„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.04.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/34/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მესამე, უსაფრთხო სახელმწიფოს შეფასებას ახორციელებენ ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოები, ექსტრადიციისთვის რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საექსტრადიციო პროცედურების განხორციელებისას საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ.“. 2. 341 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელებაზე პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის შემდეგ, მხედველობაში არ მიიღება მის მიმართ მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით ახლებურად ჩამოყალიბდა იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა. ვინაიდან, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საექსტრადიციო პროცედურის მარეგულირებელი საკითხები, საჭიროა თანმდევი ცვლილება განხორციელდეს დასახელებულ კანონშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საექსტრადიციო პროცედურასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელ ძირითად სამართლებრივ აქტს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს. შესაბამისად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ განსახორციელებელ საექსტრადიციო პროცედურასთან დაკავშირებული ცვლილებები აუცილებელია აისახოს აღნიშნულ კანონშიც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტით დაზუსტდება მესამე, უსაფრთხო სახელმწიფოს შეფასებასთან დაკავშირებული და გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, მესამე, უსაფრთხო სახელმწიფოს შეფასებას განახორციელებენ ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოები, ექსტრადიციისთვის რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელებაზე პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის შემდეგ, მხედველობაში არ მიიღება მის მიმართ მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დასაშვები იქნება აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია. პროექტი ითვალისწინებს თანმდევ ტექნიკურ ცვლილებასაც, კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მსგავსად წარმოდგენილ პროექტიც მიეთითება, რომ საექსტრადიციო პროცედურების განხორციელებისას საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებას, ვინაიდან, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნორმები, რომელთა ასახვაც მოხდა ამ კანონპროექტში, ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინასურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.