„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 172. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის
აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა
1. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და
სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის
აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა
პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვნის მიერ
ნარკოტიკული
ნივთიერების
ექიმის
დანიშნულების
გარეშე
მოხმარებით,
ცხოველისადმი
არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება
გამოიწვია,
როგორც
ერთჯერადად,
ისე
განსაზღვრული
პერიოდის
განმავლობაში,
ან/და
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობით, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, წვრილმანი
ხულიგნობით, ხულიგნობით, ალკოჰოლიანი სასმელის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების
დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების
ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან
ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან
ხელშეკრულების დადებაზე უარი ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების
შეუსრულებლობა −
გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან
300 ლარამდე ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით
ჩადენა 1 წლის განმავლობაში –
გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით.
3. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის მიმართ
განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებით, −
გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 1500 ლარის
ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1
წლის განმავლობაში −
გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 2500 ლარის
ოდენობით.
2. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
173.
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომლის,
სამხედრო
მოსამსახურის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი
განკარგულებისადმი
ან
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა,
ან
ამ
პირის
მიმართ
სხვა
კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის,
სამხედრო
მოსამსახურის,
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
თანამშრომლის,
აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის
კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი
შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა
და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოსა
და
დანაშაულის
პრევენციის
ცენტრის
გაერთიანებას
ითვალისწინებს. ამ გაერთიანების შედეგად იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროსათვის მინიჭებულ ფუნქციათა ოპტიმიზაციის
მიზნით,
მიზანშეწონილია
მისი
ერთ-ერთი
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
-
საგამოძიებო
დეპარტამენტის ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან გაერთიანება, რამდენადაც მათ
იდენტური - საგამოძიებო და მასთან დაკავშირებული ფუნქციები გააჩნიათ. საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელების შემდეგ გენერალური ინსპექცია სრული მოცულობით განახორციელებს
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შესატანი
ცვლილების
პროექტით
რთული
ქცევის
მქონე
არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის,
აგრეთვე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის
უზრუნველყოფის მიზნით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში იქმნება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი.
აქვე მიეთითება, რომ არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა, პროცედურა და მასთან
დაკავშირებული საკითხები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა
რეფერირების წესით“ განისაზღვრება.
მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი იმ მშობლის ან ბავშვის
სხვა კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, რომელიც უარს ამბობს
დადგენილი წესით არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე,
არღვევს ამ ხელშეკრულებას და ხელს უშლის სკოლა-პანსიონში ბავშვის გაგზავნის შესახებ
გადაწყვეტილების აღსრულებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების
წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის
პროექტთან
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
შესაბამისობის საჭიროებით. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ორი სტრუქტურული ქვედანაყოფის საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის გაერთიანებისათვის აუცილებელია
სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
გარდა ამისა, იმისათვის, რათა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ მშობელს
ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც უარს გააცხადებს საჭიროების შემთხვევაში
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე, დაარღვევს გაფორმებულ
ხელშეკრულებას და ხელს შეუშლის სკოლა-პანსიონში ბავშვის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების
აღსრულებას,
აუცილებელია
აღნიშნული
ქმედება
დაკვალიფიცირდეს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან. ამასთან, გაერთიანდება საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საგამოძიებო დეპარტამენტი და
გენერალური ინსპექცია.
გარდა
ამისა,
კანონპროექტის
მიღებით
შესაძლებელი
იქნება
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლისათვის,
რომელიც უარს განაცხადებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების
დადებაზე ან დაარღვევს ამავე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელწოდება იცვლება
„დანაშაულის
პრევენციის,
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოს“ სახელწოდებით, ხოლო იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტზე
მითითება - „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე“ მითითებით.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის
მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარი ან ამ
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 100
ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის
განმავლობაში - დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამასთან, სწორდება საკანონმდებლო ხარვეზი და
კოდექსის 172-ე მუხლში „მშობლის შემცვლელი პირის“ ნაცვლად, მითითება „ბავშვის სხვა კანონიერ
წარმომადგენელზე“ კეთდება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
არასრულწლოვანთა რეფერირების საკითხთან მიმართებით კანონპროექტი უკავშირდება
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებით შექმნილი სისხლის სამართლის
სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2019 წლის 16
მაისის სხდომაზე დამტკიცებული „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2019-2020 წლის
სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული 2.6 ამოცანის (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია) 2.6.1 აქტივობის
(არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო
აქტების მომზადება) შესრულებას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან - „არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის დღიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
არასრულწლოვანთა
რეფერირების
საკითხთან
მიმართებით
კანონპროექტის
მიღება,
სავარაუდოდ, გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ვინაიდან იმ მშობელს ან
ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც უარს განაცხადებს არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე ან დაარღვევს ამ ხელშეკრულებას, დაეკისრება
ჯარიმა 100-იდან 300 ლარამდე ოდენობით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში
- 500 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხად განკუთვნილი ჯარიმის თანხის
საერთო რაოდენობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებსა და მათ
შედეგად დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებით ის მშობელი ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც
უარს განაცხადებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე ან
დაარღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს, დაჯარიმდება 100-დან 300 ლარამდე ოდენობით, ხოლო
ამავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას. თუმცა,
კანონპროექტის შესაბამისად სიახლეა 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში. კერძოდ,
მშობელს
ან
ბავშვის
სხვა
კანონიერ
წარმომადგენელს,
რომელიც
უარს
განაცხადებს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე ან დაარღვევს ამ
ხელშეკრულებას, დაეკისრება ჯარიმა 100-იდან 300 ლარამდე ოდენობით, ხოლო ამავე ქმედების
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას. .
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
2018 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სახელმწიფოთა პრაქტიკის კვლევა „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ სისხლის სამართლის
კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია", რომელშიც განხილული იყო სხვადასხვა ქვეყნის
გამოცდილება. კვლევას თან ახლდა სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. აღნიშნული
რეკომენდაციების საფუძველზე 2018 წლის პირველ ნახევარში ყველა შესაბამის უწყებასთან,
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდა პრობლემის ანალიზი
და მომზადდა არასრულწლოვანთა რეფერირების კონცეფცია. ამავე კონცეფციაზე დაყრდნობით
იუსტიციის სამინისტრომ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს
ფორმატში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მოამზადა არასრულწლოვანთა
რეფერირების მექანიზმის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. ჯგუფის
შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში დიდი წვლილი შეიტანა ევროკავშირის
პროექტის ექსპერტმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.