„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ (07-2/278; 26.04.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დონორი - პირი, რომელიც ახდენს ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციას
სიცოცხლის განმავლობაში ან გარდაცვალების შემდეგ;“;
ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) რეციპიენტი - პირი, რომელიც იღებს ადამიანის ორგანოს ან/და რომლის მიმართ
გამოსაყენებლადაც განკუთვნილია ადამიანის ქსოვილები ან უჯრედები;“.
2. XX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვა, ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენება“.
3. 114-ე-117-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 114.
1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილის და უჯრედის დონაცია არის ნებაყოფლობითი და
უანგარო.
2. პირს აქვს ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ
გაცემაზე ინფორმირებული თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება.
ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ დონორის
წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. დაუშვებელია პირზე რაიმე
ფორმით ზემოქმედება ზემოაღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
3. ადამიანის ორგანოს გადანერგვა ან ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის გამოყენება
შესაძლებელია მხოლოდ რეციპიენტის წერილობითი, ინფორმირებული თანხმობის
საფუძველზე.
4. აკრძალულია ფულადი ანაზღაურების ან სხვა ნებისმიერი სარგებლის მიღება,
აგრეთვე ფულადი ანაზღაურების ან/და სხვა ნებისმიერი სარგებლის შეთავაზება/მიცემა
ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციის სანაცვლოდ. ასევე აკრძალულია
ორგანოებით ვაჭრობა, ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნების დარღვევით.
5. პირის მიერ ორგანოს დონაციის, აგრეთვე დონორისაგან ქსოვილის ან უჯრედის
მოპოვების წესი და პირობები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და
„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
მუხლი 115.
1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ორგანოების გადანერგვის და
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში ხარისხისა და უსაფრთხოების
დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ხარისხისა და
უსაფრთხოების დაცვის სათანადო წესების შემუშავება, დანერგვა და ამ წესების შესრულების
კონტროლი.
2. დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ადამიანის ორგანოების
გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში,
ვალდებულია დანერგოს ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 116.
ადამიანის ორგანოს მოპოვება და გადანერგვა, ადამიანის ქსოვილისა და უჯრედის
მოპოვება, ტესტირება, დამუშავება, პრეზერვაცია, შენახვა, განაწილება ან/და ადამიანის
მიმართ გამოყენება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.
მუხლი 117.
ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა
გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“
საქართველოს კანონებით.“.
4. 118-ე-122-ე მუხლები ამოღებული იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულია 1997
წლის 10 დეკემბერს, აწესრიგებს ადამიანის ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების
აღებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, აღნიშნული საკითხების
მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (კერძოდ, კანონის XX თავი) აღარ შეესაბამება
არსებულ რეალობას და ვეღარ ემსახურება კანონის მიზანს. ამასთანავე, კანონპროექტები
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენების შესახებ“ ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან, აგრეთვე ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად
აწესრიგებს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის
შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს
კანონების პროექტები წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების შეთანხმება)
გამომდინარე, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის
ჰარმონიზების ნაწილს. 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC
დირექტივა „ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და
უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ“ და 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და
განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ითვალისწინებენ ადამიანის
ორგანოების გადანერგვასთან, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ამდენად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმები შეუსაბამობაშია როგორც „ადამიანის
ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების
შესახებ“ კანონპროექტებთან, აგრეთვე აღნიშნულ დირექტივებთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, კანონპროექტები „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და
„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“, აგრეთვე ევროკავშირის
სათანადო დირექტივები, რომელთა შესასრულებლადაც მომზადდა აღნიშნული
კანონპროექტები, ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან და ადამიანის ქსოვილებისა და
უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს,
აუცილებელი გახდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
მომზადება ამ კანონსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტებს შორის შეუსაბამობების
აღმოფხვრის მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტებთან და ევროკავშირის
სათანადო დირექტივებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „ფ“ ქვეპუნქტები, აგრეთვე 114-ე-117-ე
მუხლები, რომლებიც „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტების მსგავსად აწესრიგებენ
ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
კერძოდ, კანონპროექტის მე-3 მუხლის „ე“ და „ფ“ ქვეპუნქტები ახალი რედაქციებით
აყალიბებენ „დონორისა“ და „რეციპიენტის“ ტერმინთა განმარტებებს. კანონპროექტის 114-ე
მუხლი განსაზღვრავს ადამიანის ორგანოების გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და
უჯრედების გამოყენების მნიშვნელოვან პრინციპებს - ნებაყოფლობითობას, უანგარობას და
ფინანსური სარგებლის მიღების დაუშვებლობას. კანონპროექტის 115-ე მუხლი შეეხება
ადამიანის ორგანოების გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების
სფეროში ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო 116-ე
მუხლი აღნიშნულ სფეროებში შესაბამისი საქმიანობის სათანადო ლიცენზიის/ნებართვის
საფუძველზე განხორციელების საკითხს. კანონპროექტის 117-ე მუხლის თანახმად კი,
ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა
გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“
საქართველოს კანონებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი, რადგან
მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და
„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების
პროექტების ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღებთან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი მიღებით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
არ
მოახდენს
უარყოფით
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და
მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით
განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველოს მოახდენს
ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ
საკანონმდებლო
აქტებთან
და
საერთაშორისო
სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტებთან:
1. 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC დირექტივა
„ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების
სტანდარტების შესახებ“.
2. 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა,
რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან
მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და
უსაფრთხოების სტანდარტებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის
ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,