„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.08.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/416/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფაქტორინგის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. VII11 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან, ფაქტორინგული კომპანიისგან, ფაქტორინგული პლატფორმისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“. 2. 2145 და 2146 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2145. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მუხლი 2146. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა 1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან, ფაქტორინგული კომპანიისგან, ფაქტორინგული პლატფორმისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ ამ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა. 2. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო; ბ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის დასახელება, რომლისგანაც მიღებული უნდა იქნეს ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.“. 3. 2147 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2147. კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“; ბ) მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, ფაქტორინგული კომპანია, ფაქტორინგული პლატფორმა, რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ფაქტორინგულ კომპანიას, ფაქტორინგულ პლატფორმას ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.“. 4. VII12 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან, ფაქტორინგული კომპანიისგან, ფაქტორინგული პლატფორმისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“. 5. 2148 და 2149 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2148. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის ადგილსამყოფლის მიხედვით. მუხლი 2149. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა 1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან, ფაქტორინგული კომპანიისგან, ფაქტორინგული პლატფორმისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის (გარდა „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციისა) გამოთხოვის თაობაზე, თუ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურმა უწყებამ მოითხოვა ეს ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად. 2. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო; ბ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის დასახელება, რომლისგანაც მიღებული უნდა იქნეს ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა; ე) წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს.“. 6. 2150 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“; ბ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, ფაქტორინგული კომპანია, ფაქტორინგული პლატფორმა რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ფაქტორინგულ კომპანიას, ფაქტორინგულ პლატფორმას ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ნორმებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი განსაზღვრავს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესს. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების წესი და ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2025 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება არსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი რიგ შემთხვევებში ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, რომ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფაქტორინგულ კომპანიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, შესაძლოა გაიზარდოს მიმართვიანობა სასამართლოებისადმი, რამაც შესაძლოა გაზარდოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევები. სახელმწიფო ბაჟის გადასახადი მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, რომ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფაქტორინგულ კომპანიებთან დაკავშირებით. ერთის მხრივ შესაძლოა გაიზარდოს მიმართვიანობა სასამართლოებისადმი, რაც გაზრდის სასამართლოების ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი გავლენა არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.