„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 0 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სანებართვო,
სალიცენზიო, სარეგისტრაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და ამ კანონით
განსაზღვრული სხვა სახის მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგება, აღნიშნულ
სფეროებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესება.“.
2. მე-3 მუხლის „ე4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე5“ ქვეპუნქტი:
„ე5) ცივი იარაღი - „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცივი იარაღი;“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ტ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის „ტ2“ქვეპუნქტი:
„ტ2) ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა;“.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
ვადებში
სააგენტოს
მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით
განსაზღვრული საფასური, ხოლო სანებართვო, სალიცენზიო ან/და სარეგისტრაციო
მომსახურების განხორციელებისათვის – „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“
და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით
გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი.“.
5. მე-6 მუხლის „ჰ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“ ქვეპუნქტი:
„ჰ3) ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა - 50 ლარი;“.
6. მე-7 მუხლს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ქვეპუნქტი:
„ვ1) ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა − 5 სამუშაო დღე;“.
7. მე-10 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. თითოეულ ერთეულზე დაჩქარებული სანებართვო/სალიცენზიო ან/და
სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და
მომსახურების ვადები“;
ბ) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი:
„43. ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების
საფასურის განაკვეთია 75 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების
საფასურის განაკვეთია 100 ლარი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია, ცივი იარაღის ბრუნვის კონტროლის
გამკაცრების საჭიროებით. რამდენადაც ცივი იარაღი თავისი ბუნებით შეიცავს პირის
დაზიანების საფრთხეს, საჭიროა ცივი იარაღით ვაჭრობა ლიცენზირებად საქმიანობას
წარმოადგენდეს. ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გამცემ ორგანოს პროექტის
მიხედვით წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. შესაბამისად, აღნიშნული
განაპირობებს, რომ მოცემულ კანონში გაიწეროს სააგენტოს მიერ გაწეული შესაბამისი
მომსახურების საჭირო საფასური და ვადები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გაწეული
მომსახურებების საფასურისა და ვადების დაწესების მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, დარეგულირდება მომსახურების სააგენტოს მიერ
გაწეული ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემისთვის საჭირო საფასური და
ვადები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
-
-
კანონის პროექტით კანონს ემატება ცივი იარაღის ტერმინის განმარტება,
მომსახურების სააგენტოს ფუნქციებს ემატება ცივი იარაღით ვაჭრობის
ლიცენზიის გაცემა და აღნიშნული ლიცენზიების გაცემის ვადად
განისაზღვრება 5 სამუშაო დღე.
პროექტით დგინდება ლიცენზიის გაცემის საფასური. კერძოდ, ცივი იარაღით
ვაჭრობის ლიცენზიის საფასურია 50 ლარი.
-
პროექტით ასევე განისაზღვრება ლიცენზიის დაჩქარებულად გაცემის
საფასურები. კერძოდ, ცივი იარაღით ვაჭრობის
ლიცენზიის თაობაზე
განაცხადის შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის
დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი იქნება 75 ლარი, ხოლო 1
სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის – 100 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღია 2019 წლის 1 აგვისტოდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პროექტით
გათვალისწინებულ მომსახურების განხორციელებას უზრუნველყოფს საკუთარი
შემოსულობების ფარგლებში. აღნიშნული სააგენტოსთვის ფუნქციის დამატება არ
გამოიწვევს სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან დგინდება პროექტით გათვალისწინებული
მომსახურების სახეებისთვის შესაბამისი საფასურები. კერძოდ, ცივი იარაღით
ვაჭრობის ლიცენზიის ლიცენზიისთვის გათვალისწინებულია 5 სამუშაო დღის
ვადაში გაცემისთვის დაწესებულია 50 ლარი, 2 სამუშაო დღის განმავლობაში
გაცემისათვის მომსახურების საფასური იქნება 75 ლარი, ხოლო 1 სამუშაო დღის
განმავლობაში გაცემისათვის – 100 ლარი. ამასთან, აღნიშნული შემოსავლის ოდენობა
დამოკიდებული იქნება მომსახურების გაწევის მსურველი პირის რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, კანონპროექტით
გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებლები გადაიხდიან
მოცემული მომსახურებისათვის პროექტით განსაზღვრულ საფასურს. კერძოდ, ცივი
იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის
დაწესებულია 50 ლარი, 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის - 75 ლარს,
ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის – 100 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს მომსახურების საფასურის დადგენას. კერძოდ, ცივი
იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის
დაწესებულია 50 ლარი, 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის - 75 ლარს,
ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის – 100 ლარს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.