„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი:
100110000.05.001.017757) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ
სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ამ პერიოდში იგი
სამსახურებრივ
საქმიანობას
ახორციელებს
სპეციალური
უფლებამოსილების
მქონე
პირის
ზედამხედველობით.“.
მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა
მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვრონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − საქართველოს
იუსტიციის
სასწავლო
ცენტრი
მომზადების/გადამზადების
(პენიტენციური
ნაწილში)
და
და
პრობაციის
მსჯავრდებულთა
სისტემის
პროფესიული
მოსამსახურეთა
მომზადებისა
და
გადამზადების ცენტრი (ქონებისა და ფინანსების ნაწილში).
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის
დირექტორის
მიერ
გამოცემული
სამართლებრივი
აქტები
ინარჩუნებს
იურიდიულ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ძალას
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მართვის ოპტიმიზაციის,
მისი საქმნიანობის ეფექტურობის გაზრდისა და ფუნქციების რაციონალური გადანაწილების
აუცილებლობით.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 5 ივლისს
შეტანილი
ცვლილებით
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი, რომლის მიზანია
პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადება. ამავდროულად,
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია სამინისტროს, სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირებისა
და
სხვა
დაინტერესებული პირების საჭირო სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფა. ვინაიდან ამ საჯარო
სამართლის იურიდიული პირების ერთ-ერთი საერთო და მთავარი მიზანი სამინისტროს სისტემის
მოსამსახურეთა სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფაა, მათი ფუნქციების რაციონალურად
გადანაწილების მიზნით, მიზანშეწონილია, პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა
მომზადებისა და გადამზადების ფუნქცია სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა
შეითავსოს, ხოლო პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი
„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“ გარდაიქმნას და მისი
ძალისხმევა ახალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას - მსჯავრდებულთა და
პატიმართა, აგრეთვე პრობაციონერთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მოხმარდეს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ორ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შორის ზემომითითებული ფუნქციების ახლებურად
გადასანაწილებლად საჭიროა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში სათანადო ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ
- პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრს შეეცვლება
სახელწოდება და ის „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“
გარდაიქმნება, ხოლო პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადებისა და
გადამზადების ფუნქცია სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს გადაეცემა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - „პენიტენციური და პრობაციის სისტემის
მოსამსახურეთა მომზადების ცენტრზე“ მითითება იცვლება „საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრზე“ მითითებით. შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს სსიპ –
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაივლის.
კანონპროექტის გარდამავალი დებულებით განისაზღვრება სსიპ - პენიტენციური და პრობაციის
სისტემის
მოსამსახურეთა
მომზადების
ცენტრის
უფლებამონაცვლეობისა
და
ცვლილებების
ამოქმედებამდე გამოცემული სამართლებრივი აქტების იურიდიული ძალის საკითხები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან - „არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის დღიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას. სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მსჯავრდებულთა
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უფლებამოსილებებს განახორციელებენ,
შესაბამისად, სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და პენიტენციური და პრობაციის სისტემის
მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის დღეისათვის არსებული ბიუჯეტების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.