„ფაქტორინგის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.08.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/416/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფაქტორინგის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფაქტორინგის შესახებ“ მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს და არეგულირებს ფაქტორინგის არსსა და საგანს, ფაქტორინგის მხარეებს, ფაქტორინგის განხორციელების პირობებსა და წესს, ფაქტორინგის სახეებს, ფაქტორინგის მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს. 2. ეს კანონი ვრცელდება ფაქტორინგზე, რომლის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფაქტორინგი (ფაქტორინგის ხელშეკრულება) - ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული გარიგება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ამავე კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული პირები; ბ) რევერსიული ფაქტორინგი - ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული რევერსიული ფაქტორინგი; გ) კომერციული ბანკი - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული კომერციული ბანკი; დ) მიკრობანკი - „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მიკრობანკი; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ვ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ზ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული საწარმოს განაღდებული კაპიტილის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ საწარმოზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა; თ) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ი) განცხადებული კაპიტალი - საწარმოს პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და საწარმოს წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; კ) განაღდებული კაპიტალი - განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ლ) საკუთარი კაპიტალი – საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ; მ) კონტროლი - საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; ნ) დებიტორული დავალიანება - ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის (ამ კანონის მიზნებისთვის მომსახურების გაწევა არ მოიცავს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს), მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მომსახურების ან/და პროდუქტის მიწოდების შედეგად წარმოშობილი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნებისმიერი არსებული მოკლევადიანი ვადამოუსვლელი უფლება, როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ, გარდა ჩეკის, თამასუქის, ფასიანი ქაღალდების, აკრედიტივის ან სადეპოზიტო ანგარიშიდან გამომდინარე გადახდის მოთხოვნის უფლებისა; ო) მოკლევადიანი ვადამოუსვლელი უფლება - დებიტორული დავალიანება, რომლის გადახდის/შესრულების ვადა წარმოშობიდან 2 წელს არ აღემატება; პ) მოთხოვნის დამთმობი მხარე - ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც წარმოადგენს ფაქტორინგის და ძირითადი ხელშეკრულების მხარეს და რომელიც გადასცემს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებას ფაქტორს ფაქტორინგის ხელშეკრულების შესაბამისად; ჟ) მოვალე - იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის და , რომელიც წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების მხარეს და რომლის მიმართაც არსებობს დებიტორული დავალიანება; რ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა; ს) საჯარო რეესტრი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ტ) ფაქტორინგის რეესტრი - საჯარო რეესტრის მიერ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებული რეესტრი, რომელიც წარმოადგენს ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ინვოისის, შესაბამისი ფაქტორის, მოთხოვნის დამთმობი მხარისა და მოვალის დასახელების, ფაქტორინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადის, ფაქტორინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობისა და აღნიშნული ანაზღაურების გადახდის მდგომარეობის მონაცემთა ერთობლიობას; უ) ფაქტორი - ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც წარმოადგენს ფაქტორინგის ხელშეკრულების მხარეს და რომელსაც გადაეცემა დებიტორული დავალიანება მოთხოვნის დამთმობი მხარისაგან; ფ) ფაქტორინგული კომპანია - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი (გარდა საქართველოს ეროვნული მიკრობანკისა, კანონმდებლობით ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკისა, რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, რომელთათვისაც დასაშვებია ფაქტორინგის განხორციელება), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას; ქ) ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი – ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო; ღ) ფაქტორინგული პლატფორმა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას; ყ) ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორი – ფაქტორინგული პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს ფაქტორინგული პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭო; შ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება - მომსახურება, რომელიც ხორციელდება ფაქტორინგიდან გამომდინარე და მოიცავს ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას: შ.ა) დებიტორული დავალიანების ფარგლებში მოთხოვნის დამთმობი მხარის დაფინანსების განხორციელებას, მათ შორის, ავანსის გადახდას; შ.ბ) დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული ანგარიშების (აღრიცხვიანობის) წარმოებას; შ.გ) დებიტორული დავალიანების ამოღებას; შ.დ) სხვა საქმიანობას, რომელიც აუცილებელია ფაქტორინგის განსახორციელებლად; ჩ) ძირითადი ხელშეკრულება - მოთხოვნის დამთმობ მხარეს/კრედიტორს და მოვალეს შორის დადებული საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის, მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება; ც) რეზიდენტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი; ძ) არარეზიდენტი - პირი, რომელიც არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული როგორც რეზიდენტი; წ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი - სათანადო ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი , რომელიც ადასტურებს მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის ფაქტს; ჭ) დებიტორული დავალიანების გადაცემა (გადაცემა) - მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ ფაქტორისთვის დებიტორული დავალიანების საკუთრებაში გადაცემა; 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. ფაქტორინგის ცნება 1. ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის ფაქტორს. 2. ფაქტორინგის მხარეებს წარმოადგენენ დებიტორული დავალიანების დამთმობი მხარე და ფაქტორი. 3. ფაქტორინგისა და ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სუბიექტებს. მუხლი 4. ფაქტორინგის საგანი 1. ფაქტორინგის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ დებიტორული დავალიანების გადაცემა. 2. დაუშვებელია ფაქტორინგის საგანი იყოს იმ დებიტორული დავალიანების გადაცემა, რომელიც გამომდინარეობს პირადი, ოჯახური ან საოჯახო მეურნეობის საჭიროებებისათვის საქონლის მიწოდებიდან ან მომსახურების გაწევიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი საქონლით ვაჭრობა ან მომსახურების გაწევა წარმოადგენს გამყიდველის სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებას. 3. ფაქტორინგის მიზნებისათვის, მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დადგენილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით. 4. თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში არ გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ინვოისი. ინვოისის შემთხვევაში იგი უნდა იყოს მარტივად იდენტიფიცირებადი და მას მინიჭებული უნდა ქონდეს ინვოისის გამომწერის მიერ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. მუხლი 5. ფაქტორინგის მხარეები 1. მოთხოვნის დამთმობი მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის. 2. ფაქტორი შეიძლება იყოს: ა) კომერციული ბანკი; ბ) მიკრობანკი; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; დ) ფაქტორინგული კომპანია. 3. ფაქტორინგის მხარეები ვალდებულნი არიან ფაქტორინგი განახორციელონ ამ კანონის მოთხოვნების დაცვით. მუხლი 6. ფაქტორინგული კომპანია 1. ფაქტორინგული კომპანია შეზღუდული შესაძლებელია არსებობდეს სააქციო საზოგადოების ან პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ფაქტორინგული კომპანია სავალდებულო წესით ქმნის სამეთვალყურეო საბჭოს, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები. 3. არავის არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინი „ფაქტორი“, „ფაქტორინგული კომპანია“ ან სხვა სიტყვათაწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად ფაქტორნიგულ კომპანიად რეგისტრაციის გარეშე, ამავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ან როდესაც იმ კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ფაქტორი“, „ფაქტორინგული კომპანია“, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. 4. გარდა, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა, ფაქტორინგთან არავის აქვს უფლება განახორციელოს ფაქტორინგი და დაკავშირებული მომსახურება საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის გარეშე. 5. ფაქტორინგული კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი სანქცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 7. ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა 1. ფაქტორინგული კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) ფაქტორინგი; ბ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება. 2. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან. 3. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დაბრუნებადი ფულადი სახსრების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან, გარდა თავად ფაქტორინგული კომპანიის პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისა (მათ შორის, უცხო ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისა). ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას ნორმატიული აქტით დაუდგინოს მომსახურების გაწევისას ფაქტორინგის მხარეებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. მუხლი 8. ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალი 1. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის მისი განაღდებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300,000 (სამასი ათას) ლარს. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, არ შეამციროს განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა. 2. ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300,000 (სამასი ათას) ლარს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი. მუხლი 9. ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაცია 1. პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ კომპანიად იმ შემთხვევაში, თუ მას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შედეგად, ერთდროულად აქვს მოთხოვნის უფლება სულ მცირე 5 (ხუთ) დებიტორულ დავალიანებაზე. 2. პირი უფლებამოსილია განახორციელოს ფაქტორინგი მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც ფაქტორინგული კომპანიის, რეგისტრაციის შემდეგ. 3. ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრირებული ფაქტორინგული კომპანიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, რომელიც დაკავშირებულია საწარმოთა რეორგანიზაციასთან, შერწყმასთან ან/და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დებიტორული დავალიანების გადაცემასთან. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გარიგების სპეციფიკისა და შინაარსის გათვალისწინებით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულებიდან გამონაკლისი შემთხვევები. მუხლი 10. შესაფერისობის კრიტერიუმები 1. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს, ან შელახა მათი დეპოზიტარების ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია მათი გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ბ) იგი იყო ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა; გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ; დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ე) მას არა აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება. 2. ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს. 3. ფაქტორინგული კომპანიის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი. 4. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 5. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ იგი ახორციელებს უკანონო საქმიანობას ან/და არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკას. 6. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე. 7. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა 10%-ს ან 50%-ს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე, აგრეთვე, წილის შეძენისთვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია. 8. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 9. ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილი. 10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები და შეფასების წესი. მუხლი 11. ფაქტორინგული კომპანიის ზედამხედველობა ფაქტორინგული კომპანიების საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 12. ფაქტორინგის ხელშეკრულების რეგისტრაცია 1. მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება მიმართოს საჯარო რეესტრს ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად. 2. დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე საკუთრების უფლება ძალაშია ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით. 4. იმთავითვე ბათილია წერილობითი შეთანხმება, რომლის შედეგადაც მყიდველის საკუთრებაში გადადის ის დებიტორული დავალიანება, რომელზეც ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირებულია ფაქტორის საკუთრების უფლება. მუხლი 13. ფაქტორინგის სახეები 1. ფაქტორინგი შესაძლოა იყოს რეგრესის უფლებით ან რეგრესის უფლების გარეშე. 2. ერთი და იგივე დებიტორული დავალიანების სხვადასხვა ნაწილზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს სხვადასხვა ფაქტორის საკუთრების უფლება. 3. ფაქტორინგი შესაძლოა მოიცავდეს: ა) ერთფაქტორიან სისტემას, სადაც ფაქტორს წარმოადგენს მხოლოდ ერთი რეზიდენტი ფაქტორი; ბ) ორფაქტორიან სისტემას, სადაც გარიგების მხარეებს წარმოადგენენ საქართველოს რეზიდენტი ფაქტორი და საქართველოს არარეზიდენტი ფაქტორი. 4. ფაქტორინგის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს რევერსიული ფაქტორინგი. მუხლი 14. ფაქტორინგი რეგრესის უფლების გარეშე რეგრესის უფლების გარეშე ფაქტორინგის ფარგლებში ფაქტორს არ აქვს მოთხოვნის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალის მიერ შესაბამისი კრედიტორული დავალიანება არ იქნა დაფარული. მუხლი 15. ფაქტორინგი რეგრესის უფლებით 1. რეგრესის უფლებით გაფორმებული ფაქტორინგის ფარგლებში ფაქტორს აქვს რეგრესის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის კრედიტორული დავალიანება არ იქნა მიმართ, თუ დაფარული. მოვალის მიერ შესაბამისი ასეთ შემთხვევაში, ფაქტორი უფლებამოსილია მოითხოვოს გადაცემული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალისგან, მოთხოვნის დამთმობი მხარისგან ან ორივე ამ სუბიექტისგან ერთდროულად და სოლიდარულად, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული. 2. მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ რეგრესის უფლების გამოყენების შემდეგ, ფაქტორი ვალდებულია დაუბრუნოს დებიტორული დავალიანება მოთხოვნის დამთმობ მხარეს, თუ ფაქტორი და მოთხოვნის დამთმობი მხარე სხვაგვარად არ შეთანხმებულან. მუხლი 16. ფაქტორინგის სახის დადგენა თუ შეუძლებელია იმის დადგენა, ფაქტორინგი მხარეთა შორის გაფორმდა რეგრესის უფლებით თუ რეგრესის უფლების გარეშე, მიიჩნევა, რომ მხარეთა შორის ფაქტორინგი გაფორმდა რეგრესის უფლების გარეშე. მუხლი 17. რევერსიული ფაქტორინგი 1. რევერსიული ფაქტორინგი არის ფაქტორინგის ერთ-ერთი სახე, რომლის ინიციატორიც არის მოვალე და მისი განხორციელება საჭიროებს კრედიტორის წინასწარ, წერილობით, თანხმობას. 2. რევერსიული ფაქტორინგის შედეგად, ფაქტორს წარმოეშვება დებიტორული დავალინების დაფარვის ვალდებულება მოვალის კრედიტორის მიმართ. ფაქტორის მიერ დებიტორული დავალიანების დაფარვა ხდება მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული წერილობით დადებული გარიგებით განსაზღვრულ ვადაში ან აღნიშნული ვადის დადგომამდე. 3. ამ კანონის დებულებები, რომლებიც ეხება ფაქტორინგს, ვრცელდება ასევე რევერსიულ ფაქტორინგზეც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება რევერსიული ფაქტორინგის არსს. მუხლი 18. ფაქტორინგის ფორმა და ფარგლები 1. ფაქტორინგის ელექტრონული ფორმაში განხორციელება ფორმით იგულისხმება დასაშვებია დადებული მხოლოდ ხელშეკრულების „ელექტრონული წერილობით, საფუძველზე. დოკუმენტისა და მათ შორის, ელექტრონულ ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტი. 2. დაუშვებელია ფაქტორინგი მიჩნეულ იქნეს კრედიტის ან სესხის ხელშეკრულებად, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მუხლი 19. ფაქტორინგის პირობები 1. ფაქტორინგის ხელშეკრულება (მათ შორის მხარეთა მიერ წერილობით ან/და ელექტრონულად გაფორმებული/შეთანხმებული დამატებითი პირობები და დანართები, რომლებიც წარმოადგენენ ფაქტორინგის ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს) უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას ფაქტორინგის მხარეებზე, მათ შორის, შესაბამისი სუბიექტების დასახელებებს, საიდენტიფიკაციო ნომრებს, იურიდიულ მისამართებსა და ინფორმაციას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ; ბ) ფაქტორინგის სახის მითითებას; გ) იმ დებიტორული დავალიანების სამართლებრივ საფუძვლებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს, მათ შორის, გადაცემული დებიტორული დავალიანების მოცულობას, მისი გამოთვლისა და უფლებამოსილი მხარის მიმართ მისი გადახდის წესსა და პირობებს; დ) ფაქტორის კუთვნილი სარგებლის თანხას, მისი გამოთვლისა და გადახდის წესს; ე) ძირითადი და ფაქტორინგის ხელშეკრულებების გაფორმების თარიღებს, აგრეთვე, ფაქტორინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადას; ვ) თითოეული ხელშემკვრელი მხარის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერებს; ზ) ინფორმაციას თითოეული უზრუნველყოფის საგნის შესახებ, თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია, 2. ფაქტორინგის ხელშეკრულებას დანართის სახით (მათ შორის ელექტრონული ფორმით) უნდა დაერთოს სულ მცირე შემდეგი დოკუმენტაცია/ ინფორმაცია: ა) ძირითადი ხელშეკრულება; ბ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი დოკუმენტის ნომერი; გ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული თანხა; დ) მოვალის მიმართ მოთხოვნის გათვალისწინებული გადახდის თარიღი; ე) რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში, ასევე, კრედიტორის წერილობითი თანხმობა. 3. ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის რეგისტრირების თარიღი ითვლება დებიტორული დავალიანების გაყიდვის თარიღად. მუხლი 20. ფაქტორინგის მოქმედების ვადა ფაქტორინგი ითვლება გაგრძელებულად იმ მომენტამდე, სანამ არ მოხდება ფაქტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. მუხლი 21. ფაქტორინგის ხელშეკრულების ბათილობა 1. დაუშვებელია ერთი და იმავე დებიტორული დავალიანების გადაცემა რამოდენიმე ფაქტორისთვის, ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტორინგის გარდა. 2. ფაქტორინგის საფუძველზე ერთხელ გადაცემულ დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ შემდგომში გაფორმებული ნებისმიერი ფაქტორინგი ბათილია. მუხლი 22. ფაქტორინგული პლატფორმა 1. ფაქტორინგული პლატფორმა არის ელექტრონული პლატფორმა, რომლის ძირითადი საქმიანობა არის ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა, მათ შორის ფაქტორნგული გარიგებების ავტომატიზირება, ფაქტორინგის და მისგან გამომდინარე, მხარეთა შორის შეთანხმების ელექტრონულად განხორციელება. გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებების 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფაში იგულისხმება მოთხოვნის დამთმობი მხარის (რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში კი მოვალის) მიერ დებიტორული დავალიანების ფაქტორინგის პლატფორმაზე განთავსებას ფაქტორინგულ პლატფორმაზე მონაწილე ფაქტორებისაგან დაფინანსების მიღების მიზნით, და არ გულისხმობს ფაქტორის მიერ მოთხოვნის დამთმობი მხარის (რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში კი - მოვალის) მომსახურებას აღნიშნული ფაქტორის მიერ ინდივიდუალურად ოპერირებადი ელექტრონული არხის საშუალებით. 3. ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს ისეთი წესები და პროცედურები, რომლებითაც ის უზრუნველყოფს ფაქტორინგული გარიგებების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ფაქტორინგის აღრიცხვასთან, შენახვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. 4. ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს მის სისტემაში მონაწილეობის საჯაროდ გამჟღავნებული, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდეს ფაქტორინგული პლატფორმის ღია და სამართლიან ხელმისაწვდომობას იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც მასში მონაწილეობა სურთ. 5. ფაქტორინგულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მართვისა და კონტროლის სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლებითაც ის უზრუნველყოფს მის საქმიანობასა და ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა და გარე გარემოებებით განპირობებული რისკების მონიტორინგს, მათ იდენტიფიკაციასა და მართვას და ამ რისკებით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას. 6. ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებულია თავისი საქმიანობის ყოველ ეტაპზე ჰქონდეს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების პროპორციული კაპიტალი. ეს კაპიტალი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 7. დაუშვებელია ფაქტორინგული პლატფორმის მფლობელი ამავდროულად იყოს ფაქტორი. 8. არავის აქვს უფლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ პლატფორმად რეგისტრაციის გარეშე. 9. ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებისა და რეგულირების პრინციპები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. მუხლი 23. ფაქტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ფაქტორინგის საფუძველზე მოთხოვნის დამთმობი მხარის ან მოვალის მიერ თითოეული დებიტორული დავალიანების გადაცემისას, ფაქტორის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის დამთმობი მხარე ან/და მოვალე ფაქტორს აწვდიან: ა) დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს დებიტორული დავალიანების არსებობას; ბ) მოვალისადმი ან, რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში, კრედიტორისთვის გაგზავნილი შეტყობინების (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) ასლს დებიტორული დავალიანების ფაქტორისათვის გადაცემის თაობაზე. მუხლი 24. შეტყობინება დებიტორული დავალიანების გადაცემის და დაფარვის შესახებ 1. ფაქტორის მიერ შეძენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ან ინვოისით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანება ანაზღაურდება ამავე ანგარიშ-ფაქტურით ან ინვოისით გათვალისწინებული მოვალის მიერ. მოთხოვნის დამთმობი მხარე ფაქტორისათვის დებიტორული დავალიანების გადაცემიდან გონივრულ ვადაში ვალდებულია წერილობით (მათ შორის ელექტრონულად) შეატყობინოს მოვალეს აღნიშნულის შესახებ და მიაწოდოს მოვალეს დებიტორული დავალიანების გადახდისათვის საჭირო ინფორმაცია, დამადასტურებელი მათ შორის, საგადასახადო მოვალის მიმართ ანგარიშ-ფაქტურა ან მოთხოვნის ინვოისი, არსებობის ფაქტორისათვის გადაცემული დებიტორული დავალიანების მოცულობა, შესაბამისი გადახდის პირობები და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის საბანკო რეკვიზიტები. 2. ⁠მოვალის მიერ ფაქტორის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების სრულად დაფარვისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ფაქტორი ვალდებულია ფაქტორინგის რეესტრში დაარეგისტრიროს საკუთრების უფლების შეწყვეტა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე. მუხლი 25. ფაქტორინგთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანების გადახდა 1. ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შედეგად, მოვალე ვალდებულია ფაქტორს აუნაზღაუროს დებიტორული დავალიანება ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და ფაქტორისათვის გადაცემული დებიტორული დავალიანების შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით. 2. მოვალის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის გადახდა მოთხოვნის დამთმობი მხარისათვის არ აუქმებს მის ვალდებულებას გადაუხადოს ფაქტორს დებიტორული დავალიანების თანხა თუ დებიტორული დავალიანების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ შეტყობინება მოვალეს ჩაბარდა აღნიშნული დავალიანების თანხის გადახდის მომენტამდე. მუხლი 26. ფაქტორის მიერ ფაქტორინგთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანების ამოღება ვადამოსული დებიტორული დავალიანების ფაქტორის მიერ ამოღების შემთხვევაში ფაქტორი მოქმედებს საკუთარი სახელით. მუხლი 27. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება 1. ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებულია: ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი; ბ) შეიმუშაოს და დანერგოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისობის კონტროლის სისტემა; გ) ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე; ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით; ვ) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგება შესაბამისი ფორმატითა და დადგენილ ვადებში. 2. თუ ფაქტორინგული კომპანია ან ფაქტორინგული პლატფორმა ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერვე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაცია. გააუქმოს 3. ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებულინი არიან 6 წლის განმავლობაში შეინახონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები; ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები. მუხლი 28. მოთხოვნის დამთმობი მხარის პასუხისმგებლობა 1. მოთხოვნის დამთმობი მხარე პასუხს აგებს ფაქტორინგის ფარგლებში გადაცემული დებიტორული დავალიანების სიზუსტესა და ნამდვილობაზე, მათ შორის, დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის მომენტისათვის დებიტორული დავალიანების ოდენობის სიზუსტეზე , იმ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა არსებობდეს მოთხოვნის დამთმობ მხარეს და მოვალეს შორის. 2. თუ ფაქტორისათვის მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ გადაცემული დებიტორული დავალიანება სადავო გახდა, მოთხოვნის დამთმობი მხარე ვალდებულია დაფაროს აღნიშნული დებიტორული დავალიანება შესაბამისი ფაქტორის მიმართ ფაქტორინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და ვადაში. აღნიშნული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მხარეები შეთანხმებული იყვნენ ფაქტორინგზე რეგრესის უფლების გარეშე. მუხლი 29. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება 1. იმ შემთხვევაში თუ ძირითადი ხელშეკრულება ან მასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მოვალეს და მოთხოვნის დამთმობ მხარეს შორის იმ დებიტორული დავალიანების ურთიერთგაქვითვას, რომელიც გადაეცემა ფაქტორს, მოვალეს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული ურთიერთგაქვითვის უფლება ფაქტორის მიმართაც. 2. მოვალეს უფლება აქვს გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული უფლება ძალაში იყო დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების მომენტში ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 30. დებიტორული დავალიანებასთან დაკავშირებული უფლებების გადასვლა 1. დებიტორული დავალიანების გადაცემით ფაქტორზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიც და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც თუ მხარეთა შორის სხვაგვარად არის შეთანხმებული. მუხლი 31. დებიტორული დავალიანების გადაცემის შეზღუდვის დაუშვებლობა დაუშვებელია მოვალემ ან მოგირავნემ შეზღუდოს კრედიტორის მიერ დებიტორული დავალიანების ფაქტორისათვის გადაცემის უფლება. დაუშვებელია მოვალემ დამატებითი პირობა დაუწესოს კრედიტორს დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემისათვის. ამგვარი შეზღუდვის ან/და დამატებით პირობის არსებობა იმათავითვე ბათილია. მუხლი 32. ერთი ფაქტორის მიერ დებიტორული დავალიანების სხვა ფაქტორისათვის გადაცემა თუ ფაქტორინგის ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ფაქტორის მიერ დებიტორული დავალიანების სხვა ფაქტორისათვის შემდგომი გადაცემა დასაშვებია, თუ ის ხორციელდება ამ კანონის დებულებების დაცვით. მუხლი 33. დარღვევები და სანქციები 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის, ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფაქტორინგულმა კომპანიამ, ფაქტორინგულმა პლატფორმამ, ან/და მისმა ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა; ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს ფაქტორინგული კომპანიის ან ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციას ან დართული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან/და წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან/და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) დაარღვია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვარული მოთხოვნები; ე) დაარღვია ფაქტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ვ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დარღვევის პროპორციულად და თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად ფაქტორინგული კომპანიის,ფაქტორინგული პლატფორმის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას ან/და ადმინისტრატორს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია/მითითება მოთხოვნით, რომ ფაქტორინგულმა კომპანიამ ან ფაქტორინგულმა პლატფორმამ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; გ) ფაქტორინგულ კომპანიას, ფაქტორინგულ პლატფორმას, ან/და მის ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) ფაქტორინგული კომპანიის ან ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა; ვ) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები; ზ) ფაქტორინგულ კომპანიას/ფაქტორინგულ პლატფორმას გაუუქმოს რეგისტრაცია. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი. 4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი 34. გარდამავალი დებულებანი 1. პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, გარდა კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, ვალდებულია ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. პირი უფლებამოსილია გააგრძელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა. 2. ეს კანონი არ ვრცელდება იმ დებიტორული დავალიანების გადაცემაზე, რომელიც განხორციელდა ამ კანონის ამოქმედებამდე. 3.კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი; ბ) ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი; გ) ფაქტორინგული კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისას ფაქტორინგის მხარეებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი; დ) ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები და შეფასების წესი; ე) ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ ფინანსური ანგარიშგების ფორმისა და წარდგენის წესი; ვ) ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი; ზ) ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი. მუხლი 35. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-33-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-33-ე მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფაქტორინგის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ფაქტორინგი წარმოადგენს დაფინანსების ალტერნატიულ მექანიზმს მოკლევადიანი სამუშაო კაპიტალის დაკმაყოფილების საჭიროებისათვის. ფაქტორინგი არის ფინანსური ტრანზაქცია, რომლის მეშვეობითაც მომსახურების ან/და პროდუქციის მიმწოდებელი პირი, ფაქტორისგან, იმაზე უფრო მოკლე ვადაში იღებს მომსახურების გაწევის ან პროდუქციის მიწოდების შედეგად გამომუშავებულ ფინანსებს, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო აღნიშნულ პირსა და მომსახურების ან/და პროდუქციის მიმღებს შორის. სანაცვლოდ, მომსახურების ან/და პროდუქციის მიმწოდებელი პირი დებიტორულ დავალიანებაზე მოთოხვნის უფლებას თმობს ფაქტორის სასარგებლოდ და სამომავლოდ ფაქტორი იღებს ანაზღაურებას იმ პირისაგან, რომელმაც მიიღო მოთხოვნის დამთმობი პირის მომსახურება ან/და პროდუქცია. არსებული მდგომარეობის მიხედვით, საქართველოში ფაქტორინგის განხორციელება დაკავშირებულია ფინანსურ და სამართლებრივ რისკებთან, რის გამოც ვერ ხერხდება ფაქტორინგული ტრანზაქციის ფინანსური სარგებლის სრულყოფილად გამოყენება და შესაბამისად მეწარმე სუბიექტებს ეზღუდებათ წვდომა დაფინანსების ამ საშუალებაზე. სამართლებრივი რისკები გულისხმობს გარიგებაში მონაწილე მხარეების უფლება- მოვალეობების განმსაზღვრელი სპეციალური კანონმდებლობის არარსებობას, მათ შორის ფაქტორის ზედამხედველობის, მისი საქმიანობის რეგულირების არარსებობას და ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის საჭირო შესაფერისობის კრიტერიუმების არარსებობას. ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის წესის, ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობის და მისი ზედამხედველობის განმსაზღვრელი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობა, შეუძლებელს ხდის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციას და შედეგად, დაფინანსების მოპოვების მსურველ სუბიექტებს არ აქვთ საშუალება მიიღონ კვალიფიციური ფაქტორინგული მომსახურება, კონკურენტულ ფასად. მოქმედი კანონმდებლობით არ არის რეგულირებული იმ დებიტორული დავალიანების განმსაზღვრელი სამართლებრივი და ფინანსური მახასიათებლები, რომლებიც საჭიროა მისი ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენების შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული მახასიათებლების უზრუნველყოფილი არარსებობა შეუძლებელს ტრანზაქციებით ხდის გათვალისწინებული ფაქტორინგის სხვა განსხვავებას ინსტრუმენტებისგან. აღნიშნული განმასხვავებელი ნიშნების არარსებობა, სამომავლოდ დაკავშირებულია მოთხოვნის აღსრულებასთან დაკავშირებულ რისკებთან. არსებული მდგომარეობით, ასევე არ არის განსაზღვრული ფაქტორინგის გარიგების საგანზე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა და შესაბამისი რეესტრი, სადაც მოხდება აღნიშნული უფლების ნამდვილობის დადასტურება. ფაქტორინგის ფარგლებში, დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული მოწყობის არარსებობა აჩენს ე.წ „ორმაგი ფაქტორინგის“ რისკს, რომლის ფარგლებშიც ფაქტორის მიერ მოთხოვნის აღსრულება არ არის დაცული, კერძოდ საკმაოდ დიდია მოთხოვნის აღსრულების რიგითობასთან და საკუთრების უფლების ნამდვილობის დადგენასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები. არსებული მდგომარეობით, ფაქტორისთვის არ არსებობს დებიტორული დავალიანების, მისი ოდენობის და გადახდის წესის უტყუარობის დამდგენი მექანიზმი, რაც აჩენს საკმაოდ დიდ ბუნდოვანებს აღნიშნული ტრანზაქციის ინიცირებისათვის. ახალი ფაქტორინგული კომპანიების რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემფარხებელი ფაქტორია კონკურენციის გაწევისათვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის არარსებობა. ფაქტორინგული რეესტრისგან განსხვავებით, ფაქტორინგული პლატფორმა წარმოადგენს ელექტორნულ სივრცეს, სადაც რეგისტრირდებიან ფაქტორინგული ტრანზაქციის მხარეები და პირადი ვირტუალური კაბინეტის საშუალებით იწყებენ და ასრულებენ კონკრეტულ ფაქტორინგულ ტრანზაქციას. მსგავსი პლატფორმა შესაძლებელს გახდის ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელებას, აღრიცხვას და საკუთრების უფლების წარმოშობას გაცილებით ნაკლები დანახარჯით და უმოკლეს ვადებში. მსგავსი პლატფორმის არსებობა ასევე საშუალებას მისცემს დაფინანსების მოპოვების მსურველ სუბიექტს შეადაროს სხვადასხვა ფაქტორების მიერ შემოთავაზებული პირობები ერთიან ელექტრონულ სივრცეში და შედეგად მიიღოს ფინანსურად მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ტრანზაქციას, საჭიროა, დაფინანსების გამცემი სუბიექტის - ფაქტორის საქმიანობა და შესაბამისობის ძირითადი კრიტერიუმები განისაზღვროს საკანონმდებლო აქტით და გაჩნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული სუბიექტის რეგულირების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ზედამხედველობა უზრუნველყოფს დაფინანსების ფინანსური სამართლებრივი რისკების და მოპოვების შემცირებას, მსურველი ხოლო სუბიექტის ფაქტორინგული კომპანიებისათვის შექმნის პროგნოზირებად სამეწარმეო გარემოს. იმისათვის, რომ ფაქტორინგის ფარგლებში არ მოხდეს ერთი და იმავე დებიტორულ დავალიანებაზე სხვადასხვა ფაქტორის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჭიროა კანონპროექტით განისაზღვროს ფაქტორინგის რეესტრის შექმნის და წარმოების სამართლებრივი საფუძველი. ხოლო იმისათვის, რომ არ მოხდეს ფაქტორინგის რეესტრში არაზუსტი ინფორმაციის რეგისტრირება, საჭიროა დებიტორული დავალიანების არსებობა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია დასტურდებოდეს საჯარო იურიდიული პირის მიერ ვერიფიცირებული დოკუმენტით - ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (კანონპროექტით ასევე დაშვებულია რომ დებიტორული დავალიანება დასტურდებოდეს ინვოისით, იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მხარე დამატებული გადასახადისაგან გათავისუფლებულ სუბიექტს წარმოადგენს). ღირებულების შესაბამისად, საჭიროა კანონპროექტით დადგინდეს, რომ დებიტორული დავალიანების დამასტურებელი დოკუმენტია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ ვერიფიცირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის აღრიცხვაც ხდება ფაქტორინგის რეესტრში. შედეგად, ფაქტორინგის მიზნებისათვის უკვე გამოყენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე, კანონპროექტით დადგენილი საგამონაკლის შემთხვევის გარდა, შეუძლებელი იქნება სხვა ფაქტორის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნის მინიმუმამდე აღსრულების დაიყვანს დებიტორული სამართლებრივ რისკებს. იმისათვის, რომ ფაქტორინგული ტრანზაქცია სრულფასოვნად დარეგისტრირდეს, საჭიროა მოხდეს ფაქტორინგის იდენტიფიცირება, განმახორციელებლი რისთვისაც საჭიროა იურიდიული კანონპროექტით პირების დადგინდეს რეესტრში ფაქტორინგულ რეესტრსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს შორის ინფორმაციის მიმოცვლის ინსტრუქციის დამტკიცების სამართლებრივი საფუძვლის კანონპროექტში გაწერა. ფაქტორებს შორის ჯანსაღი კონკურენციისათვის აუცილებელია, კანონპროექტით გაიწეროს საყოველთაო ფაქტორინგული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა და ამავდროულად მნიშვნელოვანია, აიკრძალოს ფაქტორის მიერ ფაქტორინგული პლატფორმის ფლობა (აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება ფაქტორების მიერ, მხოლოდ პირადი გამოყენებისათვის, პლატფორმის მსგავსი ელექტრონული მოდელის შექმნაზე). გამომდინარე იქედან, რომ საყოველთაო პლატფორმაზე მოხდება სხვადასხვა ფაქტორების რეგისტრაცია, აუცილებელია, თითოეულ მათგანს გააჩნდეს თანაბარი პირობები და უფლებები პლატფორმაზე კონკურენტუნარიანი მონაწილეობისათვის. შესაბამისად, აუცილებელია, რომ პლატფორმის მესაკუთრე არ იყოს თავადაც ფაქტორი, ვინაიდან იგი პლატოფრმაზე რეგისტრირებული სხვა ფაქტორების ერთმნიშვნელოვანი კონკურენტი იქნებოდა. ასევე საჭიროა, კანონპროექტით განისაზღვროს სპეციალური სამართლებრივი მოწყობა ფაქტორინგით გათვალისწინებულ დებიტორულ დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნის რიგითობის დასადგენად. კანონპროექტით სპეციალური სამართლებრივი რეგულირების დადგენა საჭიროა იმისათვის, რომ აღნიშნული ტრანზაქცია არ მოექცეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი სამართლებრივი მოწესრიგების ქვეშ, რაც ხელს შეუწყობს ფაქტორინგის სამართლებრივი შედეგების ბუნდოვანებას, კერძოდ ხელს შეუშლის ფაქტორინგიდან გამომდინარე მოთხოვნის რიგითობის დადგენას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, ფაქტორინგის რაც ნათლად განმსაზღვრელი დაადგენს და ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელების მოსალოდნელ სამართლებრივ და ფინანსურ შედეგებს, ჩამოაყალიბებს ფაქტორინგის მხარეების და ფაქტორინგთან დაკავშირებული სუბიექტების უფლებრივი და ვალდებულებითი ფაქტორინგის რეესტრის შექმნის, დაცვის სამართლებრივ სტრუქტურირებისა და მექანიზმებს, აღნიშნული გააჩენს რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ ინსტიტუციური ფუნქციების გამანაწილებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს ფაქტორინგის გარიგებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების მაქსიმალურ მიტიგაციას. კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩამოყალიბდება ფაქტორინგის რეესტრი, რომელიც ავტომატურად დაუკავშირდება საქართველოს შემოსავლების სამსახურის სისტემაში ელექტორნული ფორმით აღრიცხულ ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურების ბაზას და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს. მსგავსი ტექნიკური მოწყობა, შესაძლებლობას მისცემს ფაქტორს თავი დაიზღვიოს მცდარი ან კანონთან შეუსაბამო დებიტორული დავალიანების შეძენისგან და შესაბამისად, დაფინანსების მოპოვების მსურველ სუბიექტებს შეეძლებათ გამარტივებული პირობებით და სარეგისტრაციო პროცედურით განახორციელონ ფაქტორინგული ტრანზაქცია. ფაქტორინგული კომპანიების რეგისტრაციის, ფუნქციონირებისა და ზედამხედველობის სამართლებრივი მოწესრიგების მიღებით, შესაძლებელი გახდება ახალი სუბიექტის ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაცია. ფაქტორინგული კომპანიები დაფინანსების მსურველ სუბიექტებს ფინანსურ მომსახურებას გაუწევენ ზედამხედველობის იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებსაც ადგენს კანონპროექტი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისობის კრიეტერიუმების შესაბამისად. კანონპროექტში ფაქტორინგული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობის გაჩენით ხელი შეეწყობა აღნიშნული პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც ფაქტორინგის განხორციელებას შესაძლებელს გახდის ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიის გამოყენებით. ამავე ჩანაწერით, ფაქტორის მიერ საყოველთაო ფაქტორინგული პლატფორმის ფლობის აკრძალვა, ხელს შეუწყობს ფაქტორებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ხოლო დაფინანსების მოპოვების მსურველებს დაეხმარება მაქსიმალურად მცირე დანახარჯით დაფინანსების მოზიდვაში. შედეგად, დაფინანსების მოპოვების მსურველი სუბიექტებისათვის გაჩნდება ფინანსების მოზიდვის კიდევ ერთი საშუალება ფაქტორინგის სახით, ხოლო საფინანსო სექტორში გაჩნდება კანონმდებლობით რეგულირებული ფინანსური მომსახურების გაწევის ახალი ფორმა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლი ადგენს კანონის გავრცელების არეალს. კანონპროექტის მე-2 მუხლში განმარტებულია ტერმინები. კანონპროექტის მე-3 მუხლით განსაზღვრულია ფაქტორინგის ცნება, როგორც ფინანსური გარიგების, რომელიც გულისხმობს დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების ფაქტორისათვის გადაცემას. ამავე მუხლით არის დადგენილი აღნიშნული გარიგების მხარეები ანუ ფაქტორი და დებიტორული დავალიანების დამთმობი მხარე. კანონპროექტის მე-4 მუხლით დადგენილია, რომ ფაქტორინგის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ დებიტორული დავალიანების გადაცემა, ასევე განსაზღვრულია, რომ ფაქტორინგის მიზნებისათვის, მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში არ გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ინვოისი. კანონპროექტის მე-5 მუხლის მიხედვით, ფაქტორი შესაძლებელია იყოს ფაქტორინგული კომპანია, რომლის საქმიანობაც არის მხოლოდ ფაქტორინგი და ფაქტორის ფუნქციის განმახორციელებელი ფინანსურ ინსტიტუტიც - კომერციული ბანკი, მიკრობანკი დამიკროსაფინანსო ორგანიზაცია. კანონპროექტის მე-6 მუხლით შესაძლებელია არსებობდეს განსაზღვრულია, მხოლოდ სააქციო რომ ფაქტორინგული საზოგადოების ან კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით. ამავე მუხლით დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ფაქტორინგული კომპანიის ზედამხედველობის მიმართულებით. მე-7 მუხლი ადგენს, რომ ფაქტორინგული კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ფაქტორინგი ან ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება. მე8 მუხლში გაწერილია ფაქტორინგული კომპანიის სავალდებულო განაღდებული (ფულადი ფორმით შევსებული) კაპიტალის ოდენობა, რომელიც შეადგენს 300,000 (სამასი ათას) ლარს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული განაღდებული კაპიტალი ამავდროულად უნდა წარმოადგენდეს საკუთარ კაპიტალს, ანუ საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე ფაქტორინგულ კომპანიას 300,000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით უნდა გააჩნდეს სახსრები ყოველგვარი ვალდებულების გამოკლებით. კანონპროექტის მე-9 მუხლის მიხედვით, პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ კომპანიად იმ შემთხვევაში თუ მას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შედეგად, ერთდროულად, აქვს მოთხოვნის უფლება სულ მცირე გათვალისწინებული, 5 რომ (ხუთ) დებიტორულ ფაქტორინგულ დავალიანებაზე. კომპანიად ამავე რეგისტრაციას თავით არის ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ასევე განსაზღვრავს ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისათვის საჭირო წესებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია ის კონკრეტული საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სუბიექტს არ ევალება დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ კომპანიად. კანონპროექტის მე-10 და მე-11 მუხლებით დგინდება ფაქტორინგული კომპანიის და მისი ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობის გაწევის სამართლებრივი საფუძველი. კანონპროექტის მე-12 მუხლი მოიცავს ფაქტორინგის ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დებულებებს. კანონპროექტის მე-13 მუხლით განსაზღვრულია ფაქტორინგის სახეები. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ფაქტორინგი შესაძლებელია იყოს არსებობდეს რეგრესის უფლებით ან რეგრესის უფლების გარეშე და ერთფაქტორიანი ან ორფაქტორიანი. ასევე შესაძლებელია ერთი და იგივე დებიტორული დავალიანების სხვადასხვა ნაწილზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს სხვადასხვა ფაქტორის საკუთრების უფლება. ფაქტორინგის ჩამოთვლილი სახეები არ არის ურთიერთგამომრიცხავი და მაგალითად ფაქტორინგი რეგრესის უფლებით შესაძლებელია იყოს ორფაქტორიანიც. ამავე მუხლით არის განსაზღვრული რევერსიული ფაქტორინგი, რომელიც წარმოადგენს ფაქტორინგის სპეციალურ სახეს და რომელიც გულისხმობს კანონპროექტით განმარტებული მოვალის დაფინანსებას იმისათვის, რომ დროულად მოხდეს კანონპროექტით გათვალისწინებული კრედიტორის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვა. მსოფლიოში ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, ერთფაქტორიანი სისტემა მოიაზრებს ერთი ფაქტორის მიერ ადგილობრივ მხარეებს შორის არსებული დებიტორული დავალიანების ნასყიდობას ხოლო ორფაქტორიანი სისტემის შემთხვევაში ადგილობირივ ფაქტორი საკუთრების უფლებას იძენს სხვა ქვეყანაში წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებაზე და ფინანსური ადმინისტრირების მიზნებისათვის იყენებს უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფაქტორის დახმარებას. კანონპროექტის მე-14 და მე-15 მუხლები ერთმანეთისაგან განასხვავებენ ფაქტორინგს რეგრესის უფლებით და რეგრესის უფლების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ ფაქტორინგი რეგრესის უფლებით არის მხარეთა შორის შეთანხმებული, ფაქტორს უფლება აქვს მოითხოვოს დებიტორული დავალიანების დაფარვა მოთხოვნის დამთმობი მხარისგან, მოვალისგან ან ორივე სუბიექტისგან ერთდროულად. იმ შემთხვევაში თუ ფაქტორინგი მხარეთა შორის შეთანხმებულია რეგრესის უფლების გარეშე, ფაქტორს დებიტორული დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მოვალის მიმართ. ამავე კანონპროექტის მე16 მუხლის მიხედვით, თუ ფაქტორინგის სახის დადგენა შეუძლებელია, მიიჩნევა რომ მხარეთა შორის ფაქტორინგი გაფორმდა რეგრესის უფლების გარეშე. კანონპროექტის მე-17 მუხლით მოწესრიგებულია რევერსიული ფაქტორინგის ცნება და მასთან დაკავშირებული დამატებითი მარეგულირებელი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც რევერსიული ფაქტორინგის ინიციატორი არის მოვალე. რევერსიული ფაქტორინგი საჭიროებს კრედიტორის წინასწარ თანხმობას, ვინაიდან მან უნდა მიიღოს დებიტორული დავალიანება დისკონტირებულ ფასად. რევერსიული ფაქტორინგის შედეგად, ფაქტორს გადაეცემა მოვალის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება და წარმოეშვება აღნიშნული დავალინების დაფარვის ვალდებულება მოვალის კრედიტორის მიმართ. კანონპროექტის მე-18 მუხლით დადგენილია ფაქტორინგის ფორმა და ფარგლები. კანონპროექტის მე-19-21-ე მუხლებით დგინდება უშუალოდ ფაქტორინგის გარიგების ფორმა, პირობები, მოქმედების ვადა და ბათილობის საფუძვლები. ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსური სახის გარიგებას, რომელიც იდება წერილობითი ფორმით ფაქტორსა და მოთხოვნის დამთმობ მხარეს შორის. კანონპროექტის მე-19 მუხლით განსაზღვრულია იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომლებიც სავალდებულო წესით განისაზღვრება ფაქტორსა და მოთხოვნის დამთმობ მხარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ამავდროულად, კანონპროექტი ითვალისწინებს რომ ფაქტორინგის ხელშეკრულებას დანართის სახით უნდა მიეთითოს ის ძირითადი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება. კანონპროექტის 21-ე მუხლით დგინდება, რომ დაუშვებელია ერთი და იგივე დებიტორულ დავალიანებზე საკუთრების უფლება წარმოეშვას სხვადასხვა ფაქტორს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ფაქტორების საკუთრების უფლება წარმოიშვება ერთი და იმავე დებიტორული დავალიანების სხვადასხვა ნაწილებზე. ამავე კანონპროექტის 22-ე მუხლით განსაზღვრულია ფაქტორინგული პლატფორმის ზოგადი განსაზღვრება და კონკრეტული აკრძალვა, რომლის მიხედვითაც ფაქტორს არ აქვს უფლება ფლობდეს ფაქტორინგულ პლატფორმას. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ფაქტორს უფლება აქვს შიდა აღრიცხვის მიზნებისათვის ჰქონდეს ფაქტორინგული პლატფორმა, თუმცა არ აქვს უფლება ფლობდეს საყოველთაო გამოყენების პლატფორმას, ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნების მიზნებისათვის. 23-ე მუხლი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელსაც მოვალე ან/და მოთოხვნის დამთმობი მხარე, ფაქტორის მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდიან ფაქტორს. რაც შეეხება 24-ე მუხლის ჩანაწერს, ამ მუხლით დგინდება დებიტორული დავალიანების ანაზღაურების წესი, რაც ნათელს ხდის მხარეებს შორის დებიტორული დავალიანების დაფარვისთვის საჭირო ინფორმაციის მოვალისათვის გაზიარების პროცესს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ მოვალის მიერ დავალიანების დაფარვის შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ფაქტორი ვალდებულია შესაბამის დებიტორულ დავალიანებაზე დაარეგისტრიროს საკუთრების უფლების შეწყვეტა, ფაქტორინგის რეესტრში. კანონპროექტის 25-ე მუხლით ზუსტდება რომ, ფაქტორინგის შემთხვევაში, მოვალე ვალდებულია დებიტორული დავალიანება დაფაროს ფაქტორის მიმართ, ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ამავე მუხლის მიხედვით თუ შეტყობოინების მიღების შემდეგ, მოვალე დებიტორულ დავალიანებას აანაზღაურებს მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, აღნიშნული არ გამოიწვევს ფაქტორის მიმართ ვალდებულების გაუქმებას. კანონპროექტის 26-ე მუხლი ადგენს, რომ ვადამოსული დებიტორული დავალიანების ფაქტორის მიერ ამოღების შემთხვევაში, ფაქტორი მოქმედებს საკუთარი სახელით. კანონპროექტის 27-ე მუხლი განსაზღვრავს ფაქტორინგული კომპანიის მიერ აუდიტის, აღრიცხვის და ანგარიშგების წარმოების წესებს. აღნიშნული წესები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ დადგენილი მოთხოვნების მსგავსია და ეფუძნება გამჭვირვალობას, ინფორმაციის სისრულეს და უტყუარობას. კანონპროექტის 28-ე მუხლის მიხედვით, მოთოხვნის დამთმობი მხარე პასუხისმგებელია ფაქტორისათვის გადაცემული დებიტორული დავალიანების ნამდვილობაზე და თუ აღნიშნული დებიტორული დავალიანება სადავო გახდება, მოთხოვნის დამთმობი მხარე ანაზღაურებს დებიტორული დავალიანებით განსაზრვრულ ფულად ოდენობას, ფაქტორის მიმართ. 29-ე მუხლის მიხედვით, თუ ძირითადი ხელშეკრულება ან მასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მოვალეს და მოთხოვნის დამთმობ მხარეს შორის იმ დებიტორული დავალიანების ურთიერთგაქვითვას, რომელიც გადაეცემა ფაქტორს, მოვალეს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული ურთიერთგაქვითვის უფლება ფაქტორის მიმართაც. კანონპროექტის 30-ე მუხლის მიხედვით თუ დებიტორული დავალიანების დასაფარად გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალება, აღნიშნული უზრუნველყოფა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები, დებიტორული დავალიანების გადაცემასთან ერთად, ავტომატურად გადაეცემა შესაბამის ფაქტორს. 31-ე მუხლით დგინდება, რომ დაუშვებელია მოვალემ შეზღუდოს დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის უფლება. კრედიტორის მიერ კანონპროექტის 32-ე მუხლის მიხედვით დასაშვებია ფაქტორის მიერ დებიტორული დავალიანების სხვა ფაქტორისთვის გადაცემა. კანონპროექტის 33-ე მუხლი ეთმობა დარღვევებს და სანქციებს. აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია ის დარღვევები, რომელთა ჩადენის შემთხვევაშიც, ფაქტორინგულ კომპანიას ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს დაეკისრებათ სანქციები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ სანქციებს, რომელთა გამოყენების უფლებამოსილებაც ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფაქტორინგული კომპანიის ან/და ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის მიმართ. კანონპროექტის 34-ე მუხლით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები. გარდამავალი დებულებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი კანონპროექტის ამოქმედებამდე ახორციელებდა ფაქტორინგულ საქმიანობას (გარდა კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა) ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირი უფლებამოსილია განაგრძოს ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა. ამავდროულად, კანონპროექტი არ გავრცელდება იმ დებიტორული დავალიანებების ნასყიდობაზე, რომელიც დადებულია კანონპროექტის ამოქმედებამდე. ასევე განსაზღვრულია იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომლებსაც გამოსცემს საქართველოს ეროვნული ბანკი. კანონპროექტის 35-ე მუხლის მიხედვით, კანონი, გარდა მისი პირველი-33 მუხლებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი-33-ე მუხლები ამოქმედდება 2025 წლის 2 იანვრიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი-33-ე მუხლებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი-33-ე მუხლები ამოქმედდება 2025 წლის 2 იანვრიდან, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ ვადამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა, ხოლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ - ფაქტორინგის რეესტრის ჩამოყალიბება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფაქტორინგის რეესტრის შესაქმნელად, აუცილებელი ხარჯების გამოყოფას, რომელიც 2023 წელს KPMG Internaional-ის მიერ ჩატარებული კვლევით - „Electronic Platform for Registration of Factoring Transactions”-ის მიხედვით დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ხარჯები შესაძლებელია დაფინანსდეს საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან რეფორმაში - ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და USAID-ის ფინანსური ინვოვაციების პროგრამის მიერ. ფაქტორინგის რეესტრის შეიქმნასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანხის ზუსტი გადანაწილების მიზნით. აღნიშნული თანხა დაიხარჯება ფაქტორინგის ელექტრონული რეესტრის შესაქმნელად და აღნიშნული ხარჯები საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტების მიერ დაფინანსდება გრანტის სახით. მსოფლიო ბანკის შემთხვევაში აღნიშნული სახსრების გამოყენება დაგეგმილია მსოფლიო ბანკის საინვესტიციო სესხით The Relief and recovery for MSME, თუმცა საჭიროებს სესხის ათვისებული თანხის და საინვესტიციო სესხის ფარგლებში სხვა პროექტებთან კოორდინირებას. დაფინანსებასთან დაკავშირებით, ფაქტორინგის რეესტრის შექმნის სხვა ხარჯი ერთჯერადი ხარჯია და არ საჭიროებს მომდევნო წლებში დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას. ფაქტორინგულ კომპანიასთან და ფაქტორინგულ პლატფორმასთან დაკავშირებული საზედამხედველო ხარჯები დაიფარება საქართველოს ეროვნული ბანკის არსებული ბიუჯეტით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოს ეროვნული ბანკის ფარგლებში, კანონპროექტით მიერ მისი საზედამხედველო გათვალისწინებული წესების უფლებამოსილების დარღვევის გამო პირის დაჯარიმების შემთხვევაში, გადახდილი ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობა დამოკიდებული იქნება კანონდარღვევათა რაოდენობაზე და კანონდარღვევათა სიმძიმეზე. ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 10 000 ლარს და მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ფაქტორინგულ პლატფორმად რეგისტრაციის სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 10 000 ლარს და მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ფაქტორინგის რეესტრში საკუთრების უფლების წარმოშობის და შეწყვეტის რეგისტრაციის სარეგისტრაციო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილებით და აღნიშნული ოდენობა იქნება იმ ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად გაწეული ხარჯების ოდენობის, რომელთა გაწევაც აუცილებელია საკუთრების უფლების წარმოშობის და შეწყვეტის სარეგისტრაციოდ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ფაქტორინგულ გარიგებაში ჩართულია სამი პირი - მოთხოვნის დამთმობი მხარე, მოვალე და ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში, ფინანსური შედეგები დადგება მოთხოვნის დამთმობი მხარისათვის და ფაქტორინგული კომპანიისათვის. კერძოდ, მოთხოვნის დამთმობი მხარე, ფაქტორისგან, იმაზე უფრო მალე მიიღებს დებიტორული დავალიანებით გათვალისწინებულ თანხას, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო მოვალეს და მოთხოვნის დამთმობ მხარეს შორის. თუმცა, მოთხოვნის დამთმობი მხარე ფაქტორისგან არ მიიღებს დებიტორული დავალიანებით გათვალისწინებული თანხის სრულ ოდენობას და მიიღებს ე.წ. „დისკონტირებულ ოდენობას“. რაც შეეხებ ფაქტორს, აღნიშნული პირი, ვადის დადგომისას, მოთხოვნის დამთმობი მხარის მოვალისგან მიიღებს დებიტორულ დავალიანებას სრული ოდენობით. შესაბამისად, ფაქტორი თავის მხრივ ფინანსურ სარგებელს ღებულობს იმ სხვაობით, რომელიც არსებობს დისკონტირებულ ოდენობასა და დებიტორული დავალიანების სრულ ოდენობას შორის. მოთხოვნის დამთმობ მხარეს შესაძლებელია დაევალოს დებიტორული დავალიანებით გათვალისწინებული თანხის თავად ანაზღაურება ფაქტორისთვის იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, როდესაც ფაქტორისათვის გადაცემული დებიტორული დავალიანება სადავო გახდა რაიმე ფორმით მოვალის ან მესამე მხარის მიერ. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის დამთმობი მხარე, დიდი ალბათობით, ვერ იღებს დებიტორულ დავალიანებას მოვალისაგან და თავად ევალება აღნიშნული დებიტორული დავალიანების გადახდა ფაქტორის მიმართ. რევერსიულ ფაქტორინგშიც ჩართულია სამი პირი - მოვალე, კრედიტორი და ფაქტორინგული კომპანია. ამ შემთხვევაში ფაქტორინგს აინიცირებს მოვალე და აუცილებელია კრედიტორის თანხმობა. ამ შემთხვევაშიც კრედიტორი იღებს დებიტორულ დავალიანებას დისკონტირებულ ფასად და ამ შემთხვევაშიც მოვალე ვალდებულია დებიტორული დავალიანება, სრული ოდენობით, დაფაროს ფაქტორის მიმართ. რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაშიც, დებიტორული დავალიანების დისკონტირებული ოდენობის მიღება გამართლებულია ფულად სახსრებზე წვდომის გაჩენით იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე ეს დებიტორული დავალიანების კრედიტორსა და მოვალეს შორის იყო შეთანხმებული. ფაქტორი თავის მხრივ ფინანსურ სარგებელს ღებულობს იმ სხვაობით, რომელიც არსებობს დისკონტირებულ ოდენობასა და დებიტორული დავალაინების სრულ ოდენობას შორის. ორფაქტორიან სისტემაში ჩართულია ოთხი მხარე - მოთხოვნის დამთმობი მხარე, მოვალე, საქართველოში რეგისტრირებული ფაქტორინგული კომპანია და საზღვარგარეთ რეგისტრირებული ფაქტორიგნული კომპანია. განსხვავებით ერთფაქტორიანი სისტემისა, ორფაქტორიან სისტემაში შესაძლებელია ფინანსური სარგებელი დამატებით მიიღოს კიდევ ერთმა ფაქტორმა. რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში, ფაქტორი უფლებამოსილია დებიტორული დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს მოთხოვნის დამთმობ მხარეს. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნის დამთმობ მხარეს და ფაქტორს შორის არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ დებიტორული დავალიანების დაფარვის შემდეგ, დებიტორული დავალიანება უბრუნდება მოთხოვნის დამთმობ მხარეს შესაძელებელია მოთხოვნის დამთმობ მხარეს ფაქტორისათვის ანაზღაურებული დებიტორული დავალიანების ოდენობა დაუბრუნდეს მოვალის მიერ, ძირითადი ხელშეკრულების შესაბამისად, ამიტომ, განსხვავებული ფინანსური შედეგი მოთხოვნის დამთმობი მხარისათვის დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. რაც შეეხება ფაქტორს, მისთვის, ამ შემთხვევაში, ფინანსური გავლენა არ იცვლება, იცვლება მხოლოდ მხარე, რომელიც მის მიმართ ფარავს დებიტორულ დავალიანებას. მოსალოდნელი ფინანსური შედეგი დადგება იმ პირებისათვის, რომლებიც შეიძენენ ისეთ დებიტორულ დავალიანებას, რომელზეც საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს ფაქტორს ფაქტორინგის რეესტრში. მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იქნება ის, რომ ასეთი შემძენები ვერ შეძლებენ დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნის მიღებას და ამ დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნის მათ სასარგებლოდ აღსრულებას. ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის მსურველი პირისათვის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იქნება სარეგისტრაციო მოსაკრებლის დაფარვა 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და ამ მხრივ მოსალდონელ ფინანსურ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზეც. ასევე, ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის მსურველი პირებისათვის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იქნება საწარმოს კაპიტალის 300,000 ლარის ოდენობით შევსება, რომელიც შენარჩუნებული უნდა იყოს საქმიანობის ყოველ ეტაპზე. ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ფინანსური შედეგები (სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარის ოდენობით და საწარმოს რეგისტრაციისათვის საწარმოს კაპიტალის შევსება 300,000 ლარით) არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დებიტორულ დავალიანებას შეიძენენ ისეთი საქმიანობის ფარგლებში როგორიცაა საწარმოთა რეორგანიზაცია, შერწყმასთან ან/და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დებიტორული დავალიანების საქართველოს ეროვნული გადაცემა. ბანკი აღნიშნულ დაადგენს საგამონაკლისო ინდივიდუალური შემთხვევებს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. ფაქტორინგული კომპანიასთან და ფაქტორინგულ პლატოფრმასთან დაკავშირებული საზედამხედველო ხარჯები დაიფარება საქართველოს ეროვნული ბანკის არსებული ბიუჯეტით და ამ მხრივ კანონპროექტით არ გავრცელდება ფინანსური შედეგი საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტზე. ფაქტორინგული პლატფორმის სარეგისტრაციოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან არ იქნება საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა, შესაბამისად ამ მხრივ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არ არის მოსალდნელი ფინანსური გავლენა. იმისათვის რომ პირი დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ პლატფორმად საჭიროა გადაიხადოს სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10,000 ლარი, რაც წარმოადგენს ფაქტორინგული პლატფორმის მოსალოდნელ ფინანსურ გავლენას. აღნიშნული სარეგისტრაციო მოსაკრებელი მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და ამ მხრივ, მოსალოდნელ ფინანსურ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე. ფაქტორინგულ პლატფორმაზე ასევე მოსალოდნელია იმ ფინანსური გავლენის მოხდენა რომელიც გამომდინარეობს ისეთი წესების და პროცედურების შექმნიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ფაქტორინგული გარიგებების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ფაქტორინგის აღრიცხვასთან, შენახვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ფაქტორინგულ პლატფორმაზე ასევე მოსალოდნელია იმ ფინანსური გავლენის მოხდენა რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი მართვისა და კონტროლის სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლებითაც ის უზრუნველყოფს მის საქმიანობასა და ოპერაციებთან დაკავშირებულ შიდა და გარე გარემოებებით განპირობებული რისკების მონიტორინგს, მათ იდენტიფიკაციასა და მართვას და ამ რისკებით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე ვალდებულია თავისი შემცირებას. საქმიანობის ამავდროულად, ყოველ ეტაპზე ფაქტორინგული პლატფორმა ჰქონდეს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების პროპორციული კაპიტალი. აღიშნული მართვისა და კონტროლის სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურის, წესების და პირობების ჩამოყალიბებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული ფინანსების ოდენობა განისაზღვრება ფაქტორინგული პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობიდან, ტრანზაქციების სიდიდიდან, ფაქტორინგული პლატფორმის მასშტაბურობიდან და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სპეციფიური მითითებებიდან. ამავდროულად, კანონპროექტის მიხედვით ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებულია თავისი საქმიანობის ყოველ ეტაპზე ჰქონდეს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების პროპორციული კაპიტალი. აღნიშნული კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ფაქტორინგული პლატფორმის მომხმარებელთა და ტრანზაქციების ოდენობებიდან გამომდინარე. კანონპროექტის მიხედვით, ფაქტორინგულ კომპანიას და ფაქტორინგულ პლატფორმას თავისი საქმიანობების განსახორციელებლად დამატებით დასჭირდებათ შეიმუშაონ და დანერგონ შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისობის კონტროლის სისტემა - რასაც ექნება მოსალოდნელი ფინანსური შედეგი ფაქტორინგულ კომპანიაზე და ფაქტორინგულ პლატფორმაზე და რისი ფინანსური ოდენობაც დამოკიდებული იქნება მათი კლიენტების და ტრანზაქციების ოდენობებზე. დამატებით, კანონპროექტის მიხედვით, ფაქტორინგულ კომპანიას და ფაქტორინგულ პლატფორმას ევალებათ ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - შესაბამისად ამ მხრივაც მოსალოდნელია ფინანსური შედეგი ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფმორისათვის, რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება აუდიტორული მომსახურების საბაზრო ტარიფთან და ჩასატარებელი სამუშაოს ზომასთან. დამატებით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი ფაქტორინგული კომპანიისთვის და ფაქტორინგული პლატფორმისთვის დაკავშირებულია იმ სანქციებთან, რომელთა დაწესების უფლებამოსილება აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ფაქტორინგულ პლატფორმებს „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს საქართველოს ფაქტორგინულ კომპანიებს და ეროვნული კანონპროექტით, ბანკი აკისრებს აღნიშნული სანქციებს კანონპროექტის გამომდინარე ცვლილებებით და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში. აღნიშნული სანქციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და სამართალდარღვევის სიმძიმის მიხედვით. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია ის კონკრეტული დარღვევები, რომელთა არსებობის დროსაც საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს სანქციებს, რომელთაგან ერთ-ერთია ფულადი ჯარიმის დაკისრება. აღნიშნული ფულადი ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება სამართალდარღვევის სიმძიმის მიხედვით და მისი ზუსტი ოდენობდა დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულ ჯარიმას ფინანსური შედეგი შესაძლებელია ქონდეს ფაქტორინგულ კომპანიზე, ფაქტორინგულ პლატფორმაზე ან/და მის ადმინისტრატორზე. ასევე, აღნიშნული ჯარიმის გადახდას ფინანსური შედეგი ექნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე, ვინაიდან აღნიშნული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს ეროვნული უფლებამოსილია ფაქტორინგული კომპანიის ან ფაქტორინგული ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მიემართება ბანკი ასევე პლატფორმის მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად, ამ სანქციის დაწესების შემთხვევაში, ფინანსური შედეგი დადგება ფაქტორინგული კომპანიის ან ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ და ასევე ზოგადად, ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის მიმართ, ვინაიდან ამ სანქციის დაკისრების შემთხვევაში, აღნიშნული კომპანიები სამეწარმეო საქმიანობას განახორციელებენ შეფერხებით. საქართველოს ეროვნულ ბანკს სანქციის სახით ასევე შეუძლია ფაქტორინგულ კომპანიას და ფაქტორინგულ პლატფორმას აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა. აღნიშნულ სანქციას ფინანსური შედეგი ექნება ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის პარტნიორებზე/აქციონერებზე და მათ თანამშრომლებზე. სანქციის სახით საქართველოს ეროვნულ ბანკს ასევე შეუძლია შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები. აღნიშნულ სანქციასაც ექნება ფინანსური შედეგი ფაქტორინგული კომპანიებისა და ფაქტორინგული პლატფორმისთვის, ვინაიდან შესაძლოა ვეღარ შეძლონ საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში განხორციელება. ასევე, ფაქტორინგულ კომპანიას და ფაქტორინგულ პლატფორმას შესაძლებელია სანქციის სახით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაუუქმოს რეგისტრაცია. აღნიშნულს ექნება ამ ორი სუბიექტისთვის ფინანსური შედეგი, რომელიც გამოიხატება იმ ფინანსების ვერ მიღებაში, რომელსაც მიიღებდნენ იმ შემთხვევაში თუ არ გაუუქმდებოდათ რეგისტრაცია. ფაქტორინგის რეესტრში საკუთრების უფლების წარმოშობის და შეწყვეტის რეგისტრაციის სარეგისტრაციო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილებით და აღნიშნული ოდენობა იქნება იმ ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად გაწეული ხარჯების ოდენობის, რომელთა გაწევაც აუცილებელია საკუთრების უფლების წარმოშობის და შეწყვეტის სარეგისტრაციოდ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას, ფაქტორინგულ პლატფორმას ან ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა. აღნიშნული ჯარიმის ოდენობა გამოითვლება სამართალდარღვევის სიმძიმის მიხედვით და მიემართება სახელმწიფოს ბიუჯეტში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.