„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ (07-2/278; 26.04.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ.195) მე-6 მუხლის მე-4
პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ7“-„ხ9“ ქვეპუნქტები:
„ხ7) ადამიანის ორგანოების გადანერგვის ლიცენზია - 300 ლარი;
ხ8) ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების ლიცენზია - 300 ლარი;
ხ9) ადამიანის ქსოვილების ან/და უჯრედების ექსპორტის ან/და იმპორტის
ლიცენზია - 300 ლარი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე:
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 41ე მუხლის თანახმად, გადანერგვის ცენტრი გარდაცვლილი ან/და ცოცხალი დონორის
ორგანოს გადანერგვას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, სათანადო
სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამასთანავე, „ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 36-ე
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქსოვილის ბანკი ქსოვილის მოპოვებას, ტესტირებას,
დამუშავებას, პრეზერვაციას, შენახვა ან/და განაწილებას ახორციელებს შესაბამისი
ლიცენზიის საფუძველზე, სათანადო სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების
შემთხვევაში, ხოლო იმავე კანონის პროექტის 34-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების
თანახმად, ქსოვილის ბანკს, სათანადო ლიცენზიის საფუძველზე შეუძლია
განახორციელოს ქსოვილების და უჯრედების იმპორტი ან/და ექსპორტი. „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს საქმიანობის
ლიცენზიის სახეების ჩამონათვალს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ცვლილება
შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონშიც და ლიცენზიის
სახეებს ემატება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ლიცენზია, ადამიანის ქსოვილებისა
და უჯრედების გამოყენების ლიცენზია და ადამიანის ქსოვილების ან/და უჯრედების
ექსპორტის ან/და იმპორტის ლიცენზია. თუმცა, „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს სალიცენზიო
მოსაკრებლების ოდენობებს, არ არის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა
ზემოაღნიშნული ლიცენზიებისათვის.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს
კანონების პროექტები წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების
შეთანხმება) გამომდინარე, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს. 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2010/53/EC დირექტივა „ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის
ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ“ და 2004 წლის 31 მარტის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების,
დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების
სტანდარტებს, აწესრიგებენ სათანადო ლიცენზიის საფუძველზე ადამიანის ორგანოს
გადანერგვასთან, აგრეთვე ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენებასთან
დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის ნორმები შესაბამისობაშია მოსაყვანი როგორც „ადამიანის
ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების
შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან, ისე ზემოაღნიშნულ დირექტივებთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, კანონპროექტები „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და
„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“, აგრეთვე ევროკავშირის
სათანადო დირექტივები, რომელთა შესასრულებლადაც მომზადდა აღნიშნული
კანონპროექტები, ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან და ადამიანის ქსოვილებისა და
უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს მათ
შორის შესაბამისი დაწესებულებების მიერ აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიის
საფუძველზე განხორციელების ნაწილში, აუცილებელი გახდა „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება ამ კანონსა და
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტებს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, თუმცა ასევე საჭიროა „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებაც, რათა
დადგინდეს სათანადო სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტებთან და
ევროკავშირის სათანადო დირექტივებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატა „ხ7“-„ხ9“ ქვეპუნქტები, რომელთა
თანახმად, ადამიანის ორგანოს გადანერგვის, ადამიანის ქსოვილისა და უჯრედის
გამოყენების და ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის ექსპორტის ან/და იმპორტის
ლიცენზიებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობებად განისაზღვრა 300 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი,
რადგან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს
კანონების პროექტების ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღებთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი:
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ითვალისწინებს ადამიანის ორგანოს გადანერგვის,
ადამიანის ქსოვილისა და უჯრედის გამოყენების და ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის
ექსპორტის ან/და იმპორტის ლიცენზიებისთვის მისაღებად სალიცენზიო მოსაკრებლის
განსაზღვრას 300 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გავლენის ოდენობა საშემოსავლო
ნაწილზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სუბიექტი მიმართავს ლიცენზიის
გამცემ კომპეტენტურ უწყებას ლიცენზიის მისაღებად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე (შესაბამისი
ლიცენზიის მაძიებლებზე), რომლებიც მიმართავენ ლიცენზიის გამცემ კომპეტენტურ
უწყებას ლიცენზიის მისაღებად. მათ მოუწევთ კანონპროექტით განსაზღვრული
სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის თანახმად, ადამიანის ორგანოს გადანერგვის, ადამიანის
ქსოვილისა და უჯრედის გამოყენების და ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის
ექსპორტის ან/და იმპორტის ლიცენზიების მისაღებად სალიცენზიო მოსაკრებლის
ოდენობა განისაზღვრება 300 ლარით. აღნიშნული ოდენობის განსაზღვრის პრინციპია
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ზოგიერთი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ოდენობები, რომლებიც
ასევე 300 ლარით განისაზღვრება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
არ
მოახდენს
უარყოფით
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და
მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით
განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველოს მოახდენს
ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ
საკანონმდებლო
აქტებთან
და
საერთაშორისო
სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტებთან:
1. 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC დირექტივა
„ტრანსპლანტაციისათვის
გამიზნული
ადამიანის
ორგანოთა
ხარისხისა
და
უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ“.
2. 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა,
რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან
მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა
და უსაფრთხოების სტანდარტებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის
ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,