„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფაქტორინგის შესახებ“
- „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ფაქტორინგის შესახებ“ (07-2/416/10; 16/08/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/416/10; 16/08/2024) გამომდინარე, „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
10.03.2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
220090000.05.001.020818) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) ფაქტორინგი - „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება.“.
2. 33-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „ფაქტორინგის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის
მომზადებით
და
აღნიშნული
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ფაქტორინგული კომპანიის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის
მიზნით.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება
აუცილებელია
„ფაქტორინგის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული, ფაქტორინგული კომპანიის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად
და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებულ ნორმებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ტერმინთა განმარტებას ემატება ფაქტორინგის დეფინიცია, ასევე,
დარღვევების ჩამონათვალს დაემატება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და
მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევა, რამდენადაც
მიკრობანკი ახორციელებს ფაქტორინგს, შესაბამისად, შესაძლოა იგი იყოს ფაქტორი
„ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2025 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების
ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, გამომდინარე იქიდან რომ კანონპროექტით ფართოვდება იმ ქმედებების
ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ მიკრობანკს, ადმინისტრატორს ან მაკონტროლებელ პირს დაეკისრებათ ჯარიმა.
ფაქტორის საქმიანობის განხორციელების ნაწილში მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან
მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოწერილი ჯარიმის გადახდა მიემართება სახელმწიფო
ბიუჯეტში.
აღნიშნული
ჯარიმის
კონკრეტული
ოდენობა
განისაზღვრება
სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე და მისი ზუსტი ოდენობა დგინდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ფაქტორინგის ჩარჩოს შექმნა განავითარებს ამ ინსტრუმენტს და გააფართოვებს მისი
გამოყენების ფარგლებს, რაც მოსალოდნელია, რომ დადებითად აისახება ამ საქმიანობის
განმახორციელებელ სუბიექტებზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
დააწესოს სანქციები მიკრობანკების მიმართ მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან
მაკონტროლებელი პირის მიერ „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. კანონპროექტით არ ფართოვდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოსაყენებელი სანქციების ჩამონათვალი, თუმცა
ფართოვდება იმ დარღვევების ჩამონათვალი, რომელთა გამოვლენის საფუძველზეც
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილია გამოიყენოს სანქციები და ჯარიმები
მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ, რასაც ექნება
მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ ფინანსური შედეგი.
მიკრობანკის მიმართ გამოსაყენებელი სანქციები და ჯარიმები განსაზღვრულია
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
აღნიშნული სანქციების და ჯარიმების ზომა და ზუსტი ფინანსური შედეგი მიკრობანკზე,
ადმინისტრატორზე ან მაკონტროლებელი პირზე განისაზღვრება სამართალდარღვევის
სიმძიმით და კონკრეტულად დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს ეროვნული
ბანკი მიკრობანკების მიმართ დამატებით ზედამხედველობას განახორციელებს არსებული
ბიუჯეტის ფარგლებში და ამ მხრივ ფინანსური შედეგი არ დადგება საქართველოს ეროვნული
ბანკის მიმართ.
ზემოაღნიშნული ჯარიმა მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან
მაკონტროლებელი პირის მიმართ მიმართული იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში
და შედეგად ფინანსური შედეგი დადგება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართაც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება დამატებით ჯარიმის გამოწერის უფლებამოსილება იმ
მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის
მიმართ, რომელიც
ახორციელებს ფაქტორინგულ საქმიანობას. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულ
ჯარიმას ადგენს სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე და მისი ზუსტი ოდენობა
განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.