„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (07-2/34; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/34; 16/04/2025) გამომდინარე: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20,
30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლტოლვილზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი.
დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა
გაიცემა შესაბამისად დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირის სტატუსის
მოქმედების ვადით.“.
2. III1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III1 . საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის,
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან დამატებითი დაცვის მქონე
პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.
3. 201 მუხლის:
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან დამატებითი დაცვის
მქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი), ლტოლვილის
სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ − სამგზავრო დოკუმენტი) არის შესაბამისი პირის
პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც
საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. სამგზავრო პასპორტის
დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაცემის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე აღინიშნება მისი
მფლობელის სტატუსი.“;
ბ) 21−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილზე მისი საქართველოდან გასვლის,
საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
22. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო
პასპორტი ვარგისია შესაბამისად ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის
საქართველოდან საზღვარგარეთის სახელმწიფოებში (გარდა მისი წარმოშობის ქვეყნისა)
გასასვლელად.
23. სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ
გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში სტატუსის
მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე სამგზავრო
პასპორტს და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული
სამსახურების მეშვეობით.“.
4. 202 მუხლის:
ა) 72 და 73 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„72. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან დამატებითი დაცვის
მქონე პირი სამგზავრო პასპორტის მისაღებად, აგრეთვე ლტოლვილი სამგზავრო დოკუმენტის
მისაღებად პირადობის მოწმობის ნაცვლად ბინადრობის მოწმობას წარადგენს.
73. სამსახურებრივი პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად შესაბამის პირს, ხოლო
სამგზავრო პასპორტის მისაღებად − დამატებითი დაცვის მქონე პირს მომსახურების
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა არ მოეთხოვება.“;
ბ) 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„83. თუ ლტოლვილ ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად
სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ ერთერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება, ან
არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი
გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და შესაბამისი
გარემოების სათანადო დოკუმენტით/დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მის/მათ
ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
გაცემული შესაბამისი ცნობა.“.
5. 204 მუხლის:
ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე
გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო დამატებითი დაცვის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე
გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით
განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის
ნებართვის მოქმედების ვადით.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ ვერ მოხერხდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის (მათ შორის, დამატებითი დაცვის
მქონე პირის სამგზავრო პასპორტის) და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისი
დაინტერესებული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გადაცემა, ეს დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ინახება 1 წლის
განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი (მათ შორის,
დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი) და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება
და ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
6. 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ლტოლვილ ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო
დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ
მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში ან მისთვის
სერიოზული ზიანის მიყენების რეალური რისკის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან
არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი
წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1
აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ
მომხდარა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება,
მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
გაცემული შესაბამისი ცნობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით. კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და „ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირის“ ნაცვლად განისაზღვრა „დამატებითი დაცვის მქონე პირის“ ტერმინი,
ასევე, ტერმინი „ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი“ ჩანაცვლდა „ლტოლვილით“, ხოლო
ტერმინი „დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი“ ჩანაცვლდა „დროებითი დაცვის მქონე
პირით“. ცვლილებები შეეხო კანონის სხვა დებულებებსაც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები და გარკვეული დებულებები არ
არის შესაბამისობაში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან,
შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნულ კანონში თანმდევი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ნორმები
შესაბამისობაში მოვა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ტერმინი ლტოლვილის
სტატუსის მქონე პირი შეიცვლება ლტოლვილით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი –
დამატებითი დაცვის მქონე პირით, ხოლო დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი – დროებითი
დაცვის მქონე პირით. ამასთან, საფრთხის შემცველი ქვეყნის ნაცვლად მიეთითება რეალური
რისკის შემცველი ქვეყანა. ასევე განისაზღვრება, რომ სამგზავრო დოკუმენტის ან დამატებითი
დაცვის
მქონე
პირის
სამგზავრო
პასპორტის
გამოყენება
შესაძლებელი
იქნება
საზღვარგარეთის სახელმწიფოებში გასასვლელად, გარდა ლტოლვილის ან დამატებითი
დაცვის მქონე პირის წარმოშობის ქვეყნისა, ნაცვლად მათი მოქალაქეობის ქვეყნისა ან
ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც
მათი და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა უსაფრთხოდ არ მიიჩნევა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებას, ვინაიდან,
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნორმები, რომელთა
ასახვაც მოხდა ამ კანონპროექტში, ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინასურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.