„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/370/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 71 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 2. მე-14 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით;“. 3. 171 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო პენიტენციური დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულის და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.“. 4. 27-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში (შემდგომ - პრობაციის ბიურო), სადაც დააფიქსირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დროს. თუ ობიექტური მიზეზებით მსჯავრდებული განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაწესებულებაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არა უმეტეს 2 დღისა.“. 5. 41-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტოს 1 თანამშრომელი;“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი სააგენტოს უფროსის წარდგინებით. იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. იმავე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 6. 42-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს რეკომენდაციით მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.“. 7. 551 მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 8. 75-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.“. 9. 116-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) პროფესიული მომზადება და გადამზადება;“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებასა და გადამზადებას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სისტემის მართვის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ერთი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, მსგავსი (მონათესავე) ფუნქციების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაერთიანების მიზანშეწონილობით და, მთლიანობაში, 2018 წლის 5 ივლისს მიღებული საკანონმდებლო პაკეტით განხორციელებული სამთავრობო რეფორმის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციის პროცესის სრულფასოვნად დასრულების აუცილებლობით. კერძოდ, კანონპროექტის მომზადების მიზეზია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანებას ითვალისწინებს. ამ გაერთიანების შედეგად იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროსათვის მინიჭებულ ფუნქციათა ოპტიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილია მისი ერთერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის - საგამოძიებო დეპარტამენტის ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან გაერთიანება, რამდენადაც მათ იდენტური - საგამოძიებო და მასთან დაკავშირებული ფუნქციები გააჩნიათ. საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდეგ გენერალური ინსპექცია სრული მოცულობით განახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას. ასევე, ერთწლიანმა სამუშაო გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოს იუსტიციის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისათვის არ არსებობს ოთხი მოადგილის ყოლის აუცილებლობა, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა სასჯელაღსრულების სისტემის მართვისათვის ცალკე სამინისტრო არსებობდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის საშტატო ნუსხაში მეოთხე მოადგილის შტატი, პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-9 პუნქტიდან გამომდინარე, შენარჩუნებული იქნა ფორმალურად, მაგრამ შტატის შესაბამისი ფინანსური რესურსი სრულად იქნა მიმართული ესკორტის ოფიცერთა შრომის ანაზღაურების მიზნებისათვის. შესაბამისად, სახეზეა პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-9 პუნქტის არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან პატიმრობის კოდექსის შესაბამისობის საჭიროებით. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ორი სტრუქტურული ქვედანაყოფის - საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის გაერთიანებისათვის აუცილებელია სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით პატიმრობის კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან. ამასთან, გაერთიანდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საგამოძიებო დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით. ამასთან, პატიმრობის კოდექსის 551 მუხლიდან ამოღებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტზე მითითება. შესაბამისად, კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი, ნაცვლად იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, სსიპ - პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“ გარდაიქმნება და მის ძირითად ფუნქციად მსჯავრდებულთა და პატიმართა, აგრეთვე პრობაციონერთა პროფესიული მომზადება და გადამზადება განისაზღვრება, ცვლილება შედის კოდექსის მე-14 მუხლში და მსჯავრდებულის უფლებებს ემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლება. კანონპროექტის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, ნაცვლად სამი მოადგილისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან - „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ამოქმედების დღიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.