„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 32. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო,
ადმინისტრაციული
და
დამხმარე
საგანმანათლებლო
დაწესებულების
თანამდებობები,
წესდებით
აგრეთვე
უმაღლესი
გათვალისწინებული
სხვა
თანამდებობები.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმებული იყოს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი,
რომელსაც
„სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
სასამართლოს
მიერ
ჩამორთმეული
აქვს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
საქმიანობის უფლება.“.
მუხლი 2
2020 წლის 1 მარტამდე სპეციალიზებულმა დაწესებულებამ ამ კანონის ამოქმედებამდე
დასაქმებულ პირებს უნდა მოსთხოვოს ნასამართლობის ცნობის წარდგენა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მიღება
ხელშეუხებლობის
საქართველოს
განპირობებულია
წინააღმდეგ
კანონის
უზრუნველსაყოფად
„სქესობრივი
მიმართულ
პროექტის
ცვლილება
დანაშაულთან
შემუშავებით,
შედის
თავისუფლებისა
ბრძოლის
რომელთან
„უმაღლესი
და
შესახებ“
შესაბამისობის
განათლების
შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების შეზღუდვის ეფექტიანად
აღსრულებისათვის
აუცილებელია
ცვლილების
განხორციელება
„უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შედეგად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება
41 მუხლი, რომლითაც პერსონალისთვის დგინდება შეზღუდვები. კერძოდ, უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმებული იყოს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულების
„სქესობრივი
ჩადენისთვის
თავისუფლებისა
ნასამართლევი
და
პირი
ხელშეუხებლობის
ან/და
პირი,
რომელსაც
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლოს
მიერ ჩამორთმეული აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში
შესვლის თარიღის
შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის ამოქმედების დროდ შერჩეულ იქნა იგივე თარიღი, რაც ძირითადი კანონის
ამოქმედებისთვის არის განსაზღვრული.
ასევე
კანონს
ამოქმედებამდე
ენიჭება
უკუძალა
დასაქმებულ
პირებს
გარკვეულწილად,
რამდენადაც
კანონის
მოეთხოვებათ
ნასამართლობის
ცნობის
წარდგენა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დაუყოვნებლივ
შეიქმნას სქესობრივი ძალადობის თავიდან აცილების ერთ-ერთი ინსტრუმენტი,
როგორიცაა, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევ პირთა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების თავიდან აცილება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიოს გავლენა,
რამდენადაც
პროექტის თანახმად, 2020
წლის
1
მარტამდე დაწესებულებამ
დასაქმებულ პირებს უნდა მოსთხოვოს ნასამართლობის ცნობის წარდგენა. ამასთან,
აღნიშნული საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა დაჩქარებული წესით მოხდება. კერძოდ,
აღნიშნული ცნობების სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული
მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი, ხოლო ერთი სამუშაო დღის
განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25
ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. პროექტის თანახმად, უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმებული იყოს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლოს
მიერ ჩამორთმეული აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
შესაბამისად, მოცემულ პირებს, შეეზღუდებათ დასაქმების ადგილების რაოდენობა,
რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათი შემოსავლის შემცირებაც. გარდა ამისა, თუ
ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი პირები ამ კანონის
ამოქმედების მომენტისთვის დასაქმებულები არიან უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, მათ მოუწევთ შრომითი საქმიანობის შეწყვეტა, რაც ასევე
გამოიწვევს მათი შემოსავლის შემცირებას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს 2020 წლის 1 მარტამდე დაწესებულებამ დასაქმებულ
პირებს მოსთხოვოს ნასამართლობის ცნობის წარდგენა, აღნიშნული გავლენას
მოახდენს პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ
შემთხვევაში, თუ პირი მოითხოვს ნასამართლობის ცნობის დაჩქარებული წესით
გაცემას. კერძოდ, ხუთ სამუშაო დღეში ნასამართლობის და უფლების ჩამორთმევის
შესახებ ცნობების გაცემა ადრესატის მიმართ არ წარმოშობს ფინანსურ შედეგს, სამი
სამუშაო დღის განმავლობაში ცნობების გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების
საფასურის განაკვეთია 15 ლარი, ხოლო ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.