„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-8-ე პუნქტები:
„5. პოლიცია უფლებამოსილია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოითხოვოს და
დაამუშაოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, თუ აღნიშნული
აუცილებელია „იარაღის შესახებ“ ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების
განსახორციელებლად.
6. პოლიცია უფლებამოსილია დაამუშაოს ადმინისტრაციულ ორგანოებში/საჯარო
დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის
პერსონალური მონაცემი, თუ აღნიშნული აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით
პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად.
7. საქართველოს კანონმდებლობით პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების აღსრულების
მიზნით პოლიციასა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის მონაცემების
გაცვლისა და დამუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.“.
2. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს
კანონმდებლობით პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების აღსრულების მიზნით
პოლიციასა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის მონაცემების გაცვლისა და
დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების
მიღება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია პრაქტიკაში არსებული სირთულეების აღმოფხვრის
აუცილებლობა.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების
მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება
სატრანსპორტო საშუალების მართვა, ხოლო 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
მიხედვით, შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის
საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს. იმავე კანონის 59-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის
მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
ასევე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“
ქვეპუნქტის თანახმად, იარაღის ნებართვა უქმდება თუ ნებართვის მფლობელი ფსიქიკურად
დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ნებართვის გამცემი ორგანოსათვის.
თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული რეგულაციებისა, პრაქტიკაში ხშირად იქმნება
პრობლემები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე/იარაღის შენახვის ან/და
ტარების ლიცენზიის (ნებართვის) მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
დადასტურებული სანდო ინფორმაციის მოპოვების კუთხით, ვინაიდან ხშირად ვერ ხერხდება
აღნიშნულ პირებთან დაკავშირება და მათთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ცნობის წარმოდგენის მოთხოვნა, სამედიცინო დაწესებულებები კი „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე უარს აცხადებენ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ინფორმაციის გაცემაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული რეგულაციებით, იქმნება რეალობა, როდესაც, ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა
სამინისტროს
აქვს ვალდებულება უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ეფექტიანი დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მას არ გააჩნია ცალსახა ბერკეტი აღნიშნულის
უზრუნველსაყოფად. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება,
შესაბამისი მყარი ნორმატიული საფუძვლის არარსებობის გამო ხშირად დამოკიდებულია
დაწესებულების (სადაც დაცულია ინფორმაცია) კეთილ ნებაზე. აქედან გამომდინარე
აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმად, შესაბამის ორგანოს,
მითითებული მიზნით, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების
უფლება მიენიჭება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს გაეზრდება შესაძლებლობები
საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად აღსასრულებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „იარაღის შესახებ“ ან/და „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიციას
მიენიჭოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, კერძოდ კი პირის
ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება.
გარდა ამისა, იქმნება პოლიციასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ინფორმაციის
გაცვლის საკანონმდებლო საფუძველი.
ასევე იქმნება სამართლებრივი საფუძველი სამინისტროში პერსონალური მონაცემების
დამუშავების წესის მინისტრის ბრძანებით დასარეგულირებლად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღია 2019 წლის 1 აგვისტო.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.