„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ (07-2/278; 26.04.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსის 461 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 467-4611 მუხლები:
„მუხლი 467. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და „ადამიანის ქსოვილების
და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული
სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ
შეუტყობინებლობა ან ანგარიშგების სხვა წესების დარღვევა
1. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და
„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით
გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის
შესახებ კომპეტენტური უწყებისათვის შეუტყობინებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და
„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით
გათვალისწინებული ანგარიშგების სხვა წესების დარღვევა, გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 468. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და „ადამიანის ქსოვილების
და
უჯრედების
გამოყენების
შესახებ“
საქართველოს
კანონების
შესაბამისად
განხორციელებული საქმიანობის შესახებ ჩანაწერების წარმოების ვალდებულების
შეუსრულებლობა ან იმავე კანონების შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა
წესების დარღვევა
1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და
„ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების
შესაბამისად
განხორციელებული
საქმიანობის
შესახებ
ჩანაწერების
წარმოების
ვალდებულების შეუსრულებლობა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და
„ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების
შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 469. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და „ადამიანის ქსოვილების
და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ადამიანის ორგანოს
და ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების (შეფასების),
დონორისათვის სათანადო
ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული და დონორისა და რეციპიენტის ინფორმირებულ
თანხმობასთან დაკავშირებული წესების დარღვევა
1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და
„ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების
შესაბამისად ადამიანის ორგანოს და ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების
(შეფასების), დონორისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული და
დონორისა და რეციპიენტის ინფორმირებულ თანხმობასთან დაკავშირებული წესების
დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4610. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა
რეპროდუქციული
უჯრედებისა)
ხარისხისა
და
უსაფრთხოების
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა
1. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული
უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
სათანადო
წესების,
სტანდარტებისა
და
მოთხოვნების
(თუ
ეს
არ
არის
7
9
სალიცენზიო/სანებართვო პირობა ან ამ კანონის 46 -46 მუხლებით გათვალისწინებული
რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევა) დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის
საგნის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის
საგნის კონფისკაციით.
მუხლი 4611. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და
ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის და ადამიანის ორგანოს გადანერგვის
საქმიანობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების და ჯანმრთელობის დაცვის
პერსონალის რეკლამა/სპონსორობა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან
ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით)
1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის,
ადამიანის ორგანოს დონაციის და ადამიანის ორგანოს გადანერგვის საქმიანობის
განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
(გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და
უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ორგანიზებული და
განხორციელებული საქმიანობისა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ორგანოების,
ქსოვილებისა და უჯრედების ნებაყოფლობითი და უანგარო დონაციის ხელშეწყობას და იმავე
კანონებით გათვალისწინებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობისა)
რეკლამა/სპონსორობამასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული
საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით), გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.‘‘.
3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431 −443 , 445 , 447 −4411 , 45-ე−46-ე , 462-464, 467-4611, 48-ე, 49-ე, 501 , 51-ე−551 , 553 , 55
4 , 56-ე, 57-ე−59-ე, 592 −მე-60, 603 −611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711 , 721 −77-ე, 78-ე, 791 −მე-80, 82
1 , 822 , 825 , 84-ე−86-ე, 871 −893 , 912 , 913 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001 , 1002 , 1031 , 104-ე და 1051 მუხლებით,
116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 −128
6 , 143-ე, 144-ე, 14410 , 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
153-ე, 1531 , 1533 და 1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542 , 155
1 და
1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5
ნაწილებით, 1557 −156-ე და 1571 −1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594 ,
15910 , 163-ე, 164-ე, 1644 , 1651 −1653 , 16512 −16523 , 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის
მე-3 ნაწილით, 1712 −1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე18 ნაწილებით, 172-ე, 1724 −1726 , 173-ე, 1734 −1737 , 1739 , 17314 , 17315 და 1741 მუხლებით, 174
15 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე13 ნაწილებით, 1778 , 1779 , 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის
245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791 −1793 , 180-ე, 182-ე,
183-ე, 187-ე, 1871 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963 , 1966 , 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2
ნაწილითა და 1991 მუხლით.“.
4. 239-ე მუხლის:
ა) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. ამ კოდექსის 442, 445, 462-464 და 467-4611 მუხლებით, 1557 მუხლის მე-2 და მე-4
ნაწილებითა და 15511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“;
ბ) 42-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა, ამოქმედდეს 2025
წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და
უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები ახლებურად
აწესრიგებენ ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებისა და
უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონპროექტები
აწესრიგებენ ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და
ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების
სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს, აგრეთვე ადამიანის მიმართ გამოსაყენებლად
გამიზნული ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის ქსოვილების ან/და უჯრედების
დონაციის, მოპოვების, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის, განაწილებისა და
გამოყენების პირობებს. ამავე დროს, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის 44-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა ადამიანის ორგანოების გადანერგვის სფეროში დადგენილი მოთხოვნების
დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის - საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ხოლო „ადამიანის ქსოვილებისა და
უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-40 მუხლის თანახმად,
ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენების სფეროში დადგენილი მოთხოვნების
დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ
შორის, ამ კანონით. აღნიშნული ნორმების რეალიზება უნდა განხორციელდეს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და
„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების
პროექტები წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების შეთანხმება) გამომდინარე, ევროკავშირის
შესაბამის დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს. 2010
წლის
7
ივლისის
ევროპარლამენტისა
და
საბჭოს
2010/53/EC
დირექტივა
„ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების
სტანდარტების შესახებ“ და 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC
დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის,
დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და
განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ითვალისწინებენ ადამიანის
ორგანოების გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში
ეროვნული კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაბამისი სანქციების შემოღების საჭიროებას,
ხოლო ეს სანქციები ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი უნდა იყოს. ამდენად,
აღნიშნული კანონპროექტიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების შესრულების ნაწილს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 44-ე
მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ადამიანის ორგანოების
გადანერგვის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-40 მუხლის თანახმად, ადამიანის
ქსოვილების და უჯრედების გამოყენების სფეროში დადგენილი მოთხოვნების
დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ
შორის, ამ კანონით. თუ რომელი ქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს
(თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩამდენს,
განსაზღვრავს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი. ამდენად, ადამიანის ორგანოთა გადანერგვის და ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში ადმინისტრაციულსამართლებრივი
პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია ცვლილების განხორციელება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
დაადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის ორგანოთა
გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში შედის შემდეგი ცვლილებები:
კოდექსიდან
ამოღებული
იქნება
461
მუხლი,
რომელიც
ადგენს
ადმინისტრაციულსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის ორგანოს, ორგანოს
ნაწილის, ქსოვილის აღებისა და გამოყენების წესების დარღვევისთვის, ვინაიდან, აღნიშნულ
საკითხებს მოაწესრიგებენ კოდექსის ის მუხლები, რომლებიც მას წარმოდგენილი
კანონპროექტით ემატება.
კოდექსს ემატება 467-4611 მუხლები, რომლებიც ადამიანის ორგანოების გადანერგვისა
და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროსი ადგენენ ცალკეულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და განსაზღვრავს შესაბამის ადმინისტრაციულ
სახდელებს.
კერძოდ,
კანონპროექტის
თანახმად,
წესდება
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და „ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით
გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის
შესახებ შეუტყობინებლობისთვის ან ანგარიშგების სხვა წესების დარღვევისთვის (467 მუხლი),
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის
შესახებ ჩანაწერების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან იმავე კანონების
შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევისათვის (468 მუხლი),
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ადამიანის ორგანოს და ადამიანის
ორგანოს დონორის დახასიათების (შეფასების),დონორისათვის სათანადო ინფორმაციის
მიწოდებასთან დაკავშირებული და დონორისა და რეციპიენტის ინფორმირებულ
თანხმობასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის (469 მუხლი), ადამიანის
ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების ხარისხისა და უსაფრთხოების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების
დარღვევისათვის (4610 მუხლი), ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა
და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის და ადამიანის ორგანოს გადანერგვის
საქმიანობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის
პერსონალის რეკლამისთვის კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული
საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით) (მუხლი 4611).
ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 208-ე მუხლი, 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი,
ხოლო 239-ე მუხლის 42-ე ნაწილი ამოღებული იქნება. აღნიშნული მუხლები და ნაწილები
განსაზღვრავენ კანონპროექტით დამატებული კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენის და საქმის განხილვის
უფლებამოსილების მქონე ორგანოებს (თანამდებობის პირებს). კერძოდ, 467-4611 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი
პირები, ხოლო საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა), ამოქმედების
თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი, რადგან მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების ძირითადი დებულებების
ამოქმედების თარიღებთან. ხოლო კანონპროეტით წარმოდგენილის კანონის პირველი
მუხლის მე-3 ნაწილის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 2 იანვარი, რათა არ
მოხდეს კოდექსის ასამოქმედებელი 208-ე მუხლის ამოქმედების თარიღისა და
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის (208-ე მუხლის
ცვლილება) ამოქმედების თარიღების ერთმანეთთან დამთხვევა. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, შემოდის ახალი სახის სამართალდარღვევები, რომელთა იმპლემენტაცია
შესაძლოა დაკავშირებული იქნეს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდასთან პოტენციური
სამართალდარღვევებისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესაბამისად.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს იმ მოცულობით, რაც
გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) სახით კონკრეტული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ადგენს ჯარიმებს ადამიანის ორგანოების გადანერგვის და ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის,
რომელთა ოდენობები (5 000-დან 20 000 ლარამდე) გაანგარიშებულია დარღვევების
კრიტიკულობის პროპორციულობასთან მიმართებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
არ
მოახდენს
უარყოფით
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და
მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით
განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველოს მოახდენს
ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ
საკანონმდებლო
აქტებთან
და
საერთაშორისო
სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტებთან:
1. 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC დირექტივა
„ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების
სტანდარტების შესახებ“
2. 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა,
რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან
მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და
უსაფრთხოების სტანდარტებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის
ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,