„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-09-03
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ტყის კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანს გამოყოფს და საქართველოს
საპატრიარქოს ან ამ უბნის მართვით დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების
შესაბამის უფლებამოსილებას ადგენს საქართველოს მთავრობა, დაინტერესებული
სახელმწიფო დაწესებულების ან/და ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით
უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს მოტივირებული წინადადების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო
არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის
საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს
პრეზიდენტის
უფლებამოსილებების
ფარგლების
შეზღუდვას
მხოლოდ
კონსტიტუციური უფლებამოსილებებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსის“
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010
წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებულ დებულებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება კონსტიტუციური
ცვლილებები, რომელთა მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია
განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები (73-ე
მუხლის მე-5 პუნქტი). შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების
განხორციელების საჭიროება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც
ითვალისწინებენ საქართველოს პრეზიდენტის ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებსაც
კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნიათ. კონსტიტუციური ცვლილებები
პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის
უფლებამოსილებას არ ითვალისწინებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა
წარმოდგენილი კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კოდექსის მე-17 მუხლის
მე-2 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო
ტყის ფონდის მიჩენილ უბნის გამოყოფას და საქართველოს საპატრიარქოს ან ამ უბნის
მართვით
დაინტერესებული
სახელმწიფო
დაწესებულების
შესაბამის
უფლებამოსილებას, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, დაადგენს საქართველოს
მთავრობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისიწინებს სახელმწიფოს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობადა ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინაარმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-17 მუხლის
მოქმედი რედაქცია
მუხლი 17. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის მართვა
1. მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ კოდექსის მე15 ან მე16
მუხლით
უფლებამოსილ
შესაბამის
ორგანოსთან
ერთად
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად მართავს საქართველოს საპატრიარქო ან სახელმწიფო
დაწესებულება.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანს გამოყოფს და საქართველოს
საპატრიარქოს ან ამ უბნის მართვით დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების
შესაბამის უფლებამოსილებას ადგენს საქართველოს პრეზიდენტი, დაინტერესებული
სახელმწიფო დაწესებულების ან/და ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით
უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს მოტივირებული წინადადების საფუძველზე.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება
შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა,
თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია.
4. სატყეოსამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით მიჩენილ უბანს მართავს ამ
კოდექსის მე15 ან მე16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო საქართველოს
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
დაცვით
და
ამ
მუხლის
მე-5
ნაწილის
გათვალისწინებით.
5. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთვისაც გადაცემულია ეს უბანი,
დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნისა და სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და
მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად.
6. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.