„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-09-03
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) 69-ე მუხლის პირველი პუნქტი
ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო
არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის
საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს
პრეზიდენტის
უფლებამოსილებების
ფარგლების
შეზღუდვას
მხოლოდ
კონსტიტუციური უფლებამოსილებებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია,
შესაბამისობაში მოყვანა.
კანონის
ნორმის
მოქმედ
კანონმდებლობასთან
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 69-ე მუხლის (გარდამავალი დებულება)
პირველი პუნქტის ამოღებას. აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს
„ცხოველთა
სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის
მიერ „სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო - სამონადირეო) მეურნეობების ბაზაზე
შექმნილი
აღკვეთილების
სამენეჯმენტო
გეგმების
დამტკიცების
შესახებ“
ბრძანებულების გამოცემას. გამომდინარე იქედან, რომ დაცული ტერიტორიების
მენეჯმენტის გეგმას, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კანონის ზემოაღნიშნულ პუნქტს
სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია, შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებს მის
ამოღებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისიწინებს სახელმწიფოს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგებეა ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინაარმდეგება
საერთასორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავსირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქარტველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“
69-ე მუხლის მოქმედი რედაქცია
მუხლი 69. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა “ცხოველთა
სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით
1. „ ცხოველთა სამყაროს შესახებ “ საქართველოს კანონთან დაკავშირებით
საჭიროა მიღებული იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “სახელმწიფო
სამონადირეო (სატყეო - სამონადირეო) მეურნეობების ბაზაზე შექმნილი აღკვეთილების
სამენეჯმენტო გეგმების დამტკიცების შესახებ ”.
2. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით საჭიროა
მიღებული იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები :
ა ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა
ჩამონათვალის განსაზღვრის, მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის ფორმის, შინაარსის და გაცემის წესის შესახებ” დებულების
დამტკიცების თაობაზე ;
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა
ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ;
გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ ცხოველთა სამყაროს დაცვის , მისი ობიექტებით სარგებლობის , გარეულ
ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით
შექმნილი ცხოველთა სამყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინსპექციების უფლება მოვალეობათა შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ;
დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების
შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , გავრცელების მთელ არეალზე ან მის
ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის
შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ;
ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნისა და ვეტერინარული მიზნით
სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი
დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო
ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გარეულ ცხოველთა დაჭერის შესახებ”
დებულების დამტკიცების თაობაზე ;
ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ
ღონისძიებათა წესების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ;
ზ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ
გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებ “დებულების
დამტკიცების თაობაზე ;
თ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების,
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარეულ
ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ“ დებულების
დამტკიცების თაობაზე ;
ი) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხის შესახებ , რომელთა გარემოდან
ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური ( სამოყვარულო ) კოლექციები არ საჭიროებენ
ლიცენზიას “ დამტკიცების თაობაზე ;
კ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „გარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ , რომელთა დატყვევება და ნახევრად
თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა იურიდიული და ფიზიკური
პირებისათვის აკრძალულია “ დამტკიცების თაობაზე ;
ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება
„მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ“
დებულების დამტკიცების თაობაზე ;
მ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება
„გამოყენებას დაქვემდებარებული მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების
ნუსხის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ;
ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება
„ცხოველთა
სამყაროთი
სპეციალური
სარგებლობის
ობიექტების
ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ;
ო) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის (მათ შორის
ადგილობრივი მნიშვნელობის) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ “დამტკიცების
თაობაზე ;
პ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების
წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების
ჩამონათვალის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების
ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე;
რ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების
ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ;
ს) (ამოღებულია – 24.11.2011, № 5293 ).
ტ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „სამონადირეო მეურნეობის შექმნის , გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა
ტერიტორიებზე ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ “
დებულების დამტკიცების თაობაზე ;
უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ “დებულების
დამტკიცების თაობაზე ;
ფ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული
მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებ “
დებულების დამტკიცების თაობაზე ;
ქ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და
გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის
წესისა და მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნების
შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ;
ღ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და
გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებ“
დამტკიცების თაობაზე ;
ყ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა
ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ;
შ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების
თაობაზე ;
ჩ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა
ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ;
ც) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო
აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის , იმ სახეობათა
ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას
და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , აგრეთვე აღრიცხვისა და
კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ ”
დებულების დამტკიცების თაობაზე ;
ძ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება
„სახელმწიფო
აღრიცხვას
და
სახელმწიფო
კადასტრში
შეტანას
დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ “
დამტკიცების თაობაზე ;
წ) (ამოღებულია) ;
ჭ) (ამოღებულია) ;
ხ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების
რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებ “
დამტკიცების თაობაზე ;
ჯ) (ამოღებულია) ;
ჰ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ
“დამტკიცების თაობაზე .
3. „ცხოველთა სამყაროს შესახებ “საქართველოს კანონის თანახმად კონკურსის ან
აუქციონის წესით გაცემული ლიცენზიები და მათ საფუძველზე ადგილობრივი
თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ სამონადირეო მეურნეობის
შექმნის მიზნით შესაბამისი სავარგულების გამოყოფის შესახებ მიღებული
ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ კანონიერ ძალას მათი მოქმედების ვადის
გასვლამდე, გარდა ამ კანონის 43- ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №751 - სსმ I, №6 20.03.2001 წ., მუხ.13
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120
საქრთველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №448 - სსმ I, №28 07.10.2004 წ., მუხ.133
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.