„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“.
2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის
პრევენციის, აგრეთვე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების
გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ
საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების
გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს,
მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და
პირობებს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ღონისძიებების გამოყენების წესებს.“.
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტო
1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო (შემდგომ - სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო)
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი.
სააგენტოს
უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
2. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილი
წესით
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სააგენტოს უფროსის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილი
წესით
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.
4. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან
შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.
სააგენტო
ფინანსდება
საქართველოს
სახელმწიფო
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.
ბიუჯეტიდან
და
საქართველოს
6. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
სააგენტოს
უფროსი.
სააგენტოს
ტერიტორიული
ორგანოს
ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
X თავის მოქმედება.
7. სააგენტოს სხვა თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
8. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების
აღსრულებას და, როგორც სასჯელის დანიშვნისას, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას
სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად ან თავისი ტერიტორიული ორგანოების – დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის
ბიუროები) მეშვეობით.
9. სააგენტო პენიტენციური დაწესებულებების გარეთ პატიმრობის კოდექსის 171 მუხლით
გათვალისწინებული ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით.
10. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების (მათ
შორის,
მსჯავრდებულის
და
მისი
მდგომარეობის
იდენტიფიკაციისათვის,
მსჯავრდებულის
რეგისტრაციისათვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შესაფასებლად, მსჯავრდებულისთვის
დანიშნული
სასჯელის
აღსრულების
ინდივიდუალური
დაგეგმვისათვის,
მსჯავრდებულის
ზედამხედველობისა და კონტროლისათვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისათვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის
გადასაწყვეტად და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად),
აგრეთვე
მსჯავრდებულთა
და
ყოფილ პატიმართა
რესოციალიზაციისა
და
რეაბილიტაციის,
დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების
პროცესის კოორდინაციის მიზნით, სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ
მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით
ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და
ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და
გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.
11. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების
არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში სააგენტო და ბიუროები ხელმძღვანელობენ ამ
კანონით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა
და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.“.
4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ
სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს
პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშს და სხვა საჭირო
დოკუმენტაციას ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის
შესახებ.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.“.
6. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის,
ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის
პრინციპებს.
2. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და
უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა,
სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა
და სხვა ნიშნისა.
3. მსჯავრდებულებსა და სააგენტოს სხვა ბენეფიციარებზე, მიუხედავად მათი რასისა, კანის
ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი
ადგილისა და სხვა ნიშნისა, თანაბრად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით და სხვა
საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
სააგენტო ვალდებულია დაიცვას ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს
კანონის წინაშე მათი თანასწორობა.
მუხლი 7. სააგენტოს მიზნები
1. სააგენტოს მიზნებია: ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების,
დანაშაულის
პრევენციის
ღონისძიებებისა
და
მსჯავრდებულთა
და
ყოფილ
პატიმართა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გზით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
2. სააგენტო, თავისი მიზნების მისაღწევად, საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა
და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით,
მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ
პატიმართა
რესოციალიზაციისა
და
რეაბილიტაციისათვის
ხელშეწყობითა
და
დახმარებით,
არასრულწლოვნის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი
მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციარეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე რთული ქცევის
მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების
უზრუნველყოფით და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით.
3. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის
მიზნით, სააგენტო თანამშრომლობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
ცენტრთან, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე
რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, სააგენტო
უფლებამოსილია დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა
ღონისძიებები.
5. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად
დააფუძნოს სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი.
6.
სააგენტოს
მიერ
დაფუძნებული
სამეწარმეო
ან/და
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირი, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სხვა სამეწარმეო ან/და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 173
მუხლებით
გათვალისწინებული
პაემნების
ინფრასტრუქტურულ
და
მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფას. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული საფასური ირიცხება
სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ანგარიშზე.
7. სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა)
იურიდიულმა პირმა, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სხვა სამეწარმეო
ან/და
არასამეწარმეო
გადაწყვეტილების
(არაკომერციულმა)
საფუძველზე
იურიდიულმა
განახორციელოს
პირმა
შესაძლებელია
სამინისტროს
სისტემის
მინისტრის
კანონით
გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი სხვა პროექტიც/საქმიანობაც.
8. სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი ტექნიკური
საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისა, ასევე შესაძლებელია
მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი
გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გარკვეული
საფასურის მიღებასაც, რომელიც ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი კანონით
გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას.“.
7. 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. კრიმინოლოგიური კვლევა სააგენტოში
სამინისტრო ხელს უწყობს სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას,
რომელთა მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის,
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, დანაშაულის თავიდან აცილებისა და
სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 მუხლი:
„მუხლი 73. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირება
1. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და
რეაბილიტაციის ხელშეწყობის, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და
კომპლექსური
მიდგომის
უზრუნველყოფის
მიზნით,
სააგენტოში
ფუნქციონირებს
სააგენტოს
სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც კანონმდებლობით
დადგენილი წესით ახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას.
2. არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები გულისხმობს:
ა)
რთული
ქცევის
მქონე
არასრულწლოვნის
იდენტიფიცირებას
და
არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრის ინფორმირებას;
ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას;
გ) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას;
დ)
ოჯახის
სოციალური
ფუნქციონირების
მხარდამჭერი
სერვისების
განვითარებასა
და
უზრუნველყოფას;
ე) შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგს და
არასრულწლოვნის მდგომარეობის ზედამხედველობას;
ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ მონიტორინგს;
ზ) უკიდურეს შემთხვევაში, არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნას.
3. არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა და მასში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები,
რეფერირების ეტაპების შესაბამისი პროცედურები (მათ შორის, არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესებიდან
გამომდინარე,
მისი
სკოლა-პანსიონში
გაგზავნის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღებასთან, ამ გადაწყვეტილების აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე არასრულწლოვანთა
რეფერირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები) და არასრულწლოვანთა
რეფერირების
სისტემის
ფუნქციონირების
სხვა
საკითხები
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს კანონის X თავით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII თავით,
2
9
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება.
4. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დებულებას, არასრულწლოვანთა რეფერირების
პროცესის
მონიტორინგის,
შესაბამის
სერვისში/პროგრამაში
არასრულწლოვნის
მონაწილეობის
მონიტორინგისა და მისი მდგომარეობის ზედამხედველობის მეთოდოლოგიას, აგრეთვე საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ განსაზღვრულ სხვა
სამართლებრივ აქტებს ამტკიცებს მინისტრი.“.
9. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. სააგენტოს მოსამსახურე
მუხლი 8. სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი
1. სააგენტოს მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც
დასაქმებულია სააგენტოსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში.
2. მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელისუფლების
წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.
3. მოსამსახურის შერჩევას, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას სააგენტოს საჭიროებათა
შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრი (შემდგომ – სასწავლო ცენტრი).
მუხლი 9. პრობაციის ოფიცერი
1. პრობაციის ოფიცერი არის სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
2. პრობაციის ოფიცერი თავდაპირველად თანამდებობაზე ინიშნება სამთვიანი გამოსაცდელი
ვადით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ოფიცერი სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის
ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების
გარდა, პრობაციის ოფიცრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის
ჩაუბარებლობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.
4. სააგენტო პრობაციის ოფიცერს დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.“.
10. II1 და III თავები ამოღებულ იქნეს.
11. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მსჯავრდებულის
საერთო
მოვალეობები.
დადგენილი
რეჟიმის
დარღვევისათვის
მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და
პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები“.
12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები
1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია
დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს,
შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სააგენტოს პრობაციის ოფიცრისა და სხვა
უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია
პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვის აღება არ ევალებათ ამ კანონის მე-2
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულებსა და იმ პირობით
მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კონტროლსა და დახმარებას ახორციელებს
სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.
2.
მოვალეობების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
მსჯავრდებულის
მიმართ
შეიძლება
გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
13. მე-12 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
სააგენტოს
უფროსთან
წერილობითი
შეთანხმებით
მსჯავრდებულს
შესაძლებელია
შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში ორ კვირაში ერთხელ
გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების
ვალდებულებას.
41. თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური,
ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით), ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული
პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით,
მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის
ბიუროში
გამოცხადების
ვალდებულებით,
ხოლო
თუ
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე
ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ
გამოცხადებით.“.
14. 121 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, შვილი,
ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის,
განქორწინებული)) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობის შეფარდება, საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაპატიმრება, აგრეთვე მსჯავრდებულის
მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ან/და
საგამოძიებო მოქმედებებში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი
დოკუმენტი;“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სათანადო გარემოების დამადასტურებელ
დოკუმენტს
მსჯავრდებული
შესაბამის
პრობაციის
ბიუროს
წარუდგენს
პირველივე
შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ საჩივრის განხილვისა
და საბოლოო გადაწვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადისა.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გარდა, ისეთი ობიექტური
გარემოების არსებობისას, რომლის გამოც მსჯავრდებულმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი რეჟიმის
შესრულება, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის
შესახებ გადაწყვეტილებას, სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე იღებს
პრობაციის ბიუროს უფროსი.“.
15. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი, საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის
გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში,
შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით
აღსასრულებლად მიქცევას.“.
16. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
მსჯავრდებულის
საზღვარგარეთ
გამგზავრების
ნებართვას
სააგენტოს
უფროსთან
წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გასცემს და აუქმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-18 პუნქტები:
11. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა მიეცემა შემდეგ შემთხვევებში:
ა) მსჯავრდებული შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან გააჩნია საქართველოსა და შესაბამისი
უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, ან ფლობს შესაბამის უცხო ქვეყანაში ბინადრობის უფლებას, სამუშაო ვიზას
ან/და დროებით არის რეგისტრირებული. ეს გარემოება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ქვეყნის
პასპორტით, ბინადრობის მოწმობით, სამუშაო ვიზით ან სხვა დოკუმენტით, რომელშიც აღნიშნული
უნდა იყოს სათანადო უფლების/მოწმობის მოქმედების ვადა;
ბ) მსჯავრდებულს, რომლის ახლო ნათესავი (მეუღლე, შვილი, ნაშვილები ან მინდობით
აღსაზრდელი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა, შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის 90 დღის ვადით.
საამისოდ წარმოდგენილ უნდა იქნეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრების შესაბამისი ქვეყნის
მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი,
შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე ან
მსჯავრდებულთან
მუდმივად
მცხოვრები
პირი)
მძიმე
ავადმყოფობის
გამო
საზღვარგარეთ
მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია მსჯავრდებული ახლდეს მის ახლო ნათესავს. თანხლების
აუცილებლობა, სხვა ობიექტური გარემოების გარდა, იმითაც უნდა იყოს განპირობებული, თუ
დასაბუთდება, რომ ახლო ნათესავს, მსჯავრდებულის გარდა, არ ჰყავს სხვა ახლო ნათესავი, რომელიც
უპატრონებს მას საზღვარგარეთ მკურნალობისას. საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა უნდა
დასტურდებოდეს საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის უფლებამოსილი უწყების/დაწესებულების მიერ
გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით. თუ სხვა ქვეყანაში მკურნალობა ფინანსდება საქართველოს
უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ, მსჯავრდებულმა
აგრეთვე უნდა წარმოადგინოს დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) მსჯავრდებულის გარდაცვლილი ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, მინდობით
აღმზრდელი, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე
(მათ შორის, განქორწინებული) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირი) საქართველოში
ჩამოსვენების ან სხვა ქვეყანაში გადასვენების/დაკრძალვის მიზნით. გარდაცვალების ფაქტი უნდა
დასტურდებოდეს საქართველოს ან სხვა ქვეყნის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით;
ე)
მსჯავრდებული
საქართველოს
სახელით
მონაწილეობს
ოფიციალურ,
საერთაშორისო
კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში, რაც
დასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ით;
ვ) მსჯავრდებული მუშაობის ან სწავლის მიზნით მიწვეულია შესაბამისი უცხო ქვეყნის
რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, რაც დასტურდება ამ იურიდიული პირის მიერ გაცემული
შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ით, მუშაობის დამადასტურებელი მოწმობით ან/და ხელშეკრულებით,
რომლებიც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი პირის მიერ. თუ სხვა
ქვეყანაში სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს უფლებამოსილი უწყების მიერ, მსჯავრდებულმა უნდა
წარმოადგინოს დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ზ) მსჯავრდებული მუშაობს მეზღვაურად, მძღოლად, ბორტგამცილებლად საქართველოს ან სხვა
ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირში და წარმოდგენილი აქვს პროფესიის/სპეციალობის ან/და
მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
თ) მსჯავრდებული მიემგზავრება სხვა ქვეყანაში (გარდა ევროკავშირისა და შენგენის ზონის
ქვეყნებისა)
სეზონური
ინდივიდუალური
სამუშაოების
შეფასების
ჩასატარებლად.
საფუძველზე,
რისთვისაც
ამ
შემთხვევაში
მხედველობაში
ნებართვა
მიიღება
გაიცემა
ჩადენილი
დანაშაულის ხასიათი, რისკი და მსჯავრდებულის ქცევა გამოსაცდელ პერიოდში. ამასთან,
მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს იმ ქვეყნის მოქმედი ვიზა (ვიზის აუცილებლობის შემთხვევაში),
რომელშიც მიემგზავრება და ცნობა პოტენციური დამსაქმებლისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12. ნებართვის მოქმედების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს შესაბამისი ვადით, თუ:
ა) მსჯავრდებულს აკრძალული აქვს უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ მოცემული
ქვეყნის დატოვება, მის მიმართ შესაბამის ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, იგი
იმყოფება მოწმის სტატუსით ან - გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე;
ბ) კვლავ არსებობს ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოება;
გ) კვლავ არსებობს ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეუნქტით განსაზღვრული გარემოება - არ არის
ამოწურული ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა.
13. ნებართვის გასაცემად აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებული გადაუხდელი ჯარიმის
არარსებობა.
14. ამ მუხლის 11 პუნქტის „გ“ - „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას,
ნებართვა შეიძლება გაიცეს ან მისი მოქმედების ვადა გაგრძელდეს ამ მუხლის 13 პუნქტით დადგენილი
მოთხოვნის დაუცველად.
15. გაცემული ნებართვის გაუქმების საფუძველი ნებართვის მოქმედების პერიოდში შეიძლება
გახდეს:
ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რაც ცნობილი გახდა
პრობაციის ბიუროსათვის;
ბ) მსჯავრდებულის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის ან აღკვეთის ღონისძიების
შეფარდება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსათვის;
გ) მსჯავრდებულის მიერ შესაბამის პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმის არასაპატიო
მიზეზით დარღვევა;
დ) მსჯავრდებულის მიერ გაცემული ნებართვის გამოყენება იმ მიზნით ან იმ ქვეყანაში/ქვეყნებში
გასამგზავრებლად, რომელიც განცხადებაში არ აქვს მითითებული.
16. ნებართვა ასევე შეიძლება არ გაიცეს ან გაუქმდეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით
დადგენილი მიზნებისათვის, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.
17. დაუშვებელია ნებართვის გაცემა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე
კრიტერიუმის არარსებობისას.
18. დაუშვებელია ნებართვის გაცემა, თუ მსჯავრდებული წარსულში დეპორტირებული,
რეადმისირებული ან ექსტრადირებული იყო უცხო ქვეყნიდან (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს
შემთხვევაში - შენგენის ზონის ქვეყნიდან) ან/და დარღვეული აქვს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში
უვიზო მიმოსვლის წესები.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელების
და ნებართვის გაუქმების წესები და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე მსჯავრდებულის
საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;
დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარის თქმის, აგრეთვე მსჯავრდებულის
საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი საფასური უკან არ
ბრუნდება.
6. საქართველოს სახელით ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ და
საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში მსჯავრდებულის მონაწილეობის ან/და მისი/მისი
არასრულწლოვანი შვილის/ნაშვილების/მინდობით აღსაზრდელის სიცოცხლისათვის აუცილებელი
სამედიცინო დახმარების საზღვარგარეთ გაწევის საჭიროების შემთხვევაში, რაც დასტურდება
კომპეტენტური პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, მსჯავრდებული სააგენტოს უფროსის
გადაწყვეტილებით
შეიძლება
გათავისუფლდეს
კანონმდებლობით
დადგენილი
საფასურების
გადახდის ვალდებულებისაგან.“;
ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-12 პუნქტები:
„8. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის
მომდევნო
სამუშაო
დღიდან
და
მთავრდება
მომსახურების
ვადის
ბოლო
სამუშაო
დღის
დასრულებისთანავე. თუ მომსახურების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს,
აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
9. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის კვეთის ან კვეთის
მცდელობის შემთხვევაში სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის
საზედამხედველოდ
გამოყოფილი,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სისტემის
უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს მსჯავრდებული და ამის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
10. სააგენტო ვალდებულია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს
უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი
თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში,
შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,
რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი ჯარიმის
გადახდის ვალდებულება.
11. მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე
საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან მისი გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის
დაჯარიმებას:
ა) პირველ შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით;
ბ) პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორებით (მეორედ ან მეტჯერ)
ჩადენისას – 2000 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ამ კანონის 21ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“–„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი
წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია.“.
17. 141 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე
განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს
უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების
ვალდებულების დაწესების საფასური განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით და ირიცხება სააგენტოს
ანგარიშზე.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის
ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას, რომელიც უნდა შეიცავდეს
იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც კონტროლის განხორციელების მიზნით
უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, და პრობაციის ბიუროს
უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს
სააგენტოს უფროსი.“.
18. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
19. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამართლებრივი აქტის აღსრულების ზოგადი წესი“.
20. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. თითოეული სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება
სააღსრულებო საქმე, რომელსაც ენიჭება უნიკალური რიგითი ნომერი.
32. სააღსრულებო საქმეში შესატანი ინფორმაცია, აგრეთვე სააღსრულებო საქმის წარმოების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის
აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით“.“.
21. 161 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად ითვლება დედა,
მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის
მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი,
სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი,
მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან
ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“.
22. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
23. 171 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სააგენტოს
ტერიტორიული
ორგანო
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
შეტყობინებას,
გაფრთხილებას, საჯარიმო ქვითარს, გადაწყვეტილებას და სხვა დოკუმენტს ადრესატს აბარებს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე–76-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.
24. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ აქტის ძალაში
შესვლისთანავე.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან
არაუგვიანეს 15 დღისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 5
დღისა, გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი
აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლებამოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის
განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს
აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც
ადგენს სათანადო ოქმს.“.
25. მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პრობაციის ოფიცრის დასაბუთებული მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან
დაკავშირებით;“.
26. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-14 პუნქტები:
„11. წარდგინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) იმ სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც წარმოიშვა
სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა;
ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული
მოვალეობები;
გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის
საფუძველი;
დ) ცნობები იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით
მიმართვის საფუძველი;
ე) წარდგინების შინაარსი.
12. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს
უფროსი.
13 .
წარდგინებას
უნდა
დაერთოს
მასში
მოყვანილი
ფაქტების
დამადასტურებელი
მტკიცებულებები.
14. წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიმართ მიმდინარე
სააღსრულებო წარმოების პრობაციის ბიუროს მიერ დამოწმებული ასლი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო
საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით და 381-ე მუხლით
(„ნარკოტიკული
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე) გათვალისწინებული დანაშაულების
ჩადენისათვის მსჯავრდებული პირებისათვის − სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ
გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში
მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ
შუამდგომლობით მიმართავს სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ
მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია).“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით პრობაციის ბიუროს
უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს.“.
27. 211 და 22-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა
1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის
საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო
მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ
ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით
გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის
გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს
შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის
მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.
2. მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა,
პირის მომართვისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის
შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედის გასვლა.
3. გადაწყვეტილების მიღებისას მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის
ქცევას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს,
მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, ასევე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება
გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე.
4. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური
პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამოქალაქო
დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;
ბ) სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი და არასამთავრობო
ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი.
5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კანდიდატურას სააგენტოს უფროსს
დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი,
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის კანდიდატურას - სპეციალური პენიტენციური
სამსახურის
საკოორდინაციო
საბჭო,
ხოლო
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
წარმომადგენლის კანდიდატურას - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
6. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
საბჭოს
7.
არასამთავრობო
ორგანიზაციებისა
და
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
წარმომადგენლები კომისიის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებენ 1 წლის ვადით.
8. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე
დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია.
9.
მუდმივმოქმედი
კომისიის
უფლებამოსილება
და
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება
მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხებს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის
გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე მუდმივმოქმედი
კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და
ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე
აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.
11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი
მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის
ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე
უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია
გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
12.
მუდმივმოქმედი
კომისიის
გადაწყვეტილება
შეიძლება
ადმინისტრაციული
წესით
ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.“.
29. 23-ე მუხლის 81-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით
მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში სასამართლომ აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი
გადაწყვეტილებით აჩერებს სააღსრულებო წარმოებას.
82. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის
ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში
სააღსრულებო წარმოება გრძელდება.
9.
კანონიერ
ძალაში
შესული
აღსასრულებელი
სამართლებრივი
აქტის
გაუქმების,
მსჯავრდებულის გარდაცვალების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის საქართველოდან
გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მსჯავრდებულის
ექტრადიციის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება ჩერდება. ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში
მსჯავრდებულის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება განახლდება.“.
30. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
31. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
მუხლი
271.
იურიდიული
პირისათვის
საქმიანობის
უფლების
ჩამორთმევის
შესახებ
სამართლებრივი აქტის აღსრულება
1. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის
აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში
აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის თაობაზე აღნიშვნის
უზრუნველსაყოფად.
2. თუ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ეხება იურიდიული პირის სალიცენზიო/სანებართვო
საქმიანობის აკრძალვას, პრობაციის ოფიცერი შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს
სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს იურიდიული
პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.
3. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს იურიდიული პირის მიერ საქმიანობის
უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას.
4. თუ იურიდიული პირი თავს არიდებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას და
აგრძელებს აკრძალულ საქმიანობას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით
მიმართავს სასამართლოს წარდგინებით იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების
ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.
5. იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი აღსრულების შესაბამისი
დებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია
მათი გამოყენება იურიდიული პირის მიმართ.“.
32. VII თავი ამოღებულ იქნეს.
33. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების
დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი
საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ,
პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა
და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება ხდება
საჯარო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასჯელის აღსრულება შესაძლებელია
კერძო სამართლის იურიდიულ პირში შესასრულებელი სამუშაოს საზოგადოებისათვის სასარგებლო
ხასიათიდან გამომდინარე.“;
ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი
კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სააგენტო
უფლებამოსილია ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან
გააფორმოს/დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს
დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად
მიღებული მომსახურების საფასური მოხმარდება სააგენტოს ზემოაღნიშნული და სხვა მიზნების
განხორციელებას.
4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით,
უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის
პირობები და წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს
გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად, სააგენტო
უზრუნველყოფს შესაბამისი სახის დაზღვევით.“.
34. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებით, რომელთა
განმავლობაშიც მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო შრომას.“.
35. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები
1.
გამასწორებელი
სამუშაოს
მოხდის
პერიოდში
მსჯავრდებულს
ეკრძალება
სამუშაოს
შესრულებისაგან დროებით გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე.
ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ დროებით გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ.
ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. უარის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.
2. თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება
გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, სააგენტო უფლებამოსილია ეს
სასჯელი აღასრულოს პრობაციის მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო
იურიდიული პირის მეშვეობით.“.
36. 37-ე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
37. მე-40 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის
შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის
პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას პრობაციის
ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან;“;
ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
50-ე
მუხლის
მე-4
ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები
სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და სააგენტოს მიერვე დადგენილი
კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ,
ორგანიზაციამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე ცალკეულმა პირმა.“.
38. 401 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
401.
„მუხლი
შესრულების
ოჯახური
უზრუნველყოფა
დანაშაულის
−
ჩამდენი
ძალადობრივი
პირისათვის
დაკისრებული
დამოკიდებულებისა
და
მოვალეობის
ქცევის
შეცვლაზე
ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება
ოჯახური
დანაშაულის
ჩამდენი
პირისათვის
დაკისრებული
მოვალეობის
შესრულების
უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული
სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება, სააგენტოს გარდა, სააგენტოსთან დადებული
ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე აგრეთვე შეიძლება განახორციელოს სათანადო
გამოცდილების
(კომპეტენციის)
მქონე
სოციალურმა
დაწესებულებამ,
არასამეწარმეო
(არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.“.
39. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 42. გაფრთხილების მიცემა მსჯავრდებულისათვის, რომელსაც გადავადებული აქვს
სასჯელის აღსრულება
1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის
აღზრდას, პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მას წერილობით, რომ ასეთი ქმედება არის ამ კანონის 21ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსათვის
მიმართვის საფუძველი, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. პრობაციის ოფიცერი ოქმის შედგენისთანავე
ამ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას აწვდის საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს
-
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს,
რომელიც
ახორციელებს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მდგომარეობა ერთი თვის ვადაში არ
გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის
გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად
გაგზავნის შესახებ.“.
40. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა;“.
41. 448 მუხლის:
ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს/ადგილობრივი საბჭოს მიერ
დადგენილი შინაპატიმრობის დრო და პირობები, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობები)
არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით
მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.
6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების
გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
სააგენტო.“;
ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული საპატიო
პირობების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი
კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი
ნებართვით მსჯავრდებულს შესაძლებელია მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.
10. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში
შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების
განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.“.
42. 452 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა
(შემდგომ - პრობაციის ეროვნული სააგენტო) და დანაშაულის პრევენციის ცენტრის (შემდგომ - ცენტრი)
უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო). სააგენტო ჩაითვალოს
პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით
მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
2. ამ კანონის ამოქმედების დროისათვის პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის
წარმოებაში არსებული საქმეები დასრულდეს ამ კანონის ძალაში შესვლამდე არსებული წესით.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის შერწყმის გამო შტატების შემცირების
შემთხვევაში, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-4-მე-6
პუნქტებით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა), ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული
ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, შესაძლებელია, მისი თანხმობით, გადაყვანილ იქნეს
სააგენტოში ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო
ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა და „პროფესიული საჯარო მოხელის
მობილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების
შესაბამისად.
4. სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები თანამდებობაზე დაინიშნებიან „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტის შესაბამისად ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის გზით.
5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები გადაყვანილ
იქნენ სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობებზე. სააგენტოს საშტატო
ნუსხით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობებზე აგრეთვე გადაყვანილ იქნენ პრობაციის
ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის მოსამსახურეები იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებათა შერწყმის
შემდეგ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მასში შემავალი თანამდებობების დასახელება
და ფუნქციები არ იცვლება.
6. პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირების სააგენტოსთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები გაგრძელდეს შესაბამის საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებთან 2020 წლის 1 იანვრამდე დადებული შრომითი ხელშეკრულების
ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის საკითხები
გადაწყდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავისა და საქართველოს ორგანული
კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად.
7. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სააგენტომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა
პირმა - იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედების დროისათვის
თანამდებობაზე დანიშნულ პრობაციის ოფიცერთათვის სპეციალური სასწავლო კურსისა და შესაბამისი
გამოცდის ჩატარების ორგანიზება. გამოცდის ჩაუბარებლობა პრობაციის ოფიცრის სამსახურიდან
გათავისუფლების საფუძველია.
8. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის
მე-2 პუნქტის მოქმედება 2019 წლის განმავლობაში არ ვრცელდება პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე იმ
შემთხვევაში, თუ ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების
მიზნით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 1 იანვრამდე მოხდება დამატებით მოსამსახურეთა
დასაქმება.
9. არასრულწლოვნები, რომელთა მიმართაც 2020 წლის 1 იანვრამდე მიღებული იქნება
გადაწყვეტილება სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“, გადამისამართების ღონისძიების ვადის
დასრულებამდე.
10. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“
სერვისის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
11. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის
წარდგინებით, უზრუნველყოს „არასრულწლოვანთა რეფერირების წესის“ დამტკიცება.
12.
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრომ/მინისტრმა,
სააგენტოსთან
და
ცენტრთან
კოორდინაციით, 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) სააგენტოს დებულების, სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცება;
ბ) სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილეების, ტერიტორიული ორგანოების უფროსებისა და მათი
მოადგილეების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე სააგენტოს მოხელეების დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;
გ) სააგენტოს საშტატო ნუსხის შემუშავება და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება;
დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეთა/მოხელეთა კანონმდებლობით
დადგენილი წესით მობილობასთან, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით
თანამდებობის
პირებისათვის
-
გამარტივებული
კონკურსის
გათვალისწინებული
ჩატარებასთან
დაკავშირებული,
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
13. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 1 ივნისამდე
უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
14.
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოსა
და
ცენტრის
საქმიანობასთან
დაკავშირებით
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას სააგენტოს
უფლებამოსილი პირის/პირების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. აღნიშნულ
სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის, ასევე მათი ძალადაკარგულად გამოცხადების
უფლებამოსილება ენიჭება სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირს/პირებს.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი-მე-7 და მე-14
პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი-მე-7 და მე-14 პუნქტები ამოქმედდეს 2020
წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებათა სისტემის მართვის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ერთი
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, მსგავსი (მონათესავე) ფუნქციების მქონე საჯარო
სამართლის იურიდიული პირების გაერთიანების მიზანშეწონილობით და, მთლიანობაში, 2018 წლის 5
ივლისს
მიღებული
საკანონმდებლო
პაკეტით
განხორციელებული
სამთავრობო
რეფორმის
საფუძველზე საქართველოს იუსტიციის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების
გაერთიანების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური
ოპტიმიზაციის პროცესის სრულფასოვნად დასრულების აუცილებლობით.
1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
2018 წლის 5 ივლისს შეტანილი ცვლილებით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტო გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზნებია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების
წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების
აღსრულება,
ახალი
მსჯავრდებულის
დანაშაულის
თავიდან
რესოციალიზაცია
(მისი
აცილება,
საზოგადოების
საზოგადოებაში
უსაფრთხოების
ინტეგრაცია)
და
დაცვა,
რეაბილიტაცია
(მსჯავრდებულის გამოსწორება და საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნება). ამავდროულად,
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი
- დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომლის მიზნებია: საქართველოში დანაშაულის პრევენცია; ყოფილ
პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება.
ვინაიდან ორივე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთ-ერთი საერთო, მთავარი მიზანი
დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულის/ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა,
მათი მართვის პროცესის ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია, ამ
ფუნქციების განხორციელება ერთი დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნებოდეს, რაც
ზემომითითებული ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანებითაა შესაძლებელი.
2. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 5 ივლისს
შეტანილი
ცვლილებით
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი, რომლის მიზანია
პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადება. ამავდროულად,
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი
- საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია სამინისტროს, სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირებისა
და
სხვა
დაინტერესებული პირების საჭირო სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფა. ვინაიდან ამ საჯარო
სამართლის იურიდიული პირების ერთ-ერთი საერთო და მთავარი მიზანი სამინისტროს სისტემის
მოსამსახურეთა სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფაა, მათი ფუნქციების რაციონალურად
გადანაწილების მიზნით მიზანშეწონილია, პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა
მომზადებისა და გადამზადების ფუნქცია სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა
შეითავსოს, ხოლო პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი
„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“ გარდაიქმნას და მისი
ძალისხმევა ახალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას - მსჯავრდებულთა და
პატიმართა, აგრეთვე პრობაციონერთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მოხმარდეს.
3. სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
მოსამსახურეებზე ამჟამად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება
იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე („არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამავე კანონის საფუძველზე
გამოცემული ნორმატიული აქტები) სხვა რამ არ არის დადგენილი. სპეციალურ კანონმდებლობაში
მოცემული რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრულის იდენტურია. ამასთან, სააგენტოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების
გათვალისწინებით, აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ გაერთიანებული სააგენტოს ყველა
მოსამსახურეზე
გავრცელდეს
საჯარო
სამსახურის
მარეგულირებელი
კანონმდებლობით
დადგენილისაგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ
ამჟამად სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებზე ნაწილობრივ ვრცელდება, ხოლო
2020 წლის 1 იანვრიდან - სრულად გავრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, სააგენტოს მოსამსახურეებზე ზოგადი
წესით გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
რეგულაციები.
4.
მოქმედი
გადამისამართების
კანონმდებლობით
მექანიზმი
სისხლისსამართლებრივი
ვერ
განსაზღვრული
14
უზრუნველყოფს
პასუხისმგებლობის
ასაკს
წლამდე
ასაკის
ანტისოციალური
მიუღწეველი
არასრულწლოვანთა
ქცევის
ბავშვებისათვის
მქონე,
შესაბამისი
სერვისების შეთავაზებას და არასრულწლოვანთა მხრიდან სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსებით გათვალისწინებულ ქმედებათა პრევენციას. გარდა ამისა, ამჟამად
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონი
მხოლოდ
ნაწილობრივ
არეგულირებს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ 14
წლამდე არასრულწლოვანთა გადამისამართების საკითხს. აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის
მიზნით, საჭიროა არასრულწლოვანთა გადამისამართების ეფექტური მექანიზმის შექმნა და ამ მიზნით
კანონმდებლობაში არსებული ცალკეული რეგულაციების გადასინჯვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანების, აგრეთვე სხვა
ღონისძიებების განხორციელების გზით 2018 წლის ზაფხულში გატარებული სამთავრობო რეფორმის
კვალდაკვალ სამთავრობო დაწესებულებათა მართვის ოპტიმიზაციის ხელშეწყობა. გარდა ამისა,
კანონპროექტი მიზანად ისახავს ამ გაერთიანების შედეგად შექმნილი სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის რთული ქცევის
მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფუნქციის მინიჭებას და 14 წლამდე ასაკის
არასრულწლოვანთა რეფერირების სრულყოფილი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული
მექანიზმის დამტკიცებისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაერთიანდებიან იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტო და – დანაშაულის პრევენციის ცენტრი და ისინი სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
სახით ჩამოყალიბდებიან. გაერთიანდება ამ დაწესებულებათა ფუნქციებიც. გარდა ამისა, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდება.
კანონპროექტის
მიღებით
გაერთიანებულ
სააგენტოს
მიენიჭება
რთული
ქცევის
მქონე
არასრულწლოვანთა სოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფუნქცია და გაჩნდება არასრულწლოვანთა
რეფერირების მექანიზმის დამტკიცებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და – დანაშაულის
პრევენციის ცენტრის გაერთიანებას და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის
პრევენციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებას. შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციისა სააგენტოს მიზნები, ამჟამად მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებთან ერთად,
ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციასაც მოიცავს. ამ თვალსაზრისით კანონის
სრულ ტექსტში შედის შესაბამისი ცვლილებები. ამასთან, კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით
განისაზღვრება უფლებამონაცვლეობის, სსიპ - პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის
მოსამსახურეთა დანიშვნასთან (გადაყვანასთან) დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ღონისძიებების
განხორციელების,
აგრეთვე
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანისა და სხვა საკითხები.
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს
მოსამსახურეებზე ზოგადი წესით გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედება (გამონაკლისია პრობაციის ოფიცერი, რომლის მიმართ, მისთვის დაკისრებული
სფეციფიკური ფუნქციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სპეციალური კანონმდებლობით
ცალკეული დამატებითი მოთხოვნები და განსხვავებული რეგულაციები იქნეს დადგენილი), რა
მიზნითაც „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონიდან სრულად ამოდის II1 თავი, რომელშიც სააგენტოში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული,
საჯარო
სამსახურის
მარეგულირებელი
კანონმდებლობით
დადგენილისაგან
ნაწილობრივ
განსხვავებული რეგულაციებია მოცემული. ამ საკითხების ნაწილი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით მოწესრიგდება, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც არც ეს უკანასკნელი არ მოიცავს,
თუმცა, არც ეწინააღმდეგება მას და სააგენტოს ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, სააგენტოს
შინაგანაწესსა და სხვა შესაბამის სამართლებრივ აქტებში გადაინაცვლებს.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს აღარ მიენიჭებათ სახელმწიფო
სპეციალური წოდებები, ვინაიდან სააგენტოს სისტემაში სპეციალური წოდებების არსებობა არ
უკავშირდება რაიმე სახის სოციალური გარანტიების არსებობას და არც სხვა მხრივ არსებობს ასეთი
წოდების მინიჭების საჭიროება. ამასთან, შესაბამის მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ მანამდე მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდებები, ხოლო „სახელმწიფო
სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი
ზოგადი
პრინციპიდან
გამომდინარე,
სააგენტოს
სახელმწიფო
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურეს სხვა შესაბამის დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში მიენიჭება შესაბამისი
სპეციალური წოდება, რა დროსაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში
გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური
წოდებით ნამსახურობაც.
კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ -
პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ფუნქციას
სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეითავსებს, ხოლო სსიპ - პენიტენციური და
პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი „მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“ გარდაიქმნება და მისი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა,
პატიმართა და პრობაციონერთა პროფესიული მომზადება და გადამზადება გახდება. ამასთან, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
მჭიდროდ
ითანამშრომლებს
ამ
უკანასკნელთან
მსჯავრდებულთა
და
ყოფილ
პატიმართა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით.
რთული
ქცევის
მქონე
არასრულწლოვანთა
სოციალიზაციის,
რესოციალიზაციისა
და
რეაბილიტაციის ხელშეწყობის, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და
კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში შეიქმნება ახალი
სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც კანონმდებლობით
დადგენილი წესით ახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას. აქვე
მიეთითება,
რომ
არასრულწლოვანთა
რეფერირების
სისტემა
და
მასში
მონაწილე
უწყებები/დაწესებულებები, რეფერირების ეტაპები, პროცედურა (მათ შორის, არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლა-პანსიონში მისი გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებასთან, ამ გადაწყვეტილების აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე არასრულწლოვანთა
რეფერირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები) და არასრულწლოვანთა
რეფერირების
სისტემის
ფუნქციონირების
სხვა
საკითხები
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა საკანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება.
კანონპროექტით განისაზღვრება მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის
გაცემის, მისი ვადის გაგრძელებისა და ნებართვის მოქმედების შეწყვეტის კრიტერიუმები. ამასთან,
ნებართვის საფასურის ოდენობა, საკანონმდებლო აქტის ნაცვლად, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
იქნება დადგენილი.
ზემომითითებულის გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ ცვლილებებს კანონის
ცალკეული დებულებების
შინაარსობრივი/ტექნიკური სრულყოფის თვალსაზრისით (მაგ., კანონის
ზოგიერთი მუხლის/პუნქტის ადგილის შეცვლა, შინაარსის მიხედვით, მათი გაყოფა ან სხვა
მუხლებთან/პუნქტებთან გაერთიანება; მოძველებული, კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან შეუსაბამო
ნორმების ახლებურად ჩამოყალიბება და სხვ.).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
არასრულწლოვანთა
რეფერირების
საკითხთან
მიმართებით
კანონპროექტი
უკავშირდება
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებით შექმნილი სისხლის სამართლის
სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2019 წლის 16
მაისის სხდომაზე დამტკიცებული „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2019-2020 წლის
სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული 2.6 ამოცანის (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს
მიუღწეველ პირთა მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია) 2.6.1 აქტივობის
(არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო
აქტების მომზადება) შესრულებას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1
იანვრიდან,
რაც
განპირობებულია
შესაბამისი
ორგანიზაციული
საკითხების
მოწესრიგების
აუცილებლობით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყაროა 2020 და
შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტით სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებები.
კანონპროექტი სასწავლო ცენტრებთან დაკავშირებული ცვლილებების ნაწილში არ იწვევს
სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. სსიპ - საქართველოს
იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
ცენტრი კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებენ, შესაბამისად,
სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა
მომზადების ცენტრის დღეისათვის არსებული ბიუჯეტების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება საჭიროებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საჭირო იქნება სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა
და
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოს
ფარგლებში
სტრუქტურული ერთეულის სახით არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შექმნა, რომლის
ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იქნება 80-მდე პირის დასაქმება. ცენტრის მოსამსახურეთა
ყოველთვიური ხელფასის ჯამური რაოდენობა მიახლოებით 108 700 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში
- მიახლოებით 1 304 400 ლარს შეადგენს. ამ თანხის ნაწილი კანონპროექტის მიღების შედეგად
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის
გაერთიანების შედეგად დაზოგილი სახსრებიდან დაფინანსდება.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირებისათვის
2020 წელს საჭირო იქნება მიახლოებით 800 000 ლარის გამოყოფა, რომელიც ძირითადი საშუალებებისა
და ყოველდღიური საქონლის/მომსახურების ხარჯებს მოიცავს. ამასთანავე, არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრის გამართულად ფუნქციონირებისათვის ამავე თანხის ფარგლებში საჭირო იქნება
12 ავტომობილის შეძენა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში სტრუქტურული ერთეულის სახით
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში დასაქმდება 80-მდე პირი. ცენტრის მოსამსახურეთა
ყოველთვიური ხელფასის ჯამური რაოდენობა მიახლოებით 108 700 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში
- მიახლოებით 1 304 400 ლარს შეადგენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
2018 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სახელმწიფოთა პრაქტიკის კვლევა „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ სისხლის სამართლის
კანონმდებლობის
დარღვევის
პრევენცია",
რომელშიც
განხილული
იყო
სხვადასხვა
ქვეყნის
გამოცდილება. კვლევას თან ახლდა სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. აღნიშნული
რეკომენდაციების საფუძველზე 2018 წლის პირველ ნახევარში ყველა შესაბამის უწყებასთან,
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდა პრობლემის ანალიზი და
მომზადდა
არასრულწლოვანთა
რეფერირების
კონცეფცია.
ამავე
კონცეფციაზე
დაყრდნობით
იუსტიციის სამინისტრომ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს
ფორმატში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მოამზადა არასრულწლოვანთა
რეფერირების მექანიზმის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. ჯგუფის
შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული
სააგენტოს,
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში წვლილი შეიტანა ევროკავშირის
პროექტის ექსპერტმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის