„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 1811 – 1812 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1811. ცივი იარაღის ტარება
1. ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში,
სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში,
რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის
სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება, გარდა ამ
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადგილებში სამოქალაქო ბრუნვიდან
ამოღებული ცივი იარაღის ტარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.
შენიშვნა:
1. ეს მუხლი არ ვრცელდება განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ ან/და
ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირზე, რომელიც
ცივი იარაღის ტარებისათვის პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381
მუხლის შესაბამისად.
2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე,
რომელიც ცივ იარაღს ატარებს:
ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;
ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;
გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;
ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;
ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და
სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.
3. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების
არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს
სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
4. პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება,
აგრეთვე აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება.
„მუხლი 1812. ცივი იარაღით ვაჭრობის სალიცენზიო პირობების დარღვევა
1. ცივი იარაღით ვაჭრობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით
ჩადენა 1 წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.“.
2. 1812 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1813 -1815 მუხლები:
„მუხლი 1813. ცივი იარაღით უკანონო ვაჭრობა
სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან/და შესაბამისი ლიცენზიის
გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000
ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 1814. ცივი იარაღის ნასამართლობის მქონე პირისთვის ან არასრულწლოვნისთვის
გადაცემა
1. წინასწარი შეცნობით ნასამართლობის მქონე პირისთვის ცივი იარაღის გადაცემა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით.
2. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის გადაცემა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით.
შენიშვნა:
1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის გადაცემა იწვევს საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ
შემთხვევაზე, როდესაც ცივი იარაღის გადაცემა ხორციელდება:
ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;
ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;
გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;
ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;
ვ) ეროვნულ ტანსაცმელზე ტარების მიზნით.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელ პირზე.
მუხლი 1815. ცივი იარაღის უკანონო იმპორტი
სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან/და სათანადო ლიცენზიის
გარეშე ცივი იარაღის იმპორტი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ცივი იარაღის
კონფისკაციით.“.
3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო)
სამართალდარღვევათა საქმეები
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 43 1 −44 3 , 44 5 , 44 7 –44 11 , 45-ე−46 4 , 48-ე, 49-ე, 50 1 , 51-ე–55 4 , 56-ე, 57-ე–59-ე, 59
2 −მე-60, 60 3 −61 1 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71 1 , 72 1 –78-ე, 79 1 –81-ე, 82 1 , 82 2 , 82 5 , 84-ე–86-ე,
87 1 −89 3 , 91 2 , 91 3 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 100 1 , 100 2 , 103 1 , 104-ე და 105 1 მუხლებით, 127 1 მუხლის
მე-5 ნაწილით, 128 1 –128 5 , 143-ე, 144-ე, 144 10 , 145-ე, 146 1 , 148-ე, 150-ე, 150 1 , 151-ე, 152-ე, 152
2 , 153-ე, 153 1 და 153 3 –153 5 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154 2 , 155
1 და 155 2 მუხლებით, 155 3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით, 155 7 –155 10 , 156-ე, 157 1 –158 1, 159-ე, 159 1 , 159 4 –159 10 , 163-ე, 164-ე, 164 4 , 165 1 –
165 3 , 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 2 −171 4მუხლებით, 171
5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 172 4 –172 6 , 173-ე, 173 4 –
173 7 , 173 9 , 173 12 და 174 1 მუხლებით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1 და 175 2 მუხლებით,
177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 8, 177 9 , 177 11 და 177 12 მუხლებით,
177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში), 178-ე, 179 1 –179 3 , 180-ე - 1815 მუხლებით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 187 1 , 189-ე, 192ე, 195-ე, 196 3 , 196 6 , 197 1 , 197 2 და 199 1 მუხლებით.“.
5. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს
შინაგან
საქმეთა
ორგანოები
განიხილავენ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58 3, 86 1, 107
1–107 3, 107 5, 108-ე, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით,
127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი
დარღვევებისათვის), 134-ე, 135 2−135 4 და 139 5 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი, მე-3 და მე4 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171
1 მუხლით
(ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და
პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო
და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ
რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 174 15 მუხლით (გარდა 174 15 მუხლის მე4 ნაწილისა), 174 16 და 176 1 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8,
მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 182 1, 182 2, 190-ე, 190 2, 191-ე და 191 1 მუხლებით.“.
5. 239-ე მუხლის:
ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 45- ე, 451, 583, 81-ე , 861, 1002, 107- ე, 1075, 1141, 1142, 116-ე –116 3, 118- ე −123-ე,
125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი – მე -2, მე -6 და მე -7 ნაწილებით, 134- ე, 135
2−135 4, 1395, 150-ე და 153 3 მუხლებით , 153 6 მუხლის მე -2 და მე -5 ნაწილებით და 166- ე , 173ე , 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1, 177-ე , 177 1, 180-ე – 1814, 182 - 183-ე, 190-ე, 190 2, 191- ე და 199
1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ
შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
ჩადენის
შემთხვევებში
შესაბამის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირი .“;
ბ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ კოდექსის 664 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების
იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2
ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555 და 1556 მუხლებით,
1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე−1653,
1715, 178-ე, 1793, 1815, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის
ორგანოთა უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს 2019 წლის 1
ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
იარაღი არის იმგვარი საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა
ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. აღნიშნული მიუთითებს იარაღის
მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების არსებობაზე და მისი ბრუნვის მიმართ
კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმების შემოღების საჭიროებაზე. შესაბამისად,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესები მოითხოვს იმგვარი
რეგულაციების დაწესების აუცილებლობას, რომელიც ცივი იარაღის ხელმისაწვდომობას და
მის თავისუფალ ბრუნვას მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქცევს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში არსებული
გამოწვევები მიუთითებს, რომ ცივი იარაღის ტარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი სანქციები უნდა იყოს საკმარისად მკაცრი, რათა სანქციის სიმკაცრემ მოახდინოს
ცივი იარაღის ტარების პრევენცია. ამასთან, ცივი იარაღის ბრუნვის ეფექტიანი და ქმედითი
კონტროლის პოლიტიკა მოითხოვს, რომ დასჯადი ქმედებების წრე გაფართოვდეს. ასეთი
ქმედებებია: სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის ტარება; წინასწარი შეცნობით
ნასამართლობის მქონე პირისთვის ან არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის გადაცემა; ცივი
იარაღის უკანონო იმპორტი და ცივი იარაღით ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა. აღნიშნული
მნიშვნელოვანია ცივი იარაღის ხელმისაწვდომობის შესამცირებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი იარაღის
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი და ფართომასშტაბიანი მიდგომის
შემუშავება და რეაგირების უფრო ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტით მკაცრდება სანქციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით,
კერძოდ
ქუჩაში,
ეზოში,
სტადიონზე,
სკვერში,
პარკში,
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში,
სასამართლოში,
აეროპორტში,
კინოთეატრში,
თეატრში,
საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ
ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას არა 200 ლარის,
არამედ 500 ლარის ოდენობით.
ცალკე შემადგენლობად გამოიყო და უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დადგინდა
სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის ტარებისთვის, კერძოდ, სანქციად
განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა.
ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება ხდება არა მხოლოდ
ფულადი სანქციების გაზრდის კონტექსტში, არამედ პროექტის თანახმად, მისი
განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. მოქმედი კანონმდებლობის
ფარგლებში
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
დგება
აღნიშნული
სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში.
კანონს ემატება ახალი სამართალდარღვევები, რომლის თანახმადაც დასჯადი ხდება
სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან/და ცივი იარაღის
იმპორტი სათანადო ლიცენზიის გარეშე, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი
იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა, აგრეთვე,
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ან ნასამართლობის მქონე პირისთვის
ცივი იარაღის გადაცემა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ცივი იარაღის მიყიდვა
შესაძლებელია ადმინისტარციული სამართალდარღვევის საფუძველი გახდეს ცივი
იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვის შემთხვევაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა, ამოქმედდება
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები 2019
წლის 1 ოქტომბრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი
სახსრების
გამოყოფას.
პროექტით
გათვალისწინებულ
ახალ
სამართალდარღვევებზე რეაგირებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
განახორციელებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, ახალი
სამართალდარღვევის
დაწესება
არ
გამოიწვევს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას. ასევე სასამართლო ხელისუფლება პროექტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარაღვევის განხილვას განახორციელებს
მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. რამდენადაც იზრდება 1811 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები,
ასევე განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევები, ესენია: ცივი იარაღით ვაჭრობის
სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია 2000 ლარი, იგივე ქმედების
ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით; სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული
ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა იწვევს
ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; წინასწარი შეცნობით
ნასამართლობის მქონე პირისთვის ცივი იარაღის გადაცემა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან
1000 ლარამდე ოდენობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის
გადაცემა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით; სამოქალაქო
ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან/და სათანადო ლიცენზიის გარეშე ცივი
იარაღის იმპორტი იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით; ამასთან,
აღნიშნული შემოსავლის მიღება დამოკიდებულია ჩადენილი სამართალდარღვევების
რაოდენობაზე, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრაზე, რაც
დამოკიდებული იქნება პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ქმედების საშიშროების
ხასიათზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის 2019-2020
წლების
ბიუჯეტის
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
ხარჯვით
ნაწილზე.
პროექტის
სამართალდარღვევებისათვის
პატიმრობა.
თანახმად
1811
გათვალისწინებული
აღსანიშნავია,
მუხლით
აღარ
იქნება
რომ
ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის კვების ხარჯი საშუალოდ ერთი დღის
განმავლობაში შეადგენს 8.13 ლარს, აღნიშნულს ემატება ასევე ადმინისტრაციული რესურსი
და ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯები. შესაბამისად დასახელებული ხარჯი მოაკლდება
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულ ახალ
სამართალდარღვევებზე
რეაგირებას
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო
განახორციელებს
მისთვის
სამართალდარღვევის
გამოყოფილი
დაწესება
არ
ასიგნებების
გამოიწვევს
ფარგლებში.
შინაგან
ამასთან,
საქმეთა
ახალი
სამინისტროს
თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას. ასევე სასამართლო ხელისუფლება პროექტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვას განახორციელებს
მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც ითვალისწინებს არსებული სანქციების
გამკაცრებას და ახალი დასჯადი ქმედებების დადგენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას. კერძოდ, 1811 მუხლის
პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ნაწილი 1000
ლარის ოდენობით. ასევე, ცივი იარაღით ვაჭრობის სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის
გათვალისწინებულია 2000 ლარი, იგივე ქმედების ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის
ოდენობით; სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი
ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა იწვევს ფიზიკური პირის/ინდივიდუალური
მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3
000 ლარის ოდენობით; წინასწარი შეცნობით ნასამართლობის მქონე პირისთვის ცივი იარაღის
გადაცემა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, წინასწარი შეცნობით
არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის გადაცემა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500
ლარამდე ოდენობით; სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან/და
სათანადო ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღის იმპორტი იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან
2000 ლარამდე ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ცივი იარაღის ბრუნვაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული არაერთ ქვეყანაში, მათ შორის,
გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, ესტონეთში, ნორვეგიაში.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.