„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 1 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-6 მუხლს
დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 პუნქტი:
„113. ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია, ცივი იარაღის ბრუნვის კონტროლის
მექანიზმების გამკაცრების საჭიროებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზირებად საქმიანობად
დაწესებისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ქვეყანაში ცივი იარაღით ვაჭრობა გახდება
ლიცენზირებადი საქმიანობა. აღნიშნულის შედეგად
ცივი იარაღით ვაჭრობა
დაექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. აღნიშნული ქმედებებისთვის ლიცენზიის
დადგენის შედეგად შესაძლებელი იქნება გაკონტროლდეს ქვეყანაში ცივი იარაღით
ვაჭრობის
უსაფრთხოების
სტანდარტები,
აღრიცხვის
წესი,
ვაჭრობის
განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა წრე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად კანონს ემატება ლიცენზიის სახე – ცივი იარაღით ვაჭრობის
ლიცენზია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღია 2019 წლის 1 აგვისტო.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე.
ცივი
იარაღის
ვაჭრობის
ლიცენზირების
შედეგად
სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს შემოსავალს სალიცენზიო მოსაკრებლის სახით.
ლიცენზიის გაცემის მომსახურების გაწევისთვის შემოსავალს მიიღებს ასევე საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო. ამასთან, ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის საფასური
შეადგენს 100 ლარს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემის
მომსახურების
გაწევისთვის
საფასური
დადგინდება
„საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების
შესახებ“
საქართველოს
კანონით.
შესაბამისად
აღნიშნული
შემოსავალი
დამოკიდებულია ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება.
ცივი
იარაღის
ვაჭრობის
განხორციელებისთვის საჭირო იქნება ლიცენზიის მოპოვება, რაც დაკავშირებული
იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებლისა და
მომსახურების საფასურის გადახდასთან. აღნიშნული მოსაკრებელი შეადგენს 100
ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
პროექტის თანახმად, ცივი იარაღით ვაჭრობა,
იმპორტი ხდება ლიცენზირებადი
საქმიანობა. დასახელებული ლიცენზიის მოსაკრებელი განსაზღვრულია შესაბამისი
კანონმდებლობით და წარმოადგენს 100 ლარს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.