„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია,
მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი,
მშვილებლის
მეუღლე,
მინდობით
აღმზრდელი
(დედობილი,
მამობილი),
დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი,
ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის
წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები,
რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“;
2. 71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2)
ოცი
წელი
ამ
კოდექსის
137-ე-141-ე
მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;“;
3. 137-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან
ოჯახის წევრის მიმართ, –“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.“;
4. 138-ე მუხლის
ა) მე-2 ნაწილის:
ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ჩადენილი დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ
მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ;“;
ბ) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, –“;
5. 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 139. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური
ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება
1. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის
სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი
ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის
გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის
უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან
სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 140-ე და 141-ე
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან
ოჯახის წევრის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება:
ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“;
6. 140-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე, 141-ე
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, -“;
7. 141-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ვ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, -“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის შემუშავების მიზეზია არასრულწლოვან მსხვერპლთა
მიმართ სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა და ამ
მიმართულებით
სახელმწიფო
გამკაცრების
პოლიტიკის
აუცილებლობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკური
მონაცემების
თანახმად,
2017
წელს
სულ
რეგისტრირებულია
სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339
ფაქტი, რომელთაგანაც 224 შემთხვევაში მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო. 2018
წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სულ რეგისტრირებულია სქესობრივი
დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლად
არასრულწლოვანი
ფიქსირდება.
არასრულწლოვნების
აღნიშნული
განსაკუთრებულ
მონაცემები
მიუთითებს
მოწყვლადობაზე
სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებთან
მიმართებით, რაც მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აუცილებელია
სახელმწიფოს
მხრიდან
სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით
ეფექტიანი
მექანიზმების
შემუშავება
და
ყოვლისმომცველი,
კომპლექსური
პოლიტიკის გატარება. აღნიშნული მოითხოვს, მათ შორის, სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების პოლიტიკის გამკაცრებას და არსებული დასჯადი ქმედებების
პასუხისმგებლობის დამძიმებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება სექსუალური ძალადობისაგან პირთა,
განსაკუთრებით, კი არასრულწლოვნთა დაცვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი
მექანიზმების შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 111 მუხლში, რომლის შენიშვნასაც ოჯახის წევრთა ჩამონათვალში ემატება
„დედინაცვალი“ და „მამინაცვალი“. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია
არსებული ხარვეზით, კერძოდ, 111 მუხლის შენიშვნა შვილთან ერთად ჩამონათვალში
ითვალისწინებს
გერსაც,
მაშინ
როდესაც
დედინაცვალი
და
მამინაცვალი
მითითებული არ არის. შესაბამისად, არსებობს საჭიროება დაკონკრეტდეს, რომ
დედინაცვალი და მამინაცვალი ასევე მოიაზრებიან ოჯახის წევრებში.
სსკ-ის 71-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „გ2“ ქვეპუნქტი, რომლითაც სსკ-ის 137-ე141-ე მუხლებისთვის განისაზღვრება სპეციალური ხანდაზმულობის ვადა - 20 წელი,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს.
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხშირ შემთხვევაში,
სქესობრივი ხასიათის დანაშაულების ჩადენა ხდება არასრულწლოვანთა მიმართ,
რომლებიც თავიანთი ასაკისა და ფსიქოლოგიური სიმწიფის გათვალისწინებით,
მოკლებული არიან შესაძლებლობას განაცხადონ დანაშაულის ფაქტის შესახებ.
შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ შექმნას მექანიზმი და ამგვარი
დანაშაულის გამოსავლენად ხანდაზმულობის სპეციალური ვადა განსაზღვროს.
პროექტის თანახმად, სსკ-ის 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლებში დამამძიმებელ
გარემოებად ემატება დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. ოჯახში, როგორც
ჩაკეტილ წრეში, ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულები, რომელიც, მათ
შორის, მოიცავს ინცესტს, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს განსაკუთრებით მკაცრ
მიდგომას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ლანსაროტის 2007 წლის 25 ოქტომბრის
„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს
დამამძიმებელ
გარემოებად
განიხილონ
და
დანაშაულისთვის
სანქციის
განსაზღვრისას გაითვალისწინონ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიერ, იმ პირის
მიერ, რომელიც ცხოვრობს ბავშვთან ერთად, ან იმ პირის მიერ, რომელმაც ბოროტად
გამოიყენა თავისი ავტორიტეტული მდგომარეობა.
მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლებში აღარ
გაიმიჯნება არასრულწლოვანი მსხვერპლის ასაკობრივი კატეგორიები და დამნაშავეს
სასჯელი დაეკისრება ყველაზე მკაცრი სანქციის ფარგლებში. კერძოდ, სისხლის
სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლებში წესდება თანაბრად მკაცრი
სასჯელი 18 წლამდე პირთა მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ამასთან, სსკ-
ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილს სანქციის სახედ ემატება უვადო თავისუფლების
აღკვეთა. შესაბამისად, მოსამართლეს, სასჯელის მინიმუმისა და მაქსიმუმის
ფარგლებში, აქვს შესაძლებლობა, მსხვერპლის ასაკის გათვალისწინებით, დანიშნოს
ნაკლებად მკაცრი ან უფრო მძიმე სასჯელი.
პროექტის თანახმად, იზრდება სსკ-ის 139-ე მუხლის სანქციები. აღნიშნულ მუხლთან
დაკავშირებით
არსებული
პრაქტიკა
ცხადყოფს,
რომ
ამ
დანაშაულისთვის
გათვალისწინებული სანქციები მეტ სიმკაცრეს მოითხოვს. შესაბამისად, სსკ-ის 139-ე
მუხლის პირველი ნაწილისთვის სანქციად განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა
ხუთ წლამდე ვადით, მეორე ნაწილისთვის - ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით, მესამე
ნაწილისთვის - შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით. რაც შეეხება ამავე მუხლის მეოთხე
ნაწილს,
გასათვალისწინებელია,
რომ
არასრულწლოვანთან
ნებაყოფლობითი
სქესობრივი კავშირი (სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი) ისჯება შვიდიდან ცხრა
წლამდე ვადით, ხოლო თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სსკ-ის 139-ე მუხლით
გათვალისწინებული ქმედება ისჯება შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. შესაბამისად,
იზრდება სსკ-ის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარი და საბოლოოდ
განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
პროექტის თანახმად, სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება დამამძიმებელი
გარემოება - სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის
სხეულში ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138ე, 139-ე, 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. მსგავსი
დამამძიმებელი გარემოება მოცემულია 137-ე, 138-ე, 139-ე მუხლებში, ლოგიკურია,
რომ ანალოგიური მიდგომა აისახოს 140-ე მუხლში.
ანალოგიურად სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილს ემატება დამამძიმებელი
გარემოება - გარყვნილი ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა
სისხლის
სამართლის
გათვალისწინებული
კოდექსის
რომელიმე
137-ე,
138-ე,
დანაშაული,
139-ე,
ასევე,
140-ე
გარყვნილი
მუხლებით
ქმედება
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში
შესვლის თარიღის
შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რამდენადაც კანონი ამკაცრებს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის
რამდენიმე მუხლში, კანონის ამოქმედების თარიღად შერჩეულ იქნა გამოქვეყნებიდან
მე-15 დღე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას. პროექტის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს
იუსტიციის სამინისტროსთვის, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რაც
შეეხება კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით წარმოდგენილ ცვლილებას
სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლთან დაკავშირებით, აღნიშნული მუხლის
პირველი ნაწილის სანქცია კოდექსის მოქმედი რედაქციითაც ითვალისწინებს
ჯარიმას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ სახეს,
პრეროგატივაა,
ამდენად
აღნიშნული
რისი გამოყენებაც სასამართლოს
ჯარიმა
ვერ
განიხილება,
როგორც
კანონპროექტით წარმოდგენილი სიახლე, რამაც შესაძლოა გავლენა
იქონიოს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კანონპროექტის მიხედვით, სსკ-ის 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლების
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენის შემთხვევაში აღარ ხორციელდება მსხვერპლთა
დიფერენცირება ასაკის მიხედვით და შესაბამისად, მსჯავრდებულს დაეკისრება
ერთნაირად მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, სსკ-ის 137-ე,
138-ე და 139-ე მუხლებს დამამძიმებელ გარემოებად ემატება ოჯახის წევრის მიმართ
სქესობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენა, რომლის სანქციის სახედ ასევე
განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით. ამასთან, სსკ-ის 137-ე
მუხლს სანქციის სახედ ემატება უვადო თავისუფლების აღკვეთა. პროექტის
მიხედვით, სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება დამამძიმებელი გარემოება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში იმის
მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე, 141-ე მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ამასთან, სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე
ნაწილს ემატება ორი დამამძიმებელი გარემოება: გარყვნილი ქმედება, ჩადენილი იმის
მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე მუხლებით
გათვალისწინებული
რომელიმე
დანაშაული
და
დამნაშავისათვის
წინასწარი
შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე,
რამდენადაც
ერთ
თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი.
აღნიშნულ ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში. ასევე, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის
განხილვა
განხორციელდება
(საქართველოს
შინაგან
შესაბამისი
საქმეთა
კომპეტენტური
სამინისტრო,
საქართველოს
ორგანოებისთვის
პროკურატურა,
საქართველოს საერთო სასამართლოები) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. რაც შეეხება კანონპროექტის
პირველი მუხლის მე-5 პუნქტით წარმოდგენილ ცვლილებას სისხლის სამართლის
კოდექსის 139-ე მუხლთან დაკავშირებით, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის
სანქცია კოდექსის მოქმედი რედაქციითაც ითვალისწინებს ჯარიმას, როგორც
სასჯელის ერთ-ერთ სახეს, რისი გამოყენებაც სასამართლოს პრეროგატივაა, ამდენად
აღნიშნული ჯარიმა ვერ განიხილება, როგორც კანონპროექტით წარმოდგენილი
სიახლე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. რაც შეეხება კანონპროექტის პირველი
მუხლის მე-5 პუნქტით წარმოდგენილ ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსის
139-ე მუხლთან დაკავშირებით, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის სანქცია
კოდექსის მოქმედი რედაქციითაც ითვალისწინებს ჯარიმას, როგორც სასჯელის ერთერთ სახეს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიმართა არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.