„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.03.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/318/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 17314-17315 მუხლები: „მუხლი 17314. კანონით აკრძალულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით ან/და 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება/საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა ან ასეთი პირისთვის საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით ან/და 2551 -2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის დასაქმება, ასეთი პირისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა ან ამ პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, ჩადენილი იმ დაწესებულების მიერ, სადაც კანონით აკრძალულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით ან/და 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის დასაქმება, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირის დასაქმების შემთხვევაზე, როდესაც პირს საქმიანობის უფლება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლის განაჩენით აქვს ჩამორთმეული. მუხლი 17315. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით ან/და 25512552 გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოუცხადებლობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით ან/და 25512552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2 000 ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით.“; ლარამდე ოდენობით ან 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 50 1, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 79 1–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1557–15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312, 17314, 17315 და 174 1 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“; 3. 239-ე მუხლის: ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 166-ე, 173-ე, 17315, 17316, 1741, 17415, 1752, 1761, 177-ე, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“; ბ) მე-18 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 ნაწილი: „181. ამ კოდექსის 17314 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებით, რომელიც კონკრეტულ უწყებებს, ძირითადად საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, 1 2 ავალდებულებს, არ დაასაქმონ სსკ-ის 137-ე-141-ე, 255 , 255 მუხლებისთვის ნასამართლევი პირები. აღნიშნული რეგულაციების შემოღება აუცილებელია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა პრევენციისთვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის საკანონმდებლო პაკეტით განსაზღვრული ვალდებულების ეფექტიანად აღსრულებისათვის აუცილებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თანმდევი ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის საკანონმდებლო პაკეტი კრძალავს არასრულწლოვანთან შემხებლობაში მყოფ სფეროებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII დანაშაულისათვის თავით ან/და 2551 -2552 მუხლებით გათვალისწინებული ნასამართლევი პირის დასაქმებას. წარმოდგენილი პროექტით დაწესებულებების მიერ კანონით დაკისრებული ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი არ გავრცელდება ისეთი პირის დასაქმების შემთხვევაზე, როდესაც პირს საქმიანობის უფლება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლის განაჩენით აქვს ჩამორთმეული, რამდენადაც ასეთი პირის დასაქმება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას განაჩენის შეუსრულებლობისთვის. აღნიშნულ მუხლზე, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შეადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შრომის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირები, ხოლო საქმეს ადმინისტრაციული წესით განიხილავს სასამართლო. პროექტით ასევე ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით და 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა ის თარიღი, რომელიც აუცილებელია საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებამდე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. სახელმწიფო უწყებები ამ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას, რეაგირებასა და აღსრულებას განახორციელებენ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან პროექტით განსაზღვრული 17314 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ლარის ოდენობით, 17315 სამართალდარღვევის - 1000 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის რაოდენობაზე და ცალკეულ შემთხვევაში მოსამართლის მიერ განსაზღვრულ ჯარიმის ოდენობაზე. დისკრეციის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და მისგან მომდინარე საშიშროების ხარისხს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის 17314 და 17315 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა და მათზე რეაგირება დაკავშირებულია შესაბამისი უწყებების მხრიდან ხარჯების გაღებასთან. გარდა ამისა, კანონპროექტის 17315 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის კვების ხარჯი საშუალოდ ერთი დღის განმავლობაში შეადგენს 8.13 ლარს, აღნიშნულს ემატება ასევე ადმინისტრაციული რესურსი და ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯები. ზემოაღნიშნულ ხარჯებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს საერთო სასამართლოები) გაიღებენ 2019-2022 წლების BDD დოკუმენტის მიხედვით საშუალოვადიან პერიოდში მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი სამართალდარღვევის დაწესება არ გამოიწვევს ამ უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამის პირს/უწყებას 17314 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ოდენობით, 17315 სამართალდარღვევისთვის - 1000 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით. ამასთან, დისკრეციის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროს გაითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და საშიშროების ხარისხს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი წარმოდგენილი სამართალდარღვევებისთვის ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას. კერძოდ, 17314 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 17315 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 1000 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით. დისკრეციის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე ჯარიმის ზუსტი ოდენობის განსასაზღვრად გაითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, კანონდარღვევის ხასიათსა და საშიშროების ხარისხს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.