„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.08.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/416/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფაქტორინგის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ფაქტორინგი – „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება;“. 2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგი, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით;“. 3. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ3“ ქვეპუნქტი: „ა.ვ3) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ფაქტორინგული კომპანიის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, ფაქტორინგული კომპანიის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ნორმებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ტერმინთა განმარტებაში იცვლება ფაქტორინგის დეფინიცია. ასევე, დარღვევების ჩამონათვალს დაემატება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევა, რამდენადაც კომერციული ბანკი ახორციელებს ფაქტორინგს, შესაბამისად, შესაძლოა იგი იყოს ფაქტორი „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2025 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე იქიდან რომ ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობის განხორციელების ნაწილში კომერციული ბანკის, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელ პირის მიმართ გამოწერილი ჯარიმის გადახდა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული ჯარიმის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე და მისი ზუსტი ოდენობა დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ფაქტორინგის ჩარჩოს შექმნა განავითარებს ამ ინსტრუმენტს და გააფართოვებს მისი გამოყენების ფარგლებს, რაც მოსალოდნელია, რომ დადებითად აისახება ამ საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე. კანონპროექტით ფართოვდება იმ ქმედებების ჩამონათვალი, რომელთა ჩადენის შემთხვევაშიც კომერციული ბანკის მიმართ (თუ ის ოპერირებს როგორც ფაქტორი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული იქნება კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა), რომლის ზომაც დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის სიმძიმეზე, რასაც ფინანსური შედეგი ექნება კომერციულ ბანკზე კომერციული ბანკის ადმინისტრატორზე ან მაკონტროლებელ პირზე და რომელი ჯარიმაც მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად, ბიუჯეტზეც ექნება ფინანსური გავლენა. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებით არ ფართოვდება იმ სანქციების ჩამონათვალი, რომლებსაც ექნებათ ფინანსური შედეგი კომერციულ ბანკებზე. აღნიშნული სანქციები განსაზღვრულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით. აღნიშნული სანქციების გამოყენებას ექნება ფინანსური შედეგი კომერციულ ბანკზე კომერციული ბანკის ადმინისტრატორზე ან მაკონტროლებელ პირზე და ფინანსური შედეგის ზუსტი ოდენობა გამოითვლება სამართალდარღვევის სიმძიმის მიხედვით. სანქციის და ჯარიმის ოდენობა და ფინანსური შედეგი კომერციულ ბანკზე კომერციული ბანკის ადმინისტრატორზე ან მაკონტროლებელ პირზე, კონკრეტულად, დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიმართ დამატებით ზედამხედველობას განახორციელებს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში და ამ მხრივ ფინანსური შედეგი არ დადგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით ფართოვდება იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოხდება კომერციული ბანკი, კომერციული ბანკის ადმინისტრატორი ან მაკონტროლებელი პირი დაჯარიმდება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.