„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.08.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/416/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფაქტორინგის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) ფაქტორინგი - „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება.“. 2. 91 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) დაარღვია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ფაქტორინგის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, ფაქტორინგული კომპანიის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ნორმებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ტერმინთა განმარტებას ემატება ფაქტორინგის დეფინიცია, ასევე, დარღვევების ჩამონათვალს ემატება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევა, რამდენადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახორციელებს ფაქტორინგს, შესაბამისად, შესაძლოა იგი იყოს ფაქტორი „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2025 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტით ფართოვდება იმ ქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაეკისრებათ ჯარიმა. ფაქტორის საქმიანობის განხორციელების ნაწილში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ გამოწერილი ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული ჯარიმის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე და მისი ზუსტი ოდენობა დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ფაქტორინგის ჩარჩოს შექმნა განავითარებს ამ ინსტრუმენტს და გააფართოვებს მისი გამოყენების ფარგლებს, რაც მოსალოდნელია, რომ დადებითად აისახება ამ საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები. კანონპროექტით არ ფართოვდება სანქციების ჩამონათვალი, ფართოვდება იმ წესების ჩამონათვალი, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული იქნება სანქციები, რასაც შესაბამისი ფინანსური შედეგი ექნება აღნიშნულ პირებზე. აღნიშნული სანქციების და ჯარიმების ზომა და ზუსტი ფინანსური შედეგი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ განისაზღვრება სამართალდარღვევის სიმძიმით და კონკრეტულად დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ დამატებით ზედამხედველობას განახორციელებს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში და ამ მხრივ ფინანსური შედეგი არ დადგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ ჯარიმის დაწესების შემთხვევაში, აღნიშნული ჯარიმა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და ამ მხრივ კანონპროექტს ექნება ფინანსური შედეგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება დამატებით ჯარიმის გამოწერის უფლებამოსილება იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ, რომელიც ახორციელებს ფაქტორინგულ საქმიანობას. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულ ჯარიმას ადგენს სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე და მისი ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.