„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-09-03
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№16,26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს ცვლილება და 27-ე მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შესწავლილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე მათი
დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს
ამტკიცებს სამინისტროსთან არსებული მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი
კომისია. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებასა და
შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.”.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის პირველ იანვრამდე გამოსცეს
დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი
კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის პირველი
იანვრიდან, ხოლო მე-2 მუხლი - 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების
შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის
საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს
პრეზიდენტის
უფლებამოსილებების
ფარგლების
შეზღუდვას
მხოლოდ
კონსტიტუციური უფლებამოსილებებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2010
წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებულ დებულებებთან
(73-ე მუხლის მე-5 პუნქტი) შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება კონსტიტუციური
ცვლილებები, რომელთა მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია
განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები (73-ე
მუხლის მე-5 პუნქტი). შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების
განხორციელების საჭიროება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც
ითვალისწინებენ საქართველოს პრეზიდენტის ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებსაც
კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნიათ. კონსტიტუციური ცვლილებები
პრეზიდენტის
მიერ
სასარგებლო
წიაღისეულის
მარაგების
სახელმწიფო
უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცებას არ
ითვალისწინებს. კანონპროექტის არსია, კონსტიტუციაში განხორციელებული
ცვლილების ასახვა ,,წიაღის შესახებ კანონის“ შესაბამის ნორმაში, კერძოდ, ახალი
რედაქციით ყალიბდება კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი. ცვლილების შედეგად
მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებას და შემადგენლობას
დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისიწინებს სახელმწიფოს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადისა და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინაარმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს კანონი წიაღის შესახებ“
27-ე მუხლის მოქმედი რედაქცია
მუხლი 27. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება
1. შესწავლილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე მათი
დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს
ამტკიცებს სამინისტროსთან არსებული მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი
კომისია. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებასა და
შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისათვის მარაგების
სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას წარედგინება საბადოს განლაგების პირობები და
შესწავლის შედეგები, სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგის ხარისხისა და
რაოდენობის დამადასტურებელი სარწმუნო მონაცემები, საბადოს ტექნიკურეკონომიკური
მახასიათებლები,
მისი
კონდიციები,
ცნობები
სამრეწველო
ათვისებისათვის წიაღისეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.
3. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დასკვნა სასარგებლო
წიაღისეულის მოძიებული მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ერთადერთი
საფუძველია.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.