„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (07-2/34; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/34; 16/04/2025) გამომდინარე: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 24-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსი „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:
„ვ1) უცხოელის საქართველოდან გაძევება;
ვ2) უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა,
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები, უცხოელის საქართველოდან გაძევება,
უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც
ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის
სახით. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც
ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“.
3. 31-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 და 312 მუხლები:
„მუხლი 311. უცხოელის საქართველოდან გაძევება
1. უცხოელის საქართველოდან გაძევება ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენება
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შეფარდებას წყვეტს სასამართლო, შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე.
3. ადმინისტრაციული სახდელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება
გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქმის გარემოებებისა
და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის მისი
საქართველოში დარჩენა.
4. უცხოელის საქართველოდან გაძევება არ გამოიყენება უცხოელის იმ სახელმწიფოში
გაძევებისას, რომელშიც:
ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;
ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული
საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
სერიოზული ზიანის საფრთხე შეექმნება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლების არსებობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა გადაეცემა სასამართლოს.
6. უცხოელის საქართველოდან გაძევება არ აღსრულდება, თუ პირის მიმართ მიმდინარეობს
საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება
გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს
სახელმწიფო ითხოვს.
მუხლი 312. უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
1. უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ადმინისტრაციული სახდელის სახით
გამოიყენება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ კოდექსით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
2. უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ადმინისტრაციული სახდელის სახით
შეიძლება განისაზღვროს არაუმეტეს 5 წლის ვადით.“.
4. 166-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და
უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.“.
5. 173-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და
უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.“.
6. 17316 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და
უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.“.
7. 1741 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება
გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.“.
8. 191-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 191. საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე,
მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის
ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვას 6 თვის ვადით.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის
ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვას 2 წლის ვადით.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის
ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტ ხანს –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვას 3 წლის ვადით.
4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე
ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირის
საქართველოში
მოწვევა
ან/და
მისი
მომსახურების
უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების,
მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის
გადაუხდელობის შემთხვევაში ამის თაობაზე ეცნობებათ საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს,
რომლებიც ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის
მიერ ჯარიმის გადახდამდე მასზე არ გასცემენ საქართველოს ვიზას და მას არ მიეცემა
საქართველოში შემოსვლის ნებართვა.“.
9. დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIX1 თავი:
„თავი XXIX1. უცხოელის საქართველოდან გაძევების ან/და უცხოელის საქართველოში
შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
მუხლი 3071. უცხოელის საქართველოდან გაძევების ან/და უცხოელის საქართველოში
შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებას ახორციელებენ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევება აღსრულდება, თუ მას:
ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის სახით
შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა − სახდელის მოხდისთანავე ან
ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე;
ბ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს
ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა –
სახდელის მოხდამდე.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები იყენებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც
მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციულ ნაკადებთან და მასთან დაკავშირებულ
სამართალდარღვევასთან ბრძოლას.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე
მუხლით
გათვალისწინებულია
პასუხისმგებლობა
საქართველოში
უცხოელისა
და
მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე
ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის. თუმცა ამ მუხლით განსაზღვრული
სახდელი ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს სამართალდამრღვევისათვის და ვერ აკმაყოფილებს
ადმინისტრაციული სახდელის პრევენციულ დანიშნულებას. ამდენად, აუცილებელია
აღნიშნული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის სახით დაწესდეს იმგვარი სანქცია, რაც ხელს
შეუწყობს
სამართალდარღვევის
პრევენციული
ფუნქციის
განხორციელებას,
რითაც
უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თანმდევი ცვლილების სახით მომზადდა
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე, მათ მიერ
საქართველოს
ტერიტორიაზე
ტრანზიტით
მგზავრობის
წესების
დარღვევისათვის
დაწესებული სახდელის გამკაცრების მიზნით აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება
განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის
გაიზრდება სახდელის სახით დაკისრებული ფულადი სანქციები, ამასთან, დასახელებული
ქმედებისთვის, სამართალდამრღვევის მიმართ შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნეს
სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) 24-ე მუხლში
და განისაზღვრება სახდელის ორი ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება, ასევე,
უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. საგულისხმოა, რომ დასახელებული
სახდელები
გამოიყენება
სამართალდარღვევათა
უცხოელის
კოდექსით
ან
მოქალაქეობის
გათვალისწინებული
არმქონე
პირის
მიერ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, შესაბამისად სამართალდარღვევათა კოდექსს
ემატება 311 და 312 მუხლები, რომლითაც განისაზღვრება წარმოდგენილი ადმინისტრაციული
სახდელის გამოყენების საკითხები.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე, 17316 და
1741 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა უცხოელის მიერ ჩადენის
შემთხვევაში, ფულად სანქციასთან ერთად, ადმინისტრაციული სახდელის სახით შესაძლოა
გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა, შესაბამისი ცვლილებები შედის დასახელებული მუხლების შენიშვნაში.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება სამართალდარღვევათა
კოდექსის
191-ე
მუხლი
სამართალდარღვევებისთვის
და
ამ
იზრდება
მუხლით
ფულადი
გათვალისწინებული
სანქციები.
კერძოდ,
ცალკეული
უცხოელის
ან
მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის
დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 1
000 ლარის ოდენობით, ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება უცხოელის
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით.
საგულისხმოა, რომ მოქმედი რედაქციით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა
საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს
დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით კი განსხვავებული სანქციები
განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის. კერძოდ, უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის
დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1
წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვას 3 წლის ვადით.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით
დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის. ამასთან,
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირის
საქართველოში
მოწვევა
ან/და
მისი
მომსახურების
უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების,
მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისთვის სანქციის
სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
წარმოდგენილი პროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი XXIX1 თავი,
რომლითაც განისაზღვრება, უცხოელის საქართველოდან გაძევების ან/და უცხოელის
საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1
სექტემბრიდან ამოქმედებას. ვინაიდან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან, ამიტომ მისი თანმდევი პროექტის ამოქმედების
თარიღიც განისაზღვრა შესაბამისად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლით
გათვალისწინებული ცალკეული ქმედებებისთვის იზრდება ფულადი სანქციები. კერძოდ,
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის
ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად გამოიწვევს
დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება
უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით.
საგულისხმოა, რომ მოქმედი რედაქციით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა
საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს
დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით კი განსხვავებული სანქციები
განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის. კერძოდ, უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის
დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1
წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვას 3 წლის ვადით.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით
დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის. ამასთან,
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირის
საქართველოში
მოწვევა
ან/და
მისი
მომსახურების
უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების,
მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისთვის სანქციის
სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
აღნიშნული გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
ზემოაღნიშნული
დარღვევებისთვის
დაწესებული
ჯარიმის
გადახდისას,
სამართალდამრღვევის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საგულისხმოა,
რომ
წარმოდგენილი
შემოსავლების
მიღება
დამოკიდებულია
სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სახდელის ორი
ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვა, ამასთან, ცალკეულ სამართალდარღვევათა უცხოელის მიერ ჩადენის შემთხვევაში
ფულად სანქციასთან ერთად ადმინისტრაციული სახდელის სახით შესაძლოა გამოყენებულ
იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვა.
აღსანიშნავია, რომ სახდელის სახით დაკისრებული უცხოელის საქართველოდან გაძევების
ან/და
უცხოელის
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვის
შესახებ
დადგენილების
აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები
გამოიყენებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს. ამ კანონის შესაბამისად, უცხოელის
გაძევებისთვის აუცილებელ ხარჯებს, მათ შორის, გამგზავრების ხარჯებს გაიღებს
სახელმწიფო. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა
რაოდენობაზე, რომლებსაც სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში სახდელი სახით
დაეკისრებათ საქართველოდან გაძევება. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ
ქვეყანაში გამგზავრების ხარჯი სხვადასხვაა, დასახელებული ხარჯი განისაზღვრება
გამგზავრების მარშრუტის შესაბამისად. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება მოხდება
სამინისტროს ასიგნებებიდან.
გასათვალისწინებელია, რომ სახდელის ორი ახალი სახის − უცხოელის საქართველოდან
გაძევების და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის საქმის განხილვისა და
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული
ადამიანური რესურსის გამოყენებით და დამატებით თანამშრომელთა გამოყოფა არ არის
აუცილებელი, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება განხორციელდება
სამინისტროს ასიგნებებიდან.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლით
გათვალისწინებული ცალკეული ქმედებებისთვის იზრდება ფულადი სანქციები. კერძოდ,
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის
ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად გამოიწვევს
დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება
უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით.
საგულისხმოა, რომ მოქმედი რედაქციით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა
საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს
დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით კი განსხვავებული სანქციები
განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის. კერძოდ, უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის
დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1
წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის
აკრძალვას 3 წლის ვადით.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით
დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის. ამასთან,
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირის
საქართველოში
მოწვევა
ან/და
მისი
მომსახურების
უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების,
მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისთვის სანქციის
სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან სამართალდარღვევათა
კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლით
გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევებისთვის იზრდება ფულადი სანქციები.
კერძოდ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად
ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საგულისხმოა, რომ მოქმედი რედაქციით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა
საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს
დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით კი განსხვავებული სანქციები
განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის. კერძოდ, უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის
დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით, ხოლო 1 წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით
დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის. ამასთან,
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირის
საქართველოში
მოწვევა
ან/და
მისი
მომსახურების
უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების,
მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისთვის სანქციის
სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
დასახელებული
სანქციების
განსაზღვრისას
მხედველობაში
იქნა
მიღებული
სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა
ჩადენის სიხშირე და მისგან მომდინარე საფრთხე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.