„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 0 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.01.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
310150000.05.001.017312) 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის
მოთხოვნებთან შეუსაბამობა. მართვის უფლების მიმნიჭებელი ორგანო უფლებამოსილია
სამედიცინო დაწესებულებიდან გამოითხოვოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ინფორმაცია იმ მოცულობით, რაც აუცილებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის
საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის
აუცილებლობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) წარმოადგენს იარაღის
შეძენის, შენახვის, ტარების ნებართვის, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მიმნიჭებელ ორგანოს. სააგენტოს ფუნქციები პირისთვის უფლების მინიჭებასთან
ერთად მოიცავს ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღთან
დაკავშირებით გაცემული ნებართვების გაუქმებას, ხოლო მართვის მოწმობის შემთხვევაში აღნიშნულის შეჩერებას ან გაუქმებას. თუმცა, არსებული საკანონმდებლო ბაზის გამო
სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ეფექტიანად და სრულფასოვნად აღასრულოს მასზე
დაკისრებული ფუნქციები.
კერძოდ, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო
საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება
სატრანსპორტო საშუალების მართვა, ხოლო, ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა''
ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომლის ჯანმრთელობის
მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო
საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს. ამავე
კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი
კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების
შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სააგენტოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან
მიეწოდება
პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, თუმცა სააგენტოს მხრიდან
რთულია მართვის უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციის გადამოწმება და ობიექტური და დადასტურებული ინფორმაციის მიღება, ვერ
ხერხდება აღნიშნულ პირებთან კომუნიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ცნობის მოთხოვნა, ასევე სამედიცინო დაწესებულებებიც უარს აცხადებენ პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემაზე,
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ'' საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-4
პუნქტებიდან გამომდინარე. რომლის თანხმად, ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე
შესაძლებელია პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ანდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით. აგრეთვე, კონფიდენციალობის დარღვევა შესაძლებელია,
თუ საფრთხე ექმნება პაციენტის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამ
შემთხვევაში გადაწყვეტილებას პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამჟღავნების შესახებ
იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია. ამასთან, ადმინისტრაციული
ორგანოსათვის ასეთი ინფორმაციის არარსებობამ (მიუწოდებლობამ) შესაძლოა გამოიწვიოს
არაერთი მძიმე შედეგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, რადგან სატრანსპორტო
საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო უწყებებისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად განხორციელებისთვის
აუცილებელია მისი სათანადო ნორმატიული ბაზით აღჭურვა. არსებული რეგულაციებით,
იქმნება რეალობა როდესაც ერთი მხრივ, სააგენტოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს - საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების ეფექტიანი დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მას არ გააჩნია ცალსახა ბერკეტი
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციის მიღება, შესაბამისი მყარი და მკაფიო ნორმატიული საფუძვლის არარსებობის
გამო ხშირად დამოკიდებულია დაწესებულების (სადაც დაცულია კონკრეტული ინფორმაცია)
კეთილ ნებაზე.
შესაბამისად, დასახელებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია, კანონში
ცვლილების შეტანა, რომლის თანახმად, შესაბამის ორგანოს მითითებული მიზნით, პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება მიენიჭება.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ცვლილება უნდა განხორციელდეს, როგორც „საგზაო
მოძრაობის შესახებ“, ასევე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა მოხდეს
პრაქტიკაში სააგენტოს ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარვეზების სრული აღმოფხვრა
და შესაძლებელი გახდეს ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იარსებებს იმგვარი სამართლებრივი რეგულაციები,
რომელიც სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს
საკუთარი ფუნქციები ეფექტიანად
აღასრულოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად
სააგენტოს
მითითებული
მიზნებისთვის
ენიჭება
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება, კერძოდ
მართვის უფლების მფლობელი პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი
სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოთხოვის უფლება, რაც შეიძლება გახდეს,
კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული მართვის უფლების შეჩერების საფუძველი.
ამასთან, ინფორმაციის გამოთხოვა მოხდება იმ მოცულობით, რაც აუცილებელია პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის
მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად,
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შესვლის თარიღია 2019 წლის 1 აგვისტო.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის
ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.