„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.08.2013
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ნომერი
#07-3/142/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-09-03
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს ტერიტორიული წყლები – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“; 2. 93-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების ფარგლების შეზღუდვას მხოლოდ კონსტიტუციური უფლებამოსილებებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებულ დებულებებთან (73-ე მუხლის მე-5 პუნქტი) შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება კონსტიტუციური ცვლილებები, რომელთა მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები (73-ე მუხლის მე-5 პუნქტი). შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების განხორციელების საჭიროება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს პრეზიდენტის ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებსაც კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნიათ. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურ ცვლილებებებთან შესაბამოსობაში მოყვანა. კერძოდ: 1. პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილის, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, კოორდინატების დამტკიცებას. წარმოდგენილი ცვლილებით, ზემოაღნიშნულ კოორდინატებს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. პროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას კანონიდან 93-ე მუხლში. აღნიშნულ მუხლში განსაზღვრულია ამ კანონთან (16/10/97) დაკავშირებით მისაღები აქტები. „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას „საქართველოში წყალდიდობის და წყლის სხვა მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის შესახებ". გამომდინარე იქედან, რომ მოცემული ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული არ არის, ამასთან, აღნიშნული საკითხების მარეგულირებელი ნორმები ასახულია „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს #415 ბრძანებულებაში, სამართლებრივი დატვირთვის არქონის გამო, მიზანშეწონილია, კანონის ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის ამოღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ მე-2 მუხლის და 93-ე მუხლის მოქმედი რედაქციები მუხლი 2. ტერმინების განმარტებანი 1. წყალსარგებლობა - წყლის რესურსების გამოყენება სასმელი, საყოფაცხოვრებო კომუნალური, სამრეწველო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, სამეცნიერო, კულტურული, რეკრეაციული, ბალნეოლოგიური, სპორტის, ტურიზმის და სხვა მიზნებისთვის ტექნიკური საშუალებებით ან უამისოდ. 2. წყალმოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. წყალაღება - წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტებიდან წყლის გარკვეული რაოდენობის ამოღება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან უამისოდ. 4. წყალჩაშვება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟო, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში. 5. ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტი - სასაზღვრო ზოლში განლაგებული მდინარე, ტბა და სხვა ზედაპირული წყალსატევი, რომლის ნაპირების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ეკუთვნის საქართველოს. 6. საქართველოს შიგა წყლები - მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიექტების წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად ეკუთვნის საქართველოს; შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის; საქართველოს ნავსადგურის წყლები,რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს ნავსადგურის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით. 7. მიწისქვეშა წყლები - წიაღისეული, წიაღში ნებისმიერ აგრეგატულ (თხევადი, მყარი, აირი), სტატიკურ თუ დინამიურ მდგომარეობაში არსებული წყალი. 8. საქართველოს ტერიტორიული წყლები – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. (5.12.2008 N 624) 9. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა - საზღვაო რაიონი, რომელიც აითვლება იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან,რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა და რომელთა სიგანეც არ აღემატება 200 საზღვაო მილს. 10. საქართველოს კონტინენტური შელფი - ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, რომელიც ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების მთელ მანძილზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე, ან ვრცელდება არა უმეტეს 200 საზღვაო მილისა იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა, თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე. 11. კონტინენტური შელფის რესურსები - ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები,ზღვის ცხოველთა სამყაროს ის ობიექტები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მათი სარეწაო მოპოვებისათვის განსაზღვრულ პერიოდში მიმაგრებულნი არიან ზღვის ფსკერზე ან წიაღში, ან შეუძლიათ გადაადგილდნენ მხოლოდ ზღვის ფსკერზე ან მის წიაღში. 12. წიაღი - მიწის ზედაპირის, ნიადაგის და წყალსატევების ფსკერის ქვეშ არსებული ან ხმელეთის ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით ხელმისაწვდომია შესასწავლად და გამოსაყენებლად. 13. წიაღისეული - წიაღში არსებული ბუნებრივი წარმონაქმნები. 14. სასარგებლო წიაღისეული - დაძიებული წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია. 15. სასარგებლო წიაღისეულის საბადო - წიაღის გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული. 16. სამთო მინაკუთვნი - წიაღით სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი,რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიღით სარგებლობის უფლება. (16. სამთო მინაკუთვნი – შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) ) 17. გეოლოგიური მინაკუთვნი - წიაღის უბანი, რომლის სარგებლობაში გადაცემა ხდება მხოლოდ წიაღის მარაგის შესწავლის მიზნით. 18. მდგრადი განვითარება - საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას-ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. 19. მდგრადი განვითარების პრინციპები პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დეჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებულ გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის, "21 - ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის - დღის წესრიგ 21-ის" და "ტყეების დაცვის,მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების" დასკვნით დოკუმენტებში. 20. საქმიანობა - სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე. 21. საქმიანობის სუბიექტი - საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტი. 22. გარემოსდაცვითი ნებართვა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოებისა და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წერილობითი გადაწყვეტილება. მისი შინაარსი, ფორმა (გაფორმების წესი) და გაცემის პროცედურა განსხვავებულია საქმიანობის კატეგორიის მიხედვით. გარემოსდაცვითი ნებართვა არის ინტეგრირებული ნებართვა, რომელიც შეიცავს ნებართვას გამონაბოლქვზე, ნარჩენების განთავსებაზე და სხვა. გარემოსდაცვით ნებართვას საჭიროებს მხოლოდ ის საქმიანობა, რომლის განხორციელება დაგეგმილი იყო "გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) 23. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა - აუცილებელი გარემოსდაცვითი ხასიათის ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N494 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს) 24. სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. მუხლი 93. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში წყალდიდობის და წყლის სხვა მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის შესახებ"; ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხების დამტკიცების თაობაზე"; გ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ერთობლივი ბრძანება „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ. ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალო და საკურორტო საჭიროებისათვის წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; ვ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ზ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); თ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; კ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ლ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); მ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ნ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ო ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); პ) (ამოღებულია); ჟ) (ამოღებულია); რ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე"; ტ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „თევზის მეურნეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წყლის ობიექტების, მათი ცალკეული უბნების ნუსხისა და მათ ფარგლებში წყალსარგებლობის შეზღუდვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; ფ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ქ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ღ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ყ) (ამოღებულია); შ) (ამოღებულია); ჩ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ძ) (ამოღებულია); წ) (ამოღებულია); ჭ) (ამოღებულია); ხ) (ამოღებულია); ჯ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ჰ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“; ჰ.ა). (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ჰ.ბ). (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ჰ.გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; ჰ.დ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექპლუატაციის წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; ჰ.ე) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლითაც აღდგება წყალსარგებლობის სფეროში შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების აღების ვალდებულება. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №445-სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.130 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2569-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.452 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №624-სსმI, №35, 05.12.2008წ., მუხ.230 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.