„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფაქტორინგის შესახებ“
- „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ფაქტორინგის შესახებ“ (07-2/416/10; 16/08/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/416/10; 16/08/2024) გამომდინარე, „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „რ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან,
მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან,
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან,
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ან ფაქტორინგის რეესტრიდან;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ
ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების, სამისამართო, ეკონომიკურ საქმიანობათა და ფაქტორინგის
რეესტრების ერთობლიობა.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ფაქტორინგის რეესტრი არის „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ფაქტორინგის სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების რეგისტრაციის,
მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“.
3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი:
„24. ფაქტორინგის რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ფაქტორინგის, მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრებისა და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომ - შემოსავლების სამსახური)
მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ამ
რეესტრებში/მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ/აღრიცხულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV4 თავი:
„თავი IV4
ფაქტორინგის რეესტრი
მუხლი 204. ფაქტორინგის რეესტრის წარმოების პრინციპები
1. მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება ელექტრონული განცხადების წარდგენის საფუძველზე
მიმართოს სააგენტოს ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად.
ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული
მოვალის
მიმართ
მოთხოვნის
არსებობის
დამადასტურებელი
დოკუმენტიდან ან მისი კონკრეტული ნაწილიდან
გამომდინარე დებიტორულ
დავალიანებაზე შესაბამისი ფაქტორის საკუთრების უფლების წარმოშობა, შეწყვეტა და მასში
ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემები. ფაქტორინგის რეესტრში ასევე რეგისტრირდება
ინსტრუქციით დადგენილი დამატებითი ინფორმაცია.
2. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენებული
„ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის
არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისი ნომერი და აღნიშნული
დოკუმენტით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანების მთლიანი ოდენობა,
ფაქტორინგის რეესტრში ასევე რეგისტრირდება დებიტორული დავალიანების და აღნიშნული
მთლიანი ოდენობიდან ერთი კონკრეტული ფაქტორინგის ფარგლებში გამოყენებული ის
ოდენობა, რომელზეც წარმოეშობა საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ფაქტორს
საკუთრების უფლება. ფაქტორინგი ძალაში შედის მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ,
ელექტრონული ფორმით, თანხმობის გამოცხადების მომენტიდან. მოთხოვნის დამთმობი
მხარის მიერ თანხმობის გამოცხადების ფორმა დგინდება ინსტრუქციით.
3. ფაქტორინგის რეესტრში ასევე რეგისტრირდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი
შესაბამისი დოკუმენტიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე
ფაქტორის დასახელება, შესაბამისი მოთხოვნის დამთმობი მხარის დასახელება, ფაქტორის
მიმართ დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღი. „ფაქტორინგის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოვალის მიერ ფაქტორისათვის დებიტორული
დავალიანების სრულად დაფარვისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ფაქტორი
ვალდებულია ფაქტორინგის რეესტრში მოითხოვოს საკუთრების უფლების შეწყვეტა
შესაბამის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურადან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორულ
დავალიანებაზე.
4. ერთსა და იმავე დებიტორულ დავალიანებაზე ან მის ნაწილზე რამოდენიმე ფაქტორის
მიერ საკუთრების უფლების ერთდროულად რეგისტრაციის გამოსარიცხად სააგენტო
ფაქტორინგის რეგისტრაციამდე ამოწმებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული ინფორმაცია ხომ არ მეორდება.
5. ფაქტორინგის რეესტრის წარმოების მიზნებისათვის, შესაბამისი მოთხოვნის
საფუძველზე, შემოსავლების სამსახური სააგენტოს ელექტრონული ფორმით
აწვდის
მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის შემდეგ მონაცემებს:
ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერს;
ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული საქონსლის/მომსახურების
ღირებულებას;
გ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული მოვალის მიერ საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების მდგომარეობას;
დ)
საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურით
განმახორციელებელი პირების დასახელებას.
გათვალისწინებული
ოპერაციის
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღების შემდეგ, სააგენტოს
მიერ, ფაქტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რეგისტრირდება შემდეგი
მონაცემები:
ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების
მესაკუთრე ფაქტორის დასახელება;
ბ) შესაბამისი მოთხოვნის დამთმობი მხარის
დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღი;
დასახელება,
ფაქტორის
მიმართ
გ) ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების ის კონკრეტული
ფულადი ოდენობა, რომელზეც რეგისტრირდება ფაქტორის საკუთრების უფლება;
დ) სხვა საჭირო ინფორმაცია.
7. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს ფაქტორის უფლებამოსილებაზე,
მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტორინგის რეგისტრაცია ან/და მის მიერ ამ
მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული და სხვა დამატებით წარდგენილი
ნებისმიერი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ნამდვილობაზე. მარეგისტრირებელი ორგანო
მხოლოდ ამოწმებს ფაქტორის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის მიერ
მოწოდებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შესაბამისობას.
8. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფაქტორინგი
ძალაში შედის „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის
მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტიდან ან მისი კონკრეტული
ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების
ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ფაქტორინგი კარგავს სამართლებრივ
ძალას „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ
მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტიდან ან მისი კონკრეტული ნაწილიდან
გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების შეწყვეტის
რეგისტრაციის მომენტიდან.
9. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ
მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი კონკრეტული
ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლება
წარმოშობილად ითვლება საკუთრების უფლების ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის
მომენტიდან. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის
მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტიდან ან მისი კონკრეტული
ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლება
შეწყვეტილად ითვლება საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან.
10. ფაქტორის მიერ „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტიდან ან მისი
კონკრეტული ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების
წარმოშობის, მასში ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძვლები დგინდება
„ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ფაქტორინგის
მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელება
აუცილებელია
„ფაქტორინგის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული, ფაქტორინგის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და
დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ფაქტორინგის რეესტრის შექმნის სამართლებრივი
საფუძველი, აღნიშნული რეესტრის ფუნქციონირების პრინციპები და ფაქტორინგის
რეესტრის წარმოებისათვის აუცილებელი წესების „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციაში
გაწერის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონი შესაბამისობაში მოვა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებულ ნორმებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად,
ფაქტორინგის
რეესტრი
წარმოადგენს
ფაქტორინგის
სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და შეწყვეტის შესახებ
მონაცემთა ერთობლიობას. კანონპროექტის მიხედვით, ფაქტორინგის რეესტრიდან ამონაწერი
მზადდება ფაქტორინგის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა
რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე. კანონპროექტით განსაზღვრულია
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი - IV4 თავის დამატება, რომელიც
აყალიბებს ფაქტორინგის რეესტრის წარმოების პრინციპებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2025 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების
ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფაქტორინგის რეესტრის შესაქმნელად აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას, რომელიც 2023 წელს KPMG Internaional-ის მიერ ჩატარებული კვლევით
- „Electronic Platform for Registration of Factoring Transactions”-ის მიხედვით დაახლოებით ერთ
მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ხარჯები შესაძლებელია დაფინანსდეს საერთაშორისო
განვითარების ინსტიტუტების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან რეფორმაში - ევროპის
რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და USAID-ის ფინანსური
ინვოვაციების პროგრამის მიერ. ფაქტორინგის რეესტრის შეიქმნასთან დაკავშირებული
ხარჯების დაფინანსების წყაროზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანხის ზუსტი
გადანაწილების მიზნით. აღნიშნული თანხა დაიხარჯება ფაქტორინგის ელექტრონული
რეესტრის შესაქმნელად და აღნიშნული ხარჯები საერთაშორისო განვითარების
ინსტიტუტების მიერ დაფინანსდება გრანტის სახით. მსოფლიო ბანკის შემთხვევაში,
აღნიშნული სახსრების გამოყენება დაგეგმილია მსოფლიო ბანკის საინვესტიციო სესხით -The
Relief and recovery for MSME, თუმცა საჭიროებს სესხის ათვისებული თანხის და საინვესტიციო
სესხის ფარგლებში სხვა პროექტებთან კოორდინირებას. ამიტომ, დაფინანსებასთან
დაკავშირებით ფაქტორინგის რეესტრის შექმნის სხვა ხარჯი ერთჯერადი ხარჯია და არ
საჭიროებს მომდევნო წლებში დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით განსაზღვრულ ფაქტორინგის რეესტრში საკუთრების უფლების წარმოშობის
და შეწყვეტის რეგისტრაციების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით, აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული საფასურის ოდენობა იქნება იმ
ტექნიკური სამუშაოების პროპორციული, რომლის გაწევაც იქნება საჭირო საკუთრების
უფლების წარმოშობის და შეწყვეტის რეგისტრაციებისთვის. კანონპროექტით განსაზღვრულ
ფაქტორინგის რეესტრში საკუთრების უფლების წარმოშობის და შეწყვეტის რეგისტრაციების
საფასურის გადასახადი მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საქართველოში რეგისტრირებულ ფაქტორები და დაფინანსების მოპოვების მსურველი
სუბიექტები (მოთხოვნის დამთმობი მხარეები) მარტივად შეძლებენ დაარეგისტრირონ
ფაქტორინგის რეესტრში საკუთრების უფლება დებიტორულ დავალიანებაზე, რაც შეამცირებს
აღნიშნული უფლების აღსრულებასთან დაკავშირებულ რისკებს, რასაც ექნება დადებითი
ფინანსური გავლენა ფაქტორებისათვის და დაფინანსების მოპოვების მსურველი
სუბიექტებისათვის (მოთხოვნის დამთმობი მხარეებისათვის).
ფინანსური შედეგი დადგება იმ პირების მიმართაც, რომლებიც დაარეგისტრირებენ
საკუთრების უფლების წარმოშობას და შეწყვეტას ფაქტორინგის რეესტრში. აღნიშნული
ფინანსური შედეგის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით და იქნება იმ ტექნიკური სამუშაოების პროპორციული, რომლის გაწევაც
იქნება საჭირო საკუთრების უფლების წარმოშობის და შეწყვეტის რეგისტრაციებისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.