„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.04.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/34/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. VII6 თავი ამოღებულ იქნეს. 2. VII10 თავი ამოღებულ იქნეს. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII29–VII32 თავები: „თავი VII29. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მუხლი 21111. სასამართლოსთვის მიმართვა 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21113 და 21114 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე სარჩელი/საჩივარი შეიტანება უშუალოდ სასამართლოში. მუხლი 21112. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი 1. ამ კოდექსის 21111 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში. 2. თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სარჩელის განხილვას. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში, მხარისათვის ამ კოდექსის 21115 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო საჩივრის განხილვას. 6. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21113 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო/თბილისის სააპელაციო სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად. 8. ამ კოდექსის 21111 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. 9. იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის 21111 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაცემულუარყოფით დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში, თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც შეუძლებელია საკითხის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში, მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას. მუხლი 21113. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 2. თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ამ კოდექსის 21115 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. 5. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს თბილისის სააპელაციო სასამართლო მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც შეუძლებელია საკითხის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის საქალაქო/თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში, მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას. 7. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური შემთხვევაზედაც. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მუხლი 21114. საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი 1. საზღვრის პროცედურის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 2. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. მუხლი 21115. სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების ასლის მხარეებისათვის ჩაბარების წესი 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სასამართლო უწყებას, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, სასამართლო აბარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების გზით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე განთავსებიდან მეორე დღეს. თავი VII30. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით მუხლი 21116. მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ; დ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე. 4. მოსამართლე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსამართლე არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 5. მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისათვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში. 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. მუხლი 21117. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. 2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 14 დღის განმავლობაში. 3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო საჩივრის განხილვას. 4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავი VII31. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით მუხლი 21118. მოსამართლის ბრძანება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე. მუხლი 21119. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს იღებს შინაგან გადაწყვეტილებას საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, უცხოელს ეგზავნება შესაბამისი საქმის მასალები. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის ვადაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები. 4. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაკითხოს პირი, შუამდგომლობის წარმდგენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსა და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებანი. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის სახელი და გვარი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; დ) განკარგულება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ და გასაძევებელი უცხოელის ვინაობა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი ; ვ) ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელმა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საქართველო; ზ) საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში უცხოელზე დაკისრებული ვალდებულება; თ) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს ბრძანება, თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს; ი) სახელმწიფო, სადაც უნდა მოხდეს უცხოელის გაძევება; კ) ბრძანების გასაჩივრების წესი; ლ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი. 6. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაში აღინიშნება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„გ“, „კ“-„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე, გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. 7. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით დაადასტურებს, რომ არ ასაჩივრებს მოსამართლის ბრძანებას. 8. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. მუხლი 21120. საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების ან/და გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების ან/და გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანებით განსაზღვრული ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლამდე ბრძანების აღსრულების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ამ კოდექსის 21119 მუხლით დადგენილი წესით, წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს შუამდგომლობას და გამოსცემს ბრძანებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. მუხლი 21121. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან უცხოელის შუამდგომლობის საფუძველზე, შუამდგომლობის წარდგენიდან 48 საათის ვადაში გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. მუხლი 21122. მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში უცხოელის მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; დ) დროებითი განთავსების ცენტრში უცხოელის მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 3. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე. 4. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 5. მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში. 6. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების ან უცხოელისთვის ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. მუხლი 21123. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. 2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში. 3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო საჩივრის განხილვას. 4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. მუხლი 21124. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში უცხოელის სარჩელი საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განიხილება და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21119 და 21123 მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და დადგენილ ვადებში. მუხლი 21125. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარების წესი ამ თავით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე. ამ მიზნით სასამართლოს უფლებამოსილ პირებს აქვთ წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაზე. თავი VII32. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით მუხლი 21126. მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; დ) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ ამ ვადაში თავშესაფრის მაძიებელი არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 3. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე. 4. სასამართლო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების/ მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 5. მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება თავშესაფრის მაძიებლისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. მუხლი 21127. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. 2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში. 3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო საჩივრის განხილვას. 4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.“. 4. 34-ე მუხლის 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან, ამასთან, უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებასთან, გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, ასევე, თავშესაფრის მაძიებლის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმების ახლებურად ჩამოყალიბებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრას და, მათ შორის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დადგენას, რაც მოიცავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის პროცედურისა და საზღვრის პროცედურის, ასევე, აღნიშნული პროცედურების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების წესის შემოღებას. დასახელებული კანონის პროექტი ასევე განსაზღვრავს უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებასთან, გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, ასევე თავშესაფრის მაძიებლის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს გაძევების პროცედურის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების წესსაც. ვინაიდან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან, ასევე, უცხოელის საქართველოდან სამართალწარმოების გაძევებასთან პროცედურა დაკავშირებული განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, აუცილებელია თანმდევი ცვლილებით დასახელებულ კანონში აისახოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან და უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არეგულირებს საერთაშორისო დაცვასთან და უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლოში გასაჩივრებისა და აღნიშნული დავების სასამართლოს მიერ განხილვის წესს. შესაბამისად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის პროცედურისა და საზღვრის პროცედურის, უცხოელის გაძევების და ამ მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების, ასევე, აღნიშნული პროცედურების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებული მექანიზმის ეფექტიანად განსახორციელებლად, საჭიროა არსებობდეს სამართლებრივი რეგულაციები, რომლის შექმნისათვის აუცილებელია საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან და უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვის წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: განსახილველი კანონის პროექტის თანახმად, უქმდება საპროცესო კოდექსის VII6 და VII10 თავები და ყალიბდება VII29– VII32 თავები, რომლებიც არეგულირებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, ამასთან, უცხოელის გაძევებასა და თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურას.  ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ზუსტდება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს მიმართოს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სარჩელის განხილვას. სასამართლო დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში. ამასთან, დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურაც.  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, განცხადების არსებით განხილვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, გაივლის დასაშვებობის ეტაპს. წარდგენილი რეგულაციის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის შეფასების პროცედურა სამინისტროში განხორციელდება შემჭიდროებულ ვადებში, კერძოდ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის თაობაზე სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში საჩივრდება პირისთვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. დასახელებული რეგულაციის პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელების მიზნით წარმოდგენილი კანონის პროექტით რეგულირდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტის წესი. პროექტით განისაზღვრება, რომ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდეს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო განცხადების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობასთან დაკავშირებული დავა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ საქმის რთული ფაქტობრივი გარემოებებიდან ან საქმის მასალების მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია საკითხის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის საქალაქო/თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზემოაღნიშნული დებულებები გავრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაზედაც.  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს ცალკეულ პირთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესს − საზღვრის პროცედურას. აღნიშნული გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი განცხადების საქართველოს საზღვარზე, ამ პირის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, განხილვის შესაძლებლობას. საზღვრის პროცედურის ვადა, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საზღვრის პროცედურის დაწყებიდან 28 კალენდარულ დღეს. აღნიშნულის გათვალისწინებით საზღვრის პროცედურის ფარგლებში განცხადება განიხილება 7 კალენდარული დღის ვადაში, ანკეტირების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება 7 კალენდარული დღის ვადაში რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და სარჩელი განიხილება დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 7 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. ზემოხსენებულის კოდექსში გათვალისწინებით, აისახოს საზღვრის მნიშვნელოვანია პროცედურის ადმინისტრაციულ ფარგლებში საპროცესო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის განხილვისა და გადაწყვეტის შესაბამისი ნორმები. შესაბამისად, კოდექსს დაემატება მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი. საზღვრის პროცედურის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მისთვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს სხდომა ტარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება ქართულ ენაზე. მოსარჩელეს ასევე ჩაბარდება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის ნათარგმნი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ჩაბარების წესს, რაც ასევე უნდა აისახოს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. ცვლილების თანახმად, საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან უწყების პირისთვის ჩაბარებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, გადაწყვეტილების, განჩინების ან უწყების გამოტანის შემდეგ, სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას და უწყებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განათავსებს.  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პრაქტიკაში დანერგვისა და დებულებების განხორციელების მიზნით, აუცილებელია ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით, კოდექსს ემატება VII30 თავი, სადაც გაიწერება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმები. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა მაძიებლის დროებითი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე. მოსამართლე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსამართლე არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. განთავსების ცენტრში მოთავსების უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანება, მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 14 დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.  წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ამოღებული იქნება VII10 თავი და ყალიბდება ახალი, VII31 და VII32 თავები. ახალ თავებში ერთის მხრივ ტექნიკურად მოექცევა კოდექსის მოქმედი რედაქციის ცალკეული ნორმები, ხოლო მეორეს მხრივ კანონპროექტით განისაზღვრება უცხოელის გაძევებასთან ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვისა და სამართალწარმოების წესი. განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, შეამციროს ან გააუქმოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და არ გასაჩივრდება. კანონის პროექტით ასევე განისაზღვრება, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების პროცედურა. კერძოდ, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების, მოთავსების ვადის გაგრძელების ან ალტერნატიული ზომების გამოყენების შესახებ. ამასთან, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა წარედგინება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ხოლო ვადის გაგრძელების შესახებ − ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე. საკუთრივ, სასამართლო საკითხს განიხილავს შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. განსაზღვრულ ვადაში სასამართლო გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასამართლოს უფლება აქვს, გამოიყენოს დროებითი განთავსების ალტერნატიული ზომები. ზემოხსენებული გადაწყვეტილება, გადაცემიდან 5 დღის ვადაში, ერთჯერადად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა აღნიშნული არ გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას. საკუთრივ, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, 14 დღის ვადაში განიხილოს საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა. წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარების წესს, რომლის თანახმად გაძევებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ უცხოელის საქართველოდან მიღებული გადაწყვეტილება პირს ჩაბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, ამ მიზნით კი სასამართლოს უფლებამოსილ პირებს ექნებათ წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის კოდექსის 34-ე მუხლის 11 ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს შეეძლება ერთპიროვნულად განიხილოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებას, ვინაიდან, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნორმები, რომელთა ასახვაც მოხდა ამ კანონპროექტში, ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები საჭიროების შესაბამისად დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ეფექტიანი თავშესაფრის სისტემის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი პროცედურები გაზრდის სასამართლოსთვის მიმართვიანობას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება სახელმწიფო ბაჟის გადახდის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე წარდგენილი ყველა განცხადება გაივლის დასაშვებობის ეტაპს და განცხადების არსებით განხილვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდება განცხადებების წინასწარი „სკრინინგი“, რითაც შესაძლებელი გახდება ცალკეული განცხადებების საწყის ეტაპზევე გაფილტვრა და თავშესაფრის სისტემის განტვირთვა. დასაშვებობის პროცედურასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს განცხადების განხილვის ახალი წესს, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვის შესაძლებლობას. საზღვრის პროცედურის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. „საერთაშორისო დაჩქარებული დაცვის წესით შესახებ“ კანონის განხილვის პროექტით საფუძვლები. ფართოვდება დაჩქარებული განცხადების წესით განხილვის საფუძვლების გაფართოება შესაბამისად გამოიწვევს დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევების გაზრდას. სახელმწიფო ბაჟის დამოკიდებული გადახდის იქნება შედეგად სასამართლოში მიღებული შემოსავლების რაოდენობა განსახილველი საქმეების ყოველწლიურ მაჩვენებელზე. სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი, სააპელაციო საჩივარზე – 150 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან პროექტით გათვალისწინებული ცალკეული სიახლეების დანერგვა დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან. კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება უცხოელის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების ან/და გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი. აღნიშნული წესი გულისხმობს, რომ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომელიც შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტს შუამდგომლობას და გამოსცემს ბრძანებას. ამასთან, პროექტით, სასამართლო უფლებამოსილი იქნება განიხილოს თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა და მის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება. ზემოაღნიშნული მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შუამდგომლობის წარდგენას, ხოლო სასამართლო, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქმის განხილვას უზრუნველყოფენ არსებული რესურსით, რაც დამატებითი ადამიანური რესურსის გამოყოფას არ საჭიროებს, ხოლო აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების სამინისტროსთვის, ფარგლებში. ასევე დასახელებული საერთო სასამართლოსთვის ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება გაძევებას დაქვემდებარებულ იმ უცხოელთა რაოდენობაზე, რომელთა მიმართაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით წარმოიშობა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების ან/და გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველი. ასევე, ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაზე, რომელთა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შუამდგომლობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს მიმართავს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხაზგასასმელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის არ გაიწევა ხარჯი, რადგან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით უცხოელის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების ან/და გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მიღებული მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას, აღნიშნულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დასახელებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარების წესს, რომლის თანახმად უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირს ჩაბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, ამ მიზნით კი სასამართლოს უფლებამოსილ პირებს ექნებათ წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაზე. საგულისხმოა, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკეული გადაწყვეტილების, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ვებგვერდზე განთავსებით. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირისთვის ჩაბარებისთვის აუცილებელი მატერიალური ბაზის შექმნა არ არის საჭირო და ვებგვერდის ადმინისტრირება, ასევე, სასამართლოს უფლებამოსილ პირების წვდომა დასახელებულ ბაზაზე, განხორციელდება არსებული რესურსების გამოყენებით, ხოლო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, შესაბამისი საჩივრის არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, ასევე, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნული პროექტით საშუალოვადიან გათვალისწინებული პერიოდში დაფინანსდება ღონისძიებებისთვის საჭირო სამინისტროებისათვის ხარჯები საშუალოვადიან პერიოდზე ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების აღებას. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უფლება ექნება თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საკუთარი ხარჯებით, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს საკითხი ფინანსურ შედეგებს წარმოშობს იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ისარგებლებენ იურიდიული მომსახურებით. ამასთან, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ იურიდიული მომსახურების მიღებისთვის გადახდილი ჰონორარი დადებით ფინანსურ შედეგებს წარმოშობს ადვოკატებისთვის. ეფექტიანი თავშესაფრის სისტემის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი პროცედურები გაზრდის სასამართლოსთვის მიმართვიანობას, რაც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდას გამოიწვევს. მათ შორის, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი, სააპელაციო საჩივარზე – 150 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.