„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/370/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39(46), 1999 წელი, მუხ.190) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 2135 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2135. სასამართლოსათვის მიმართვა 1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში არსებული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობას არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის ან სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. 2. სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 487 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, უნდა წარედგინოს შუამდგომლობის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“. 2. 2136 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 2137 მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. 2. მოსამართლე სასამართლო სხდომაზე საქმეს განიხილავს დასწრების დახურულ უფლება აქვთ: სასამართლო სხდომაზე. არასრულწლოვანს, დახურულ არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, სპეციალისტთა ჯგუფის წევრებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საქმის განხილვისას, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, მოსამართლე ხელმძღვანელობს არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მისი რთული ქცევის ან/და სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც თან ერთვის შუამდგომლობას. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება ისეთი გარემოებები, როგორიცაა არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, მისი ხასიათი/სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.“. 4. 271 მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ - ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ახლებურად არეგულირებს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტით რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში იქმნება სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას. აქვე მიეთითება, რომ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ არასრულწლოვანთა საქართველოს კანონში რეფერირების სისტემა შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, და მასში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები, რეფერირების ეტაპების შესაბამისი პროცედურები და არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის ფუნქციონირების სხვა საკითხები სხვადასხვა სამართლებრივი აქტებით, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII9 თავით განისაზღვრება. გარდა ამისა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით (კოდექსში დღემდე შენარჩუნებულია ნორმები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესახებ). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებულ არასრულწლოვანთა რეფერირების განახლებულ პროცედურებთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის წესების შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები ჰარმონიზებული იქნება არასრულწლოვანთა რეფერირების განახლებულ პროცედურებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით ახლებურად ყალიბდება არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებული რეგულაციები. ამავე კანონპროექტით განისაზღვრება, რომ არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილია მხოლოდ სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არასრულწლოვნის კანონიერი მზრუნველი წარმომადგენელი/ფაქტობრივი დაეთანხმება არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის საკითხს და ხელს არ შეუშლის მის აღსრულებას. შესაბამისად, კანონპროექტით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე სარჩელის წარდგენას და მის განხილვას შეეხება. კოდექსში კონკრეტდება ის გარემოებები, რომლითაც მოსამართლე ხელმძღვანელობს სკოლაპანსიონში ბავშვის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, საქმის განხილვისას, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, მოსამართლე ხელმძღვანელობს არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მისი რთული ქცევის ან/და სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც თან ერთვის შუამდგომლობას. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება ისეთი გარემოებები, როგორიცაა: არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ შერჩეულ სერვისში/პროგრამაში საქართველოს სისხლის არასრულწლოვნის სამართლის კოდექსით მონაწილეობა და გათვალისწინებული მიღწეული შედეგები; დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მისი ხასიათი/სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. კოდექსის 271 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებში სწორდება ტექნიკური ხარვეზი და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს“ ნაცვლად, მიეთითება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ 1 №316 ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დადგენილებით უკავშირდება შექმნილი სისხლის საქართველოს მთავრობის სამართლის სისტემის 2014 წლის მაისის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2019 წლის 16 მაისის სხდომაზე დამტკიცებული „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული 2.6 ამოცანის (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია) 2.6.1 აქტივობის (არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მომზადება) შესრულებას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან - „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის დღიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 2018 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სახელმწიფოთა პრაქტიკის კვლევა „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია", რომელშიც განხილული იყო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. კვლევას თან ახლდა სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე 2018 წლის პირველ ნახევარში ყველა შესაბამის უწყებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდა პრობლემის ანალიზი და მომზადდა არასრულწლოვანთა რეფერირების კონცეფცია. ამავე კონცეფციაზე დაყრდნობით იუსტიციის სამინისტრომ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მოამზადა არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში დიდი წვლილი შეიტანა ევროკავშირის პროექტის ექსპერტმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.