„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.05.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/349/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება: 1. 1922 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1923 და 1924 მუხლები: „მუხლი 1923. ცივი იარაღით უკანონო ვაჭრობა 1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან/და სათანადო ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის, ბ) ჯგუფურად, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დანიშნული ჯარიმა არ უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1813 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 1924. ცივი იარაღის უკანონო იმპორტი 1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან/და შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღის იმპორტი, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის, ბ) ჯგუფურად, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. 2. 2381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2381. ცივი იარაღის ტარება 1. ცივი იარაღის ტარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. 2. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: 1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. 2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: იარაღი არის იმგვარი საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. აღნიშნული მიუთითებს იარაღის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების არსებობაზე და მისი ბრუნვის მიმართ კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმების შემოღების საჭიროებაზე. შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესები მოითხოვს იმგვარი რეგულაციების დაწესების აუცილებლობას, რომელიც ცივი იარაღის ხელმისაწვდომობას და მის თავისუფალ ბრუნვას მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქცევს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები მიუთითებს, რომ ცივი იარაღის ტარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები უნდა იყოს საკმარისად მკაცრი, რათა სანქციის სიმკაცრემ მოახდინოს ცივი იარაღის ტარების პრევენცია. ამასთან, ცივი იარაღის ბრუნვის ეფექტიანი და ქმედითი კონტროლის პოლიტიკა მოითხოვს, რომ დასჯადი ქმედებების წრე გაფართოვდეს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ცივი იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ რეაგირების ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმების ამოქმედება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  კანონის პროექტით მკაცრდება სანქციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ისევე როგორც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, თუმცა დასახელებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა 6 თვიდან გაიზრდება 1 წლამდე.  ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება ხდება არა მხოლოდ სასჯელების დამძიმების კონტექსტში, არამედ პროექტის თანახმად, ცივი იარაღის ტარების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში.  დასჯადი ხდება აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.  პროექტის ნოვაციას წარმოადგენს ასევე ცივი იარაღის დეფინიციის განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო წარმოდგენილი კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების თარიღია 2019 წლის 1 ოქტომბერი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2019-2020 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019-2020 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, დანაშაულებისთვის - სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა, ასევე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან/და სათანადო ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღის იმპორტი, - სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა. ამასთან, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის მდგომარეობის სიმძიმისა გათვალისწინებით, და მსჯავრდებულის რომელიც განისაზღვრება მატერიალური მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება დანაშაულის რაოდენობასა და თითოეულ შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პროექტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს არსებული რესურსის გამოყენებით, აღნიშნული არ გამოიწვევს თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში მსჯავრდებულის საქართველოს იუსტიციის შენახვისათვის სამინისტრო მისთვის საჭირო ხარჯებს გამოყოფილი გაიღებს ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, ერთი მსჯავრდებულის შენახვის ხარჯს წლის განმავლობაში საშუალოდ წარმოდგენს 12 045 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, დანაშაულებისთვის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა, ასევე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან/და სათანადო ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღის იმპორტი, - სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა. ამასთანავე პროექტის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 1923 და 1924 მუხლები, რომელთა შენიშვნის თანახმადაც ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. შესაბამისად დასახელებული გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს ასევე იურიდიული პირისათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელის სახედ ჯარიმის დაწესებას. ამასთან, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და აგრეთვე, მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ცივი იარაღის ბრუნვაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, ესტონეთში, ნორვეგიაში. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.