„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფაქტორინგის შესახებ“
- „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ფაქტორინგის შესახებ“ (07-2/416/10; 16/08/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/416/10; 16/08/2024) გამომდინარე, „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი,
1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 198-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ კოდექსის 198-ე-205-ე და 207-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება „ფაქტორინგის
შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებზე.“.
2. 274-ე მუხლის
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული
საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 - მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფაქტორინგის
შედეგად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შემთხვევაში, გირავნობის
უფლება წყდება დებიტორულ დავალიანებაზე და ფაქტორის საკუთრებაში გადადის
გირავნობის უფლებით დაუტვირთავი ქონება. ამ შემთხვევაში, გირავნობის უფლება
არსებობას აგრძელებს აღნიშნული დებიტორული დავალიანების ფაქტორის საკუთრებაში
გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე.“.
3. 276-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი
„4. თუ დამგირავებელს გირავნობის საგნად გამოყენებული აქვს მთელი არსებული ან/და
სამომავლო მოძრავი ქონება და ამავდროულად მის მიმართ დებიტორული დავალიანებიდან
გამომდინარე მოთხოვნა გააჩნია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ ფაქტორს, ფაქტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდება უპირატესად
მოგირავნის გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან შედარებით.“.
4. 286-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:
„61. აკრძალულია ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) საცხოვრებელი
ტიპის უძრავი ქონების ფაქტორინგის, მათ შორის რევერსიული ფაქტორინგის,
ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება,
თუ არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის საშუალების
მიმწოდებლის/მისი საოჯახო მეურნეობის წევრის საკუთრებაში დამატებით, მინიმუმ, ერთი
საცხოვრებელი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ფაქტორინგის
მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების განხორციელება აუცილებელია
„ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული,
ფაქტორინგის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად
იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით განისაზღვრება ფაქტორის საკუთრების უფლების აღსრულების
რიგითობა გირავნობის უფლებასთან მიმართებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი შესაბამისობაში მოვა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებულ ნორმებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ ფაქტორს საკუთრებაში გადაეცემა გირავნობის
უფლებით დატვირთული დებიტორული დავალიანება, აღნიშნული გირავნობის უფლება
წყვეტს არსებობას დებიტორულ დავალიანებაზე. გირავნობის უფლება არსებობას აგრძელებს
იმ შემოსავალზე, რომელსაც მოთხოვნის დამთმობი მხარე მიიღებს დებიტორული
დავალიანების ფაქტორისათვის გადაცემის შედეგად. ფაქტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდება
უპირატესად გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან შედარებით, თუ გირავნობის
საგანია მთელი არსებული ან/და სამომავლო მოძრავი ქონება. ასევე განისაზღვრება, რომ
აკრძალულია ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) საცხოვრებელი
ტიპის უძრავი ქონების ფაქტორინგის, მათ შორის რევერსიული ფაქტორინგის,
ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება,
თუ არ დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უზრუნველყოფის
საშუალების მიმწოდებლის/მისი საოჯახო მეურნეობის წევრის საკუთრებაში დამატებით,
მინიმუმ, ერთი საცხოვრებელი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2025 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების
ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს პირდაპირი ფინანსური გავლენა ექნება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებულ ფაქტორებზე, რომლებიც შეძლებენ საკუთარი
მოთხოვნა დაიკმაყოფილონ უპირატესად უზრუნველყოფილ მოთხოვნებთან შედარებით
(მხოლოდ კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევაში). შესაბამისად
მოსალოდნელია რომ ფაქტორებზე კანონპროექტის მიღებას ექნება დადებითი შედეგი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.