„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/278/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 3162 და 3163 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3162. განცხადების შეტანა 1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეუძლია რეციპიენტს, დონორს ან ცოცხალი დონაციის კომისიას. მუხლი 3163. განცხადების შინაარსი 1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორის ორგანოს მოპოვების მიზანი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ნათესაური ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) ხასიათი. 2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაურ კავშირი ან ახლო პირად ურთიერთობას (ემოციურ კავშირს); ბ) ნათესაური კავშირის შემთხვევაში - მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხელმისაწვდომი არ არის გარდაცვლილი ადამიანის შესაბამისი ორგანო და არ არსებობს ალტერნატიული, მსგავსი ეფექტის მქონე მკურნალობის სხვა მეთოდი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს გადანერგვის ჩვენებას; დ) დონორის თანხმობა; ე) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ; ვ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის შესახებ; ზ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რომ ორგანოს დონორს ჩატარებული აქვს სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასება და დადგენილია, რომ სადონაციო ორგანოს მოპოვება მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს; თ) ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობა დონაციაზე; 3. რეციპიენტთან ახლო პირად ურთიერთობაში (ემოციურ კავშირში) მყოფი პირის ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში; ბ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ მოიძებნა ცოცხალი დონორი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა შორის; გ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი.“. 2. 3164 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული დაპირებული/შეთავაზებული ან რეალური ფულადი ანაზღაურების ან სხვა ნებისმიერი სარგებლის მიღებით;“. 3. 3165 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3165. სასამართლო გადაწყვეტილება სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო თანხმობას გასცემს პირის ცოცხალ დონორობაზე, არის სასამართლოს თანხმობა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი აწესრიგებს ცოცხალ დონორობაზე სასამართლოს მიერ თანხმობის მიცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანოს მოპოვება ცოცხალი დონორისაგან შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლოს თანხმობა ცოცხალ დონორობაზე. იმავე კანონპროექტის მე-20 მუხლის თანახმად, ორგანოს დონაციამდე დონორმა, რეციპიენტმა ან ცოცხალი დონაციის კომისიამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოს უნდა წარუდგინოს ორგანოს ნებაყოფლობითი და უანგარო დონაციის შესახებ წერილობითი განცხადება, რომლის საფუძველზე, სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს პირის ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიცემის საქმეს და გამოაქვს სათანადო გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია ადგენს ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებულ ნორმებს მხოლოდ დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ახლო პირადი ურთიერთობის შემთხვევაში, თუმცა არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ხდება ნათესაური დონაცია. ამიტომ, არსებობს აღნიშნულ კანონსა და კანონპროექტს შორის გარკვეული შეუსაბამობა. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების შეთანხმება) გამომდინარე, ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს. 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC დირექტივა „ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ“ აწესრიგებს ადამიანის ორგანოს გადანერგვისთვის და დონაციისთვის თანხმობასთან ან ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შესაბამისობაშია მოსაყვანი როგორც „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, ისე ზემოაღნიშნულ დირექტივასთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან, კანონპროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, აგრეთვე ევროკავშირის სათანადო დირექტივა, რომელთა შესასრულებლადაც მომზადდა აღნიშნული კანონპროექტი, ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს, აუცილებელი გახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების მომზადება ამ კანონსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტებს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტებთან და ევროკავშირის სათანადო დირექტივებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3162 და 3163 მუხლებში, 3164 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და 3165 მუხლში. კერძოდ, 3162 მუხლი ადგენს ცოცხალ დონორობაზე განცხადების შეტანის წესს და განცხადების შეტანის უფლების მქონე პირთა წრეს. 3163 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს და ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაზე თანდართულ 4 დოკუმენტთა/მტკიცებულებათა ნუსხას. 316 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მოსამზადებლად სასამართლო გამოარკვევს არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული დაპირებული/შეთავაზებული ან რეალური ფულადი ანაზღაურების ან სხვა ნებისმიერი სარგებლის მიღებით. 3165 მუხლი აწესრიგებს სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი, რადგან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღებთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მიღებით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი მდგომარეობაზე. არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველოს მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტთან - 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC დირექტივა „ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ“. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,