„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/278/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 134. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება 1. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ე) დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი, არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“. 2. 1351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლის 1351. ადამიანის ორგანოებით, ქსოვილებით ვაჭრობა 1. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 2. ადამიანის ქსოვილებით უკანონო ვაჭრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები ახლებურად აწესრიგებენ ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონპროექტები ადამიანის ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების პრინციპებად სხვა პრინციპებთან ერთად მიიჩნევს უანგარობისა და ფინანსური სარგებლის მიღების აკრძალვის პრინციპებს და ვაჭრობის დაუშვებლობას. კერძოდ, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის ორგანოების დონაცია უნდა იყოს უანგარო, ხოლო იმავე კანონპროექტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ფულადი ანაზღაურების ან სხვა ნებისმიერი სარგებლის მიღება, აგრეთვე ფულადი ანაზღაურების ან/და სხვა ნებისმიერი სარგებლის შეთავაზება/მიცემა ადამიანის ორგანოს დონაციის სანაცვლოდ, ასევე აკრძალულია ორგანოებით ვაჭრობა. პრაქტიკულად ანალოგიურ ნორმებს ითვალისწინებს „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტი. უანგარობისა და ფინანსური სარგებლის მიღების აკრძალვის პრინციპები ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების ხარისხისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნა. ამავე დროს, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 45-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ხოლო „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-40 მუხლის თანახმად, ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით. აღნიშნული ნორმების რეალიზება უნდა განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, ამ კოდექსის 134-ე და 1351 მუხლებში, რომელთა მოქმედი რედაქციები საჭიროებენ ცვლილებას და ახლებურად ჩამოყალიბებას ზემოაღნიშნული კანონპროექტებით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების შეთანხმება) გამომდინარე, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს. 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC დირექტივა „ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ“ და 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ითვალისწინებენ ადამიანის ორგანოების გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაბამისი სანქციების შემოღების საჭიროებას, ხოლო ეს სანქციები ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი უნდა იყოს. ამდენად, აღნიშნული კანონპროექტიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების შესრულების ნაწილს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 45-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ხოლო „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-40 მუხლის თანახმად, ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით. ქმედების დანაშაულებრიობასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. ამდენად, ადამიანის ორგანოთა გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია ცვლილების განხორციელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დაადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის ორგანოთა გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში უანგარობისა და ფინანსური სარგებლის მიღების აკრძალვის პრინციპებთან მიმართებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე და 1351 მუხლები. კანონპროექტით წარმოდგენილი კოდექსის 134-ე მუხლი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულების იძულებისთვის. აღნიშნული ქმედებებისთვის პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იგივე ქმედების ჩადენისთვის სხვადასხვა დამამძიმებელ გარემოებებში. მუხლი ადგენს კანონპროექტით წარმოდგენილი კოდექსის 1351 სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის ორგანოებით, ქსოვილებით ვაჭრობისთვის. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისთვის პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო ქსოვილებით უკანონო ვაჭრობისთვის რვიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იგივე ქმედების ჩადენისთვის სხვადასხვა დამამძიმებელ გარემოებებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი, რადგან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღებთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისა და გადახდილი ჯარიმების პროპორციულად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ იურიდიულ პირთა მიმართ, ვისაც შეეხება კანონის მოქმედება, კერძოდ, იმ იურიდიულ პირების მიმართ, რომელთაც დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი მდგომარეობაზე. არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველოს მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტებთან: 1. 2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC დირექტივა „ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ“ 2. 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,