„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჩ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ15“ ქვეპუნქტი:
„ჰ15) ბავშვთა სოციალიზაციის, რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის
მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, თანამშრომლობს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან;“.
3. X2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„X2. არასრულწლოვნის რეფერირება
მუხლი 487. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნა
1. ამ თავით წესრიგდება რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სკოლა-პანსიონში გაგზავნის
შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, ამ გადაწყვეტილების აღსრულებასა და გადასინჯვასთან
დაკავშირებული საკითხები.
2. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის
სპეციალისტთა ჯგუფი.
3. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლა-პანსიონში შესაძლებელია
10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის
სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ აღემატება ერთი
სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კანონის 489 მუხლით
გათვალისწინებული წესით არასრულწლოვანს გაუხანგრძლივდება სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადა.
4. დაუშვებელია სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის
განხილვა, თუ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში
არასრულწლოვანს უსრულდება 18 წელი.
5.
არასრულწლოვნის
სკოლა-პანსიონში
გაგზავნის
მიზანშეწონილობის
საკითხს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
ღონისძიებებში არასრულწლოვნის ჩართულობის გაგრძელებაზე;
გ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული
არასრულწლოვანთა
რეფერირების
ცენტრის
მიერ
არასრულწლოვნისათვის
შერჩეული
სხვა
სერვისის/პროგრამის მიზანი;
დ) არასრულწლოვნის მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
6.
სკოლა-პანსიონში
არასრულწლოვნის
გაგზავნის
მიზანშეწონილობის
საკითხს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას
იღებს 15 დღის განმავლობაში, არასრულწლოვანთა რეფერირების წესის შესაბამისად.
7. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის ინდივიდუალური
შეფასების
ანგარიშსა
და
არასრულწლოვანთა
რეფერირების
ცენტრის
მიერ
მოპოვებულ
სხვა
დოკუმენტებს, უსმენს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისადმი მიმართვის ავტორს, თავად
არასრულწლოვანს,
არასრულწლოვნის
კანონიერ
წარმომადგენელს/ფაქტობრივ
მზრუნველს
და
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ავტორს. სპეციალისტთა ჯგუფმა, საჭიროების შემთხვევაში,
შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას:
ა) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ;
ბ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ.
9. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის
მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.
10. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეუწონლობის ან მიზანშეწონილობის
თაობაზე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ
ეცნობება
არასრულწლოვნის
უზრუნველყოფს
კანონიერ
სპეციალისტთა
წარმომადგენელს/ფაქტობრივ
მზრუნველს.
ცენტრი
გადაწყვეტილების
ინფორმაციის
ერთიან
ჯგუფის
შესახებ
საინფორმაციო ბაზაში განთავსებას.
11. რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის
გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების
მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსით
დადგენილი
წესით
შუამდგომლობით
მიმართავს
სასამართლოს. სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა საჭირო არ არის იმ შემთხვევაში, თუ
არასრულწლოვნის
კანონიერი
წარმომადგენელი/ფაქტობრივი
არასრულწლოვანთა
რეფერირების
ცენტრის
სპეციალისტთა
მზრუნველი
ჯგუფის
ეთანხმება
გადაწყვეტილებას
სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მითითებულ ვადაში უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.
და
12. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში განისაზღვრება არასრულწლოვნის სხვა სერვისში/პროგრამაში
ჩართვის საკითხი. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება
სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.
13.
არასრულწლოვანთა
რეფერირების
ცენტრის
სპეციალისტთა
ჯგუფი
უფლებამოსილია
გადასინჯოს სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ მიღებული
გადაწყვეტილება ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებ(ებ)ის
ცვლილების შემთხვევაში.
მუხლი 488. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
1. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას
უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო
სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ
გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში − სკოლა-პანსიონის უფლებამოსილი პირი,
სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის ჩართულობით, არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრის მიმართვის საფუძველზე.
2. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას
აღმასრულებელი პირისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში იგი, ამ გადაწყვეტილების აღსრულების
უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლის
შემთხვევაში
პირს
პასუხისმგებლობა
დაეკისრება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 489. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების
გადასინჯვა
1. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის ყოფნის ვადის გასვლამდე არანაკლებ 15 კალენდარული
დღით ადრე სკოლა-პანსიონის უფლებამოსილი პირი, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ
განსაზღვრული წესის შესაბამისად, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას
არასრულწლოვნის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების და არსებული სირთულეების შესახებ. სკოლაპანსიონიდან მიღებული ინფორმაციის და, საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვანთან და სხვა
პირებთან გასაუბრების საფუძველზე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი
უფლებამოსილია მისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს
გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის
გაგრძელების შესახებ.
2. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის ყოფნის ვადა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული
დადებითი შედეგების მიუხედავად, სრულად ვერ განხორციელდა არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე
არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.
3. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის გადაწყვეტილება გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ
იქ ყოფნა აღარ არის აუცილებელი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის,
რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.
4. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა
ჯგუფი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით. სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა საჭირო არ არის იმ შემთხვევაში, თუ
არასრულწლოვნის
კანონიერი
წარმომადგენელი/ფაქტობრივი
მზრუნველი
ეთანხმება
არასრულწლოვანთა რეფერირების სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და ხელს არ უშლის მის
აღსრულებას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არასრულწლოვანთა გადამისამართების მექანიზმი ვერ
უზრუნველყოფს ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვანთათვის შესაბამისი სერვისების
შეთავაზებას და არასრულწლოვანთა მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსებით გათვალისწინებულ ქმედებათა პრევენციას. გარდა ამისა, ამჟამად
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონი
მხოლოდ
ნაწილობრივ
არეგულირებს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი
არასრულწლოვნების გადამისამართების საკითხს. აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით
საჭიროა არასრულწლოვანთა გადამისამართების ეფექტური მექანიზმის შექმნა და ამ მიზნით
კანონმდებლობაში არსებული რეგულაციების გადასინჯვა.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილების პროექტით რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის,
რესოციალიზაციისა
და
რეაბილიტაციის
ხელშეწყობის,
აგრეთვე
დანაშაულის
პრევენციის
მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში იქმნება
სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც კანონმდებლობით
დადგენილი წესით განახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას.
არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები მოიცავს:
ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და ცენტრის ინფორმირებას;
ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას;
გ) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას;
დ)
ოჯახის
სოციალური
ფუნქციონირების
მხარდამჭერი
სერვისების
განვითარებასა
და
უზრუნველყოფას;
ე) შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგსა და
არასრულწლოვანის მდგომარეობის ზედამხედველობას;
ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ მონიტორინგს;
ზ) უკიდურეს შემთხვევაში, არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნას.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა და მასში
მონაწილე
უწყებები/დაწესებულებები,
არასრულწლოვანთა
რეფერირების
რეფერირების
სისტემის
ეტაპების
შესაბამისი
ფუნქციონირების
სხვა
პროცედურები
საკითხები
და
სხვადასხვა
სამართლებრივი აქტებით, მათ შორის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავით
განისაზღვრება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემომითითებული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში მოცემული არასრულწლოვნის რეფერირებასთან დაკავშირებული საკითხების
ახლებური რეგულირება. ამასთან, ამ კანონით მხოლოდ არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში
გაგზავნასთან
დაკავშირებული
ძირითადი
არასრულწლოვნის
რეფერირებასთან
ადმინისტრაციული
საპროცესო
საკითხები
იქნება
დაკავშირებული
სხვა
კოდექსით,
საქართველოს
გათვალისწინებული,
საკითხები
მთავრობის
მიერ
ხოლო
საქართველოს
დამტკიცებული
„არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით განისაზღვრება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახლებურად
მოწესრიგდება
არასრულწლოვნის
სკოლა-პანსიონში
გაგზავნასთან
დაკავშირებული
ძირითადი
საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავის
ცვლილებას იმგვარად, რომ ამ საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს მხოლოდ არასრულწლოვანის
სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები, ხოლო რეფერირების სისტემა და
პროცედურა მოწესრიგდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა კანონქვემდებარე
აქტებით.
საკანონმდებლო
ცვლილებების
საფუძველზე,
საქართველოს
იუსტიციის
სამინიისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის სახით შეიქმნება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს
არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციას. რეფერირების პროცესში ცენტრთან ერთად
ჩართული იქნება ყველა ის დაწესებულება, რომელსაც შეხება აქვს რთული ქცევის მქონე ბავშვებთან
(საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კერძო სამართლის იურიდიული პირები და
სხვ.). აქედან გამომდინარე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში შენარჩუნებულია X2 თავი (487, 488 და 489 მუხლები), თუმცა, ის ძირითადად
შეეხება მხოლოდ სკოლა-პანსიონთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, კერძოდ:
-
არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნას;
-
არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას;
-
არასრულწლოვნის
სკოლა-პანსიონში
გაგზავნის
შესახებ
მიღებული
გადაწყვეტილების
გადასინჯვას.
კანონპროექტის თანახმად, სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის
საკითხის განხილვის უფლებამოსილება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა
ჯგუფს ექნება.
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლა-პანსიონში შესაძლებელი
იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის
სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით. ეს ვადა თავდაპირველად არ უნდა
აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, თუმცა, შესაძლებელი იქნება მისი
გაგრძელებაც.
რაც
შეეხება
არასრულწლოვნის
სკოლა-პანსიონში
გაგზავნის
მიზანშეწონილობას,
ასეთი
გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი ამ საკითხს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ:
ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
გ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
ღონისძიებებში არასრულწლოვნის ჩართულობის გაგრძელებაზე;
ა) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული
არასრულწლოვანთა
რეფერირების
ცენტრის
მიერ
არასრულწლოვნისათვის
შერჩეული
სხვა
სერვისის/პროგრამის მიზანი;
დ) არასრულწლოვნის მიერ, სავარაუდოდ ჩადენილია, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
კანონპროექტით ასევე დეტალურად არის მოწესრიგებული არასრულწლოვანთა რეფერირების
ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის ვადები და
პროცედურები.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების
აღსრულებას, კანონპროექტის თანახმად, სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის შესახებ
გადაწყვეტილების
აღსრულებას
უზრუნველყოფს
არასრულწლოვნის
კანონიერი
წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში კანონიერი
წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში −
სკოლა-პანსიონის უფლებამოსილი პირი, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური
მუშაკის ჩართულობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიმართვის საფუძველზე.
კანონპროექტით ასევე გაწერილია სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის შესახებ
გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი პირისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში არსებული
მექანიზმები. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელი პირი ამ გადაწყვეტილების აღსრულების
უზრუნველყოფის
მიზნით
უფლებამოსილი
იქნება,
მიმართოს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებაში
ხელის შეშლის შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
კანონპროექტი არეგულირებს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ მიღებული
გადაწყვეტილების გადასინჯვის საკითხს, რომელიც მოქმედი წესისგან არსებითად არ იცვლება, გარდა იმ
ნაწილისა, რომ სკოლა-პანსიონში არასრულწლოვნის ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღების
შემთხვევაში,
არასრულწლოვანთა
რეფერირების
ცენტრის
სპეციალისტთა ჯგუფი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა
საჭირო არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი
მზრუნველი დაეთანხმება არასრულწლოვანთა რეფერირების სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას
და ხელს არ შეუშლის მის აღსრულებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებით
შექმნილი
სისხლის
სამართლის
სისტემის
რეფორმის
განმახორციელებელი
უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს 2019 წლის 16 მაისის სხდომაზე დამტკიცებული „სისხლის სამართლის სისტემის
რეფორმის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული 2.6 ამოცანის (სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა
პრევენცია) 2.6.1 აქტივობის (არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით
შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მომზადება) შესრულებას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან - „არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის დღიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
2018 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სახელმწიფოთა პრაქტიკის კვლევა „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ სისხლის სამართლის
კანონმდებლობის
დარღვევის
პრევენცია",
რომელშიც
განხილული
იყო
სხვადასხვა
ქვეყნის
გამოცდილება. კვლევას თან ახლდა სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. აღნიშნული
რეკომენდაციების საფუძველზე 2018 წლის პირველ ნახევარში ყველა შესაბამის უწყებასთან,
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდა პრობლემის ანალიზი და
მომზადდა
არასრულწლოვანთა რეფერირების კონცეფცია. ამავე კონცეფციაზე დაყრდნობით
იუსტიციის სამინისტრომ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში
შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მოამზადა არასრულწლოვანთა რეფერირების
მექანიზმის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. ჯგუფის შემადგენლობაში
შედიოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სსიპ - დანაშაულის
პრევენციის ცენტრის, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში დიდი წვლილი შეიტანა ევროკავშირის პროექტის
ექსპერტმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.