„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.03.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/318/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სპეციალიზებული დაწესებულება 1. სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა. 2. სპეციალიზებული დაწესებულება/სპეციალიზებული დაწესებულების თანამშრომელი არ შეიძლება იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.“. მუხლი 2 2020 წლის 1 მარტამდე სპეციალიზებულმა დაწესებულებამ ამ კანონის ამოქმედებამდე დასაქმებულ პირებს უნდა მოსთხოვოს ნასამართლობის ცნობის წარდგენა. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება ხელშეუხებლობის საქართველოს განპირობებულია წინააღმდეგ კანონის უზრუნველსაყოფად „სქესობრივი მიმართულ პროექტის ცვლილება დანაშაულთან შემუშავებით, შედის თავისუფლებისა ბრძოლის რომელთან „სოციალური და შესახებ“ შესაბამისობის დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის სააღმზრდელო (მაგ.: მომსახურების დაწესებულებებში არასრულწლოვნებისათვის გაწევის საქმიანობის და აკრძალვა) ასეთი ნებისმიერი სახის მომსახურების გამწევ ეფექტიანად აღსრულებისათვის აუცილებელია ცვლილების განხორციელება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შედეგად „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სპეციალიზებული დაწესებულება ან სპეციალიზებული დაწესებულების თანამშრომელი არ შეიძლება იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. წინამდებარე ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, სპეციალურ დაწესებულებებში მოთავსებული არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან სხვადასხვა ფორმის ძალადობის მიმართ.1 აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბავშვზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეინიშნება ოჯახურ გარემოში ან ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ დაწესებულებებში. აღნიშნული კი თავის მხრივ მოითხოვს პრევენციის განსაკუთრებული ზომების მიღებას და მსგავს დაწესებულებებში პერსონალის შერჩევისას დამატებითი შემოწმების მექანიზმების შემოღებას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულირების შემოღების შესაძლებლობას ითვალისწინებს ლანსაროტის 2007 წლის 25 ოქტომბრის „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია. აღნიშნული კონვენციის 27-ე მუხლის თანახმადაც, ხელშემკვრელ მხარეს აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირისთვის, დროებით ან პერმანენტულად, ისეთი პროფესიული ან ნებაყოფლობითი საქმიანობის განხორციელების აკრძალვა, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებთან კონტაქტს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების დროდ შერჩეულ იქნა იგივე თარიღი, რაც ძირითადი კანონის პროექტის ამოქმედებისთვის არის განსაზღვრული. ასევე კანონს ამოქმედებამდე ენიჭება უკუძალა დასაქმებულ პირებს გარკვეულწილად, რამდენადაც კანონის მოეთხოვებათ ნასამართლობის ცნობის წარდგენა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დაუყოვნებლივ შეიქმნას სქესობრივი ძალადობის თავიდან აცილების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, როგორიცაა, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევ პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში დასაქმების თავიდან აცილება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 1 http://unicef.ge/uploads/Violence_part1_sm.pdf ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიოს გავლენა, რამდენადაც პროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მარტამდე დაწესებულებამ დასაქმებულ პირებს უნდა მოსთხოვოს ნასამართლობის ცნობის წარდგენა. ამასთან, აღნიშნული საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა დაჩქარებული წესით მოხდება. კერძოდ, აღნიშნული ცნობების სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი, ხოლო ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. პროექტის თანახმად, სპეციალიზებული დაწესებულება ან სპეციალიზებული დაწესებულების თანამშრომელი არ შეიძლება იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - 141-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი. შესაბამისად, მოცემულ პირებს შეეზღუდებათ დასაქმების ადგილების რაოდენობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათი შემოსავლის შემცირებაც. გარდა ამისა, თუ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი პირები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის დასაქმებულები არიან სპეციალიზებულ დაწესებულებაში, მათ მოუწევთ შრომითი საქმიანობის შეწყვეტა, რაც ასევე გამოიწვევს მათი შემოსავლის შემცირებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს 2020 წლის 1 მარტამდე დაწესებულებამ დასაქმებულ პირებს მოსთხოვოს ნასამართლობის ცნობის წარდგენა, აღნიშნული გავლენას მოახდენს პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ პირი მოითხოვს ნასამართლობის ცნობის დაჩქარებული წესით გაცემას. კერძოდ, ხუთ სამუშაო დღეში ნასამართლობის და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების გაცემა ადრესატის მიმართ არ წარმოშობს ფინანსურ შედეგს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში ცნობების გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი, ხოლო ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუსაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.