც დამნაშავის პიროვნების და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლო. პროექტის მიხედვით, მოსამართლეს ენიჭება დისკრეცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება. აღნიშნული უფლებ(ებ)ის ჩამორთმევისას მოსამართლე ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლობას, მის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დანაშაულის ჩადენის ვითარებას, ხერხს, საშუალებას, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკსა და სხვა გარემოებებს. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამონაკლისს წარმოადგენს კანონპროქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები, რაც სავალდებულო წესით ჩამოერთმევა მსჯავრდებულს არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-139-ე, 141-ე, 2551 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ამასთან, უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ხუთ წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ხუთიდან ათ წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ათიდან 15 წლამდე ვადით. პირის მსჯავრდების შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირის მსჯავრდების შესახებ ინფორმაციას სასამართლო დაუყოვნებლივ აწვდის მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია ისეთ დაწესებულებაში, სადაც აკრძალულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის დასაქმება. პროექტის თანახმად, მსჯავრდებულისათვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა დასაშვებია: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში - უფლებების შეზღუდვის ვადის არანაკლებ ერთი მესამედის გასვლის შემდეგ, მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში უფლებების შეზღუდვის ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში - უფლებების შეზღუდვის ვადის არანაკლებ ორი მესამედის გასვლის შემდეგ, ხოლო უვადოდ ჩამორთმევის შემთხვევაში - შეზღუდვების მოქმედების ვადის დაწყებიდან არანაკლებ თხუთმეტი წლის გასვლის შემდეგ. უფლებების ვადამდე აღდგენის საკითხს განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც უფლებამოსილია მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, ვადამდე აღუდგინოს პირს ჩამორთმეული უფლებები, ან შეუმციროს. პროექტი განსაზღვრავს მსჯავრდებულის მოვალეობებს, კერძოდ:  მსჯავრდებული ვალდებულია სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ დაბარების შემთხვევაში გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.  ასევე, მსჯავრდებული საცხოვრებელი/სამუშაო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 დღისა აღნიშნულის შესახებ აცნობებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამინისტროს უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოს.  ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება, თუ პირის სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადება საპატიო მიზეზის გამო შეუძლებელია. ამასთან, პროექტით განიმარტა ის გარემოებები, რომელიც საპატიო მიზეზს წარმოადგენს. მსჯავრდებულის მიერ სამინისტროში გამოცხადების ვალდებულების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.  მსჯავრდებულს სამინისტროში გამოცხადების ვალდებულებები ეკისრება ნასამართლობის ვადით, ხოლო თუ მას ამ კანონით განსაზღვრული რომელიმე უფლება ჩამოერთვა, გამოიყენება უფლების ჩამორთმევის ვადა, თუ აღნიშნული აღემატება ნასამართლობის ვადას.  მსჯავრდებულს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ განემარტება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისას, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემთხვევაში - ასევე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. პროექტი ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებს/ვალდებულებებს ამ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით:  წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სასამართლოს განაჩენის მიღების შემდეგ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განაჩენში მითითებული მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები აღრიცხოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა რეესტრში, რომლის შექმნაც ასევე გათვალისწინებულია ამ პროექტით.  სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულზე დაკისრებული შეზღუდვების/ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით უფლებამოსილია გამოცხადდეს მსჯავრდებულის საცხოვრებელ/სამუშაო ადგილზე, გამოითხოვოს ინფორმაცია მსჯავრდებულის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის, აგრეთვე, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.  ამასთან, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ დაწესებულებას/უწყებას, სადაც ან რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არსებობს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე. დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება.  პენიტენციურ დაწესებულებას განესაზღვრება ვალდებულება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.  კანონი შესაბამის უწყებებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აკისრებს კონტროლის მოვალეობას. კერძოდ, სასწავლო, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სახელოვნებო, სასპორტო ან/და საგანმანათლებლო სფეროებში მომუშავე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაწესებულებები, სადაც აკრძალულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის დასაქმება, ვალდებული არიან, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე პირს მოსთხოვონ ნასამართლობის და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარმოდგენა. აღნიშნული ჩანაწერის აღსრულება ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო/სამედიცინო დაწესებულებებში სქესობრივი დანაშაულებისათვის მსჯავრდებული პირების დასაქმების თავიდან აცილებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოსალოდნელი დანაშაულის პრევენციას. ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ მათ დაქვემდებარებაში/მათი კონტროლის ქვეშ არსებული დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განახორციელონ რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სამინისტროს. ამ მიზნით აღნიშნული უწყებები უფლებამოსილი არიან, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვონ ინფორმაცია მათ დაქვემდებარებაში/მათი კონტროლის ქვეშ არსებულ დაწესებულებებიდან ან შექმნან მათთან მონაცემთა წვდომის მექანიზმები.  უწყებები, რომლებსაც ეგზავნებათ განაჩენი, ვალდებული არიან მსჯავრდებულისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ, დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიიღონ ზომები ასეთი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრი. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში იარსებებს ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც დაცული იქნება პერსონალური მონაცემები სსკ-ის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით მსჯავრდებული პირების შესახებ. აღნიშნული რეესტრის ფუნქციონირებას აქვს ორი ძირითადი მიზანი - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია და ამგვარი დანაშაულების ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების გამარტივება. რეესტრის წარმოების მიზნით, მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიური და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, დამუშავებას განახორციელებს სამინისტრო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების დროდ შერჩეული იქნა ის თარიღი, რა მომენტისთვისაც შესაძლებელი იქნება კანონის აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება და შესაბამისი სამართლებრივი და ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებების გატარება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების ხარჯის ზრდა. მაგალითად, კანონის ამოქმედების შემდეგ შესაძლოა გაიზარდოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოვლენა და შესაბამისად - სასამართლოსათვის მიმართვიანობა. ამასთან, სასამართლოს ეკისრება ვალდებულება განაჩენის გამოტანისას აღნიშნულზე ინფორმაცია მიაწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას და პროექტით გათვალისწინებულ შესაბამის უწყებებს, რაც დაკავშირებული დამატებით ადმინისტრაციული ხარჯების გაწევასთან. ასევე, მონიტორინგის განმახორციელებელს უწყებებს ეკისრებათ ვალდებულება მათ დაქვემდებარებაში/მათი კონტროლის ქვეშ არსებულ დაწესებულებებთან შექმნან მონაცემთა წვდომის მექანიზმები და განახორციელონ მონიტორინგის ღონისძიებები. ზემოაღნიშნული ხარჯები არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს დამატებითი სახსრების გამოყოფას. სახელმწიფო უწყებები ამ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს აღასრულებენ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და ასევე, აღნიშნული არ გამოიწვევს ამ უწყებების ადამიანური რესურსის ზრდას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიოს გავლენა მხოლოდ ნასამართლობის და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების დაჩქარებული წესით გაცემისას. კერძოდ, აღნიშნული ცნობების სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი, ხოლო ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების ხარჯის ზრდა. მაგალითად, კანონის ამოქმედების შემდეგ შესაძლოა გაიზარდოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოვლენა და შესაბამისად - სასამართლოსათვის მიმართვიანობა. ამასთან, სასამართლოს ეკისრება ვალდებულება განაჩენის გამოტანისას აღნიშნულზე ინფორმაცია მიაწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას და პროექტით გათვალისწინებულ შესაბამის უწყებებს, რაც დაკავშირებული დამატებით ადმინისტრაციული ხარჯების გაწევასთან. ასევე, მონიტორინგის განმახორციელებელს უწყებებს ეკისრებათ ვალდებულება მათ დაქვემდებარებაში/მათი კონტროლის ქვეშ არსებულ დაწესებულებებთან შექმნან მონაცემთა წვდომის მექანიზმები და განახორციელონ მონიტორინგის ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია შექმნას ელექტრონული ბაზა, რომელშიც დაცული იქნება მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები. ზემოაღნიშნული ხარჯები არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს დამატებითი სახსრების გამოყოფას. სახელმწიფო უწყებები ამ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს აღასრულებენ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და ასევე, აღნიშნული არ გამოიწვევს ამ უწყებების ადამიანური რესურსის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, მსჯავრდებულ პირებს შესაძლოა შეეზღუდოთ იმგვარი საქმიანობის უფლება, რაც წარმოადგენს მათი შემოსავლის წყაროს. პროექტის თანახმად, ეს უფლებები შესაძლოა იყოს: - საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და - სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა; საექიმო საქმიანობა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება; სხვა საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის ჩამორთმევასაც დამნაშავის პიროვნების და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლო. ამასთან, აღნიშნული უფლების ჩამორთმევა დამოკიდებულია სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე. სასამართლო ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით (გარდა კანონპროექტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებისა) და ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლობას, მის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დანაშაულის ჩადენის ვითარებას, ხერხს, საშუალებას, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკსა და სხვა გარემოებებს. უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში შეიზღუდება მსჯავრდებულის დასაქმების სფერო და საქმიანობის არეალი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათი შემოსავლების შემცირება. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ კანონით გათვალისწინებულ სფეროებში დასაქმებამდე პირი ვალდებულია შესაბამის დაწესებულებას წარუდგინოს ცნობა ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ. აღნიშნული გამოიწვევს ფინანსურ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მოითხოვს ცნობების დაჩქარებული წესით გაცემას. კერძოდ, ხუთ სამუშაო დღეში ნასამართლობის და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების გაცემა ადრესატის მიმართ არ წარმოშობს ფინანსურ შედეგს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში ცნობების გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი, ხოლო ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორის/ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული და ამერიკული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან ასეთ დანაშაულებზე რეაგირება არ შემოიფარგლება მხოლოდ დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომაც ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. მაგალითად, ინგლისში შესაძლებელია სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის პირობით ვადამდე გათავისუფლება (Release on licence), რა დროსაც მას ეზღუდება გარკვეული უფლებები. თუ პირი დაარღვევს პირობებს (breach of licence), რაზეც თანხმდებიან მხარეები, მას დააკავებენ და ის სასჯელს მოიხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.1 სტანდარტულ პირობებთან ერთად (კანონის დაცვა, ზედამხედველი ოფიცრის ინფორმირება და ა.შ.) შეიძლება დაუწესდეთ დამატებითი მოთხოვნები, კერძოდ:  იმ საქმიანობის შეზღუდვა, რასაც პირი ეწეოდა;  ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვა;  მობილური ტელეფონისა და კამერის გამოყენების შეზღუდვა;  მსხვერპლთან/18 წლამდე ასაკის პირებთან კონტაქტის და მათთან ერთად ცხოვრების აკრძალვა; 1 Information booklet for people on licence for a sex offence იხ: http://www.prisonreformtrust.org.uk/Portals/0/Documents/sex%20offender%20information%20booklet.pdf  ბავშვთა თავშეყრის ადგილებთან მიახლოვების აკრძალვა (სკოლები, ბაღები, სპორტული მოედნები);  სექსუალური ხასიათის დანაშაულების ჩამდენ პირებთან კონტაქტის აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთად გადიან სარეაბილიტაციო კურსებს ან ერთ შენობაში ცხოვრობენ;  სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენ პირთა რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობა;  პოლიგრაფის ტესტის გავლა;  დარჩეს სახლში გარკვეულ დროის მონაკვეთში;  ფსიქიატრთან კონსულტაციის გავლის ვალდებულება.2 დიდ ბრიტანეთში არსებობს ე.წ. სქესობრივი დანაშაულების ჩამდენ პირთა რეესტრი, რომელიც შექმნილია Sex Offenders Act 1997-ის საფუძველზე. იგი მოიცავს, როგორც არასრულწლოვნების, ისე სრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაულების ჩამდენი პირების შესახებ მონაცემების დამუშავებას. თუ პირი პენიტენციური დეპარტამენტის დატოვებიდან 3 დღის ვადაში არ მიაწვდის უფლებამოსილ ორგანოს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას მის მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც ითვალისწინებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. პირს ეკისრება ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება:  საკუთარი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;  დაგეგმილი მოგზაურობების შესახებ;  პირად მონაცემებში ცვლილების შესახებ;  საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანთან ცხოვრების თაობაზე;  საბანკო/ საკრედიტო ანგარიშების შესახებ.3 აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიცია რეგულარულად ამოწმებს ამ მონაცემების სიზუსტეს, სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სახლში ვიზიტის გზითაც.4 მოცემული შეტყობინების ვალდებულება განსხვავდება პირის ასაკისა და ჩადენილი დანაშაულების მიხედვით (იხ. ცხრილი). გათვალისწინებული სასჯელი შეზღუდვების მოქმედების ვადა Information booklet for people on licence for a sex offence გვ.10 http://www.centralchambers.co.uk/sex-offender-register-removed-list/ 4 https://www.inbrief.co.uk/offences/the-sex-offenders-register/ 2 3 თუ პირს მისჯილი ჰქონდა განუსაზღვრელი ვადით თავისუფლების აღკვეთა 30 თვეზე მეტი ვადით მოთავსებული იქნა საავადმყოფოში განუსაზღვრელი ვადით სასამართლო ბრძანების საფუძველზე თუ პირს თავისუფლების მისჯილი აღკვეთა ჰქონდა 10 6 დან წელი / არასრულწლოვნის 30 შემთხვევაში 5 წელი თვემდე. თუ პირს თავისუფლების მისჯილი აღკვეთა ჰქონდა 7 წელი/ არასრულწლოვნის შემთხვევაში 6 თვეზე 3.5 წელი ნაკლები ვადით სხვა არასაპატიმრო შემთხვევაში სასჯელის 5 წელი/ არასრულწლოვნის შემთხვევაში 1 წელი შენიშვნა: დაკისრებული ვალდებულებების ვადაზე ადრე მოხსნის შესაძლებლობა (იგულისხმება მხოლოდ განუსაზღვრელი დროით შეზღუდვების მქონე პირები) პირს ენიჭება მხოლოდ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან 15 წლის შემდეგ.5 მსგავსი რეგულაციებია ამერიკის შეერთებულ შტატებში. კერძოდ, როგორც ფედერალურ, აგრეთვე შტატების დონეზე ხორციელდება იმ პირთა შესაბამის რეესტრებში აღრიცხვა, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან სქესობრივი დანაშაულისათვის. მაგალითად, მონაცემთა ბაზაში იტვირთება დამნაშავის პერსონალური მონაცემები, ნასამართლობის ცნობები, მისამართი და ფოტოსურათები. აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია 10 წლის ვადით.6 აშშის მოსახლეობა უფლებამოსილია ბაზებში მოძებნოს დამნაშავეები და მიიღოს ინფორმაცია მათი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ,,SORN“ ბაზაში რეგისტრაცია ავტომატურად იწვევს გარკვეული უფლებების დაკარგვას:     5 მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე მუშაობა; სკოლის ტერიტორიასთან მიახლოება (300-700 მეტრამდე);7 მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა; სკვერებთან, პარკებთან და ბავშვთა თავშეყრის ადგილებთან მიახლოება; http://www.centralchambers.co.uk/sex-offender-register-removed-list/ https://www.isp.state.il.us/sor/faq.cfm 7 https://www.smart.gov/pdfs/AdultSexOffenderManagement.pdf 6  მართვის მოწმობის უფლების ჩამორთმევა.8 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 8 https://www.legalmatch.com/law-library/article/registered-offender-laws.html