„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) მე-4 მუხლის
მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე;
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეზე - პრობაციის ოფიცერზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა
და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“
გაერთიანებას ითვალისწინებს. ამ გაერთიანების შედეგად იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო“.
სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
მოსამსახურეებზე ამჟამად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება
ვრცელდება
იმ
შემთხვევაში,
თუ
სპეციალური
კანონმდებლობით
ან
მის
საფუძველზე
(„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი და
ამავე კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები) სხვა რამ არ არის დადგენილი.
სპეციალურ კანონმდებლობაში მოცემული რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულის იდენტურია. ამასთან, სააგენტოს
მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ
გაერთიანებული
სააგენტოს
ყველა
მოსამსახურეზე
გავრცელდეს
საჯარო
სამსახურის
მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი,
მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის
თანამშრომლებზე ნაწილობრივ ვრცელდება, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან - სრულად
გავრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. აქედან
გამომდინარე, მიზანშეწონილია, სააგენტოს მოსამსახურეებზე ზოგადი წესით გავრცელდეს „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები. გამონაკლისია
პრობაციის ოფიცერი, რომლის მიმართ, მისთვის დაკისრებული სფეციფიკური უფლებამოსილების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სპეციალური კანონმდებლობით გარკვეული დამატებითი
მოთხოვნები და განსხვავებული რეგულაციები იქნეს დადგენილი. ამ მიზნით, „არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად,
პრობაციის ოფიცერი თავდაპირველად თანამდებობაზე ინიშნება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით.
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში იგი სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ
სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას. ამ გამოცდის ჩაუბარებლობა,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების
გარდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროსათვის მინიჭებულ ფუნქციათა ოპტიმიზაციის მიზნით,
მიზანშეწონილია მისი ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის - საგამოძიებო დეპარტამენტის
ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან გაერთიანება, რამდენადაც მათ იდენტური საგამოძიებო და მასთან დაკავშირებული ფუნქციები გააჩნიათ. საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელების
შემდეგ
გენერალური
ინსპექცია
სრული
მოცულობით
განახორციელებს
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
„არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობის საჭიროებით, აგრეთვე გაერთიანებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს“ მოსამსახურეებზე, გარდა პრობაციის ოფიცრებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის გავრცელების მიზანშეწონილობით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში
იქნება მოყვანილი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან. ამასთან, სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებზე,
გარდა პრობაციის ოფიცრისა, სრულად გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4
მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის ცვლილებას, რის შედეგადაც იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოსა“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გაერთიანებით შექმნილი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
„დანაშაულის
პრევენციის,
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეზე, გარდა პრობაციის ოფიცრისა,
ზოგადი წესით გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
გარდა ამისა, იმ პირთა ჩამონათვალიდან, რომლებზეც ამავე კანონის მოქმედება ვრცელდება, თუ
სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამოღებულია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან - „არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის დღიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.