„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (07-2/34; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/34; 16/04/2025) გამომდინარე: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საერთაშორისო დაცვის შესახებ
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ
ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს:
ა) უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის
მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს
ტერიტორიაზე შემოსვლასა და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს
საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი
დაცვის მქონე პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებსა და სოციალურეკონომიკურ გარანტიებს;
გ) უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის,
დამატებითი ან დროებითი დაცვის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის, დამატებითი
ან დროებითი დაცვის გაგრძელების და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და
პროცედურებს;
დ) საერთაშორისო დაცვის სფეროში პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციებს.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის
საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომელიც არ არის დაკავშირებული
საერთაშორისო დაცვის საჭიროებასთან და განპირობებულია თანაგრძნობისა და ჰუმანიტარული
მიზეზებით.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია:
ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო;
ბ) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი ან დროებითი დაცვის
მქონე პირის უფლებების დაცვა;
გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო
დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში საერთაშორისო
დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით, გარდა ამ
კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის
აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მის
მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო ამ
კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლამდე; ასევე, სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის შესაბამისად
განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის/გაუქმების/ჩამორთმევის ან
დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ
პროცედურის დაწყების მომენტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო ამ
კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლამდე;
დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის სტატუსის ან
დამატებითი დაცვის მინიჭებას;
ე) განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირის მიერ წარდგენილი განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომელიც განიხილება
ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის მიმართაც
მიმდინარეობს თავშესაფრის პროცედურა და რომლის საერთაშორისო დაცვაზე ან განმეორებითი
საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი.
ზ) საერთაშორისო დაცვა – უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის
სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭება და ამ კანონით გათვალისწინებული
უფლებებით უზრუნველყოფა;
თ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობას, მის მიმართ
თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობასა და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას;
ი) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენასა
და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპის დაწყებას;
კ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის
საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
ლ) დამატებითი დაცვის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ
კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა დამატებითი დაცვა;
მ) დროებითი დაცვის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ
კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვა;
ნ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის
მქონე პირი;
ო) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი – არასრულწლოვნის უსაფრთხოების,
კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური
და სხვა ინტერესები, რომლებიც განისაზღვრება ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში დადგენილი
საერთაშორისო სტანდარტების, არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მისი
აზრის გათვალისწინებით და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის
„ბავშვის უფლებათა კონვენციას“;
პ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე
პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა;
ჟ) უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა – წარმოშობის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული სისტემისა და
ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობის ფარგლებში არსებული საკანონმდებლო მოწყობა და მისი
აღსრულება მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში ზოგადად და განგრძობადად სახეზე არ არის დევნა ამ
კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ასევე, სახეზე არ არის სერიოზული
ზიანის რეალური რისკი ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
რ) უსაფრთხო მესამე ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც არ არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირის წარმოშობის ქვეყანა, თუმცა, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირსა და ამ ქვეყანას შორის
არსებული კავშირის საფუძველზე, შესაძლებელია ამ ქვეყანაში ამ პირის კანონიერი გზით დაშვება და
ამასთან, ამ ქვეყანაში:
რ.ა) მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას არ შეექმნება საფრთხე მისი რასის, რელიგიის, ეროვნების,
გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო;
რ.ბ) იგი არ დადგება სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად;
რ.გ) მის მიმართ დაცული იქნება არგაძევების პრინციპი „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად;
რ.დ) მისი ამ ქვეყნიდან გაძევებით არ დაირღვევა წამების ან მის მიმართ არაადამიანური ან
ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება;
რ.ე) მას შესაძლებლობა ექნება მოითხოვოს ლტოლვილის სტატუსი და მისთვის ასეთი
საჭიროების დადგენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დაცვა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად;
ს) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურე,
რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე;
ტ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
გადმოკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით;
უ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა – წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე
თავშესაფრის მაძიებლის გადაადგილების შესაძლებლობა, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი
შიში ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე ან მას ხელი მიუწვდება დევნისგან
ან სერიოზული ზიანისგან ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცვის
განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ეფექტიან და ხანგრძლივ დაცვაზე, ამასთან, სადაც
შესაძლებელია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, ამასთანავე,
ხელი მიუწვდებოდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ეკონომიკური გადარჩენის
შესაძლებლობაზე;
ფ) ოჯახის წევრი – წარმოშობის ქვეყანაში უკვე არსებული ოჯახის წევრი, კერძოდ:
ფ.ა) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ან
არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი;
ფ.ბ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დასაოჯახებელი
არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ან
წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შვილად აყვანილი არასრულწლოვნები;
ფ.გ) დასაოჯახებელი არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის
მქონე პირის დედა, მამა ან კანონიერი წარმომადგენელი;
ქ) მარტოხელა მშობელი – თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – დედა
ან მამა არასრულწლოვან შვილთან (შვილებთან) ერთად;
ღ) ოჯახის გაერთიანება – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან
დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და
ცხოვრება;
ყ) წარმოებული სტატუსი – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან
დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისათვის მინიჭებული სტატუსი;
შ) მასობრივი შემოსვლა – ერთი წარმოშობის ქვეყნის მქონე უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე
პირთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რომელთა მიმართ
უზრუნველყოფილი ვერ იქნება ეფექტიანი ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა;
ჩ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია – საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის
ქვეყანაში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის მიმართ
ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე;
ც) საპატიო მიზეზი – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ჯანმრთელობის ისეთი
მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
წარდგენას ან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებას, რასაც
ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; აგრეთვე, დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორი),
კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება,
კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან/და სხვა ისეთი გარემოება, რომელიც
ობიექტურად შეუძლებელს ხდის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების წარდგენას ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების
შესრულებას ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მყოფი ოჯახის წევრის
გარდაცვალება რასაც ადასტურებს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული
ოფიციალური დოკუმენტი;
ძ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, თანმხლების გარეშე მყოფი
არასრულწლოვანი, ხანდაზმული პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ორსული ქალი,
მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, ფსიქიკური დაავადების
მქონე პირი, წამების მსხვერპლი, გაუპატიურების მსხვერპლი ან სხვა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი;
წ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი;
ჭ) დროებითი განთავსების ცენტრი – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა/თავშესაფრის
მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი;
ხ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის
კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი;
ჯ) სამგზავრო პასპორტი – დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
ჰ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული დოკუმენტი;
ჰ1) თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს
სახელმწიფო
საზღვარი
მშობლების
ან
მასზე
პასუხისმგებელი
სრულწლოვანი
პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე გადაკვეთა და რომელიც
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტისთვის არ სარგებლობს მშობლების ან მასზე
პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის წარმომადგენლობით,
აგრეთვე, არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ,
მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის
გარეშე აღმოჩნდა;
ჰ2) მინისტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ჰ3) მონაცემთა ბაზა – უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც
ახორციელებს სამინისტრო;
ჰ4) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ამ კანონის X თავით
განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მნიშვნელობა.
თავი II
თავშესაფრის პროცედურის ზოგადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები
მუხლი 4. სამართლებრივი გარანტიები
თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებებს იცავს სახელმწიფო.
მუხლი 5. კონფიდენციალურობის პრინციპი
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო
დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემი, აგრეთვე, მის საერთაშორისო დაცვაზე
განცხადებასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის
მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია მისი გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის,
გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, გარდა ამ კანონის აღსრულებისთვის
პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა.
2. კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა ევალებათ ამ კანონის აღსრულებისთვის
პასუხისმგებელ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს საერთაშორისო
დაცვის სფეროში, აგრეთვე მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობენ თავშესაფრის პროცედურაში. ამ
კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები ხელმძღვანელობენ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.
3. შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლა ტერორიზმთან ან ექსტრადიციის საკითხებთან
დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად,
თუ დაცული იქნება ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე.
მუხლი 6. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და თავშესაფრის პროცედურის
ხელმისაწვდომობა
1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ იმ
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის
უფლების განხორციელებასა და მისთვის თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის
შესაძლებლობის მიცემას, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლოა არ მიეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით
დადგენილი საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ
შემთხვევაში.
მუხლი 7.
თავშესაფრის
მაძიებლის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლება
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
თავისუფლდება ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნის (გარდა გასაღებასთან
დაკავშირებული ქმედებისა), ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლის, ან
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ან ყალბი პირადობის მოწმობის ან
სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის ან გამოყენების
მიზნით შენახვის ან გამოყენების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან
ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) შემთხვევაში, თუკი იგი საქართველოში
უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე19 მუხლის პირველი პუნქტითა და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან ამავე კანონის 22-ე მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, და ამ კანონის შესაბამისად
მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ იგი
დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში და
წარადგინა სათანადო განმარტება ამ ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი,
რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის
სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.
4. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით
განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს,
მასზე
არ
გავრცელდება
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
5. იმ საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც იძიებენ უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულების შესაძლო ჩადენას, აქვთ წვდომა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაზე
თავშესაფრის პროცედურის დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით.
მუხლი 8. არგაძევების პრინციპი
1. თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, ასევე, ამ კანონით პირდაპირ
გათვალისწინებულ შემთხვევაში ‒ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, არ უნდა იქნეს
დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი
რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური
შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო
დაცვის მქონე პირის, ასევე, ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ‒ იმ უცხოელის
ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს
ან რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.
მუხლი 9. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება არის უკიდურესი ზომა, რომელიც არ უნდა იყოს
დისკრიმინაციული და მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შესაძლებელია, თუ:
ა) ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება;
ბ) არსებობს მისი მიმალვის ან/და უფლებამოსილ თანამდებობის პირთან თანამშრომლობისათვის
თავის არიდების საფრთხე;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებას;
დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის
საზოგადოებრივ ჯანმრთელობას;
ე) იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს;
ვ) არსებობს ამ კანონის 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოება და უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის;
ზ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს დაკავებისთანავე, მისთვის
გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, გასაგები
ფორმით განემარტება:
ა) დაკავების საფუძველი;
ბ) ადვოკატის მომსახურების უფლება;
გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება;
დ) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება.
4. დაკავებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს საშუალება
უნდა მიეცეს, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს,
საჭიროების შემთხვევაში – სამინისტროს რესურსის გამოყენებით.
5. დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება
მოთავსდეს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების
ცენტრში.
6. დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი სხვა
სამართალდამრღვევთაგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს. ქალი და მამაკაცი უნდა მოთავსდნენ
ცალ-ცალკე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არიან.
არასრულწლოვანი უნდა მოთავსდეს სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ისინი
ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არ არიან. ოჯახის ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ არ
არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ოჯახის წევრთა განცალკევებას
საჭიროებს.
7. დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის
მაძიებელი წარედგინება სასამართლოს დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შესახებ
გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს
გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი
განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
8. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან
არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას,
დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი
განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე.
10. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების
ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე
საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის
მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა შეიძლება სამინისტროს მიერ
სასამართლოსათვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელდეს
დამატებით 3 თვით. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის
დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის
გასვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს
დროებითი განთავსების ცენტრს.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსებული უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის
საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში, იგი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.
12. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება ასევე შესაძლებელია „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
საფუძვლით, ამავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას ან/და
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას გამოიყენება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი,
რომელიც განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 10. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი
განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა
1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სამინისტროს შუამდგომლობით
მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების
ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განისაზღვროს:
ა) პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ან/და სამინისტროს სხვა უფლებამოსილ
დანაყოფში რეგულარული, არაუმეტეს კვირაში ორჯერ გამოცხადება;
ბ) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული
საქართველოს მოქალაქის თავდებობა.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების
ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების
ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადაა 3 თვე. უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების
ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადა შეიძლება სამინისტროს მიერ სასამართლოსათვის
წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საჭიროებისამებრ, გაგრძელდეს
დამატებით 3 თვით.
მუხლი 11. დისკრიმინაციის დაუშვებლობა
ეს კანონი დისკრიმინაციის გარეშე უნდა გავრცელდეს უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე
პირზე, თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, განურჩევლად რასისა,
კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა,
საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა,
ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა,
ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა და
გამოხატვისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა და სხვა ნიშნისა.
მუხლი 12. ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა
1. სამინისტრო იცავს ოჯახის ერთიანობის პრინციპს.
2. ოჯახის ყველა წევრს აქვს უფლება, მისი
ინდივიდუალურად იქნეს განხილული.
საერთაშორისო
დაცვაზე
განცხადება
მუხლი 13. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება
არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“ და არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას ამ
კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება
უნდა მიაქციონ ოჯახის ერთიანობის პრინციპს, არასრულწლოვნის კეთილდღეობას, სოციალურ
განვითარებას, უსაფრთხოებას და არასრულწლოვნის მოსაზრებას, მისი ასაკისა და უნარების (მათ
შორის, განვითარების დონის, აღქმისა და კომუნიკაციის უნარების) გათვალისწინებით.
თავი III
ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი ან დროებითი დაცვის მინიჭებისა და მინიჭებაზე უარის
თქმის საფუძვლები
მუხლი 14. საერთაშორისო დაცვის ფორმები
ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები:
ა) ლტოლვილის სტატუსი;
ბ) დამატებითი დაცვა;
გ) დროებითი დაცვა.
მუხლი 15. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები
1. ამ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის
არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი
შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური
ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს,
შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის დაცვით.
2. იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში,
რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საფუძვლებს, სამინისტრო
ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, prima facie მიდგომით მიანიჭოს
ლტოლვილის სტატუსი „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით.
მუხლი 16. ადგილზე წარმოშობილი („sur place“) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება
1. საერთაშორისო დაცვის საჭიროება შეიძლება ეფუძნებოდეს საქართველოში მყოფი უცხოელის
ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებათა მნიშვნელოვნად შეცვლას ან
ისეთ ქმედებას, რომელსაც იგი წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ ახორციელებს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დევნის საფუძვლიანი შიში ან სერიოზული
ზიანის რეალური რისკი შესაძლოა ემყარებოდეს საქმიანობას, რომელშიც უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი ჩართული იყო წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ, თუმცა, ეს საქმიანობა უნდა
წარმოადგენდეს იმ მრწამსის ან ორიენტაციის გამოხატვასა და გაგრძელებას, რომელიც უცხოელს ან
მოქალაქეობის არმქონე პირს ჰქონდა წარმოშობის ქვეყანაში.
3. თუ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტროს განმეორებით მიმართა
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, მას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის
კონვენციის დარღვევის გარეშე, შეიძლება უარი ეთქვას ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის
მინიჭებაზე, თუ პირის დევნის საფუძვლიანი შიში ან სერიოზული ზიანის რეალური რისკი იმ
გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც მან წინასწარი განზრახვით, ხელოვნურად შექმნა
წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ.
მუხლი 17. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საფუძვლებს.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ასევე არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის:
ა.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
ა.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
ა.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს;
ბ) იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში
განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ საჭიროებს და, შესაბამისად, არ მიენიჭება
ლტოლვილის სტატუსი, თუ:
ა) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვა მინიჭებულია
სხვა სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ პირისთვის წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას;
ბ) იგი არის ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქე და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი
მათგანის დაცვით;
გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა;
დ) მასზე ვრცელდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი
მუხლის „D“ ნაწილი;
ე) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და
მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.
მუხლი 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი გამოირიცხება ლტოლვილის სტატუსიდან, თუ იგი
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, თუმცა მის მიმართ არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული
ადამიანურობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით მსგავსი ქმედებისთვის
მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად;
ბ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე მან საქართველოს ფარგლების გარეთ
ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების
საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი აგრეთვე ვრცელდება იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ან
სხვაგვარად მონაწილეობს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ან ქმედებების
განხორციელებაში.
მუხლი 19. დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები
1. დამატებითი დაცვა ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ
აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ
საფუძვლებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ
კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის წინაშე დადგება.
2. დამატებითი დაცვა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს 1 წლის ვადით ენიჭება.
დამატებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით,
არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
მუხლი 20. დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება დამატებითი დაცვა, თუ იგი ვერ
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ასევე არ მიენიჭება დამატებითი დაცვა, თუ იგი
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახ მძიმე
ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ საჭიროებს და, შესაბამისად, არ მიენიჭება
დამატებითი დაცვა, თუ:
ა) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვა მინიჭებულია
სხვა სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ პირისთვის წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას;
ბ) იგი არის ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქე და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი
მათგანის დაცვით;
გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა;
დ) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და
მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.
მუხლი 21. დამატებითი დაცვიდან გამორიცხვა
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი გამოირიცხება დამატებითი დაცვიდან, თუ იგი
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნებს, თუმცა, მის მიმართ არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
ა) მან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ;
ბ) მან საქართველოს მიერ დამატებითი დაცვის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ
ჩაიდინა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების
საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში;
დ) იგი საფრთხეს შეუქმნის:
დ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
დ.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
დ.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი აგრეთვე ვრცელდება იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ან
სხვაგვარად მონაწილეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ან
ქმედებების განხორციელებაში.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი შესაძლოა გამოირიცხოს დამატებითი დაცვიდან, თუ
მან საქართველოში შემოსვლამდე ჩაიდინა სხვა ისეთი დანაშაული, რომელიც არ არის
გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტით და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დასჯადია თავისუფლების აღკვეთით, და თუ მან წარმოშობის ქვეყანა დატოვა მხოლოდ იმ მიზნით,
რომ თავი აერიდებინა ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისთვის.
მუხლი 22. დროებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები
1. დროებითი დაცვა ენიჭებათ მასობრივად შემოსულ უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე
პირებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ
საფუძვლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი დაცვის მინიჭების მიზნით
გამოიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი.
3. დროებითი დაცვა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ენიჭება 1 წლის ვადით. დროებითი
დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ
კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
4. მასობრივად შემოსულ პირთა რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი მათ
გადასცემს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მათთვის დროებითი დაცვის მინიჭებასა და
საქართველოს ტერიტორიაზე მათ კანონიერ ყოფნას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 15 დღის ვადაში, ამ კანონის მე-15
და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უცხოელს ან
მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს წარადგინოს ინდივიდუალური საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება.
6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის
არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
7. უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის
თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მათ შორის,
სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში დროებითი დაცვის
მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის
შემდეგ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ
არსებობს.
8. დროებითი დაცვის მინიჭების პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 23. დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება დროებითი დაცვა, თუ იგი ვერ
აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საფუძვლებს.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ასევე არ მიენიჭება დროებითი დაცვა, თუ იგი
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახ მძიმე
ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ საჭიროებს და, შესაბამისად, არ მიენიჭება
დროებითი დაცვა, თუ:
ა) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვა მინიჭებულია
სხვა სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ პირისთვის წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას;
ბ) იგი არის ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქე და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი
მათგანის დაცვით;
გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა;
დ) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და
მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.
მუხლი 24. დროებითი დაცვიდან გამორიცხვა
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი გამოირიცხება დროებითი დაცვიდან, თუ იგი
აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნებს, თუმცა, მის მიმართ არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
ა) მან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ;
ბ) მან საქართველოს მიერ დროებითი დაცვის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ
ჩაიდინა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების
საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში;
დ) იგი საფრთხეს შეუქმნის:
დ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
დ.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
დ.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი აგრეთვე ვრცელდება იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ან
სხვაგვარად მონაწილეობს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ან ქმედებების
განხორციელებაში.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი შესაძლოა გამოირიცხოს დროებითი დაცვიდან, თუ
მან საქართველოში შემოსვლამდე ჩაიდინა სხვა ისეთი დანაშაული, რომელიც არ არის
გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტით და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დასჯადია თავისუფლების აღკვეთით და თუ მან წარმოშობის ქვეყანა დატოვა მხოლოდ იმ მიზნით,
რომ თავი აერიდებინა ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისთვის.
თავი IV
საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
მუხლი 25. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს
მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას,
მხოლოდ
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2. საერთაშორისო დაცვა აგრეთვე შეიძლება მოთხოვნილი იქნეს:
ა) ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის
განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში;
ბ) ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ სასაზღვრო პროცედურის შემთხვევაში,
სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში;
გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური
სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ყოფნისას,
პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. იმ უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც მოითხოვა
საერთაშორისო დაცვა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისიწინებულ სხვა სახელმწიფო უწყებაში,
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს თავშესაფრის
პროცედურის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც
შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის.
4. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 26. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ,
რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა
1. საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურის დაწყებისთანავე, სამინისტროს,
აგრეთვე, საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან
მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ
ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, დაუყოვნებლივ
აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ
ინფორმაციას. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული
ინფორმაციის მიწოდება დასტურდება უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ შედგენილი
წერილობითი დოკუმენტით.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან
გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს თავის
მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან შესაბამისი მინდობილობის მქონე
ადვოკატის მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან
გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით
მიმართოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ მუხლის პირველი
პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელის
ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის
შემთხვევაში, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ შორის, ამ
გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით, სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, არ
ფერხდება საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციის
თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
5. საპატიო მიზეზის არსებობისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება
აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. საპატიო მიზეზთან დაკავშირებული
გარემოების აღმოფხვრისთანავე, უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა დაუყოვნებლივ
(პირველივე შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის
არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
6. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა იმ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე
პირმა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა და რომელიც არ
არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების
ცენტრში, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე
პირს ამისამართებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში და წერილობით,
მისთვის გასაგებ ენაზე აწვდის ინფორმაციას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შესაბამის
დანაყოფში 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ასევე,
ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ასეთის არსებობის
შემთხვევაში, წარდგენის ვალდებულებისა და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის
შედეგების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი.
7. უცხოელის ამ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის ამ მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების
უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის ინფორმირება იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც
მოითხოვა საერთაშორისო დაცვა და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტს უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.
8. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიციას ითხოვს
უსაფრთხო მესამე ქვეყანა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებლად ცნობის თაობაზე. საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების ამ
კანონით დადგენილი წესით, სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, არ ფერხდება საქართველოს
იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამინისტროში გამოუცხადებლობის
შემთხვევაში, თავშესაფრის პროცედურა შეწყდება.
10. სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 27. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ, რომელიც იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის (გარდა განზრახ
მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, ასევე, ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა)
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა,
პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი მას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, წერილობით, აწვდის ინფორმაციას მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც
შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით
გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ;
ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ;
გ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში
სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ასევე, ელექტრონული ფოსტის
მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარდგენის
ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დგება ოქმი,
რომელსაც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული ან მსჯავრდებული ხელმოწერით
ადასტურებს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტს, ხოლო ოქმის ასლი გადაეცემა უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან
მსჯავრდებულს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე
ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელიც იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, უფლება
აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში, თავის მშობლიურ ენაზე ან
მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, ხოლო შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით ასევე −
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით
ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის
შემთხვევაში, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ შორის, ამ
გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით, სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, არ
ფერხდება საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციის
თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
5. საპატიო მიზეზის არსებობისას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება
აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. საპატიო მიზეზთან დაკავშირებული
გარემოების აღმოფხვრისთანავე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა უცხოელმა ან
მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულმა ან მსჯავრდებულმა დაუყოვნებლივ (პირველივე
შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის არსებობის
მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საერთაშორისო დაცვის პირადად მოთხოვნის
შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის
ან მსჯავრდებულის განცხადებას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აგზავნის სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტში.
7. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უცხოელ
ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო
დაცვა, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ანკეტირებაზე განუმარტავს მისთვის ამ
კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებსა და თავშესაფრის პროცედურას, ასევე,
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტში 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადებისა და მობილური ტელეფონის ნომრის, ასევე,
ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ასეთის არსებობის
შემთხვევაში, წარდგენის ვალდებულებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს.
8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
ბრალდებული ან მსჯავრდებული, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, პენიტენციური
დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში
არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და არ წარადგენს სავალდებულო
საკონტაქტო ინფორმაციას, თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. ამ პუნქტით განსაზღვრული
თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ კანონის 58-ე
მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ, ასევე, ამ კანონით დადგენილი წესით მისი
სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის
მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების
პრინციპი და ამ აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან
დასაშვებია აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 66-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის
წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლების უფლებით.
10. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაციის განმარტების წესი და ფორმა, ასევე, სამინისტროსა და
პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 28. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
1. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირმა საერთაშორისო დაცვა უნდა მოითხოვოს ამ კანონის 25ე მუხლის შესაბამისად.
2. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს თანმხლების
გარეშე მყოფი არასრულწლოვნის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმირება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – ასეთი
ორგანოს ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ. აღნიშნული ორგანო
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს
მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას.
3. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე
დაუყოვნებლივ რეგისტრირდება თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რომელიც საჭიროებს კანონიერი
წარმომადგენლის ყოლას. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს
მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვის ვადის ათვლა დაიწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან.
მუხლი 29. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება
1. სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის პერიოდში
თავშესაფრის მაძიებელს აქვს მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება. ამ მოთხოვნას
სამინისტრო აღნიშნული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს.
2. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:
ა) თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში
განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები და წესი;
გ) მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვების (მათ შორის,
იძულებით) და მის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი.
3. თავშესაფრის მაძიებელი/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მისთვის მიმღებ ცენტრში
განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრულ
ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღებ
ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვება ხორციელდება იძულების
ღონისძიებების გამოყენებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად,
სასამართლოსთვის მიმართვისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების გარეშე.
5. თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში
განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის
აღსრულებას.
6. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა განსახლება ხდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი
წესით.
თავი V
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურა
მუხლი 30. ძირითადი პროცედურული სტანდარტები
1.
საერთაშორისო
დაცვაზე
განცხადება
უფლებამოსილმა
თანამდებობის
პირმა
ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეისწავლოს.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება არსებითად განიხილება:
ა) ჩვეულებრივი წესით;
ბ) დაჩქარებული წესით;
გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვა იწყება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება გაივლის ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის ეტაპს.
4. ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები შეისწავლება
ერთიანი პროცედურით, თანამიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. თუ თავშესაფრის
მაძიებელი არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ პირობებს,
პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაცვის
მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით.
5. ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა
დასაბუთებისას, ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შესახებ
გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს ანკეტირების შემდეგ, საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების განხილვისთვის ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 31. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპი
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
წარდგენის შემთხვევაში, სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით ამოწმებს მის დასაშვებობას.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუშვებლად მიიჩნევა და არსებითად არ განიხილება იმ
შემთხვევაში, თუ:
ა) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვა მინიჭებულია
სხვა სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ პირისთვის წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას;
ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის არსებობს უსაფრთხო მესამე ქვეყანა;
გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით
მსჯავრდებულია საქართველოში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
ჩადენისთვის;
დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრი შეიტანს განცალკევებულ
განცხადებას მას შემდეგ, რაც ის თანხმობას განაცხადებს თავისი საქმის ამ პუნქტით განსაზღვრული
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადების ფარგლებში განხილვაზე და არ არსებობს
მის სიტუაციასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა
განცალკევებული განცხადების შეტანას;
ე) არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
გარემოებები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა და განცხადების დასაშვებობის
დადგენის მიზნით, უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ამ კანონის 35-ე მუხლით
დადგენილი წესით, ტარდება ანკეტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული შემთხვევისა. ანკეტირებაზე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს
წარმოადგინოს თავისი მოსაზრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის
გარემოებებთან დაკავშირებით.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის თაობაზე
სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ
მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. უფლებამოსილი თანამდებობის
პირის გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 5
სამუშაო დღის ვადით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე და ნათარგმნი
მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის)
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით განსაზღვრული წესის
მითითებით.
6. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან
ექსტრადიცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ჩაბარებამდე.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში პირისთვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად
ცნობის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან
მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, ასევე, ამ მუხლით დადგენილი წესით მისი
სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე არ
ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია
აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 66-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის
წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლების უფლებით.
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.
11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე
პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის საფუძველზე
გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.
12. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ, სამინისტრო იბარებს თავშესაფრის
მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამგზავრო დოკუმენტი
თავშესაფრის მაძიებელს უბრუნდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის,
ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ან მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების
ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, ლტოლვილის სტატუსის
ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლის შემდეგ.
13. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება
თავშესაფრის მაძიებლისათვის წარმოშობს ამ კანონის 66-ე და 67-ე მუხლებით გათვალისწინებულ
უფლება-მოვალეობებს.
14. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 32. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა და დაჩქარებული
წესით განიხილება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, თუ:
ა) მასში მოცემული ინფორმაცია არ უკავშირდება ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლებით
გათვალისწინებულ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლებს;
ბ) თავშესაფრის მაძიებელი არის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან;
გ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა შეცდომაში შეიყვანა სამინისტრო მისი ვინაობის
ან/და მოქალაქეობის შესახებ რელევანტური ინფორმაციის ან დოკუმენტების დამალვით, ასევე,
მცდარი ინფორმაციის ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით, რასაც შეეძლო უარყოფითი
გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე;
დ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტროს წარმოშობის ქვეყნის შესახებ
მიაწოდა აშკარად შეუსაბამო და წინააღმდეგობრივი, აშკარად მცდარი ან საეჭვო ცნობები, რაც მის
განცხადებას არადამაჯერებელს ხდის;
ე) სავარაუდოა, რომ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა არაკეთილსინდისიერად
გაანადგურა ან მოიცილა თავისი საიდენტიფიკაციო ან სამგზავრო დოკუმენტი, რომლის
საშუალებითაც შეიძლება დადგენილიყო მისი ვინაობა ან მოქალაქეობა;
ვ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი უარს აცხადების ხელის თითისა და ხელისგულის
ანაბეჭდების აღებაზე ან ფოტოსურათის გადაღებაზე;
ზ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე
ან უკანონოდ გაიხანგრძლივა საქართველოში ყოფნა, და მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლის გარემოებების გათვალისწინებით, არასაპატიო მიზეზით, დაუყოვნებლივ არ
გამოცხადებულა ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ ორგანოში და არ მოუთხოვია
საერთაშორისო დაცვა;
თ) არასაპატიო მიზეზით, უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა
მოითხოვა საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა ეფუძნება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
წარმოშობის ქვეყანაში გარემოებების მნიშვნელოვნად შეცვლას.
ი) წარმოდგენილია განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომელიც ამ კანონის 52ე მუხლის შესაბამისად დასაშვებად იქნა ცნობილი.
2. უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის ცნება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა
წარმოადგენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანას და მას არ
წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება საფუძვლიანი ვარაუდისთვის, რომ ეს ქვეყანა
ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის არ არის უსაფრთხო ქვეყანა.
3. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში დაჩქარებული წესით საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების განხილვისას ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ან
მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს ანკეტირების
შემდეგ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი
წესით.
4. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები,
რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს და განცხადების განხილვა და
გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვისათვის ამ კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში, საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება განიხილება ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვისათვის ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადაში.
5. განცხადების დაჩქარებული განხილვის წესის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე
უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასევე, ამ კანონით დადგენილი წესით
მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი
თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი
არგაძევების პრინციპი და ამ აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების
მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 66-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის
წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლების უფლებით.
მუხლი 33. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის წესი
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან
საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ მუხლით დადგენილი
წესით, თუ:
ა) არსებობს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები;
ბ) არსებობს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები;
გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის
ან აღნიშნული პირი საქართველოდან გაძევებული იყო საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის
საფრთხის შექმნის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების გამოკვეთის მიზნით
უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ატარებს
პირველად გასაუბრებას და ადგენს ოქმს, რის შემდეგაც შესაძლებელია მიღებულ იქნეს
გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლით დადგენილი წესით განხილვის
შესახებ.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის ფარგლებში, საერთაშორისო
დაცვაზე განცხადება განიხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ
გამოვლინდება რთული ფაქტობრივი ან/და იურიდიული საკითხები, რომლებიც საჭიროებს
დამატებით შესწავლას, უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა
შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 3 კალენდარული დღის ვადით.
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლით დადგენილი წესით განხილვისას, ანკეტირების
საფუძველზე, ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიღება შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის თაობაზე;
ბ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული წესით განხილვისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შესახებ;
დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული წესით განხილვისა და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული საფუძვლით პირის დაკავების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე
პირთან ანკეტირება შესაძლებელია ჩატარდეს, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური
საშუალებების გამოყენებით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად და სარგებლობს ამ კანონის 66-ე და
67-ე მუხლებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
6. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც
შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის) ბარდება პირადად, გადაწყვეტილების მიღების
დღეს, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით განსაზღვრული წესის
მითითებით.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში მისი უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარებიდან 7
კალენდარული დღის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში
გასაჩივრების შემთხვევაში, სარჩელი განიხილება დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების
გამოყენებით და გადაწყვეტილება მიიღება სარჩელის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
9. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის ვადა, მათ შორის, სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების საზღვარზე განხილვის დაწყებიდან 28 კალენდარულ დღეს.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების
მიუღებლობის შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ენიჭება საქართველოს
ტერიტორიაზე შესვლის უფლება და მისი განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს
მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, სასამართლო შესაბამისი რისკების შეფასების
საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის
საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლების მინიჭების ან ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის
„ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამოყენების შესახებ.
11. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოელს
ან მოქალაქეობის არმქონე პირს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ წარმოეშობა საქართველოში
კანონიერად ყოფნის უფლება.
12. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის ფარგლებში სამინისტრო
უზრუნველყოფს:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
იდენტიფიცირებას;
ბ) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის
წესის შესახებ;
გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საზღვარზე განხილვის ფარგლებში შესაბამისი ენის
თარჯიმნის მონაწილეობას;
დ) უფასო იურიდიულ დახმარებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ეფექტიან
წვდომას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო იმ
შემთხვევაში, თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი
წარმომადგენელი/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი, მის დაუბრკოლებელ დაშვებას;
ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნას.
13. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი 34. წარმომადგენლობა თავშესაფრის პროცედურაში
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის
მქონე პირს თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე,
საკუთარი ხარჯებით, შეუძლია ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, ხოლო ამ კანონის
33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან,
მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი
დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის
წარმოებისას − უფასო იურიდიული დახმარებით.
2. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, ასევე, სასამართლო დავის წარმოებისას,
ადვოკატის მონაწილეობას არ გააჩნია სავალდებულო ხასიათი, ამასთან, შესაძლებელია
სასამართლოს დავის წარმოებისას მისი მონაწილეობა განხორციელდეს დისტანციურად, ტექნიკური
საშუალებების გამოყენებით. ადვოკატის ანკეტირებაზე, გასაუბრებაზე ან სასამართლო სხდომაზე
არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა არ აფერხებს ანკეტირების/გასაუბრების ჩატარებას ან
სასამართლოში საქმის განხილვას.
3. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან/საერთაშორისო
დაცვის მქონე პირთან ანკეტირებაზე და გასაუბრებაზე დასწრების უფლება აქვს მის კანონიერ
წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, ასევე, შესაბამისი მინდობილობის მქონე
ადვოკატს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ
დასმულ შეკითხვებს პასუხობს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის
მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი. ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს
უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან/საერთაშორისო დაცვის
მქონე პირთან ანკეტირების ან გასაუბრების დასრულებისას დასვას დამაზუსტებელი შეკითხვები.
დაუშვებელია ანკეტირების ან გასაუბრების პროცესში ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის
სხვაგვარი ჩარევა. ასეთ შემთხვევაში, ადვოკატმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა დატოვოს
ანკეტირების ან გასაუბრების პროცედურა, რის თაობაზეც დგება ოქმი ამ პირის გასაუბრების
დატოვების მიზეზის მითითებით, რაც დაერთვის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეს.
5. თუ ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით ფერხდება თავშესაფრის
პროცედურის მიმდინარეობა, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოებისას, თავშესაფრის
პროცედურა ხორციელდება ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის გარეშე.
6. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა უცხოელის
ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ
არჩეული ადვოკატი, სასამართლო სარჩელს განიხილავს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე.
აღნიშნულ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
7. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება თანმხლების გარეშე მყოფ
არასრულწლოვანზე. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან ანკეტირებას/გასაუბრებას
ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელსაც შეუძლია
ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას დასვას შეკითხვები ან გააკეთოს კომენტარები,
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.
მუხლი 35. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირება
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში
– შესაბამისი ენის თარჯიმნის დახმარებით. წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება
დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და გაიცემა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა.
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა არ წარმოადგენს დროებითი საიდენტიფიკაციო
მოწმობის გაცემის საფუძველს და ძალაშია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ ოჯახის წევრთა საერთაშორისო დაცვაზე
განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში აგრეთვე
შეიტანება მონაცემები პირის ოჯახის წევრ(ებ)ის შესახებ.
2. თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების წარდგენისათვის პასუხისმგებელია მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
3. თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების წარდგენის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა მის
მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე გაიცემა.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე
პირს წერილობით განემარტება მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და
თავშესაფრის პროცედურა. ამასთანავე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა განემარტოს,
რომ არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ
გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი თავშესაფრის პროცედურა შეწყდება.
5.
უცხოელი
ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირი
ან
მისი
კანონიერი
წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი ვალდებულია სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტს აცნობოს მისი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
და საცხოვრებელი მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, 3 სამუშაო დღის ვადაში
მიაწოდოს შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია მათი შეცვლის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ
მიუთითებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, იგი
ვალდებულია ეს ინფორმაცია წარადგინოს ანკეტირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავშესაფრის
პროცედურა შეწყდება.
6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას ხდება უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის ფოტოგადაღება. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ფოტოსურათი ინახება
მონაცემთა ბაზაში. უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს 14 წლის ან მეტი ასაკის მქონე
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდებს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის მიზნებისთვის.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
ბიომეტრიული მონაცემები ინახება სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღებისა და ამ
პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს
წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ
მას ესმის, ეცნობება ანკეტირების ჩატარების თარიღი. ანკეტირებაზე პირველადი დაბარების შემდეგ
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მისი განმეორებით
დაბარება ხდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
უცნობია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
9. ანკეტირების მიზანია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის განსაზღვრა და,
ასევე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა,
რომლებიც მოიცავს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის
დატოვების და დაბრუნების შეუძლებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე, სხვა
ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების
საჭიროება.
10. ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების დასაშვებობის განსაზღვრის მიზნით,
ანკეტირება ტარდება ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. გამონაკლის შემთხვევაში,
ანკეტირება შესაძლოა ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან, თუ იკვეთება ამ კანონის 38-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასრულწლოვანზე ორიენტირებული
ქმედება.
11. მასალების სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, ანკეტირება ხორციელდება წერილობით და
ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. ანკეტირების ოქმი და აუდიო ჩანაწერი
ინახება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირად საქმეში. აუდიო ჩანაწერის
განხორციელების შესახებ აუდიო ჩანაწერის დაწყებისთანავე ეცნობება უცხოელს ან მოქალაქეობის
არმქონე პირს.
მუხლი 36. მტკიცების ტვირთი
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება
თანაბრად ნაწილდება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელსა და
უფლებამოსილ თანამდებობის პირს შორის, კერძოდ:
ა) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია, შესაძლო
მოკლე ვადაში წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისთვის საჭირო ყველა
ინფორმაცია და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ
თანამდებობის პირთან. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი აგრეთვე
ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან
არარსებობის მიზეზი;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან
დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვების დასმით, ხელი შეუწყოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე
პირს/თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი
ინფორმაციისა და მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენაში. ასევე, უცხოელთან ან
მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან თანამშრომლობით, ინდივიდუალურად,
ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოს განცხადების ყველა არსებითი ფაქტი.
მუხლი 37. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისას სამინისტრო
გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით,
თუ:
ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი ან/და იურიდიული საკითხები, რომლებიც საჭიროებს
დამატებით შესწავლას;
ბ) სამინისტროში წარდგენილია დიდი რაოდენობით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რაც
ართულებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვის ვადის გაგრძელების შემდგომ, შესაბამისი დასაბუთების არსებობისას, გამონაკლისის
სახით, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ადეკვატურად და
სრულყოფილად განხილვის მიზნით.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეიძლება გადავადდეს, თუ საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განხილვა შეუძლებელია
წარმოშობის ქვეყანაში დროებით გაურკვეველი მდგომარეობის არსებობის გამო. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია 6 თვეში
ერთხელ შეისწავლოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის
ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 21 თვეს.
6. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების საფუძველზე, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვის გაგრძელების/გადავადების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი
ვალდებულია, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს აცნობოს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების შესახებ ამ
კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
7. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე
გადავადების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია თავშესაფრის
მაძიებელს ასევე აცნობოს გადავადების მიზეზი. ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების
შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის
გაგრძელების მიზეზი ეცნობება მოთხოვნის შემთხვევაში.
8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება და გადაწყვეტილება
მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში.
9. გაძევების პროცედურაში მყოფი პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება
განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში.
10. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან
1 თვის ვადაში.
11. ამ კანონით გათვალისწინებული სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის, ასევე, ამ კანონის მე15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთებისას,
საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება პრიორიტეტულად.
მუხლი 38. დევნა და სერიოზული ზიანი
1. ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ:
ა) იგი თავისი არსით ან განმეორებადობით საკმარისად სერიოზულია იმისთვის, რომ
წარმოადგენდეს ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევას, კერძოდ, ისეთი უფლებებისა,
რომელთა შეზღუდვა დაუშვებელია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
შესახებ ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;
ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დარღვევების ერთობლიობა,
რომელიც საკმარისად მწვავეა იმისთვის, რომ პირზე იქონიოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის მსგავსი გავლენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი
ფორმ(ებ)ით:
ა) ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის აქტი;
ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც
თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება/აღსრულდება;
გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან
დისკრიმინაციულია;
დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად
არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება;
ე) შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო
სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, როდესაც სამხედრო სამსახური მოიცავდა იმ
დანაშაულებსა და ქმედებებს, რომლებიც ამ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით პირის ლტოლვილის
სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებია;
ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით სექსუალურ ორიენტაციას, სქესს ან არასრულწლოვანს
უკავშირდება.
3. ამ კანონის მე-19 მუხლის მიზნებისთვის სერიოზული ზიანია:
ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე;
ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება ან მის მიმართ არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობა ან სასჯელი;
გ) საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტისას არსებული განურჩეველი ძალადობის
გამო სამოქალაქო პირის სიცოცხლის ან ფიზიკური ხელშეუხებლობისთვის სერიოზული და
ინდივიდუალური საფრთხე.
მუხლი 39. დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი
(სუბიექტები)
დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი (სუბიექტები)
შეიძლება იყოს (იყვნენ):
ა) სახელმწიფო;
ბ) დაჯგუფება ან ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან
მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს;
გ) არასახელმწიფო სუბიექტი (სუბიექტები), თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრულ სუბიექტებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ შეუძლიათ ან არ სურთ
ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვა.
მუხლი 40. დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი (სუბიექტები)
1. პირი დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან შეიძლება დაიცვას:
ა) სახელმწიფომ; ამასთანავე, მას უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან
პირის ეფექტიანი და ხანგრძლივი დაცვა;
ბ) დაჯგუფებამ ან ორგანიზაციამ, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან
მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს; ამასთანავე, მას უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან
სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანი და ხანგრძლივი დაცვა.
2. დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი და არა დროებითი
ხასიათის. ასეთი დაცვა უზრუნველყოფილია, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული სუბიექტები იღებენ გონივრულ ზომებს დევნის ან სერიოზული ზიანის
თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, დევნის ან სერიოზული ზიანის ქმედებების
იდენტიფიცირებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და დასჯისთვის
ეფექტიანი სამართლებრივი სისტემის შექმნით. დევნის ან სერიოზული ზიანისგან დაცვის
უზრუნველყოფა ასევე მოიცავს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ასეთი დაცვის
ხელმისაწვდომობას.
მუხლი 41. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისას თავშესაფრის
მაძიებელთან ტარდება გასაუბრება, გარდა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ასეთის შესაძლებლობისა და თავშესაფრის მაძიებლის დასაბუთებული მოთხოვნის
შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება ტარდება სასურველი სქესის უფლებამოსილი
თანამდებობის პირისა და თარჯიმნის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ
თანამდებობის პირს აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი მოთხოვნა დაფუძნებულია
გარემოებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, პირმა დაუბრკოლებლად
წარმოადგინოს მისი განცხადების საფუძველი.
3. გასაუბრება ტარდება ინდივიდუალურად ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან. გამონაკლის
შემთხვევაში, გასაუბრება შესაძლოა ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან ამისთვის
სპეციალიზებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, თუ იკვეთება ამ კანონის 38-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასრულწლოვანზე ორიენტირებული
ქმედება. ინდივიდუალური გასაუბრება, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს ოჯახის წევრების
დაუსწრებლად.
4. გასაუბრებისას თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, განმარტოს ის
გარემოებები, რომლებიც შესაძლოა მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას აკლდეს ან/და
შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი იყოს, აგრეთვე, მის მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და სხვა წყაროებიდან
მიღებულ შესაბამის ინფორმაციას (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას) შორის
შეუსაბამობა/წინააღმდეგობა.
5. მასალების სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრება ხორციელდება წერილობით და
ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. გასაუბრების ოქმი და აუდიო ჩანაწერი
ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში. აუდიო ჩანაწერის განხორციელების შესახებ აუდიო
ჩანაწერის დაწყებისთანავე ეცნობება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
მუხლი 42. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და შეფასება
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ინდივიდუალურად და ფასდება
წარდგენილი განცხადების არსებითი ფაქტები, რომელიც მოიცავს უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ვინაობას, წარმოშობის ქვეყანას, სამგზავრო დოკუმენტებს,
მგზავრობის მარშრუტს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძვლებს და ამ საფუძვლებთან
დაკავშირებით, დედნის სახით წარდგენილ დოკუმენტაციას.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული
შემდეგი გარემოებები:
ა) განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებული
ინფორმაცია, მათ შორის, წარმოშობის ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა, რეგულაციები და მათი
აღსრულების მეთოდები;
ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი
შესაბამისი განცხადებები და დოკუმენტაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა პირი წარსულში ან
მომავალში გახდება თუ არა დევნის ან სერიოზული ზიანის მსხვერპლი;
გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ინდივიდუალური
მდგომარეობა და გარემოებები, მათ შორის, წარმომავლობა, სქესი და ასაკი, იმის შესაფასებლად, თუ
რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს დევნას ან სერიოზულ ზიანს ის ქმედებები, რომლის წინაშეც
აღმოჩნდა ან შეიძლება აღმოჩნდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის
მაძიებელი პირადი გარემოებების საფუძველზე;
დ) წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირის/თავშესაფრის მაძიებლის ქმედებების ერთადერთ ან მთავარ მიზანს წარმოადგენდა თუ არა
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძვლის შექმნა, რათა შეფასდეს, წარმოშობის ქვეყანაში
დაბრუნების შემთხვევაში, ეს ქმედებები აყენებს თუ არა მას დევნის ან სერიოზული ზიანის
საფრთხის წინაშე.
3. ის ფაქტი, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი წარსულში
დაექვემდებარა დევნას ან სერიოზულ ზიანს ან ასეთი დევნის ან ზიანის მიყენების პირდაპირ
მუქარას, წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას დევნის საფუძვლიანი შიშის ან სერიოზული
ზიანის რეალური რისკის არსებობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი
ვარაუდი, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი არ განმეორდება.
4. დევნის საფუძვლიანი შიშის ან სერიოზული ზიანის რეალური რისკის მიყენების
შესაძლებლობის შეფასებისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი უნდა დაეყრდნოს იმ
გარემოებებს, რომლებიც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის
წარმოშობის ქვეყანაში წარმოიქმნა უშუალოდ თავშესაფრის მაძიებლის მიერ ამ ქვეყნის
დატოვებამდე ან მისი დატოვების შემდეგ.
5. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული საფუძვლები შესაბამისი
დოკუმენტური ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება
დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში:
ა) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა;
ბ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის
განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, დამაკმაყოფილებლად ახსნა
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა;
გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი
ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის
შესახებ არსებულ ინფორმაციას;
დ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა
მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მის მიერ არ იქნა წარდგენილი საერთაშორისო
დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზები;
ე) დადგინდა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ
წარდგენილი ინფორმაციის ზოგადი სანდოობა.
მუხლი 43. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი
მტკიცებულების მოპოვება და შესწავლა
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა მოიპოვოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულებები.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში
უნდა შეფასდეს როგორც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოპოვებული ინფორმაცია
ან/და დოკუმენტური მტკიცებულება, ისე, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის
მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და დედნის სახით წარდგენილი დოკუმენტური
მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს წარმოშობის ქვეყნის შესახებ
მოპოვებული ინფორმაცია.
4. საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლისთვის გადაწყვეტილების
ჩაბარების შემდეგ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის, მისი
კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის ან შესაბამისი მინდობილობის
მქონე ადვოკატის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან
დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
მუხლი 44. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის მიერ წარდგენილი საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების განხილვა
1. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება განხილული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად,
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
2. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი
წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის
თანდასწრებით,
ასევე,
შესაბამისი
მინდობილობის მქონე ადვოკატის თანდასწრებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს ის უფლებამოსილი
თანამდებობის პირი, რომელსაც არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო სპეციალიზაცია
აქვს.
4. თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა
გაითვალისწინოს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ასაკი და უნარები (მათ შორის,
განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარები).
მუხლი 45. ოჯახის ერთიანობის პრინციპზე დაფუძნებული წარმოებული სტატუსის განხილვა
1. წარმოებული სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყებისთვის საერთაშორისო დაცვის მქონე
პირმა წერილობით უნდა მიმართოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.
2. საერთაშორისო დაცვის მქონე მყოფმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს ოჯახური კავშირის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრის უფლება, ოჯახის ერთიანობის
პრინციპიდან გამომდინარე, მოიპოვოს წარმოებული სტატუსი, შესაძლოა დადგინდეს თავშესაფრის
მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემდეგ.
4. წარმოებული სტატუსის მოსაპოვებლად გასაუბრება ტარდება საერთაშორისო დაცვის მქონე
პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან.
5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმოებული სტატუსის მინიჭების მიზნით, ოჯახური
კავშირის დასადგენად, იკვლევს თავშესაფრის პროცედურაში ამ მიზნით წარდგენილ
დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაბამის გარემოებებს.
6. წარმოებული სტატუსის მინიჭებისათვის ჩატარებულ გასაუბრებაზე, ოჯახური კავშირის
დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი
დოკუმენტის დედანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის
მინიჭების თაობაზე სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის განცხადებით მიმართვის
შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ
საკითხს განიხილავს 1 თვის ვადაში.
მუხლი 46. წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის სავარაუდო
მსხვერპლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც აცხადებს, რომ
არის წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლი, ან
რომელსაც ასეთი ნიშნები აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვამდე ხელი უნდა
მიუწვდებოდეს შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.
მუხლი 47. ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვა
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ფსიქიკურ ან
გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას
საჭიროების შემთხვევაში სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მისთვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე,
ექსპერტიზის ჩატარებისა და მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით.
2. მყარი ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვა უნდა შეჩერდეს მისთვის მხარდამჭერის დანიშვნამდე. ამ პერიოდში უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ
კანონით გათვალისწინებული უფლებებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ანკეტირება და მასთან გასაუბრება
უნდა ჩაატაროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური
მომზადება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამ ანკეტირებისა და გასაუბრების პროცედურაში უნდა
მონაწილეობდეს აგრეთვე შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
4. გასაუბრება შესაძლებელია არ ჩატარდეს, თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე
პირს/თავშესაფრის მაძიებელს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეუძლია ადეკვატური
ინფორმაციის მიწოდება. ამ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება
ამ კანონით გათვალისწინებული
დოკუმენტაციის საფუძველზე.
პროცედურებით
მოპოვებული
სხვა
ინფორმაციისა
და
მუხლი 48. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის, მისი კანონიერი
წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის ან შესაბამისი მინდობილობის მქონე
ადვოკატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე
შესაძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა.
2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის
მაძიებელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად
ჩაითვალოს, რომ მას ესმის უნდა აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის
სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ
უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმანი და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
პირი/თავშესაფრის
მაძიებელი,
მისი
კანონიერი
წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი ან შესაბამისი მინდობილობის მქონე
ადვოკატი.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი
თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ
შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება უცხოელს ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირს/თავშესაფრის
მაძიებელს
ან
მის
კანონიერ
წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს წერილობით (ქართულ ენაზე და ნათარგმნი
მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის)
ბარდება 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით
განსაზღვრული წესის მითითებით, ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ,
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს
ჩააბაროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა/დროებითი საიდენტიფიკაციო
მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დატოვოს საქართველო, თუ
საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ამ
კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების შემდეგ, უცხოელს ან მოქალაქეობის
არმქონე პირს უფლება აქვს, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგინოს განმეორებითი
საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით
ახალი გარემოებები არსებობს და ეს მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის
შემდეგ გახდა ცნობილი. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის
შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები. აღნიშნული
განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის, მათ შორის, საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით,
სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ითვლება
თავშესაფრის მაძიებლად მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის
თაობაზე გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან.
შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და
ამ აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია
აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 66-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის
წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლების უფლებით.
მუხლი 49. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტა
1. თავშესაფრის პროცედურა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
პირი/ თავშესაფრის მაძიებელი:
ა) ამ კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას;
ბ) არ თანამშრომლობს სამინისტროსთან;
გ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს/სასამართლოს არ აცნობებს სავალდებულო
საკონტაქტო ინფორმაციას;
დ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს/სასამართლოს 3 სამუშაო დღის ვადაში არ მიაწვდის
შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას მათი შეცვლის შემთხვევაში.
ე) არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდება ანკეტირების ან გასაუბრების პროცედურაზე;
ვ) ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ გამოცხადდება
გასაუბრებაზე;
ზ) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტში ან/და არ წარადგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;
თ) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ამ კანონის 27-ე მუხლის
პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ
გამოცხადდება სამინისტროში ან/და არ წარადგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;
ი) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას ან ანკეტირებაზე არ წარადგენს ამ კანონის
35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;
კ) საქართველოს დატოვებს;
ლ) გარდაიცვლება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის
შემთხვევაში, თავშესაფრის პროცედურა შეწყდება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან,
მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი
დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის
წარმოებისას.
5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ბარდება ამ კანონის 58-ე
მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებით საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების განხილვის შეწყვეტის შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი
თავშესაფრის მაძიებლად არ ითვლება მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის
შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების
დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების
პრინციპი და ამ აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან
დასაშვებია აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 66-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის
წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლების უფლებით.
მუხლი 50. ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილება
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის
სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
2. თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ან მის
მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე და ნათარგმნი მისთვის გასაგებ
ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის) ბარდება ამ კანონის
58-ე მუხლით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით
განსაზღვრული წესის მითითებით.
3. თუ ოჯახის წევრთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს ან
ოჯახის წევრი ემატება თავშესაფრის პროცედურის, მათ შორის, სასამართლო დავის
მიმდინარეობისას, საერთაშორისო დაცვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის,
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირის/თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრ(ებ)ზეც ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
არსებობს ამ კანონის მე-17-21-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი. საჭიროების
შემთხვევაში, ოჯახური კავშირების დადგენის მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან
ტარდება გასაუბრება.
4. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ან
მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის არსებით
ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამის მტკიცებულებებს.
5. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე
უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ან ამ
გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში
ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი
ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი
ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
მუხლი 51. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე
უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის შესაბამის მასალებზე დაყრდნობით,
გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
2. თუ აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც პირს მიენიჭა დამატებითი დაცვა, პირს უარი
ეთქმება დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე.
3. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი დაცვის მქონე პირს ბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით
დადგენილი წესის შესაბამისად.
4. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ პროცედურის
დასრულებამდე, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ამ პირს
აქვს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა.
მუხლი 52. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები
1. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა
შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას უარი ეთქვა დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე, ანდა
თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს
განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუ:
ა) ამ პირის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც შესაძლებელია
წარმოშობდეს მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას;
ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე
განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა შესახებ
ინფორმაციის წარუდგენლობა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბრალით არ მომხდარა,
რომელიც შესაძლებელია წარმოშობდეს მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას;
2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს განმეორებით
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე, შეისწავლოს და შეაფასოს ამ
განცხადებაში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში
შესაბამისი პირის დაბრუნებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების
პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის და/ან ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში,
განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში,
უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ტარდება გასაუბრება. აღნიშნულ გასაუბრებაზე
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის
შემთხვევაში, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის თაობაზე.
3. თუ განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით
დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ
კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან
არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნული განცხადების არსებითი განხილვის გარეშე
გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე და
ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ
მას ესმის) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი
წესის შესაბამისად, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის
მითითებით.
4. იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განცხადების
რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას განმეორებითი
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ, რის თაობაზეც გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი ამ აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის
ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად.
5. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში
საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით
გათვალისწინებული პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარებამდე.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების
შემთხვევაში (მათ შორის, ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში) უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის
მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის
არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევება
ან ექსტრადიცია. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირველივე ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე
პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, ეს პირი თავშესაფრის
მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების
პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 66-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის
წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლების უფლებით.
მუხლი 53. ოჯახის გაერთიანება
1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ოჯახის წევრ(ებ)თან ოჯახის გაერთიანების
პროცედურის დაწყებისთვის, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა წერილობითი
განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.
2. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას
უნდა დაურთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მათი
არსებობის შემთხვევაში.
3. ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურ
საფუძველზე 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას და
თანდართულ მტკიცებულებებს მათი არსებობის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება
ოჯახური კავშირების დადგენის გასაუბრება.
4. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი,
საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან
დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრ(ებ)ისთვის საქართველოს ვიზის გაცემის თაობაზე.
5. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის
მქონე პირის ოჯახის წევრს, საქართველოში შემოსვლისა და სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის
იგივე ფორმა ენიჭება, რომელიც ამ პირს აქვს მინიჭებული.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლტოლვილის ან დამატებითი
დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შესაბამისი
განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოში შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრის მიერ აღნიშნული ვადის
არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
7. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის
გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17-21-ე მუხლებით
გათვალისწინებული საფუძველი.
მუხლი 54. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნისთვის ოჯახის გაერთიანება
1. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნისთვის ამ კანონით დადგენილი წესით
ლტოლვილის
სტატუსის
ან
დამატებითი
დაცვის
მინიჭების
შემდეგ,
მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი ადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე
თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი
თანამდებობის პირი იწყებს ოჯახის გაერთიანების პროცედურას.
3. ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის
ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში წარადგენს ამ
არასრულწლოვნის მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელმაც განცხადებას უნდა დაურთოს
არასრულწლოვნის ოჯახის წევრ(ებ)ის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო
მტკიცებულება, მათი არსებობის შემთხვევაში და დასკვნა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის
განსაზღვრის თაობაზე.
4. ოჯახური კავშირის დასადგენად, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ინდივიდუალურ
საფუძველზე, 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას და
თანდართულ მტკიცებულებებს, მათი არსებობის შემთხვევაში.
5. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი,
საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლტოლვილი ან
დამატებითი დაცვის მქონე თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ოჯახის წევრ(ებ)ისთვის
საქართველოს ვიზის გაცემის თაობაზე.
6. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის
მქონე თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ოჯახის წევრს, საქართველოში შემოსვლისა და
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში,
საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა ენიჭება, რომელიც ამ პირს აქვს მინიჭებული.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლტოლვილი ან დამატებითი
დაცვის მქონე თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ოჯახის წევრმა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოში შემოსვლიდან 30
კალენდარული დღის ვადაში. ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე თანმხლების გარეშე მყოფი
არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის
შემთხვევაში, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
8. ლტოლვილ ან დამატებითი დაცვის მქონე თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს
შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე17-21 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.
მუხლი 55. გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარებიდან 10 კალენდარული
დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 31-ე და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.
სასამართლოს
გადაწყვეტილების
კანონიერ
ძალაში
შესვლამდე
თავშესაფრის
მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი სარგებლობს ამ კანონით დადგენილი უფლებებითა
და გარანტიებით, აგრეთვე მას ეკისრება ამავე კანონით გათვალისწინებული მოვალეობები.
3.
უცხოელის
ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირის/თავშესაფრის
მაძიებლის
მიერ
სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული
განჩინების
გასაჩივრების
ან/და
საერთაშორისო
დაცვის
საკითხთან
დაკავშირებით
სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი
თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი
არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან
საქართველოდან გაძევება.
მუხლი 56. დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ
განცხადების წარდგენა
1. დამატებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს წარადგინოს ინდივიდუალური განცხადება
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15
მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი და
ფაქტობრივი გარემოებები წარმოიშვა დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ, ამ კანონის მე-16
მუხლით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით. ამ განცხადების განხილვის პერიოდში
პირი სარგებლობს დამატებითი დაცვის მქონე პირისთვის ამ კანონით გათვალისწინებული
უფლებებით და ასრულებს ამავე კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი
წესით.
მუხლი 57. დროებითი დაცვის მქონე თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის
სამართლებრივი გარანტიები
დროებითი დაცვის მქონე თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი:
ა) დაუყოვნებლივ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული;
ბ) მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს რეგისტრირებული;
გ) მას 10 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა
დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი;
დ) უნდა განსახლდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, აგრეთვე მას
უნდა გაეწიოს დახმარება მშობლებისა და ნათესავების მოსაძებნად.
მუხლი 58. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს
გადაწყვეტილების ჩაბარების წესი
1. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო
დაცვის მქონე პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შეტყობინების სამინისტროს შესაბამის
ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი
გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე
განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების/გადაწყვეტილების სამინისტროს
შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს,
თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე,
რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის მოკლე ტექსტური შეტყობინების
სახით ეგზავნება მის მიერ ბოლოს დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის
მქონე პირი ვალდებულია:
ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი;
ბ) მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე
შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს მომხმარებლის
სახელის ან/და პაროლის აღდგენის მიზნით;
გ) შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ
მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის
გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას.
3. შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან
დაკავშირებით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ
უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის
მქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან
დროებითი განთავსების ცენტრში და გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმყოფება იმავე
დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის
მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში,
შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით
ეგზავნება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. იმ შემთხვევაში თუ უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი განთავსებულია დროებითი განთავსების ცენტრში, მას შეტყობინება ან/და
გადაწყვეტილება ბარდება ხელზე, რასაც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის
მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ადასტურებს ხელმოწერით.
4. ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი
მიღებიდან 15 დღის ვადაში.
5. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში, მისთვის
მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი ან დროებითი
დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება იტვირთება
სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება
საერთაშორისო დაცვის მქონე პირს ასევე ეგზავნება მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის შესახებ
ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება
ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების
სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი.
მუხლი 59. სასამართლოს გადაწყვეტილებისა და განჩინების პირისთვის ჩაბარების წესი
1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან
ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის
გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს
გადაწყვეტილება ან განჩინება, ასევე სასამართლო უწყება პირს ბარდება ამ კანონის 58-ე მუხლის
პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება ან
განჩინება, ასევე სასამართლო უწყება პირს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე.
3. სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან
განჩინება, ასევე სასამართლო უწყება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს
შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის სასამართლოს უფლებამოსილ პირებს აქვთ
წვდომა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაზე.
თავი VI
ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
მუხლი 60. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
1. პირს შეუწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ:
ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით;
გ) მან მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა თავისი წარმოშობის
ქვეყნის მოქალაქეობა;
დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით;
ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების
გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო;
ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგანაც აღარ არსებობს
გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
ზ) იგი მიმართავს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის
შესახებ განცხადებით;
თ) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის
გასვლიდან გასულია ერთი თვე;
ი) იგი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ლტოლვილზე, თუ, ადრინდელი
დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს წარმოშობის ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე
უარის თქმის დასაბუთებული მიზეზი.
3. პირისათვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა მასზე გაცემული ბინადრობის
მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველია.
მუხლი 61. დამატებითი ან დროებითი დაცვის შეწყვეტის საფუძვლები
1. პირს შეუწყდება დამატებითი ან დროებითი დაცვა, თუ:
ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით;
გ) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების
გარეთაც იმყოფებოდა სერიოზული ზიანის გამო;
დ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგანაც აღარ არსებობს
გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა დამატებითი ან დროებითი დაცვა;
ე) მან ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით;
ვ) მან მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა თავისი წარმოშობის
ქვეყნის მოქალაქეობა;
ზ) მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
თ) იგი მიმართავს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დამატებითი ან დროებითი დაცვის
შეწყვეტის შესახებ განცხადებით;
ი) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის
გასვლიდან გასულია ერთი თვე;
კ) იგი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება დამატებითი დაცვის მქონე პირზე,
თუ, ადრინდელი სერიოზული ზიანის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს წარმოშობის
ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზი.
3. პირისათვის მინიჭებული დამატებითი ან დროებითი დაცვის შეწყვეტა დამატებითი დაცვის
მქონე პირზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო პასპორტის და დროებითი დაცვის
მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველია.
მუხლი 62. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან
ჩამორთმევის საფუძვლები
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა,
რომ ის არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-15, მე-19 ან 22-ე მუხლის მოთხოვნებს, ან/და მან არასწორი
ინფორმაცია და ყალბი დოკუმენტაცია წარმოადგინა, კერძოდ:
ა) მის მიერ არასწორი ინფორმაციის ან/და ყალბი დოკუმენტაციის წარმოდგენამ გადამწყვეტი
როლი შეასრულა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაში;
ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირზე არ უნდა
გავრცელებულიყო საერთაშორისო დაცვა;
გ) იგი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებული იყო ისეთი
უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, და, შესაბამისად, არ
საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას;
დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ამ კანონის მე-18,
21-ე ან 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.
2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი ჩამოერთმევა, თუ საერთაშორისო
დაცვის მიღების შემდეგ იგი მსჯავრდებულ იქნა საქართველოში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით
მძიმე, აგრეთვე, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ
უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი
საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან
საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.
3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმება ან ჩამორთმევა
მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო
პასპორტის გაუქმების საფუძველია.
მუხლი 63. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის,
გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის
თქმის პროცედურა
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან
ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის
პროცედურას იწყებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი.
2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ
ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის უნდა შეატყობინოს
მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის
გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების შესახებ.
3. ამ კანონის 60-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებითა და 61-ე მუხლის „ბ“-„ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა
უზრუნველყოს სრულწლოვან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ინდივიდუალური გასაუბრების
ჩატარება მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე,
დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ინფორმაცია და
განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც დაიწყო მისთვის
მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის
გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა, აგრეთვე, სხვა ინფორმაცია, რომელიც
ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას.
4. თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ იმყოფება საქართველოში ან ვერ ხერხდება ამ
კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით მასთან დაკავშირება, ან ეს პირი არ გამოცხადდა
გასაუბრებაზე, მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა, ასევე,
დამატებითი დაცვის გაგრძელება ან მის გაგრძელებაზე უარის თქმა განხორციელდება სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტის მიერ მისთვის სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი
დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1
თვის ვადაში გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და წარადგენს საპატიო
მიზეზს გამოუცხადებლობის საფუძველთან დაკავშირებით, მათი გამოკვლევის შედეგად
უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის
საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და
გასაუბრების დანიშვნის შესახებ.
6. გასაუბრება ტარდება ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით.
7. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან
ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის საკითხზე
გასაუბრების მიმდინარეობისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს როგორც
მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის,
გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის
თქმის კანონიერებას, ისე, აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან
ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის
პროცედურის დასრულებამდე, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლამდე, ამ პირს აქვს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
მუხლი 64. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის,
გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილება
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან
ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება ბარდება (ქართულ ენაზე და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე,
რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის) ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი
წესით, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.
2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან
ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ
სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ან ამ გადაწყვეტილების ამ
კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის
მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე,
დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი
ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ მისი საქართველოში
ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხი რეგულირდება
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 65. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
1. ლტოლვილისთვის ან დამატებითი დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის
შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს ამ პირის ოჯახის წევრ(ებ)ის წარმოებული სტატუსის
შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის წევრ(ებ)ი
აკმაყოფილებს/აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ
საფუძვლებს. ოჯახის წევრ(ებ)ისათვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან
ჩამორთმევის საკითხს უფლებამოსილი პირი განიხილავს ინდივიდუალურად, მინისტრის
ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც შეუწყდათ, გაუუქმდათ
ან ჩამოერთვათ წარმოებული სტატუსი, გადაწყვეტილება ბარდებათ ამ კანონის 58-ე მუხლის
შესაბამისად.
თავი VII
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი და დროებითი დაცვის მქონე პირთა
უფლება-მოვალეობანი
მუხლი 66. თავშესაფრის მაძიებლის უფლებები
1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში არ იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით
ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში;
ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ;
გ) დასაბუთებული მოთხოვნისა და ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში, გასაუბრება ჩაუტაროს
სასურველი სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს სასურველი სქესის
თარჯიმნის მომსახურებით;
დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო
მომსახურებით;
ე) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან
ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე
უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო
იურიდიული დახმარებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
არსებითი განხილვის პერიოდში, ამ კანონისა და მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დარჩეს მიმღებ
ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს
დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში ან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში
იმყოფება;
ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის
მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. დროებითი
საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი
პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება;
თ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
დასაშვებად ცნობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში
უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით;
ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების
უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს
პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით;
კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის
პროგრამებით,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
გამონაკლისი
შემთხვევებისა;
ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;
მ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან
ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე
უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სახელმწიფო
ბაჟის გადახდისაგან;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ,
დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული
ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს
კომისართან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ;
ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე
პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ
გავრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების მოქმედება.
მუხლი 67. თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები
თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს;
ბ) არ დატოვოს საქართველო თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში, მათ შორის,
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან მინიჭებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის
წარმოებისას;
გ) შესაძლო მოკლე ვადაში წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისთვის
საჭირო ყველა ინფორმაცია, მტკიცებულება და ხელმისაწვდომი დოკუმენტი (დედნები) და მათი
შეფასების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან, ასევე სარწმუნოდ
განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზ(ებ)ი;
დ) თქვას სიმართლე და ითანამშრომლოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან, რათა
სრულყოფილად დადგინდეს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა
შესაბამისი გარემოება;
ე) განმარტოს თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას გამოვლენილი შეუსაბამობა;
ვ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს და ჩააბაროს საიდენტიფიკაციო
დოკუმენტები, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტს აცნობოს გარემოებების ცვლილების თაობაზე, რაც მიუთითა საერთაშორისო დაცვაზე
განცხადებაში;
თ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ან სასამართლოს უფლებამოსილ თანამდებობის
პირს აცნობოს მობილური ტელეფონის ნომერი, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართი და
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, 3
სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ან
სასამართლოს აცნობოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის, მობილური ტელეფონის
ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილების, სამართლებრივი ან სამოქალაქო
მდგომარეობის შეცვლის, ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო
უწყების მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ;
ი) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე მიმართოს
სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის თაობაზე და მის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი
დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროსთვის მიმართვა და ახალი ბინადრობის
მოწმობის მოთხოვნა განახორციელოს დაუყოვნებლივ;
კ) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდები და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი თანამდებობის პირის
მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა;
ლ) მიმღებ ცენტრში განთავსების შემთხვევაში, დაემორჩილოს მიმღები ცენტრის შინაგანაწესს;
მ) ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი ან დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის
თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით, დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი
საფუძველი არ არსებობს;
ნ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის
შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს მიმღები
ცენტრი.
მუხლი 68. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის უფლებები
1. ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს:
ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმისა და
მინიჭებული სტატუსიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესახებ;
ბ) მიიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა და ცნობა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი
დაცვის მინიჭების შესახებ;
გ) აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს
თავისუფლად, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებით გათვალისწინებული გამონაკლისი
შემთხვევებისა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს სამოქალაქო აქტების
რეგისტრაცია;
ე) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის განმავლობაში დარჩეს
მიმღებ ცენტრში;
ვ) წერილობითი მოთხოვნისა და ბინადრობის მოწმობის წარდგენის მომდევნო თვიდან მიიღოს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა;
ზ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად,
ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართოს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტო);
თ) იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა, ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი
პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტითა და 70-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით;
ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი
განათლების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს
პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით, ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით;
კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალური პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი
შემთხვევებისა;
ლ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს
დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით;
მ) ისარგებლოს ოჯახის გაერთიანების უფლებით;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული
ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე
პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
პ)
სამინისტროს
მიერ
ლტოლვილის
სტატუსის
ან
დამატებითი
დაცვის
შეწყვეტის/გაუქმების/ჩამორთმევის ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ
სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების ამ
კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაიბრუნოს სამინისტროსთვის ჩაბარებული
სამგზავრო დოკუმენტი/სამგზავრო პასპორტი.
2. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლტოლვილზე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული დროებითი
ბინადრობის მოწმობა 3 წლის ვადით და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი.
3. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაიცემა დროებითი
ბინადრობის მოწმობა შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადით და სამგზავრო პასპორტი.
4. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და სამგზავრო პასპორტის ფორმასა და გაცემის წესს
ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 69. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები
ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს;
ბ) შესაბამისი გარემოების წარმოშობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტს ან სასამართლოს წერილობითი ფორმით აცნობოს ფაქტობრივი საცხოვრებელი
ადგილის მისამართის, მობილური ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის
ცვლილების, ასევე, სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის შესახებ;
გ) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე მიმართოს
სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის თაობაზე და მის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი
დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროსთვის მიმართვა და ახალი ბინადრობის
მოწმობის მოთხოვნა განახორციელოს დაუყოვნებლივ;
დ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს
მიმღები ცენტრი.
მუხლი 70. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური
გარანტიები
1. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებთან
დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი
სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო
კოორდინაციას უწევს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების
საქმიანობას ლტოლვილთა ან დამატებითი დაცვის მქონე პირთა დახმარების სფეროში.
2. ამ კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ყოველთვიური შემწეობის გაცემა შეუჩერდება იმ ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს,
რომელიც:
ა) საქართველოს 1 თვეზე მეტი ვადით დატოვებს;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იმყოფება პენიტენციურ
დაწესებულებაში;
გ) პირადი განცხადებით უარს იტყვის ყოველთვიური შემწეობის მიღებაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყოველთვიური შემწეობა აღდგება
შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის
მიერ პირადი განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეჩერებული ყოველთვიური
შემწეობა არ ანაზღაურდება შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში.
5. ყოველთვიური შემწეობა ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს ენიშნება ამ კანონით
გათვალისწინებული წესით.
მუხლი 71. დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებები
დროებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს:
ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმისა და
მინიჭებული სტატუსიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესახებ;
ბ) მიიღოს დროებითი დაცვის მინიჭების თაობაზე ცნობა და დროებითი ბინადრობის მოწმობა
მისთვის მინიჭებული დროებითი დაცვის მოქმედების ვადით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში
მიიღოს სამედიცინო მომსახურება;
დ) ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების უფლებით, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი
განათლების უფლებით, ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ისარგებლოს სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტების აღიარების პროცედურებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული
ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე
პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ზ) უზრუნველყოფილი იყოს კვებითა და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი დახმარებით
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 72. დროებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები
დროებითი დაცვის მქონე პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს;
ბ) შესაბამისი გარემოების წარმოშობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტს ან სასამართლოს წერილობითი ფორმით აცნობოს ფაქტობრივი საცხოვრებელი
ადგილის მისამართის, მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის
ცვლილების, სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის შესახებ;
გ) ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან;
დ) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდები და
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო
გამოკვლევა;
ე) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე მიმართოს
სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის თაობაზე და მის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი
დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროსთვის მიმართვა და ახალი ბინადრობის
მოწმობის მოთხოვნა განახორციელოს დაუყოვნებლივ;.
მუხლი 73. საერთაშორისო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ხარჯებს
ანაზღაურებენ ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები სახელმწიფო
ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
თავი VIII
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირებული საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტა
მუხლი 74. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაცია
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაციის განსახორციელებლად სამინისტრომ უნდა
დაიცვას შემდეგი პირობები:
ა) რეპატრიაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და იგი ამ კანონის აღსრულებისთვის
პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განახორციელონ;
ბ) რეპატრიაციის შესახებ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ნება წერილობით უნდა იქნეს
გამოხატული;
გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უნდა მიეწოდოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მის
წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და იქ დაბრუნების შესაძლო შედეგების შესახებ.
მუხლი 75. საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო
უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ
პროგრამებში მათ ჩართვას.
თავი IX
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები
მუხლი 76. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. პერსონალურ მონაცემთა, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემები იშლება ან/და
ნადგურდება:
ა) უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი
ან დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლიდან შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი ან დროებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების,
ჩამორთმევის ან დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ
სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით
დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
თავი X
ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამოსილებანი და ვალდებულებანი. საერთაშორისო
თანამშრომლობა
მუხლი 77. სამინისტრო
1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის უფლების
განხორციელებას.
2. ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო:
ა) ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის
იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვის მინიჭების მიზანშეწონილობას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან დამატებითი
დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საფრთხის
შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად;
გ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში, უცხოელს ან
მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად
ჩაითვალოს, რომ მას ესმის, განუმარტავს თავშესაფრის პროცედურას და თავშესაფრის მაძიებლის
უფლებებსა და მოვალეობებს;
დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და არგაძევებას ამ
კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული არგაძევების პრინციპის დაცვით;
ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების
მიზნით უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ატარებს პირველად გასაუბრებას;
ვ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ
პირს სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მას არ გააჩნია
სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება
დგება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
უცხოელის
ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირის/თავშესაფრის
მაძიებლის
პიროვნების
იდენტიფიცირებაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს პირის
იდენტიფიცირებას;
თ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უზიარებს თავშესაფრის მაძიებელთა და
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მონაცემებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და
ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით. სამინისტრო
სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს ასევე აწვდის თავშესაფრის მაძიებლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის
მინიჭებაზე უარის თქმის, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, საერთაშორისო დაცვის მქონე
პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე, დამატებითი ან
დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციას, მათზე გაცემული დროებითი
საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო
დოკუმენტის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის გაუქმების მიზნით;
ი) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების
უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ
სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოში
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
ლტოლვილთა
უმაღლესი
კომისრის
წარმომადგენლობასთან;
კ) მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას აწვდის უცხოელთა ან მოქალაქეობის
არმქონე პირთა/თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ
ინფორმაციას;
ლ) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას;
მ) ანაზღაურებს თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის მქონე პირისათვის
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული შესაბამისი
სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;
ნ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ
საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს
შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
მუხლი 78. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამინისტროს მიმართვის საფუძველზე,
კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის
მაძიებლის იდენტიფიცირებას და სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საფრთხის შექმნის საკითხზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისათვის პოტენციური საფრთხე გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც არსებობს
საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის
მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს კავშირი აქვს:
ა)
საქართველოს
თავდაცვისა
და
უსაფრთხოებისადმი
მტრულად
განწყობილი
ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ) სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან;
გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
დ) სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ
ორგანიზაციებთან) ან/და შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების
უკანონო ბრუნვასთან.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ
ინფორმაცია სამინისტროს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო
საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოების უსაფრთხოების
დაცვის ინტერესებს.
მუხლი 79. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო:
ა) სამინისტროს მიერ გაცემული თავშესაფრის მაძიებლის ცნობის საფუძველზე, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო
მოწმობას, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე
პირზე გასცემს შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტს ან სამგზავრო პასპორტს;
გ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართვის საფუძველზე,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის მოწმობას.
დ) თავშესაფრის პროცედურის ეფექტიანი აღსრულებისათვის და საერთაშორისო დაცვის მქონე
პირთა სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უზიარებს
ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ დროებითი
საიდენტიფიკაციო
მოწმობის,
დროებითი
ბინადრობის
მოწმობის
ან
სამგზავრო
დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაცემის, აღნიშნული პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის
კუთვნილების/მოპოვების, ასევე, მისი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
მუხლი 80. საქართველოს პროკურატურა
1. საექსტრადიციო პროცედურების განხორციელებისას საქართველოს პროკურატურის ან
პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს
უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს
საექსტრადიციო პროცედურა, ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ
ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, დაუყოვნებლივ მიაწოდოს
ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის
შესახებ.
2. საქართველოს პროკურატურა სამინისტროს აწვდის ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული პირის საექსტრადიციო დოკუმენტაციას.
მუხლი 81. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური:
ა) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე
ბრალდებულს/მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს
მეორე სამუშაო დღისა, აწვდის ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას
და შესაბამის დოკუმენტაციას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს;
ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს განუმარტავს პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლების შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური
ტელეფონის ნომრის, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის
მისამართის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარდგენის ვალდებულებას და ამ ვალდებულების
შეუსრულებლობის შედეგებს;
გ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით
გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამინისტროს აცნობებს
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე
პირის, ასევე, იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გათავისუფლების თარიღს, რომელმაც
მოითხოვა საერთაშორისო დაცვა;
დ) პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირის (პირების) თავშესაფრის მაძიებელთან ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან, ასევე, იმ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან
შეხვედრის ორგანიზებას, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა;
ე) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის (პირებისათვის) თავშესაფრის
მაძიებლის, ასევე, იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დოკუმენტების (მათ შორის,
სამგზავრო დოკუმენტის, მისი არსებობის შემთხვევაში) ასლების გადაგზავნას, რომელმაც მოითხოვა
საერთაშორისო დაცვა;
ვ) სამინისტროს აწვდის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, ასევე, იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ
ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო
დაცვა.
მუხლი 82. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აწვდის მას საერთაშორისო დაცვის საკითხზე
შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას, ამ კანონის მე-5 მუხლის
გათვალისწინებით;
ბ) ამ კანონის 53-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ვიზას საქართველოში
გამომგზავრების მსურველ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ან საერთაშორისო დაცვის მქონე
თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ოჯახის წევრ(ებ)ზე;
გ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი
დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დახმარებით ხელს უწყობს
ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ნებაყოფლობით რეპატრიაციას.
მუხლი 83. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ
კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“
ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
ბ)
სამინისტროს
მიმართვის
საფუძველზე
მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით
უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს და იმ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირს, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამასთანავე,
არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით;
გ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ
უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე
პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას.
მუხლი 84. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო:
ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი განათლების
მიღების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის განხორციელების ხელშეწყობას. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის
მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი,
პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით;
ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ
კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“
ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე
უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ
კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“
ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის
შესახებ;
დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან.
მუხლი 85. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე
პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისათვის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან
ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე
უარის თქმასთან დაკავშირებით უფასო იურიდიული დახმარების გაწევას.
მუხლი 86. სამინისტროს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
1. სამინისტრო საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე
თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს
კომისართან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2. სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან
თანამშრომლობს „საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის“ 1996 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების ფარგლებში.
თავი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 87. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2025 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს:
ა) თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის
განსაზღვრა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის განსაზღვრა;
გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის განსაზღვრა;
დ) შესაბამისი ღონისძიებების გატარება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელის
ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.
2. 2025 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყონ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის საქართველოდან მისი
შესაძლო გაძევების, ასევე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ
ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა
და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის განსაზღვრა.
3. 2025 წლის 1 ნოემბრამდე პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს პენიტენციურ
დაწესებულებაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე განთავსებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება, სასჯელის მოხდის შემდეგ
ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების,
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და შესაბამისი ვალდებულებების შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც საქართველოში ამ კანონის ამოქმედებამდე შემოვიდა, ამ
კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში არ წარადგენს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მისი
განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, ამ კანონის შესაბამისად.
5. ამ კანონის შესაბამისად სათანადო სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე
იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული/მიღებული შესაბამისი
სამართლებრივი აქტები.
მუხლი 88. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის №42-Iს კანონი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
15/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235).
მუხლი 89. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-86-ე მუხლების, 87-ე მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებისა და
88-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი-86-ე მუხლები, 87-ე მუხლის მე-4-მე-5 პუნქტები და 88-ე მუხლი
ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე
პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწასა და
ევროკავშირის თავშესაფრის შესაბამისი დირექტივების
საქართველოს კანონმდებლობაში
დანერგვას.
„საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის №810 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის თანახმად,
თავშესაფრის სისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად
განსაზღვრულია
ევროკავშირის
თავშესაფრის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სტანდარტებისა
და
მიდგომების
საქართველოს
კანონმდებლობაში
მეტად
დანერგვა
მიზანშეწონილობისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მოქმედ
კანონში ნაწილობრივ ასახულია ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობის ცალკეული
დებულებები, თუმცა, ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრის უზრუნველსაყოფად კანონის
ცალკეული ნორმები საჭიროებს შემდგომ დახვეწას.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადების დროს გამოყენებულ იქნა ევროკავშირის
შემდეგი დირექტივები:
2011 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011/95/EU დირექტივა „მესამე ქვეყნის
მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის
საერთაშორისო დაცვის მინიჭების
სტანდარტების, ლტოლვილის სტატუსის, ან დამატებითი დაცვის მქონე პირებისთვის ერთიანი
მიდგომის ჩამოყალიბებისა და მინიჭებული დაცვის არსის შესახებ“ (შესწორებული);
2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/32/EU დირექტივა „საერთაშორისო
დაცვის მინიჭებისა და გაუქმების საერთო პროცედურების შესახებ“ (შესწორებული);
2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/33/EU დირექტივა, რომელიც ადგენს
თავშესაფრის მაძიებლების მიღების სტანდარტებს (შესწორებული).1
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიღება არ გამომდინარეობს ევროკავშირის
სამართლებრივ აქტთან დაახლოების ვალდებულებიდან, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების
დებულებების ქართულ კანონმდებლობაში ასახვა უზრუნველყოფს ქართული კანონმდებლობის
ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრას.
ამასთან, საყურადღებოა, კანონის აღსრულებისას პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები,
მაგალითად, როგორიცაა:
1
ევროკავშირის აღნიშნული სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის
ვალდებულება არც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ და არც
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან არ
გამომდინარეობს.
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების (შემდგომ – განცხადება) დასაშვებობის ეტაპის არარსებობა,
რაც უზრუნველყოფდა ცალკეული განცხადებების არსებით განხილვამდე გაფილტვრას;
განცხადების განხილვის გამარტივებული პროცედურის არარსებობა;
განცხადების განხილვის შეჩერების შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურის უსაფუძვლოდ
გაჭიანურება;
პენიტენციურ დაწესებულებაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებით ბოროტად
სარგებლობა;
საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას გაძევებას ან
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გაძევებასთან/ექსტრადიციასთან დაკავშირებული
სირთულეები;
საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების, ასევე
სასამართლო უწყების პირისთვის საკუთარ მისამართზე ჩაბარებასთან დაკავშირებული
სირთულეები და სხვა.
დასახელებული პრობლემური საკითხების გათვალისწინებით, პრაქტიკული ხარვეზების
აღმოფხვრის, ეფექტიანი თავშესაფრის სისტემის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვასთან
დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით, მიზანშეწონილია „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის ახლებურად ჩამოყალიბება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოში თავშესაფრის პროცედურის განხორციელების, ასევე, საერთაშორისო დაცვასთან
დაკავშირებული სხვა საკითხების განმსაზღვრელ ძირითად სამართლებრივ აქტს წარმოადგენს
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, ზემოთ განხილულ
გამოწვევებზე საპასუხოდ და საქართველოს კანონმდებლობაში ევროკავშირის თავშესაფრის
კანონმდებლობის დებულებების ასახვის მიზნით აუცილებელია შემუშავებულ იქნეს ახალი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან
დაკავშირებული საკითხები და საქართველოს კანონმდებლობაში აისახება ევროკავშირის
თავშესაფრის კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი სიახლეები:
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
მოქმედი რეგულაციით არ არის განსაზღვრული, ვის უნდა მიმართოს უცხოელმა ან
მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნული
ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით, წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ის
უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიღებაზე.
კერძოდ:
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება ექნება საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს
მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას,
მხოლოდ
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში. საერთაშორისო დაცვა აგრეთვე შეიძლება მოთხოვნილი
იქნეს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ
ორგანოში;
ბ) სასაზღვრო პროცედურის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში;
გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას,
პენიტენციურ დაწესებულებაში.
დამატებითი დაცვა
მოქმედი კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის
შემდეგი ფორმები: ლტოლვილის სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი და დროებითი დაცვის ქვეშ
მყოფი პირის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011/95/EU
დირექტივით „მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საერთაშორისო
დაცვის მინიჭების სტანდარტების, ლტოლვილის სტატუსის, ან დამატებითი დაცვის მქონე
პირებისთვის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებისა და მინიჭებული დაცვის არსის შესახებ“
(შესწორებული) საერთაშორისო დაცვის ერთ-ერთ ფორმად განსაზღვრულია დამატებითი დაცვა,
ხოლო ჰუმანიტარულ სტატუსს, როგორც საერთაშორისო დაცვის ფორმას, დირექტივა არ
ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დირექტივით განსაზღვრული დამატებითი
დაცვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები კანონით განსაზღვრული ჰუმანიტარული
სტატუსის მსგავსია. შესაბამისად, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვის მიზნით,
ჰუმანიტარული სტატუსი იცვლება დამატებითი დაცვით.
დასაშვებობის ეტაპი
ყველა განცხადება გაივლის დასაშვებობის პროცედურას. კერძოდ, განცხადების არსებით
განხილვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდება განცხადებების წინასწარი „სკრინინგი“, რითაც
შესაძლებელი გახდება ცალკეული განცხადებების საწყის ეტაპზევე გაფილტვრა და თავშესაფრის
სისტემის განტვირთვა.
კანონით განისაზღვრება განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძვლები, მაგალითად,
როგორიცაა: თუ უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვა
მინიჭებულია სხვა სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ პირისთვის წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას,
ასევე, თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ჩადენისთვის ან თუ პირისთვის არსებობს უსაფრთხო მესამე ქვეყანა.
განცხადების დასაშვებობის დადგენის მიზნით (გარდა განმეორებითი საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის შემთხვევისა) პირთან ტარდება ანკეტირება, სადაც მას ეძლევა თავისი მოსაზრების
წარდგენის შესაძლებლობა.
განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება
ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და პირს ბარდება კანონით დადგენილი წესით.
უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა შესაძლებელია
გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადით.
აღსანიშნავია, რომ პირი თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა, თავშესაფრის მაძიებლის ცნობას
იღებს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს იძენს განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.
სამინისტროს მიერ დასაშვებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პირს გადაეცემა
ცნობა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე, რაც ადასტურებს ამ პერიოდის განმავლობაში
საქართველოში მის კანონიერად ყოფნას.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, საქალაქო სასამართლოში, ხოლო
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის
ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.
საგულისხმოა, რომ განცხადების დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ, ასევე, მისი საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, რადგანაც პირი
თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ გავრცელდება პროექტის მე-8 მუხლით
განსაზღვრული არგაძევების პრინციპი და შესაბამისი აქტის უცხოელისთვის ჩაბარების შემდეგ
დასაშვები იქნება მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
უსაფრთხო მესამე ქვეყანა
დასაშვებობის პროცედურის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საკანონმდებლო დონეზე
გაიწერება უსაფრთხო მესამე ქვეყნის ცნება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ცნებას ითვალისწინებს
2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/32/EU დირექტივა „საერთაშორისო დაცვის
მინიჭებისა და გაუქმების საერთო პროცედურების შესახებ“ (შესწორებული). კანონის პროექტის
თანახმად, უსაფრთხო მესამე ქვეყანა არის ქვეყანა, რომელიც არ არის უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანა, თუმცა, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირსა და ამ ქვეყანას
შორის არსებული კავშირის საფუძველზე, შესაძლებელია ამ ქვეყანაში ამ პირის კანონიერი გზით
დაშვება.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხო მესამე ქვეყნად მიჩნევისთვის აუცილებელია ამ
ქვეყანაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სიცოცხლეს ან თავისუფლებას არ შეექმნას
საფრთხე მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების
ან პოლიტიკური შეხედულების გამო, დაცული იქნეს არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობისაგან, არგაძევების პრინციპის დარღვევით არ მოხდეს მისი ამ ქვეყნიდან გაძევება. ამასთან,
ამ ქვეყანაში პირს უნდა მიეცეს ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნისა და მისთვის ასეთი საჭიროების
დადგენის შემთხვევაში შესაბამისი დაცვის მიღების შესაძლებლობა.
განცხადების საზღვარზე განხილვა
ცალკეული განცხადებების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვისთვის შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს განცხადების განხილვის
ახალი წესს, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს
სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი განცხადების საქართველოს საზღვარზე
განხილვის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ განცხადება საზღვრის პროცედურით განიხილება
ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:
თუ არსებობს განცხადების დაუშვებლად ცნობის ან დაჩქარებული წესით განხილვის
საფუძვლები;
თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის,
ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის;
თუ პირი გაძევებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული
მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო.
საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში პირთან ტარდება პირველადი გასაუბრება და
კანონით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება
განცხადების საზღვარზე განხილვის შესახებ. პირს განემარტება განცხადების საზღვარზე განხილვის
წესი. ამასთან, მას ექნება შესაძლებლობა, საზღვრის პროცედურის განმავლობაში ისარგებლოს უფასო
იურიდიული დახმარებითა და თარჯიმნის მომსახურებით.
საზღვრის პროცედურის ფარგლებში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი განთავსებული
იქნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, მისი განთავსებისთვის შესაბამისი პირობების
არსებობის გათვალისწინებით.
საზღვრის პროცედურის ფარგლებში განცხადება განიხილება 7 კალენდარული დღის ვადაში,
ანკეტირების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება 7 კალენდარული დღის ვადაში
საქალაქო სასამართლოში და სარჩელი განიხილება დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების
გამოყენებით. საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 7 კალენდარული დღის ვადაში,
რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.
განცხადების საზღვარზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, მათ შორის,
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 28
კალენდარულ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ 28 კალენდარული დღის ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება
მიღებული, პირს ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება და მისი განცხადება
განიხილება კანონით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისათვის საფრთხის თავიდან არიდებისა და შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების დაცვის
უზრუნველსაყოფად პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების მიუხედავად, თუ არსებობს
შესაბამისი ინფორმაცია, რომ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებელი იქნება მისი
დაკავება.
განცხადების საზღვარზე განხილვისას უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის
საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი სარგებლობს
კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების საფუძვლები
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული ცალკეული ლეგიტიმური
მიზნების მიღწევის მიზნით, წარმოდგენილი კანონის პროექტით, ევროკავშირის დირექტივებისა და
გაეროს თავშესაფრის მაძიებლის დაკავების სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით,
გაფართოვდა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების
საფუძვლები.
კერძოდ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება, ასევე
შესაძლებელი იქნება, განცხადების საზღვარზე განხილვის პროცედურის ფარგლებში, თუ
გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა კანონით დადგენილ ვადაში და პირი წარმოადგენს
საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, თუ იგი უხეშად არღვევს
საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, თუკი არსებობს საკმარისი საფუძველი
ვარაუდისთვის, რომ პირი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ასევე, იმ
შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი არ შეასრულებს
მოსამართლის მიერ განსაზღვრულ დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებულ
ვალდებულებებს. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი
დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.
დაკავებულისთვის შესაბამისი უფლებრივი გარანტიების დადგენის მიზნით, კანონის პროექტით
ზუსტდება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს
დაკავებისთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს,
რომ მას ესმის გასაგები ფორმით განემარტება შესაბამისი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.
კანონით ასევე ზუსტდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადები.
ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონი ითვალისწინებს უცხოელის დაკავების ალტერნატიულ ზომებს, რომლებიც
სასამართლოს მიერ პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. დაკავების, როგორც უფლების მზღუდავი
ღონისძიების მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია, დაკავების
ალტერნატიული ზომები განსაზღვრული იყოს უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე
პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან მიმართებითაც. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით
გათვალისწინებულია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის
დაკავების ალტერნატიული ზომები: პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ან/და
სამინისტროს სხვა უფლებამოსილ დანაყოფში რეგულარული, არაუმეტეს კვირაში ორჯერ
გამოცხადება და საქართველოს მოქალაქის თავდებობა. პროექტით ასევე განისაზღვრება
ალტერნატიული ზომის გამოყენების ვადასთან დაკავშირებული საკითხები.
ადვოკატის წარმომადგენლობა
პროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს,
თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უფლება ექნება თავშესაფრის
პროცედურის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საკუთარი ხარჯებით,
ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, ხოლო განცხადების საზღვარზე განხილვისას ან
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან
ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე
უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას კი − უფასო იურიდიული
დახმარებით.
თავშესაფრის პროცედურის ფარგლებში ადვოკატის მონაწილეობასთან დაკავშირებული
ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით კანონში მიეთითება, რომ თავშესაფრის პროცედურის
მიმდინარეობისას, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოების დროს, ადვოკატის მონაწილეობას არ
გააჩნია სავალდებულო ხასიათი, ამასთან, შესაძლებელია სასამართლოს დავის წარმოებაში მისი
მონაწილეობა განხორციელდეს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მისი
ანკეტირებაზე, გასაუბრებაზე ან სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა
არ შეაფერხებს ანკეტირების/გასაუბრების ჩატარებას ან სასამართლოში საქმის განხილვას.
შესაბამისად, თუ პირს ჰყავს ადვოკატი/კანონიერი წარმომადგენელი, მას შესაძლებლობა ექნება
დაესწროს თავშესაფრის მაძიებლის გასაუბრებას. ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს
შეკითხვების დასმისა და კომენტარების გაკეთების უფლება, გასაუბრების ჩამტარებელი პირის მიერ
განსაზღვრულ ფარგლებში, ექნება გასაუბრების დასრულებისას.
ამასთან, თავშესაფრის პროცედურის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, თუ ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის
მონაწილეობით ფერხდება თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობა, მათ შორის, სასამართლო
დავის წარმოებისას, თავშესაფრის
წარმომადგენლის გარეშე.
პროცედურა
განხორციელდება
ადვოკატის/კანონიერი
ზემოაღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე.
თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან ანკეტირებას/გასაუბრებას ესწრება მისი კანონიერი
წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელსაც შეუძლია ანკეტირების ან
გასაუბრების მიმდინარეობისას დასვას შეკითხვები ან გააკეთოს კომენტარები, უფლებამოსილი
თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ
არჩეული ადვოკატი, სასამართლო სარჩელს განიხილავს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე.
აღნიშნულ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა პენიტენციურ დაწესებულებაში
წარმოდგენილი კანონის პროექტი ასევე განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან
დაკავშირებულ რეგულაციებს. კერძოდ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან
მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მეორე სამუშაო
დღისა, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი მას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება
გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის აწვდის შემდეგ ინფორმაციას:
სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით
გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ;
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ;
სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში
სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ასევე, ელექტრონული ფოსტის
მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარდგენის
ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.
დასახელებული ინფორმირების ვალდებულება არ ვრცელდება განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით
მძიმე, ასევე, ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებზე.
უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს უფლება აქვს,
საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს
პენიტენციურ დაწესებულებაში, თავის მშობლიურ
ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, ხოლო შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის
მეშვეობით ასევე − სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 10
კალენდარული დღის ვადაში. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან
მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში,
სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების
წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ შორის, ამ
გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით, სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, არ
ფერხდება საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციის
თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული ან მსჯავრდებული, რომელმაც მოითხოვა
საერთაშორისო დაცვა,სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლების შემთხვევაში, 5 დღის ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტში და არ წარადგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, თავშესაფრის
პროცედურა შეწყდება. აღნიშნულის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, ასევე, კანონით
დადგენილი წესით მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება არგაძევების პრინციპი და
ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის ექსტრადიცია ან საქართველოდან
გაძევება.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების, ასევე,
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის განმარტებასთან და
სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული
საკითხები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა
წარმოდგენილი კანონის პროექტით ფართოვდება განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის
საფუძვლები. კერძოდ, განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ
თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანა არის უსაფრთხო. განცხადების დაჩქარებული წესით
განხილვის საფუძვლები ასევე იქნება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ხელის
თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღებაზე ან ფოტოსურათის გადაღებაზე უარის გაცხადება,
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საპატიო მიზეზის გარეშე, საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნა საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის შემდეგ და ა.შ.
ამასთან, განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის გამარტივების მიზნით, დაჩქარებული
განხილვის ფარგლებში განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან
1 თვის ვადაში.
საგულისხმოა, რომ განცხადების დაჩქარებული განხილვის საფუძვლებისა და მისი სპეციფიკური
შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული პროცედურის ფარგლებში სამინისტროს მიერ პირისთვის
საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასევე, ამ კანონით დადგენილი წესით
მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, პირი არ მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად, მასზე
არ გავრცელდება არგაძევების პრინციპი და შესაბამისი აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვები
იქნება მისი ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა
დაჩქარებული პროცედურის საფუძვლების გაფართოების გათვალისწინებით, წარმოდგენილი
პროექტით განისაზღვრება უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის ცნება, რომელიც გულისხმობს ქვეყანას,
სადაც ზოგადად და განგრძობადად სახეზე არ არის დევნა, წამების ან ღირსების შემლახავი ან
არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი და არ არსებობს საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული
კონფლიქტის საფუძველზე განურჩეველი ძალადობის საფრთხე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ
ცნებას და მის საფუძველზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობას ასევე
ითვალისწინებს 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/32/EU დირექტივა
„საერთაშორისო დაცვის მინიჭებისა და გაუქმების საერთო პროცედურების შესახებ“ .
სამინისტროს მიერ განცხადების განხილვის ფარგლებში ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში
შეფასდება, რამდენად არის პირის წარმოშობის ქვეყანა უსაფრთხო.
ოჯახის წევრის ცნება და წარმოებული სტატუსი
ევროკავშირის დირექტივასთან თანხვედრის უზრუნველყოფისა და პრაქტიკაში გამოვლენილი
ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, იცვლება ოჯახის წევრის ცნება. კერძოდ, განისაზღვრება, რომ
თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება
წარმოშობის ქვეყანაში უკვე არსებული ოჯახის წევრი, კერძოდ:
თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ან არარეგისტრირებულ
ქორწინებაში მყოფი პირი;
ზემოხსენებულ პირთა დასაოჯახებელი არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებული ან
არარეგისტრირებული ქორწინებიდან ან წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
შვილად აყვანილი არასრულწლოვნები;
დასაოჯახებელი არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე
პირის დედა, მამა ან კანონიერი წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, სრულწლოვანი თავშესაფრის
მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მშობლები სრულად გამოირიცხებიან ოჯახის
წევრის ცნებიდან.
ამასთან, თავშესაფრის მაძიებლის დამატებულ ოჯახის წევრზე სასამართლოს გადაწყვეტილების
გავრცელებასთან დაკავშირებული ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით, წარმოდგენილი კანონის
პროექტით დგინდება, რომ თუ ოჯახის წევრთა განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს ან
ოჯახის წევრი ემატება თავშესაფრის პროცედურის, მათ შორის, სასამართლო დავის
მიმდინარეობისას, საერთაშორისო დაცვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის,
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირის/თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრ(ებ)ზეც გავრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
არსებობს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის ან საერთაშორისო დაცვიდან
გამორიცხვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.
სასამართლოს გადაწყვეტილებისა და განჩინების ჩაბარება
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან
ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის
გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს
გადაწყვეტილების, განჩინების, ასევე სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარებასთან
დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, წარმოდგენილი კანონის პროექტით დგინდება,
რომ სასამართლო გადაწყვეტილების, განჩინების, ასევე სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ,
სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყებას, უცხოელს ან
მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს აბარებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების გზით. აღნიშნული
მიზნებისთვის სასამართლოს უფლებამოსილ პირებს ექნებათ წვდომა სამინისტროს შესაბამის
მონაცემთა ბაზაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს ცალკეული ნორმების ახლებურად
ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს თავშესაფრის პროცედურის დახვეწას და კანონმდებლობის
ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
„საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის №810 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის თანახმად,
თავშესაფრის სისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად
განსაზღვრულია
ევროკავშირის
თავშესაფრის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სტანდარტებისა და მიდგომების საქართველოს კანონმდებლობაში დანერგვა.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი ნაწილის (კანონის პირველი86-ე მუხლები, 87-ე მუხლი მე-4-მე-5 პუნქტები და 88-ე მუხლი) ამოქმედების თარიღად განისაზღვრა
2025 წლის 1 სექტემბერი, ვინაიდან ახალი რეგულაციების იმპლემენტაციისათვის შესაბამის
სახელმწიფო უწყებებს მიეცეთ სათანადო დრო, ხოლო კანონის გარდამავალი დებულებების ის
ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემას, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკუთარი
შემოსავლები. აღნიშნული ხარჯები საჭიროების შესაბამისად დაფინანსდება „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით გათვალისწინებულ, შესაბამის სახელმწიფო უწყებათა
საბიუჯეტო ასიგნებებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, ეფექტიანი თავშესაფრის სისტემის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვასთან
დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი
პროცედურები გაზრდის სასამართლოსთვის მიმართვიანობას, რაც პირდაპირპროპორციულად
აისახება სახელმწიფო ბაჟის გადახდის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე წარდგენილი ყველა
განცხადება გაივლის დასაშვებობის ეტაპს და განცხადების არსებით განხილვაზე გადაწყვეტილების
მიღებამდე მოხდება განცხადებების წინასწარი „სკრინინგი“, რითაც შესაძლებელი გახდება
ცალკეული განცხადებების საწყის ეტაპზევე გაფილტვრა და თავშესაფრის სისტემის განტვირთვა.
დასაშვებობის პროცედურასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია
გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს განცხადების განხილვის ახალი წესს, რაც გულისხმობს
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან
საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის შემთხვევაში მისი განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვის შესაძლებლობას.
საზღვრის პროცედურის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის
საქალაქო სასამართლოში.
კანონის პროექტით ფართოვდება განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები.
კერძოდ, განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები ასევე იქნება უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღებაზე ან
ფოტოსურათის გადაღებაზე უარის გაცხადება, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ,
საპატიო მიზეზის გარეშე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა საქართველოში შემოსვლიდან 3 თვის
შემდეგ და ა.შ. დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლების გაფართოება შესაბამისად გამოიწვევს
დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას მიღებული
გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევების გაზრდას.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის შედეგად მიღებული შემოსავლების რაოდენობა დამოკიდებული
იქნება სასამართლოში განსახილველი საქმეების ყოველწლიურ მაჩვენებელზე. სახელმწიფო ბაჟის
გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით,
რომლის თანახმადაც, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი, სააპელაციო
საჩივარზე – 150 ლარი.
აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების
მიზნით საჭირო იქნება სამინისტროს მიერ შესაბამისი ადამიანური რესურსის მობილიზებაც.
ადამიანური რესურსის მატებასთან ერთად კი გაიზრდება საბიუჯეტო შემოსულობები. მათ შორის,
ერთი ახალი თანამშრომლის სახელფასო ფონდიდან საშემოსავლო გადასახადის სახით საშუალოდ
329.6 ლარის ოდენობით თვეში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რადგან პროექტით გათვალისწინებული ცალკეული სიახლეების დანერგვა
დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან. ამასთან, კანონპროექტის მიღებით
მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირების
მიმართ მოქმედ სახელმწიფო პროგრამებსა და გაძევების პროცედურაში სახელმწიფოს მიერ გასაწევი
ხარჯები.
კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს განცხადების საზღვარზე განხილვის წესს, რაც
გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო
საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო
დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვის
შესაძლებლობას. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განთავსებისათვის ღირსეული
პირობების შექმნის მიზნით საჭირო იქნება ცალკეულ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შესაბამისი
სივრცეების მოწყობა და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
კანონის პროექტით ასევე გათვალისწინებულია განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის
საფუძვლების გაფართოება.
ზემოხსენებული პროცედურების განხორციელების მიზნით საჭირო იქნება სამინისტროს მიერ
შესაბამისი ადამიანური რესურსის მობილიზება, სამინისტროსთან ერთად, კანონპროექტით
გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით შესაძლებელია საჭირო გახდეს
ადამიანური რესურსის დამატება სხვა სახელმწიფო უწყებებშიც, რაც განხორციელდება შესაბამისი
უწყებებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული
რიცხოვნობებისა და ასიგნებების ფარგლებში, შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
ამასთან, საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული ცალკეული ლეგიტიმური მიზნების
მიღწევის მიზნით წარმოდგენილი კანონის პროექტით შემოთავაზებულია უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავების საფუძვლების გაფართოება.
აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს დაკავებული პირების რაოდენობის ზრდა, რაც დაკავშირებული
იქნება შესაბამის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ ხარჯებთან. კერძოდ, აღნიშნული
გამოიწვევს დაკავებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის
ყოველდღიური შენახვის ხარჯების გაზრდას, დღეის მდგომარეობით, დროებითი განთავსების
ცენტრში დაკავებულის ყოველდღიური შენახვის ხარჯი არასრულწლოვნის შემთხვევაში
წარმოადგენს 18.87 ლარს, სრულწლოვნის შემთხვევაში – 20.81 ლარს. უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა
დამოკიდებული იქნება დაკავებულ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა/თავშესაფრის
მაძიებელთა ყოველწლიურ რაოდენობაზე.
რადგანაც წარმოდგენილი კანონის პროექტით გარკვეულწილად ფართოვდება უცხოელისა და
მოქალაქეობის არმქონე პირის გაძევებასთან დაკავშირებული შემთხვევები, გაძევების
ყოველწლიური
რაოდენობის
პირდაპირპროპორციულად
გაიზრდება
აღნიშნულთან
დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების რაოდენობაც.
უცხოელის
საქართველოდან იძულებითი გაძევების ხარჯების საფასური დამოკიდებულია მათი წარმოშობის
ქვეყნების მიმართულებით არსებულ სამგზავრო ტარიფებზე. მაგალითად, აზერბაიჯანის მოქალაქის
სამშობლოში გასამგზავრებელი ბილეთის ღირებულება მერყეობს 500-დან 600 ლარამდე. ამას ემატება
ესკორტის ორმხრივი გზის საფასურიც 2 თანამშრომელზე 800-დან 900 ლარამდე, რაც საერთო ჯამში
აღწევს 2500-2600 ლარს ერთ პირზე.
წარმოდგენილი კანონის პროექტით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული
სასამართლო გადაწყვეტილების, განჩინების, ასევე სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ,
სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყებას, უცხოელს ან
მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს აბარებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების გზით. ვებგვერდის
ფუნქციონირება და აღნიშნული გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება
განხორციელდება სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ამასთან, შესაბამისი საჩივრის არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან,
მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი
დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საერთო
სასამართლოების მიერ საქმის განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯები
საშუალოვადიან პერიოდში დაფინანსდება სამინისტროებისათვის საშუალოვადიან პერიოდზე
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტით განსაზღვრული
ასიგნებების ფარგლებში.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში
თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირების რაოდენობას, რითაც
პირდაპირპროპორციულად შემცირდება თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის
მქონე პირების მიმართ მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში სახელმწიფოს მიერ გასაწევი ხარჯები.
კერძოდ, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში, თავშესაფრის
მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირების მიმართ მოქმედებს რიგი სახელმწიფო
პროგრამებისა, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს შესაბამის საბიუჯეტო სახსრებს/ხარჯებს და
ადამიანურ რესურსს. მაგალითად:
თავშესაფრის მაძიებლები სარგებლობენ მიმღებ ცენტრში უფასო განთავსების უფლებით;
თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები,
საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობენ სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი
განათლების უფლებით; მათთვის მოქმედებს ქართული ენის შესწავლის პროგრამა;
თავშესაფრის მაძიებლებს, ასევე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს
წვდომა აქვთ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“;
ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები იღებენ ყოველთვიურ სოციალურ
შემწეობას 45 ლარის ოდენობით. მაგალითისთვის, 2018 წელს, საერთაშორისო დაცვის მქონე
პირებზე ჯამში გაიცა 608760 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა, 2019 წელს – 571995
ლარი; 2020 წელს – 567180 ლარი, 2021 წელს – 535140 ლარი, 2022 წელს – 581625 ლარი, 2023
წელს – 630945 ლარი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით – 482625 ლარი;
ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ მიზნობრივი
სოციალური პროგრამის საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, რომელიც ინიშნება
შესაბამისი მოკვლევისა და შეფასების შემდგომ, ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან
გამომდინარე. საარსებო შემწეობა ინიშნება ოჯახის უფროსსა და ოჯახის წევრებზე 60 ლარის
ოდენობით, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი პირზე – 100 ლარის ოდენობით (აღნიშნული
საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, ბენეფიციარები ვეღარ აიღებენ ყოველთვიურ
სოციალურ შემწეობას – 45 ლარის ოდენობით);
თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები
სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ სტატუსებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე.
თავშესაფრის მაძიებლები ზემოაღნიშნული პროგრამებით სარგებლობენ თავშესაფრის
პროცედურის განმავლობაში – საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლამდე – რაც, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წლის განმავლობაში (სასამართლო განხილვის
პერიოდის ჩათვლით).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს,
თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უფლება ექნება თავშესაფრის
პროცედურის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საკუთარი ხარჯებით,
ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს საკითხი
ფინანსურ შედეგებს წარმოშობს იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის, თავშესაფრის
მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით
ისარგებლებენ იურიდიული მომსახურებით. ამასთან, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის,
თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ იურიდიული მომსახურების
მიღებისთვის გადახდილი ჰონორარი დადებით ფინანსურ შედეგებს წარმოშობს ადვოკატებისთვის.
ეფექტიანი თავშესაფრის სისტემის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვასთან
დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი
პროცედურები გაზრდის სასამართლოსთვის მიმართვიანობას, რაც უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდას გამოიწვევს.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით
საჭირო იქნება სამინისტროს მიერ შესაბამისი ადამიანური რესურსის მობილიზებაც, რაც გამოიწვევს
ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებული პირებისთვის დადებით ფინანსურ შედეგებს
წარმოშობს. ერთი ახალი თანამშრომელი მიიღებს ანაზღაურებას საშუალოდ 1648 ლარის ოდენობით,
ასევე, დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანის ოდენობა, ერთ თანამშრომელზე,
საშუალოდ შეადგენს 32.96 ლარს, დაზღვევის ოდენობა – საშუალოდ 87 ლარს, უნიფორმის
ღირებულება საშუალოდ – 356 ლარს.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით,
შესაძლებელია საჭირო გახდეს ადამიანური რესურსის დამატება სხვადასხვა უწყებებში, რაც
დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან ამ პოზიციებზე და
მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. წარმოდგენილი კანონის პროექტი
ეხმიანება თავშესაფრის პოლიტიკის განმსაზღვრელ ევროკავშირის შემდეგ დირექტივებს:
2011 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011/95/EU დირექტივა „მესამე ქვეყნის
მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის
საერთაშორისო დაცვის მინიჭების
სტანდარტების, ლტოლვილის სტატუსის, ან დამატებითი დაცვის მქონე პირებისთვის ერთიანი
მიდგომის ჩამოყალიბებისა და მინიჭებული დაცვის არსის შესახებ“ (შესწორებული);
2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/32/EU დირექტივა „საერთაშორისო
დაცვის მინიჭებისა და გაუქმების საერთო პროცედურების შესახებ“ (შესწორებული);
2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/33/EU დირექტივა, რომელიც ადგენს
თავშესაფრის მაძიებლების მიღების სტანდარტებს (შესწორებული).
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული ახალი
რეგულაციების დადგენა და არსებული რეგულაციების დახვეწა. წარმოდგენილი კანონის პროექტის
მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობა.
ჩეხეთი2
ჩეხეთში საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ჩეხეთის
შინაგან საქმეთა სამინისტრო. პირის მიერ განცხადების წარდგენის შემდეგ ხდება მისი დასაშვებობის
შემოწმება. განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძვლებია, მათ შორის:
პირის ჩეხეთის ტერიტორიაზე იმ ქვეყნიდან შემოსვლა, რომელსაც ჩეხეთი მიიჩნევს უსაფრთხო
მესამე ქვეყნად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი წარადგენს არგუმენტებს, რის გამოც მისთვის
ქვეყანა ვერ იქნება მიჩნეული უსაფრთხოდ;
პირის მიერ განმეორებითი განცხადების წარდგენა, რომელიც დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ჩეხეთში მოქმედებს საზღვრის პროცედურა, რომლის ფარგლებში პოლიცია უფლებამოსილია
პირი განათავსოს აეროპორტში არსებულ მიმღებ ცენტრში. თუ აეროპორტში არ არის მიმღები
2
https://www.refworld.org/legal/legislation/natlegbod/1999/en/115506
ცენტრი, პოლიციას პირი გადაჰყავს სხვა აეროპორტში არსებულ მიმღებ ცენტრში ან სამინისტროს
მიერ განსაზღვრულ აეროპორტში არსებულ თავშესაფრის სხვა დაწესებულებაში, რომელიც
ფუნქციონირებს, როგორც მიმღები ცენტრი. ამასთან, სამინისტრო პირს ატყობინებს, რომ
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა არ არის მისთვის ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლების
მინიჭების საფუძველი და მას მოუწევს აეროპორტის მიმღებ ცენტრში ყოფნა.
აეროპორტში არსებულ მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი ვალდებულია ჩააბაროს
ნებისმიერი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება და საგანი, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე
შეუქმნას სხვა პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირმა არ
შეასრულა ზემოხსენებული ვალდებულება, დასაშვებია როგორც ამ პირის პირადი ნივთების, ასევე,
უშუალოდ ამ პირის ჩხრეკა.
ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,
პირის აეროპორტის მიმღებ ცენტრში ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების
წარდგენიდან 120 დღეს.
საერთაშორისო დაცვის სფეროში სამინისტროს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება
სასამართლოში საჩივრდება პირისთვის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში.
გერმანია3
გერმანიაში საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა მიგრაციისა და
ლტოლვილთა ფედერალური ოფისი (შემდგომ − ფედერალური ოფისი).
განცხადება საზღვრის პროცედურით განიხილება იმ შემთხვევაში, თუ:
პირი შემოდის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან;
პირს არ შეუძლია თავისი იდენტობის დადასტურება შესაბამისი დოკუმენტის არარსებობის გამო.
საზღვრის პროცედურის საერთო ხანგრძლივობა, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების
ვადის ჩათვლით, არის 19 დღე. ფედერალური ოფისი საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში, რომელიც სასამართლოში საჩივრდება 3 დღის ვადაში.
სასამართლო საქმეს განიხილავს 14 დღის ვადაში. ფედერალური ოფისის გადაწყვეტილების
გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს მის აღსრულებას, თუმცა, პირი უფლებამოსილია
სასამართლოს მიმართოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.
საზღვრის პროცედურის ფარგლებში პირს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აქვს, თუ:
ფედერალურმა ოფისმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო 2 დღის ვადაში;
სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო 14 დღის ვადაში.
ჩვეულებრივი და დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება
საჩივრდება 2 კვირის ვადაში. გასაჩივრება აჩერებს მის აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც:
ფედერალურმა ოფისმა განცხადება დაუშვებლად ცნო;
ფედერალურმა ოფისმა განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად ცნო (ამ შემთხვევაში პირს
გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის აქვს 1 კვირა).
საერთაშორისო დაცვის სფეროში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი
გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, როდესაც საქმე არის
3
https://asylumineurope.org/reports/country/germany/asylum-procedure/
ფუნდამენტური მნიშვნელობის ან ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაარღვია სამართლის
ძირითადი პრინციპები.
უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომია:
საზღვრის პროცედურის ფარგლებში ფედერალური ოფისის მიერ მიღებული უარყოფითი
გადაწყვეტილების გასაჩივრებისას;
სხვა პროცედურის ფარგლებში, თუ სასამართლოს შეფასებით, საქმეს აქვს წარმატების
პერსპექტივა.
ესპანეთი4
საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა თავშესაფრისა და ლტოლვილთა
ოფისი.
საზღვრის პროცედურა გამოიყენება ყველა პირის მიმართ, ვინც საერთაშორისო დაცვას ითხოვს
საზღვარზე. თავშესაფრისა და ლტოლვილთა ოფისი გადაწყვეტილებას იღებს 4 დღის ვადაში. პირს
უფლება აქვს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში საქმის ხელახალი განხილვისთვის
მიმართოს თავშესაფრისა და ლტოლვითა ოფისს, რომელიც საქმეს ხელახლა განიხილავს 48 საათის
ვადაში, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. გადაწყვეტილების სასამართლოში
გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს მის აღსრულებას, თუმცა, პირი უფლებამოსილია
სასამართლოს მიმართოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.
დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში საქმე განიხილება 3 თვის ვადაში. აღნიშნული
პროცედურის ერთ-ერთი საფუძველია პირის მიერ ესპანეთის ტერიტორიაზე შემოსვლიდან
განცხადების 1 თვის შემდეგ წარდგენა.
საფრანგეთი5
საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა ლტოლვილთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა ოფისი, რომელზეც ადმინისტრაციულ ზედამხედველობას ახორციელებს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შესაბამისი დოკუმენტების არმქონე პირის მიერ საფრანგეთის საზღვარზე საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის შემთხვევაში, განცხადება განიხილება საზღვრის პროცედურით. საზღვრის პროცედურის
ვადა არ აღემატება 4 კვირას. გადაწყვეტილება საჩივრდება 48 საათის განმავლობაში, სასამართლო
გადაწყვეტილებას იღებს 72 საათის ვადაში, რომელიც სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება 15
დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს
მის აღსრულებას.
დაჩქარებული პროცედურისას განცხადება განიხილება 15 დღის ვადაში (96 საათში, თუ პირი
ადმინისტრაციული წესით დაკავებულია) და გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 1 თვის
ვადაში. სასამართლო საქმეს განიხილავს 5 კვირის ვადაში. გასაჩივრება აჩერებს მის აღსრულებას,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის კონცეფციის გამოყენებით;
განმეორებითი განცხადებაა;
პირი საფრთხეს უქმნის საჯარო წესრიგს.
დაჩქარებული პროცედურის ერთ-ერთი საფუძველია განცხადების პირის საფრანგეთის
ტერიტორიაზე შემოსვლიდან 90 დღის გასვლის შემდეგ წარდგენა.
4
5
https://asylumineurope.org/reports/country/spain/asylum-procedure/
https://asylumineurope.org/reports/country/france/asylum-procedure/
შვეიცარია6
საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა მიგრაციის სახელმწიფო სამდივნო.
პირის მიერ საერთაშორისო დაცვის ჟენევის აეროპორტში მოთხოვნის შემთხვევაში, საქმე
განიხილება საზღვრის პროცედურით. პირისთვის შვეიცარიის ტერიტორიაზე შესვლის უფლების
მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ
იქნა გადაწყვეტილება მიღებული, შესაძლებელია პირს დროებით შეეზღუდოს შვეიცარიის
ტერიტორიაზე შესვლის უფლება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდეს
აეროპორტში, რის შემდეგაც 20 დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება:
განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ;
საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
პირისთვის შვეიცარიის ტერიტორიაზე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ.
მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 5 სამუშაო
დღის ვადაში. გასაჩივრება ავტომატურად აჩერებს მის აღსრულებას.
მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს მიერ 20 დღის ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის
შემთხვევაში, პირს აქვს შვეიცარიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება და ის შესაძლებელია
განთავსდეს თავშესაფრის დაწესებულებაში.
პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აეროპორტში დაყოვნება
შესაძლებელია პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნიდან 60 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ
აღსრულდება გაძევების გადაწყვეტილება, პირი შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს იმიგრაციის
ადმინისტრაციული დაკავების ცენტრში.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
6
https://asylumineurope.org/reports/country/switzerland/asylum-procedure/