„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-09-03
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს
კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს „წითელ ნუსხას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.“;
2. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი
ნუსხის“
პროექტს,
შესაბამისი
რომელსაც
საპრობლემო
ერთვის
სამეცნიერო
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
საბჭოსა
მეცნიერებათა
აკადემიის
და
პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად
წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს წითელი ნუსხის
დამტკიცების შესახებ“ დადგენილების გამოცემა.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით გამოცემული
საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას
საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტის მიღებამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო
არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი
ბ ა რ ა თ ი
საქართველოს კანონპროექტზე
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის
საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს
პრეზიდენტის
უფლებამოსილებების
ფარგლების
შეზღუდვას
მხოლოდ
კონსტიტუციური უფლებამოსილებებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“
შესახებ“ საქართველოს კანონის 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით
გათვალისწინებულ დებულებებთან (73-ე მუხლის მე-5 პუნქტი) შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება კონსტიტუციური
ცვლილებები, რომელთა მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია
განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები (73-ე
მუხლის მე-5 პუნქტი). შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების
განხორციელების საჭიროება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც
ითვალისწინებენ საქართველოს პრეზიდენტის ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებსაც
კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნიათ. კონსტიტუციური ცვლილებები
პრეზიდენტის მიერ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებას არ ითვალისწინებს.
აღნიშნულის შესაბამისად, კანონპროექტით იცვლება კანონის მე-14 მუხლის მე-4
პუნქტი, რომლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს „წითელი ნუსხის“
დამტკიცებას საქართველოს პრეზიდენტის მიერ. წარმოდგენილი ცვლილებით,
აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ახალი
რედაქციით ყალიბდება, ასევე, კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტიც. ცვლილების
თანახმად, საქართველოს „წითელი ნუსხის“ დასამტკიცებლად საჭირო მასალებს,
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს
პრეზიდენტის ნაცვლად, წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
რაიმე მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია/
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“
მე-14 და მე-15 მუხლების მოქმედი რედაქცია
მუხლი 14. საქართველოს „წითელი ნუსხა“
1. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ
მცენარეთა ამა თუ იმ სახეობისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის
სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მისი შეტანით.
2. გარეულ ცხოველთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება
შეტანილ იქნეს სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ
მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).
3. ველურ მცენარეთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება
შეტანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივად გავრცელებული
სახეობები.
4. საქართველოს „წითელ ნუსხას“ ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს
პრეზიდენტი.
5. საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ
წელიწადში ერთხელ.
მუხლი 15. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სტრუქტურა და შედგენის წესი
1. საქართველოს „წითელი ნუსხა“ შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში
მოცემულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები, ხოლო
მეორე ნაწილში – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობები.
2. საქართველოს „წითელი ნუსხის“ თითოეული ნაწილი შედგება სახეობათა
ძირითადი
სისტემატიკური
კატეგორიების
შესაბამისად
დაჯგუფებული
ქვენაწილებისაგან.
3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თითოეული სახეობის ან
საჭიროების შემთხვევაში სხვა ტაქსონომიური ერთეულის იდენტიფიკაცია უნდა
მოიცავდეს სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის:
ა) მეცნიერულ სახელწოდებას ქართულ და ლათინურ ენებზე (სახელწოდების
განმსაზღვრელის ჩათვლით);
ბ) მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის აღმნიშვნელ კატეგორიებს.
4. საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს ადგენს საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია, რომელიც
შექმნილია „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
სახეობების კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ შესაბამისი
სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე და, ამავდროულად, სახელმწიფო მოხელის
სტატუსის არმქონე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან/და
წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე, შესაბამისი
სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე ექსპერტი.
6. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
სახეობების კომისიის ათწლიან სამუშაო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის პრეზიდიუმი.
7. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
სახეობების კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში განსახორციელებელი სამეცნიერო
გამოკვლევებისათვის
გამოყოფილი
საბიუჯეტო
სახსრებით.
საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის
რეკომენდაციით, ამგვარი სამუშაოების განთავსებას ბაზური, პროგრამულ-მიზნობრივი
და დაფინანსების სხვა სახეობების (მათ შორის, საერთაშორისო დონორი
ორგანიზაციებიდან მიღებული ფინანსური დახმარების) გამოყენებით საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში შემავალ სამეცნიერო დაწესებულებებში
დადგენილი
წესით
ახორციელებს
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
პრეზიდიუმი.
8. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
სახეობების კომისიას უფლება აქვს, უსასყიდლოდ ისარგებლოს საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოების
განკარგულებაში
არსებული
იმ
ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ
ცხოველთა და ველურ მცენარეთა გავრცელების, ინვენტარიზაციის, დაცვის, აღდგენისა
და გამოყენების საკითხებთან.
9. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი
ნუსხის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოსა და მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად
წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს.