„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-09-03
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს ცვლილება და
მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს
ადგენს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „გარემოს მდგომარეობის
ეროვნული მოხსენების შედგენის წესის შესახებ“ დადგენილების გამოცემა.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით გამოცემული
საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღებამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო
არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის
საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს
პრეზიდენტის
უფლებამოსილებების
ფარგლების
შეზღუდვას
მხოლოდ
კონსტიტუციური უფლებამოსილებებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებულ
დებულებებთან (73-ე მუხლის მე-5 პუნქტი) შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება კონსტიტუციური
ცვლილებები, რომელთა მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია
განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები
(73-ე მუხლის მე-5 პუნქტი). შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების
განხორციელების საჭიროება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც
ითვალისწინებენ საქართველოს პრეზიდენტის ისეთ უფლებამოსილებებს,
რომლებსაც კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნიათ. კონსტიტუციური
ცვლილებები პრეზიდენტის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული
მოხსენების შედგენის წესის დადგენას არ ითვალისწინებს. შესაბამისად,
წარმოდგენილი პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-14 მუხლის
მე-3 პუნქტი და ზემოაღნიშნული წესის დადგენის უფლებამოსილება გადაეცემა
საქართველოს მთავრობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისიწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის
დაწესებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგებეა ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთასორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოქმედი
რედაქცია
მუხლი 14. ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ
1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი 3 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას.
2. სახელმწიფო ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები
ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ
მიაწოდონ სამინისტროს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს
მდგომარეობის შესახებ.
3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს
ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სავალდებულოა ეროვნული მოხსენების გამოქვეყნების გზით მისი
საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა.
5.
ეროვნული
მოხსენების
გამოქვეყნებასა
და
გავრცელებასთან
დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.