„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი
ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის,
შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია
(სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის
ნომრისა
და
საცხოვრებელი
ადგილის
მითითებით),
ცნობები
მათი
ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ
აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ კანონის 27-ე მუხლის
მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების,
ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის,
სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის
მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული
საქმიანობის
განხორციელებაში
დაეხმარებიან,
ცნობები
მათი
ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ
აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
2. მე-18 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი
ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის,
შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია
(სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის
ნომრისა
და
საცხოვრებელი
ადგილის
მითითებით),
ცნობები
მათი
ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ
აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის:
ბ.ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ კანონის 27-ე მუხლის
მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების,
ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
ბ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის,
სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის
მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული
საქმიანობის
განხორციელებაში
დაეხმარებიან,
ცნობები
მათი
ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ
აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
3. 27-ე მუხლის:
ა) 22 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთან
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს კანონების საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;“;
ბ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და
იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე
„სამხედრო
და
ორმაგი
დანიშნულების
პროდუქციის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის
ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან, შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს
წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ მუხლის მე-2
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების,
ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი
ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური
მდგომარეობის შესახებ.“
გ) 26 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27 პუნქტი:
„27. თუ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად
დანაშაულის
ჩამდენი
პირისათვის
სასამართლოს
განაჩენის
საფუძველზე
გათვალისწინებულია იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების
ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით,
გამოიყენება სასამართლოს განაჩენით დადგენილი ვადა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მიღება
ხელშეუხებლობის
საქართველოს
განპირობებულია
წინააღმდეგ
კანონის
მიმართულ
პროექტის
„სქესობრივი
დანაშაულთან
შემუშავებით,
თავისუფლებისა
ბრძოლის
რომელთან
და
შესახებ“
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე იარაღთან
დაკავშირებული
უფლებების
ჩამორთმევის
შემთხვევაში
აუცილებელია
ჩამორთმევასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შედეგად „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება
იარაღთან
დაკავშირებული
უფლებების
ჩამორთმევის
ადმინისტრირებასთან
დაკავშირებული პროცედურული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21 პუნქტით დადგენილი
საგამონაკლისო ნორმა, რომელიც გულისხმობს ცალკეულ შემთხვევებში იარაღის
ბრუნვასთან
დაკავშირებული
ნებართვის
გაცემას
ნებართვის
მაძიებლის
ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე სხვა კანონით გათვალისწინებული
გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე გაცემას, არ გავრცელდება
„სქესობრივი
თავისუფლებისა
დანაშაულთან
ბრძოლის
და
ხელშეუხებლობის
შესახებ“
საქართველოს
წინააღმდეგ
მიმართულ
კანონის
საფუძველზე
მსჯავრდებულისათვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის დროს.
გარდა ამისა, განისაზღვრება იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევის
ვადის განსაზღვრის პრინციპი. კერძოდ, თუ „სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთან
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულს იარაღის დამზადების, შეძენის,
შენახვისა და ტარების უფლება ჩამორთმეული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი
ვადით, გამოიყენება სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული ვადა.
ასევე ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება. „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების
შესახებ“
საქართველოს
ჩამორთმევის
ცნობის
კანონის
პროექტში
ნასამართლობისა
და
უფლების
გამიჯვნის
შედეგად
საჭირო
რიგ
ნორმებში
გახდა
ნასამართლობის ცნობასთან ერთად უფლების ჩამორთმევის ცნობის შესახებ დათქმის
გაკეთება. აღნიშნული ცვლილება ხორციელდება იმ მუხლებში, რომელიც ეხება
სამოქალაქო
იარაღით,
ცეცხლსასროლი
იარაღის
ძირითადი
ელემენტებით,
საბრძოლო
მასალით
და
მასალის
ძირითადი
ელემენტებით
საჭირო
დოკუმენტაციის
ვაჭრობის/შეკეთების
საბრძოლო
ლიცენზიის
მოსაპოვებლად
ჩამონათვალს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში
შესვლის თარიღის
შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის ამოქმედების დროდ შერჩეული იქნა იგივე თარიღი, რაც ძირითადი კანონის
პროექტის ამოქმედებისთვის არის განსაზღვრული.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთაც სურთ იარაღთან დაკავშირებით კანონის საფუძველზე ჩამორთმეული
უფლების მოპოვება.
კერძოდ,
პირი ვალდებულია
მომსახურების
სააგენტოს
დოკუმენტების წარდგენის გზით დაუდასტუროს, რომ არ არის ფსიქიკურად
დაავადებული, ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი, ასევე არ აქვს
ისეთი ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის)
მიღებას.
ასევე აღნიშნულმა პროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირზე, თუ იგი
პროექტით გათვალისწინებულ უფლების ჩამორთმევის ცნობას დაჩქარებული წესით
მოითხოვს. პროექტის თანახმად, ხუთ სამუშაო დღეში ცნობის გაცემისთვის საფასური
დადგენილი არ არის, ხოლო სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის
დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი, ხოლო ერთი სამუშაო
დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის
განაკვეთია 25 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.