„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სოციალური
მუშაობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე
ვრცელდება ამ კანონის დებულებები, თუ პატიმრობის კოდექსით, „სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების
საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე.“.
3. მე-17 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ - სპეციალური
პენიტენციური
სამსახური)
დაქვემდებარებულ
პენიტენციური
დაწესებულება)
განთავსებული
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ბრალდებულისა
და
(შემდგომ
-
მსჯავრდებულისთვის
კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური
რეაბილიტაციის ხელშეწყობას;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პატიმრობის კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების
წესისა და პრობაციის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონებითა
და
მათ
საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტებით
განსაზღვრული უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას.“.
4. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა
პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემებში, აგრეთვე, ყოფილ
პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის პრევენციის
მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან და აღსრულების მიმართულებით.
იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს
სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.
2. პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკი:
ა) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას;
ბ) კონსულტაციას უწევს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს;
გ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადვოკატირებას;
დ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციური სტრესის შემცირებას;
ე) მონაწილეობს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასებაში/გადაფასებაში;
ვ) ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზიანის რისკის შეფასებას/გადაფასებას;
ზ) რეციდივის ალბათობის დასადგენად ახდენს მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების
შეფასებას/გადაფასებას;
თ) გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების საფუძველზე, მსჯავრდებულის მონაწილეობით
შეიმუშავებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას;
ი) ავლენს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მოწყვლად
ჯგუფებს მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ზრუნავს დადგენილი
სტანდარტების დაცვაზე;
კ)
ხელს
უწყობს
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
საგანმანათლებლო
პროგრამებში
მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას;
ლ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების პროგრამებში მონაწილეობას და
ამ პროგრამების განხორციელებას;
მ) განსაზღვრავს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიის მიმართულებებს, ხელს
უწყობს მათ განხორციელებას და მათ უწევს ფასილიტაციას;
ნ)
ხელს
უწყობს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
განთავსებულ
მსჯავრდებულთა
შრომას/დასაქმებას;
ო) ხელს უწყობს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დამხმარე პროგრამების, კერძოდ,
კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
პ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციისთვის მომზადებას;
ჟ)
საკუთარი
უფლებამოსილების
ფარგლებში
წარმართავს
მუშაობას
მოშიმშილე
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან;
რ)
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაობა
წარიმართება ამ კანონისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა
და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ −
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო)
სოციალური
მუშაკი
მსჯავრდებულის
რესოციალიზაციის,
რეაბილიტაციისა
და
დანაშაულის პრევენციის მიზნით:
ა) აფასებს სრულწლოვანი/არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულის რისკებსა და
საჭიროებებს;
ბ) მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში ბენეფიციარის ზიანის რისკისა და
დანაშაულის განმეორების ალბათობის დასადგენად და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს
სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას;
გ) სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში ბენეფიციარებს აწვდის
სარეაბილიტაციო მომსახურებას;
დ) მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა ოჯახებთან ოჯახური კონფერენციების მოწყობისა და
კონსულტაციის გაწევის საშუალებით;
ე) მონაწილეობს პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების შესაბამისი სარეაბილიტაციო
ტრენინგმოდულების შექმნაში;
ვ) პირობით მსჯავრდებულებს აკავშირებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ
მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;
ზ)
მსჯავრდებულის
გათავისუფლებისათვის
მომზადების
პროცესში
სპეციალური
პენიტენციური სამსახურისა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს
პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური
გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას.
4. განრიდების ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ 14-დან 21 წლამდე პირებთან
მომუშავე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს სოციალური მუშაკი:
ა) უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამისთვის მართლმსაჯულების სისტემისგან
განრიდებული პირის მდგომარეობის ინდივიდუალურ შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის
გამოყენებით;
ბ) ხელს უწყობს ბენეფიციარის სოციალურ აქტიურობას, სერვისების მოძიების მიზნით
თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
გ) მონიტორინგს უწევს განრიდებული პირის ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
დ)
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
5. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს
სოციალური
მუშაკი
ამზადებს
არასრულწლოვანი
ბრალდებულის
შესახებ
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს მისთვის სასჯელის დანიშვნის მიზნით.
6. სოციალური მუშაობის სფეროში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის
მიმართულებით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასების საფუძველზე მომსახურების
ინდივიდუალური
გეგმის
შემუშავება,
მათ
საჭიროებებზე
მორგებული
ფსიქოსოციალური
მომსახურების დანერგვა, მოძიება და მიწოდება, მათი რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი;
ბ) ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან ან უახლოეს წრესთან მუშაობის წარმართვა და
პრობლემური შემთხვევების მართვა;
გ) ბენეფიციართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა;
დ) ბენეფიციართათვის საჭიროების შესაბამისი არაფორმალური განათლების მომსახურების
მიწოდება, მათი პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა;
ე) ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით სპორტულ-კულტურული
და რეკრეაციული ღონისძიებების დაგეგმვა ან მოძიება და მიწოდება;
ვ)
კანონთან
კონფლიქტში
მყოფ
არასრულწლოვან
ბენეფიციართა
რესოციალიზაციის
ხელშეწყობა;
ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება;
თ)
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
უფლებამოსილებების
განხორციელება.
7. დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირთა ჯგუფებთან სოციალური
მუშაობის სფეროში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური
შეფასება,
მომსახურების
ინდივიდუალური
გეგმის
შემუშავება
და
მისი
განხორციელების
მონიტორინგი, ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვა ან მოძიება და
მიწოდება;
ბ) ბენეფიციართა მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება;
გ)
საჭიროების
შემთხვევაში,
ბენეფიციარებისა
და
მათი
ოჯახის
წევრებისათვის
კონსულტაციების გაწევა;
დ) ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან კოორდინირებული
მუშაობის წარმართვა, აგრეთვე დღის ცენტრებისა და 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში
მომუშავე სპეციალისტებისათვის დანაშაულის მეორე დონის პრევენციისკენ მიმართული სერვისების
შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა;
ე) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის რთული
ქცევის მართვასთან და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ
ინფორმაციის მიწოდება;
ვ)
ბავშვთა
მიმართ
ძალადობის
ფაქტების
იდენტიფიცირება
და
მიმართვიანობის
(რეფერირების) პროცედურების განხორციელება;
ზ)
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
უფლებამოსილებების
განხორციელება.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესში
სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირთან სოციალურ მუშაობას ატარებს შემდეგნაირად:
ა)
უზრუნველყოფს
სააღსრულებო
წარმოების
პროცესის
ბენეფიციარისადმი
კეთილგანწყობილი მიდგომით წარმართვას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააღსრულებო მოქმედებებზე იმ სოციალური
მუშაკის დასწრებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარეებს კონსულტაციას უწევს
და ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში ეხმარება;
გ)
მონაწილეობს
არამართლზომიერად
გადაადგილებული
ან
არამართლზომიერად
დაკავებული ბავშვის დაბრუნების საქმეებში;
დ)
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.“.
5. 53-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 64-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური
დაცვის
სამინისტრომ,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრომ,
საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა
და
დახმარების
სახელმწიფო
ფონდმა
2021
წლის
1
იანვრამდე
უზრუნველყონ
შემდეგი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა:
ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და
ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის
დანერგვის შესახებ;
გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის
შესახებ.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ,
საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა
და
დახმარების
სახელმწიფო
ფონდმა
2025
წლის
1
იანვრამდე
უზრუნველყონ
შემდეგი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა:
ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ;
ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის საქმიანობის
ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია როგორც ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის
აუცილებლობით (კანონში დღემდე შენარჩუნებულია ნორმები საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს შესახებ), ასევე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოსა
და
დანაშაულის
პრევენციის
ცენტრის
გაერთიანებას
ითვალისწინებს. ამ გაერთიანების შედეგად იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო.
გარდა ამისა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სამთავრობო
დაწესებულებათა სტრუქტურული რეფორმით, რომელიც 2018 წლის 5 ივლისს მიღებული
საკანონმდებლო
პაკეტით
განხორციელდა.
აღნიშნული
რეფორმით
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეუერთდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
ვინაიდან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გამიჯნულია სხვადასხვა
სამინისტროთა უფლებამოსილებები სოციალური მუშაობის სფეროში, აუცილებელია აღნიშნული
კანონი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ზემომითითებულ სამთავრობო რეფორმასა და მასთან
დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო რეალობასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში განსხვავებული მიდგომების თავიდან ასაცილებლად
საჭიროა სათანადო ცვლილებების განხორციელება „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა 2018 წლის 5 ივლისს განხორციელებულ სამთავრობო
რეფორმასთან, ასევე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით
„სოციალური
მუშაობის
შესახებ“
საქართველოს
კანონი
შესაბამისობაში იქნება მოყვანილი სამთავრობო რეფორმასა და მასთან დაკავშირებულ ახალ
საკანონმდებლო რეალობასთან, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის
პრევენციის ცენტრის სახელწოდება იცვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდებით. შესაბამისად, კანონის 52-ე მუხლში
ასახული იქნება როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ისე ყოფილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
სამინისტროსადმი
დაქვემდებარებული
პენიტენციური
და
პრობაციის
სისტემის
სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები. პროექტი ასევე ითვალისწინებს
ტექნიკურ ცვლილებას კანონის 64-ე მუხლში, რომელიც გამომდინარეობს 2018 წლის 5 ივლისს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან (სამინისტროთა სახელწოდების ცვლილება).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან - „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების
წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის ძალაში შესვლის დღიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.