„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (07-2/34; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/34; 16/04/2025) გამომდინარე: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა.“.
2. 67-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, უცხოელის საქართველოდან გაძევება და
განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაენიშნოს როგორც
ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.“.
3. 73-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 731 მუხლი:
„მუხლი 731. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა
1. არასრულწლოვანი უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი არასრულწლოვანი უცხოელის ან
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის
საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება
დაინიშნოს:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ექვს წლამდე ვადით;
ბ) მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ოთხიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ან
უვადოდ.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა, როგორც სასჯელის სახე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში,
თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქმის გარემოებებისა და დამნაშავის პიროვნების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის მისი საქართველოში დარჩენა.
4. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება არასრულწლოვანი უცხოელის იმ სახელმწიფოში
გაძევებისას, რომელშიც:
ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;
ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული
საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
სერიოზული ზიანის საფრთხე შეექმნება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლების არსებობის შესახებ
დასკვნას, პროკურორის ან გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე, 30 დღის ვადაში გასცემს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დასკვნა არ არის აუცილებელი, თუ მხარეთა
შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობა ითვალისწინებს სასჯელის
სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევების და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვის გამოყენებას.
6. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა, ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად შეიძლება
დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.
7. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა, აღსრულდება:
ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა
საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენისთვის
სასჯელს
იხდის
საქართველოს
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
ბ) სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი;
გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი
მსჯავრი.
8. უცხოელის საქართველოდან გაძევება არ აღსრულდება, თუ არასრულწლოვნის მიმართ
მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას
მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.
9. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვის მოხდის ვადა აითვლება არასრულწლოვანი პირის საქართველოდან
გაძევების დღიდან.“.
4. 79-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 მუხლი:
„მუხლი 791. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი ბრალდებულის ან
მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება
უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან ბრალდებულს ან მსჯავრდებულს
(გარდა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, ასევე, ოჯახური დანაშაულისთვის
მსჯავრდებული პირისა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე,
არაუგვიანეს
მეორე
სამუშაო
დღისა,
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
უფლებამოსილი პირი მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით,
მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას
ესმის, აწვდის ინფორმაციას პენიტენციური კოდექსის 411 მუხლით გათვალისწინებული
საკითხების შესახებ.“.
5. 98-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 981 მუხლი:
„მუხლი 981. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან
გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა
და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით
აცნობოს
იმ
არასრულწლოვანი
მსჯავრდებულის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა
საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, კერძოდ
დასახელებულ პაკეტში შემავალი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით,
რომლითაც
უცხოელის
მიერ
სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში განისაზღვრება სასჯელის
ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა.
იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ადგენს
არასრულწლოვნის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის,
არასრულწლოვნის
მონაწილეობით სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა
ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს, ამიტომ აუცილებელია თანმდევი ცვლილება
შევიდეს დასახელებულ კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
განისაზღვრება
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსით,
ამიტომ
არასრულწლოვანი უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენისას სასჯელის სახით უცხოელის
საქართველოდან გაძევების და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვის
გამოყენებისთვის აუცილებელია თანმდევი ცვლილება შევიდეს წინამდებარე კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტის შედეგად
არასრულწლოვანი
უცხოელის
მიერ
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სასჯელის სახით გამოყენებულ იქნეს
ამ უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში (შემდგომ − კოდექსი) და 66-ე მუხლს ემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად,
არასრულწლოვნის სასჯელის სახედ განისაზღვრება უცხოელის საქართველოდან გაძევება და
განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. დასახელებული სასჯელი
შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად, შესაბამისი ცვლილება
აგრეთვე ხორციელდება კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 ნაწილში.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, კოდექსს ემატება ახალი, 731 მუხლი, რომელიც
არეგულირებს არასრულწლოვნის სასჯელის ახალი სახის გამოყენებასთან დაკავშირებულ
ცალკეულ საკითხებს. კერძოდ, დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით დგინდება სასჯელის
სახით დანიშნული საქართველოში შემოსვლის აკრძალვის განსხვავებული ვადები: ნაკლებად
მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, არასრულწლოვან უცხოელს შეიძლება დაენიშნოს
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ორიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ოთხიდან თხუთმეტ წლამდე
ვადით. ამასთან, პროექტით დგინდება სასჯელის აღსრულების წესიც. კერძოდ,
არასრულწლოვანი უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა აღსრულდება:
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი
სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს
იხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი;
გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს
პირობითი მსჯავრი.
დასახელებული სასჯელის მოხდის ვადა აითვლება პირის საქართველოდან გაძევების
დღიდან.
ამასთან,
პროექტის
თანახმად,
უცხოელის
საქართველოდან
გაძევება
არ
აღსრულდება, თუ პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის
სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.
ინიციატორ
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება 781 და 981 მუხლები, რომლებიც
განსაზღვრავს
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
უფლებამოსილი
პირის
ვალდებულებას, უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან ბრალდებულს ან
მსჯავრდებულს (გარდა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, ასევე, ოჯახური
დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით,
მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას
ესმის, მიაწოდოს ინფორმაცია პენიტენციური კოდექსის 411 მუხლით გათვალისწინებული
საკითხების შესახებ. ასევე, პროექტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
ვალდებული იქნება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ
ქვედანაყოფს, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ არასრულწლოვანი
მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ,
რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული
ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1
სექტემბრიდან ამოქმედებას. ვინაიდან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან, ამიტომ მისი თანმდევი პროექტის ამოქმედების
თარიღიც განისაზღვრა შესაბამისად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური
პენიტენციური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილებებით არასრულწლოვანი უცხოელის მიერ საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენის
შემთხვევაში
განისაზღვრება სასჯელის ახალი სახე − საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. დასახელებულ სასჯელს შეუფარდებს სისხლის
სამართლის
საქმის
განმხილველი
მოსამართლე,
ხოლო
სასჯელის
აღსრულებას
უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.
საგულისხმოა, რომ არც საერთო სასამართლოების მიერ და არც სამინისტროს მხრიდან
დამატებითი ადამიანური რესურსი გამოყოფა არ არის საჭირო, ხოლო ადმინისტრაციულ
ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისთვის და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში იმ არასრულწლოვან
მსჯავრდებულთა
რაოდენობაზე,
რომელთაც
სასჯელის
სახით
შეეფარდებათ
საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გაძევების სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს
საქართველოს
დაკავშირებული
შინაგან
საქმეთა
ხარჯების,
სამინისტროს
კერძოდ,
უცხოელის
უფლებამოსილი
საქართველოდან
ორგანო,
რასთან
გამოძიებისთვის
აუცილებელი ხარჯების, დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
გარდა
ამისა,
წარმოდგენილი
პროექტით
განსაზღვრება
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების უფლებამოსილი პირის ვალდებულება, უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე
არასრულწლოვან ბრალდებულს ან მსჯავრდებულს (გარდა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით
მძიმე, ასევე, ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად
ჩაითვალოს, რომ მას ესმის, მიაწოდოს ინფორმაცია პენიტენციური კოდექსის 411 მუხლით
გათვალისწინებული საკითხების შესახებ. წარმოდგენილი ახალი უფლებამოსილების
განხორციელება დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხარჯთან, მათ შორის, წერილობითი
სახით ინფორმაციის უცხოელისთვის გასაგებ ენაზე თარგმნასთან, ასევე საქართველოს
იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანების შემუშავებასთან. დასახელებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინასურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი ცვლილებებით არასრულწლოვანი უცხოელის მიერ საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენის
შემთხვევაში
განისაზღვრება სასჯელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და
განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. აღნიშნული ცვლილება
გავლენას მოახდენს იმ არასრულწლოვან უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელთაც
წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასჯელის სახით შეეფარდებათ
საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
საგულისხმოა, რომ კოდექსით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი
გარანტიები მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების
დაცვისთვის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია ის შემთხვევები, როდესაც
არასრულწლოვანი უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს
არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა პროექტი ითვალისწინებს მათი
უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.