„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.08.2013
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ნომერი
#07-3/142/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-09-03
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 13/07/1999, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“; 2. 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; 3. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგირ რედაქციით: „3. შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე.” მუხლი 2. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე დადგენილების გამოცემა. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღებამდე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კანონპროექტზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების ფარგლების შეზღუდვას მხოლოდ კონსტიტუციური უფლებამოსილებებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებულ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიცვალა კონსტიტუციის 73-ე მუხლი (საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები) და დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები (73-ე მუხლის მე-5 პუნქტი). შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების განხორციელების საჭიროება იმ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ისეთი უფლებამოსილებების განხორციელებას, რომლებსაც კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნიათ. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ: 1. პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულების დამტკიცებას. წარმოდგენილი ცვლილებით, ზემოაღნიშნულ დებულებას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ასევე, ახალი რედაქციით ყალიბდება 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი. ცვლილების თანახმად, საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად გამოცემული - „საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 08.05.2002 №226 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 17.07.2012 №598 ბრძანებულებით, ვინაიდან, ოზონის შრის დაცვის სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს, 2006 წლიდან, არეგულირებს „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ 28.09.2006 №184 საქართველოს მთავრობის დადგენილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ატარებს ფორმალურ ხასიათს და მიზნად ისახავს საკანონმდებლო ნორმის არსებულ სამართლებრივ მდგომარებასთან შესაბამისობაში მოყვანას. 3. იცვლება კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტიც და „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა მექანიზმის განსაზღვრის უფლებამოსილება („შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ სამართლებრივი აქტის გამოცემა), საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, ენიჭება საქართველოს მთავრობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისიწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის რაიმე მოსაკრებლის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-14, 54-ე და 55-ე მუხლების მოქმედი რედაქციები მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება 1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით წესდება მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით. 2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407 მუხლი 54. ოზონის შრის დაცვა 1. „ოზონის შრის დაცვის შესახებ” კონვენციითა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შეწყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ოზონის შრეზე და შლიან მას. 2. ოზონდამშლელი ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხორციელდება, აგრეთვე სტატისტიკა წარმოებს ამგვარ ნივთიერებათა და პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების სისტემის გამოყენებით. 3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება და იმავე ოქმის A და B დანართებით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარება. 4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება დებულებით „საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. მუხლი 55. ატმოსფერული ჰაერის დაცვა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებისაგან 1. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა გათვალისწინებით, რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო ახორციელებს ღონისძიებებს ევროპის კონტინენტზე ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების თავიდან აცილების სფეროში. 2. „ შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ “ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საჭირო ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო . 3. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე”.