„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფაქტორინგის შესახებ“
- „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ფაქტორინგის შესახებ“ (07-2/416/10; 16/08/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/416/10; 16/08/2024) გამომდინარე, „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი
რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო
ბირჟა,
საინვესტიციო
ფონდი,
აქტივების
მმართველი
კომპანია,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი,
ფაქტორინგული კომპანია, ფაქტორინგული პლატფორმა, ანგარიშვალდებული საწარმო,
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული;“.
2. მე-2 მუხლის „ჰ15“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16“ და „ჰ17““
ქვეპუნქტები:
„ჰ16)
ფაქტორინგული
კომპანია
-
„ფაქტორინგის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული სუბიექტი;
„ჰ17) ფაქტორინგული პლატფორმა - „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სუბიექტი.“.
3. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს
კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო
ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული
დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების,
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, ავტორიზებული
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო სისტემის
ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო
ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტების, ფაქტორინგული კომპანიების, ფაქტორინგული
პლატფორმებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ
კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 528 მუხლი:
„მუხლი 528. ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობის
ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის
საქმიანობას.
ზედამხედველობა
ითვალისწინებს
ფაქტორინგული
კომპანიის
და
ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და
რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების,
შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული
პლატფორმის კაპიტალის წარმოშობის წყაროების და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო
მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და
ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);
გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები ფაქტორინგული კომპანიის და
ფაქტორინგული პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს;
დ) შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა, განახორციელოს
ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების
აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია
(მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას შეუჩეროს ან შეუზღუდოს
გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება,
დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა,
მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;
ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული
პლატფორმის
ადმინისტრატორისა
და
მნიშვნელოვანი
წილის
მფლობელი
პარტნიორების/აქციონერების შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები;
ზ) ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს
შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს
მისი თანამდებობიდან განთავისუფლება;
თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალის
ფორმირების წესი და ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის ოდენობა და მისი
ფორმირების წესი.
2. ეროვნული ბანკის მიერ ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის
რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და
დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი
ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს
ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ „ამერიკის შეერთებული
შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო
შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით
მოთხოვნების შესრულება.
განსაზღვრული
4. ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებულია დაიცვას
ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო
ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული
სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის
(FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
5. ფაქტორინგულ კომპანიასთან და ფაქტორინგულ პლატფორმასთან პირების შესახებ
არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის,
არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი
გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ
ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. სხვა პირებს
პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების
ან პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.
6. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ
სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა
ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის
საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,
როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის
(FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ფაქტორინგის
მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული, ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის
ზედამხედველობის შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებულ ნორმებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საფინანსო სექტორის წარმომადგენლად ასევე განისაზღვრება
ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა. ტერმინებში განიმარტება, რომ
ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა „ფაქტორინგის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული სუბიექტებია. საქართველოს ეროვნულ ბანკს
მიენიჭება სრული უფლებამოსილება
ზედამხედველობა გაუწიოს ფაქტორინგულ
კომპანიებსა
და
ფაქტორინგულ
პლატფორმებს.
შესაბამისად,
განისაზღვრება
ზედამხედველობის ფარგლები და ინფორმაციის კონფიდენციალურობის თავისებურებები.
ასევე, მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში (ტერმინთა განმარტება) ხორციელდება ტექნიკური
ხასიათის ცვლილება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2025 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების
ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
უჩნდება
უფლებამოსილება,
რომ
ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორს დააკისროს
ფულადი ჯარიმა. აღნიშნული ფულადი ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და
შესაბამისად კანონპროექტს ამ ნაწილში გავლენა ექნება
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
უჩნდება
უფლებამოსილება,
რომ
ფაქტორინგულ კომპანიას და ფაქტორინგულ პლატფორმას, ასევე მათ ადმინისტრატორებს
დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის
ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს არსებული რესურსების
ფარგლებში და არ იქნება საჭირო დამატებითი რესურსის გამოყოფა. ზედამხედველობისა და
ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფადაც, ეროვნული ბანკის მიერ არ
იქნება საჭირო დამატებითი რესურსის გამოყოფა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ფაქტორინგული კომპანიის და ფაქტორინგული პლატფორმის, და მათი ადმინისტრატორების
მიმართ დასაკისრებელი შესაძლო ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოსაცემი
საკანონმდებლო
აქტების
შესაბამისად.
ჯარიმის
ოდენობა
განსაზღვრული
იქნება
სამართლდარღვევის სიმძიმის მიხედვით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.