„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.08.2013
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ნომერი
#07-3/142/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-09-03
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების გასატარებლად. საჭიროების შემთხვევაში ზონის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარება განისაზღვრება სპეციალური პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“; 2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2014 წლის 1 იანვრამდე გამოიცეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.“; 3. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 2013 წლის 1 დეკემბრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები: ა) „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ.“; ბ) „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების ფარგლების შეზღუდვას მხოლოდ კონსტიტუციური უფლებამოსილებებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებულ დებულებებთან (73-ე მუხლის მე-5 პუნქტი) შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება კონსტიტუციური ცვლილებები, რომელთა მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები (73-ე მუხლის მე-5 პუნქტი). შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების განხორციელების საჭიროება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს პრეზიდენტის ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებსაც კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნიათ. კონსტიტუცით განსაზღვრული არ არის პრეზიდენტის მიერ დაცული ტერიტორიის დამხმარე ზონის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამების დამტკიცება ან დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე სახის კანონქვემდებარე აქტის გამოცემა. შესაბამისად, კანონპროექტის არსია კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილების ასახვა კანონის შესაბამის ნორმებში. ამ მიზნით, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი და ზემოაღნიშნული პროგრამის დამტკიცებაზე უფლებამოსილ სუბიექტად განისაზღვრება საქართველოს მთავრობა. პროექტი ითვალისწინებს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ამოღებას. ვინაიდან, დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულ საქმიანობებთან დაკავშირებული საკითხები, არსებული კანონმდებლობით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგულირდება დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება მუხლი და „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ნორმატიული აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისზღვრება საქართველოს მთავრობა. პროექტით ასევე იცვლება კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი, კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ მოცემულ პუნქტში აღნიშნული ბრძანებების გამოცემის ვადად განისაზღვრება 2013 წლის 1 დეკემბერი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დამატებითი ხარჯების გაწევას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში; არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-16 და 24-ე მუხლების მოქმედი რედაქციები მუხლი 16. დაცული ტერიტორიის დამხმარე (ბუფერული) ზონა 1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის გარშემო საჭიროების მიხედვით, ხოლო ბიოსფერულ რეზერვატში სავალდებულოდ იქმნება დამხმარე (ბუფერული) ზონები. 2. დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების გასატარებლად. საჭიროების შემთხვევაში ზონის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარება განისაზღვრება სპეციალური პროგრამით, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი 1. 2014 წლის 1 იანვრამდე გამოიცეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები : ა) „დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობების განხორციელების წესის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 2. 2013 წლის 1 ივნისამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები: ა) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. 2013 წლის 1 ივლისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 4. 2013 წლის 1 ივლისამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები : ა) „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ“; ბ) „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №476).