„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.04.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/34/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ კანონის მიზნებისთვის არ წარმოეშობა საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება.“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. საქართველოს ვიზა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც სავიზო განაცხადის წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე.“. 3. მე-9 მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში გათავისუფლდება საქართველოში საქართველოს ყოფნის ვადა კანონმდებლობით საპატიოდ დადგენილი ჩაეთვლება და იგი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასაჩივრების შემთხვევაში, არ ფერხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვა ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.“. 4. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ. ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. 5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წერილობით გამოითხოვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“. 5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თუ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ;“. 6. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. სამართალწარმოების დროს უცხოელს საკუთარი ხარჯებით, შეუძლია ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, ადვოკატის მონაწილეობას არ გააჩნია სავალდებულო ხასიათი, ამასთან, შესაძლებელია სამართალწარმოებაში მისი მონაწილეობა განხორციელდეს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. სამართალწარმოების დროს ადვოკატის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა არ აფერხებს სამართალწარმოებას. 22. იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოებისას არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა უცხოელის მიერ არჩეული ადვოკატი, სამართალწარმოება განხორციელდება ადვოკატის მონაწილეობის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.“. 7. 47-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი: „მუხლი 471. საქართველოდ გასვლის ვალდებულება 1. საქართველოდან გასვლის ვალდებულება არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უცხოელის ვალდებულება დატოვოს საქართველო. 2. უცხოელი, რომელსაც არ აქვს საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი, ამ კანონის შესაბამისად, ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველო.“. 8. 48-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. უცხოელს ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ მის მიმართ ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.“. 9. 51-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება მასზე არ ვრცელდება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. უცხოელის გაძევების საკითხის განხილვა ჩერდება, თუ მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები ან/და საქართველოში დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.“. 10. 51-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი: „მუხლი 511. უცხოელის თანამშრომლობის ვალდებულება 1. გაძევების საკითხის განხილვისას, გაძევების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის პერიოდში აღსრულებისას, უცხოელი ვალდებულია ან/და გაძევების ითანამშრომლოს შესახებ საქართველოს გადაწყვეტილების შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან, მათ შორის: ა) მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება; ბ) წარადგინოს მის ხელთარსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომელიც ეხება გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას; გ) ითანამშრომლოს გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებაში; დ) ითანამშრომლოს მისი პიროვნების იდენტიფიკაციისა და გადამოწმების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში; ე) გაძევების საკითხის შესწავლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) 3 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის, სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის, მათ შორის, ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით და 61-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის შესახებ; ზ) შეასრულოს ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები; თ) დატოვოს საქართველო, უფლებამოსილი ორგანის გადაწყვეტილებით საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ი) გადაიღოს ფოტო, აიღოს ხელის თითის და ხელის გულის ანაბეჭდები.“. 11. 52-ე მუხლის: განსაზღვრულ ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით, სასამართლოში უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების უზრუნველყოფის მიზნით, დამსაქმებელი, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულება და იურიდიული პირი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია უცხოელთან არსებული შრომითი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 32. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია შრომითი მიგრანტების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან. “; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე უცხოელს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის, განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება.“. 12. 53-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის) უცხოელს ბარდება ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით, რომელშიც მიეთითება მოკლე ინფორმაცია გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან საქართველოდან გაძევების გადავადების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, ასევე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. გადაწყვეტილების თარგმნა უნდა განხორციელდეს უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-7 პუნქტები: „5. გაძევების საკითხის განხილვის ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, უცხოელთან ტარდება გასაუბრება. გასაუბრების თარიღის შესახებ უცხოელს ეცნობება 2 სამუშაო დღით ადრე, ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით. მას გასაუბრების დროის შესახებ შესაძლებელია დამატებით ეცნობოს ტელეფონით, რაზეც დგება შესაბამისი სატელეფონო გასაუბრების ოქმი. 6. გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად, გასაუბრება ფიქსირდება წერილობით, ასევე ხორციელდება გასაუბრების აუდიო ჩაწერა და აუდიოჩანაწერი უცხოელის პირად საქმეში ინახება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 7. უცხოელის საქართველოდან გაძევების განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 13. 53-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 531 მუხლი: „მუხლი 531. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ფოტოგადაღების, ხელის თითის და ხელისგულის ანაბეჭდის აღება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ან პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო იღებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ფოტოს, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდებს. 14 წლამდე ასაკის უცხოელის ფოტოს გადაღება, ასევე, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება დასაშვებია, იმ შემთხვევაში თუ პირის იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება აღნიშნული პირის უფლებები და საუკეთესო ინტერესები. 2. უცხოელის მიერ, ფოტოგადაღების, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდის აღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების აღება შესაძლოა განხორციელდეს იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენებით. 3. უცხოელის ფოტოსურათი, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდები ინახება სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში და მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ფოტოგადაღების, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 14. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე 1. უცხოელის საქართველოდან შემთხვევაში, საქართველოში ინდივიდუალური მყოფ უცხოელს გაძევების საკითხის საქმის კონკრეტული საქართველოდან განხილვისას, უცხოელის გარემოებების გაძევების შესახებ მოთხოვნის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა − 7-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. 2. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის გასაუბრების ეტაპზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის, განუმარტავს, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადით სარგებლობის უფლების თაობაზე. 3. მიმალვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა უცხოელს, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის პერიოდში, დაეკისროს ვალდებულება: ა) არაუმეტეს კვირაში ორჯერ გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) წარადგინოს მინიმუმ 3 000 ლარის ოდენობის გარანტია; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი; დ) არ შეიცვალოს გაძევების საკითხის განხილვისას მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, საცხოვრებელი მისამართი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირების გარეშე; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს საცხოვრებელ ადგილზე 2 დღეზე მეტი პერიოდით არყოფნის შესახებ ინფორმაცია; ვ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გაძევების გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გარემოებების გასარკვევად ან/და კონსულტაციისთვის. 4. შესაძლებელია უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს დაეკისროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთზე მეტი ვალდებულება. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა. 6. თუ არსებობს ვარაუდი, რომ უცხოელმა გადამალა სამგზავრო დოკუმენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვთ საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შეამოწმონ უცხოელის საცხოვრებელი ადგილი. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვთ საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით შეამოწმონ, ცხოვრობს თუ არა უცხოელი განსაზღვრულ საცხოვრებელ ადგილას. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დოკუმენტის მოძიების მიზნით, უცხოელის საცხოვრებელ ადგილის შემოწმებაზე უცხოელის უარი წარმოადგენს ამ კანონის 511 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას. 9. უცხოელს შეიძლება არ მიეცეს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 დღეზე ნაკლები ვადა, თუ: ა) არსებობს უცხოელის მიმალვის რისკი; ბ) უცხოელის გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) უცხოელს უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, განაცხადის დაუსაბუთებლობის გამო; დ) ბინადრობის მოწმობის გაცემის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების ეტაპზე უცხოელმა წარადგინა ყალბი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ; ე) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია იმ უცხოელის მიმართ, რომელიც დააკავეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელსაც არ მიუღია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან უფლება; ვ) უცხოელის გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ, უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და მიმართა სააგენტოს გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე; თ) ამ კანონის 511 მუხლის შესაბამისად, არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. 10. გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა შეიძლება შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე გაძევების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდეს, თუ: ა) არსებობს უცხოელის მიმალვის რისკი; ბ) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ბ.ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ბ.ბ) გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და მიმართა სააგენტოს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე; ბ.გ) ამ კანონის 511 მუხლის შესაბამისად, არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. 11. გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განსაზღვრის/შემცირების, ასევე, გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება. 12. უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით არდატოვების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტია გამოიყენება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელი არ თავისუფლდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. 14. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.“. 15. 54-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი: „მუხლი 541. უცხოელის მიმალვის რისკი 1. უცხოელის ქვეყნიდან გაძევების საკითხის განხილვისას, ასევე, გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფასდება უცხოელის მიმალვის რისკი. უცხოელის მიმალვის რისკი არსებობს, თუ: ა) უცხოელს არ დაუტოვებია საქართველო საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ბ) საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას უცხოელმა წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა გაანადგურა ან დამალა სამგზავრო დოკუმენტი; დ) არსებობს დასაბუთებული ეჭვი უცხოელის ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ; ე) უცხოელს არაერთხელ ჩაუდენია განზრახი დანაშაული ან ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რისთვისაც მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა; ვ) უცხოელმა არ შეასრულა მის მიმართ გამოყენებული, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გასაუბრებისას უცხოელმა მიუთითა ან თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის პიროვნებისა და მისი ქცევის გათვალისწინებით ასკვნის, რომ მას არ სურს შეასრულოს საქართველოს დატოვების ვალდებულება; თ) უცხოელი შემოვიდა საქართველოში მის მიმართ მოქმედი საქართველოში შესვლის აკრძალვის მოქმედების პერიოდში; ი) უცხოელი დააკავეს საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო და მას არ მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა ან უფლება; კ) გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირების გარეშე დატოვა მის მიერ მითითებული საცხოვრებელი მისამართი.“. 16. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თანმხლები პირის გარეშე იმყოფება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თუ იქმნება არასრულწლოვნის თანმხლები პირის გარეშე დარჩენის ან/და განათლების მიღების შეფერხების საშიშროება.“. 17. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 56. უცხოელის საქართველოდან გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, უცხოელისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების 561 მუხლით განსაზღვრული წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების უფლებით სარგებლობა არ წარმოშობს უცხოელისთვის ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და გაძევების თაობაზე საქართველოს შინაგან სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო დავის ფარგლებში, უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და სარჩელით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში არ ფერხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვა ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.“. 18. 56-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 561 მუხლი: „მუხლი 561. უცხოელთან კომუნიკაციის და მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი 1. უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. უცხოელს, მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ. 2. უცხოელი ვალდებულია: ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და დაშვების კოდი; ბ) მომხმარებლის სახელისა და დაშვების კოდის დაკარგვის ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და დაშვების კოდის აღდგენის მიზნით; გ) შეტყობინების ან გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და დაშვების კოდის გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ უცხოელს შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ბარდება ხელზე, რასაც უცხოელი ადასტურებს ხელმოწერით, ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება. 4. გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში, ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად, უცხოელს ეგზავნება მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 19. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა 1. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე იძულებით აღსრულდება. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება მისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების მიზნით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან იგი თავშესაფრის მაძიებელია, ან არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება (გარდა ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულების ვადის შეჩერების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო 2 თვეში ერთხელ შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი გარემოებებს და და აღმოფხვრის შემთხვევაში, უცხოელის მიმართ განახლდება გაძევების აღსრულება.“. 20. 57-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 571 მუხლი: „მუხლი 571. იმ უცხოელის გაძევება, რომელსაც სასჯელად დაენიშნა საქართველოდან გაძევება და და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 1. თუ უცხოელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განესაზღვრება საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული აღსრულდება: ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი. 2. საქართველოდან გაძევების და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლოს განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 3. საქართველოდან გაძევების და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულების მიზნით, ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით, უცხოელი შესაძლებელია მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. 4. თუ უცხოელს სასჯელად დაენიშნა საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურებს იწყებს სასჯელის მოხდამდე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე, აღნიშნული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არარსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის გაძევების და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურებს იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ.“. 21. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.“. 22. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის საფრთხე შეექმნება.“. 23. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 60. უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება 1. უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის და დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 2. უცხოელს მიეცემა საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება, თუ არსებობს საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევება შეუძლებელია ამ კანონის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით; ბ) ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძველი არ აღმოიფხვრა იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ; გ) უცხოელის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; დ) გასაძევებელი უცხოელის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს; ე) ამ კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ, საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცემს სააგენტო. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აუქმებს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას. 5. დროებითი ყოფნის უფლება ენიჭება 1 წლით და ამავე ვადით გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს დროებითი ყოფნის უფლება მიეცა. 6. დროებითი ყოფნის პერიოდში, 6 თვეში ერთხელ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო შეისწავლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ გარემოებებს. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებით სარგებლობის პერიოდში აღმოიფხვრა საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი გარემოებები, უცხოელს გაუუქმდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება და მის მიმართ დაიწყება გაძევების შესაბამისი პროცედურები. 7. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება უცხოელს ასევე გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარმოადგინა, კერძოდ: ა) არსებითი ფაქტობრივი გარემოებები პირმა არასწორად წარმოაჩინა ან/და დამალა; ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მასზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; გ) სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირზე გაცემულია ბინადრობის უფლება. 8. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ უცხოელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად. აღნიშნული ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით და მისი გაგრძელება დასაშვებია წელიწადში ერთხელ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების კვლავ არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს გაუგრძელდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება. 10. უცხოელი, რომელზეც გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, სარგებლობს ამ კანონის 25ე, 29-ე, 30-ე, 33-ე, 37-ე და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით, აგრეთვე, არაქონებრივი უფლებებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 24. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შესაძლოა დაუწესდეს იმ უცხოელს, რომელიც ამავე კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებს.“. 25. 63-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 და 632 მუხლები: „მუხლი 631. იმ უცხოელების მონაცემთა ბაზა, რომლებიც კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ საქართველოში 1. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება იმ უცხოელების მონაცემთა ბაზა, რომლებიც კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ საქართველოში. ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მონაცემთა ბაზის 2. გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია ინახება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზაში და დამუშავებული ინფორმაცია არ არის საჯარო. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შექმნის, ბაზის წარმოების, დამუშავების, მონაცემების გაცვლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მუხლი 632. სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების პირისთვის ჩაბარების წესი 1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და გაძევების თაობაზე საქართველოს შინაგან სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო დავის ფარგლებში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების გამოტანისას, განჩინების/გადაწყვეტილების/ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით განთავსდება ვებგვერდზე. 2. მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება პირს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით და ჩაბარებულად მიიჩნევა ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის, სასამართლოს უფლებამოსილ პირებს აქვთ წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაზე.“. 26. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 64. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები 1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილ უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს: ა) თუ ვერ ხერხდება საქართველოში მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; ბ) თუ არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე; გ) თუ უცხოელმა არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ საქართველოში მყოფი უცხოელის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ე) თუ უცხოელი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) უცხოელის სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად; თ) თუ ამ კანონის 511 მუხლის შესაბამისად, უცხოელი არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან; ი) თუ უცხოელს არ გააჩნია დაბრუნებისთვის აუცილებელი დოკუმენტები, ან ამ დოკუმენტების მიღება ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ან ტრანზიტის ქვეყნიდან გვიანდება, ან უცხოელი უარს აცხადებს ან/და არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან დაბრუნებისთვის აუცილებელი დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან მიღებისთვის აუცილებელი პროცედურების განხორციელებაში; კ) სასჯელის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული საქართველოდან გაძევების აღსრულების მიზნით; ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ უცხოელმა საქართველოში ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. 3. დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უცხოელი წარედგინება სასამართლოს დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. 4. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა შეიძლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელდეს დამატებით 3 თვით. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 6. თანმხლები პირის გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ან ოჯახის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადით, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 7. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის/საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება. 8. დაკავებულ უცხოელს საშუალება უნდა მიეცეს, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. 9. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს. 10. დაკავებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება ამ ცენტრში. 11. დროებითი განთავსების ცენტრიდან გათავისუფლება არ წარმოშობს უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველს. 12. უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 27. 64-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 და 642 მუხლები: „მუხლი 641. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება 1. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი გასაძევებელ პირთან დაკავშირებით დროებითი განთავსების ცენტრს გადასცემს ინფორმაციას და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს; ბ) მოწმდება უცხოელის პირადი ნივთები და ხორციელდება მისი პირადი დათვალიერება, უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის შესაბამისად. უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ის ნივთი, რომელიც ნებადართული არ არის ცენტრის ტერიტორიაზე შესანახად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიება; გ) უცხოელმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება; დ) განხორციელდება უცხოელის ფოტოს გადაღება და ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება. 2. ცენტრში მოთავსებისას იხსნება გასაძევებელი პირის პირადი საქმე, რომელშიც შეყვანილია დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს გასაძევებელი პირის დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია, ასევე დროებითი განთავსების ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელს მისი უფლებები და მოვალეობები განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის. მუხლი 642. დროებითი განთავსების ცენტრში უცხოელის მოთავსების პირობები 1. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას, ასევე, მოთავსებულ პირს, აკრძალული ნივთების გამოსავლენად, შესაძლებელია ჩაუტარდეს დათვალიერება, აგრეთვე, გაისინჯოს მისი პირადი ნივთები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით. ამ მიზნით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიებები. 2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის ქცევის წესები; ბ) არ შეუქმნას საფრთხე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელს ან სხვა პირებს, ასევე დროებითი განთავსების ცენტრის უსაფრთხოებას; გ) განზრახ არ დააზიანოს საკუთარი და სხვა პირთა ჯანმრთელობა ან ცენტრის საკუთრება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები.“. 28. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 65. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობით, მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ, თუ სახეზე არ არის უცხოელის დაკავების საფუძველი. 2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განისაზღვროს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული, არაუმეტეს კვირაში ორჯერ გამოცხადება; ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან მინიმუმ 3 000 ლარის ოდენობის გარანტია ან რეგულარული შემოსავლების დამადასტურებელი ცნობა; გ) გირაო არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარება; ე) უცხოელის ვალდებულება, არ შეიცვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გაძევების საკითხის განხილვისას მითითებული საცხოვრებელი მისამართი. 3. ინდივიდუალური საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთდროულად დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ორი ალტერნატიული ზომა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს უცხოელს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს. 5. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედება შეიძლება დადგინდეს 3 თვემდე ვადით, რასაც განსაზღვრავს სასამართლო. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.“. 29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი: „XI1 თავი. იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც გაძევების საკითხის განხილვის შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას მუხლი 661. იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც გაძევების საკითხის განხილვისას ან/და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას 1. გაძევების საკითხის განხილვის დაწყების ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე ან/და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისა და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მოითხოვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში განსაზღვრული მოთავსებული გადაწყვეტილების მიღების უცხოელი შემდეგ საქართველოს გადაყვანილი უნდა კანონმდებლობით იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დაკავების შესახებ საქმე სასამართლოში განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემდეგ, დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსება ხორციელდება ამ კანონის 641 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 662. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობით, მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლის დაკავების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. თავშესაფრის მაძიებელს შესაძლოა განესაზღვროს ამ კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული ზომა ამავე მუხლით დადგენილი წესით.“. 30. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: არალეგალურ მიგრაციულ ნაკადებთან და მასთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად ცვლილება შედის, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. გასათვალისწინებელია, რომ ბოლო სამი წლის მონაცემებით (2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით) გაზრდილია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკა.1 აღნიშნული მიუთითებს ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების გაზრდილ რაოდენობაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გამოვლენისა და გაძევების ქმედითი მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გამოვლენის და გაძევების პროცედურების განვითარების და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები კვლავ პრობლემურია. აუცილებელია უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და მის აღსრულებასთან დაკავშირებით ცალკეული პროცედურების დახვეწა და პრაქტიკაში გამოვლენილი რიგი პრობლემების აღმოფხვრა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებით ან საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურით ბოროტად სარგებლობა. ხაზგასასმელია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის №810 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია, რომლის თანახმად, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა გაძევების მექანიზმების შემდგომი განვითარება. 1 2022 წელს აღსრულდა საქართველოდან გაძევების შესახებ გამოტანილი 165 გადაწყვეტილება, 2023 წელს − 190, 2024 წელს − 363. სტატისტიკური ინფორმაცია წლების მიხედვით ხელმისაწვოდმია: https://info.police.ge/page?id=258. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე (იხ. განმარტებითი ბარათის „დ.გ“ ქვეპუნქტი) სამინისტროს მიერ მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები და მოვალეობები, ასევე, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმები და პროცედურები განისაზღვრება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გაძევების პროცედურის დახვეწის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს დასახელებულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა გაძევებასთან დაკავშირებული საკითხები და მოხდება საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად რეგულირდება ცალკეული საკითხები, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომ − კანონი) ემატება ახალი, 571 მუხლი, რომლითაც უცხოელის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში განისაზღვრება სასჯელის ახალი სახე − საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. აღნიშნული სასჯელი აღსრულდება: ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი. დასახელებული სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რა მიზნითაც გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლოს განაჩენის ასლთან ერთად გაუგზავნის სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოდან გაძევების აღსრულების მიზნით, შესაძლებელი იქნება უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება. ამასთან, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურებს იწყებს სასჯელის მოხდამდე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე. თუ უცხოელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია არ არსებობს, სამინისტროს უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი შესაბამის ორგანო პროცედურებს უცხოელის დაიწყებს გაძევების პენიტენციური აღსრულების დაწესებულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ. წარმოდგენილი კანონის პროექტით, უცხოელს განესაზღვრება სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება და კანონს ემატება 511 მუხლი. დასახელებული ცვლილების თანახმად, გაძევების საკითხის განხილვისას, გაძევების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის პერიოდში ან/და გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას, უცხოელი ვალდებული იქნება ითანამშრომლოს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან, მათ შორის, მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება; წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომელიც ეხება გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას; გადაიღოს ფოტო, აიღოს ხელის თითის და ხელის გულის ანაბეჭდები და სხვა. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელს შეიძლება არ მიეცეს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 დღეზე ნაკლები ვადა. ასევე, შესაძლოა გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე აღსრულდეს გაძევების შესახებ გადაწყვეტილება ან/და განხორციელდეს უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება. შესაბამისი ცვლილებები შედის კანონის 54-ე და 64-ე მუხლებში. წარმოდგენილი კანონის პროექტით, კანონს ემატება ახალი, 531 მუხლი და განისაზღვრება, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ფოტოგადაღება, ხელის თითის და ხელისგულის ანაბეჭდის აღება. ცვლილების თანახმად, გაძევების საკითხის განხილვის ადმინისტრაციული წარმოებისას, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იღებს უცხოელის ფოტოს, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდებს, რაც შეინახება სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, ხოლო მიღებული მონაცემები დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 14 წლამდე ასაკის უცხოელის ფოტოს გადაღება, ასევე, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება დასაშვები იქნება, იმ შემთხვევაში თუ პირის იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება აღნიშნული პირის უფლებები და საუკეთესო ინტერესები. პროექტის თანახმად, უცხოელის მიერ, ფოტოგადაღების, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდის აღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების აღება შესაძლოა განხორციელდეს იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენებით. ფოტოგადაღების, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად რეგულირდება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების საკითხი. ცვლილების თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, უცხოელის მოთხოვნის შემთხვევაში, განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა, ინდივიდუალური საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნული გონივრული ვადა შესაძლოა განისაზღვროს 7-დან 30 კალენდარულ დღემდე (ნაცვლად 10-დან 30 კალენდარულ დღემდე ვადისა). წარმოდგენილი კანონის პროექტით, კანონს ემატება ახალი, 541 მუხლი, რომლითაც რეგულირდება უცხოელის მიმალვის რისკი. კერძოდ, უცხოელის ქვეყნიდან გაძევების საკითხის განხილვისას, ასევე, გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეფასდება უცხოელის მიმალვის რისკი. უცხოელის მიმალვის რისკი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადაში არ დაუტოვებია საქართველო; საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას უცხოელმა წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია; არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა გაანადგურა ან დამალა სამგზავრო დოკუმენტი; არსებობს დასაბუთებული ეჭვი უცხოელის ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ და ა.შ. წარმოდგენილი კანონის პროექტით უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის სამართლებრივ საფუძვლებს ემატება ახალი საფუძვლები, კერძოდ: უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცემა იმ შემთხვევაშიც, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის საფრთხე შეექმნება, ასევე, იმ შემთხვევაშიც, თუ სახეზეა ამ კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების დაუშვებლობის საფუძვლები. გარდა აღნიშნულისა, მოცემული ცვლილებით სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს განესაზღვრება ვალდებულება, 6 თვეში ერთხელ შეამოწმოს სახეზეა თუ არა თუ არა უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის საფუძვლები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებით სარგებლობის პერიოდში აღმოიფხვრა საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი გარემოებები, უცხოელს გაუუქმდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება და მის მიმართ დაიწყება გაძევების შესაბამისი პროცედურები. აღნიშნულის შესაბამისად წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის კანონის მე-60 მუხლში. წარმოდგენილი კანონის პროექტით იხვეწება უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებით ცალკეული პროცედურული საკითხები, მათ შორის, სიახლეს წარმოადგენს, რომ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ წარმოშობს უცხოელისთვის ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს. გარდა აღნიშნულისა, ასევე განისაზღვრება, რომ უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და გაძევების თაობაზე სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო დავის ფარგლებში, უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და სარჩელით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში არ შეფერხდება სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის შესწავლა ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნული მიზნით ცვლილება შედის კანონის ცალკეულ ნორმებში. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება უცხოელთან კომუნიკაციის და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი. საგულისხმოა, რომ უცხოელთან კომუნიკაცია განხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. უცხოელს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ. ამასთან, უცხოელს დაეკისრება რიგი ვალდებულებები: შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და დაშვების კოდი, ხოლო მომხმარებლის სახელისა და დაშვების კოდის დაკარგვის ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და დაშვების კოდის აღდგენის მიზნით; ასევე, შეტყობინების ან გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და დაშვების კოდის გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი იმყოფება დროებითი განთავსების ცენტრში, მას შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარდება ხელზე, რასაც უცხოელი დაადასტურებს ხელმოწერით, ხოლო ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება. გარდა ამისა, გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში, ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება (უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება) ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად, უცხოელს გაეგზავნება მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. ზემოაღნიშნული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. წარმოდგენილი პროექტით, უცხოელს მის მიმართ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე შეტყობინება ან ინფორმაცია სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის. შესაბამისად იცვლება კანონის ცალკეული ნორმები. გარდა ამისა, კანონში შედის რიგი ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, მათ შორის, უმეთვალყურეოდ მყოფი პირის ნაცვლად მიეთითება თანმხლები პირის გარეშე მყოფი პირი. წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, გამომდინარე აქედან, პროექტის მე-3 მუხლით კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2025 წლის 1 სექტემბერი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ“ სამთავრობო პროგრამით (1.2. ქვეპუნქტი) გათვალისწინებულია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, გაძლიერდება მიგრაციული ნაკადების მართვა და რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულება. მიგრაციული პროცესების უკეთ მართვისა და, განსაკუთრებით, იმ პირთა მიმართ რეგულაციების გამკაცრების მიზნით, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემით, იგეგმება სათანადო ღონისძიებების გატარება.2 აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კანონის პროექტი შესაბამისობაშია სამთავრობო პროგრამასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-3 მუხლით კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 სექტემბერი, რადგან წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული რეგულაციების აღსრულების მიზნით აუცილებელია ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღება, რისთვისაც საჭიროა გარკვეული პერიოდი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 2 სამთავრობო პროგრამა 2025-2028 – „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ“; ნოემბერი, 2024 წელი; ხელმისაწვდომია: https://www.gov.ge/files/90372_90372_536784_372256.pdf. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილებები ხორციელდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გაძევების პროცედურებთან დაკავშირებით, რაც გამოიწვევს, ცალკეული სახელმწიფო ორგანოების ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური რესურსების გაზრდას. წარმოდგენილი ცვლილებებით, უცხოელს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაძლოა დაენიშნოს სასჯელის ახალი სახე − საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. დასახელებულ სასჯელს შეუფარდებს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე, რისთვისაც დამატებითი ადამიანური რესურსი გამოყოფა არ არის საჭირო. საგულისხმოა, რომ დასახელებული სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რა მიზნითაც გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლოს განაჩენის ასლთან ერთად გაუგზავნის სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ განაჩენის ასლის გაგზავნა დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯთან, რაც დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში მსჯავრდებულ უცხოელთა რაოდენობაზე, რომელთაც სასჯელის სახით დაენიშნათ საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოდან გაძევების შესახებ სასჯელის აღსრულების მიზნით შესაძლებელი იქნება უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება. ამასთან, პროექტით კანონის 64-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის თანახმად უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლებს ემატება ახალი საფუძვლები. კერძოდ. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შესაძლებელი იქნება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ უცხოელი არ ითანამშრომლებს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. წარმოდგენილი ცვლილებები, გამოიწვევს ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის, უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში ცხოვრებისა და შენახვის ხარჯებს. საგულისხმოა, რომ დღეის მდგომარეობით, დროებითი განთავსების ცენტრში დაკავებულის ყოველდღიური შენახვის ხარჯი არასრულწლოვნის შემთხვევაში წარმოადგენს 18.87 ლარს, სრულწლოვნის შემთხვევაში – 20.81 ლარს. ქ. თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში თითოეული დაკავებულის ყოველდღიური შენახვის ხარჯი სრულწლოვნის შემთხვევაში შეადგენს 12,61 ლარს, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში – 13,74 ლარს. რეგიონული სამსახურების დაქვემდებარებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულის ყოველდღიური შენახვის ხარჯი შეადგენს 11,23 ლარს. დასახელებული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა ყოველწლიურ რაოდენობაზე, რომლებსაც სასჯელის სახით დაენიშნებათ საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ასევე, უცხოელის საქართველოდან გაძევებამდე დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის პერიოდზე. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ კანონის მოქმედი რედაქციით უცხოელს გაძევების გადაწყვეტილების მიღებისას განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა – 10დან 30 კალენდარულ დღემდე. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ერთი მხრივ, განსხვავებულად დგინდება დასახელებული ვადა – 7-დან 30 კალენდარულ დღემდე, ხოლო მეორე მხრივ, უცხოელს მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა. საგულისხმოა, რომ თუ უცხოელი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში, იგი საქართველოდან გასვლამდე რჩება იზოლატორში ან ცენტრში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა უცხოელს შეიძლება განესაზღვროს მინიმუმ 7 კალენდარული დღე, ნაცვლად 10 კალენდარული დღისა. შესაბამისად, თუ უცხოელი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებამდე უცხოელის იზოლატორში ან ცენტრში შენახვის ხარჯები შემცირდება. გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა რაოდენობაზე, რომლებსაც გაძევების გადაწყვეტილებით განესაზღვრებათ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა და რომლებიც საქართველოს დატოვებამდე იქნებიან დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. ამასთან, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურებს იწყებს სასჯელის მოხდამდე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე, აღნიშნული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება. დასახელებული უფლებამოსილების პენიტენციური დაწესებულების მიერ განხორციელება არ გამოიწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გამოყოფას და აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება მოხდება არსებული ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ფოტოგადაღების, ხელის თითის და ხელისგულის ანაბეჭდის აღება. იმის გათვალისწინებით, რომ რიგ შემთხვევებში სამინისტრო უზრუნველყოფს ცალკეულ პირთა, ფოტოგადაღებას და დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებას, უცხოელთა მიმართ ზემოაღნიშნული მონაცემების შეგროვება განხორციელდება არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსების გამოყენებით, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა ყოველწლიურ რაოდენობაზე, რომელთა მიმართაც კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელდება ფოტოგადაღება, ხელის თითის და ხელისგულის ანაბეჭდის აღება. წარმოდგენილი კანონის პროექტით, გაძევების გადაწყვეტილებით უცხოელს მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც თუ არსებობს უცხოელის მიმალვის რისკი, უცხოელს შეიძლება შეუმცირდეს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან/და გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ. საგულისხმოა, რომ პროექტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების ან/და გაძევების თაობაზე სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, ასევე, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა იმ უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების მოთხოვნით, რომელიც გაძევების საკითხის განხილვისას ან/და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას. ზემოაღნიშნული მიზნით, სამინისტრო შუამდგომლობის წარდგენას, ხოლო სასამართლო საქმის განხილვას უზრუნველყოფენ არსებული რესურსით, რაც ადამიანური რესურსის დამატებას არ საჭიროებს, ხოლო აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის, ასევე საერთო სასამართლოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. დასახელებული ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება გაძევებას დაქვემდებარებულ იმ უცხოელთა რაოდენობაზე, რომელთა მიმართაც წარმოიშობა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების ან/და გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველი. ასევე, ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაზე, რომელთა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შუამდგომლობით სამინისტრო სასამართლოს მიმართავს კანონის XI1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხაზგასასმელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის არ გაიწევა ხარჯი, რადგან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით უცხოელის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების ან/და გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მიღებული მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, აღნიშნულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, სამინისტროში იწარმოებს იმ უცხოელების მონაცემთა ბაზა, რომლებიც კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ საქართველოში. დასახელებულ მონაცემთა ბაზის შექმნის, ბაზის წარმოების, დამუშავების, მონაცემების გაცვლის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ბაზის ადმინისტრირებას სამინისტრო განახორციელებს, მისი ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი, მატერიალური და ტექნიკური ხარჯების დაფინანსება მოხდება სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, ასევე ბაზის ადმინისტრირება განხორციელდება არსებული რესურსების გამოყენებით, ხოლო ყველა სხვა ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მონაცემთა ბაზის შექმნის, ბაზის წარმოების, დამუშავების, მონაცემების გაცვლის წესის განსაზღვრისთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი კანონის პროექტით, განისაზღვრება უცხოელთან კომუნიკაციის და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი, კერძოდ, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება გამოქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. საგულისხმოა, რომ ამჟამად სამინისტრო ცალკეული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ვებგვერდზე განთავსებით. შესაბამისად, უცხოელთან კომუნიკაციის და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების პროექტით გათვალისწინებული ახალი წესისთვის აუცილებელი მატერიალური ბაზის შექმნა არ არის საჭირო და ვებგვერდის ადმინისტრირება განხორციელდება არსებული რესურსების გამოყენებით, ხოლო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი პროექტით, უცხოელს მის მიმართ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე შეტყობინება ან ინფორმაცია სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ უცხოელს ესმის. აღნიშნულის შესაბამისად უცხოელისთვის გასაგებ ენაზე დოკუმენტების თარგმნისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს ბიუჯეტის ასიგნებებიდან. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევების მექანიზმების გამარტივება და დახვეწა. აღნიშნულმა ცვლილებამ, შესაძლოა გაზარდოს უცხოელის გაძევების საქმის განხილვისა და გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან უცხოელის გაძევებისთვის აუცილებელ ხარჯებს, მათ შორის, გამგზავრების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელი ნებაყოფლობით ტოვებს საქართველოს. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა რაოდენობაზე, რომელთა მიმართაც გამოტანილი იქნება გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ ქვეყანაში გამგზავრების ხარჯი სხვადასხვაა, დასახელებული ხარჯი განისაზღვრება გამგზავრების მარშრუტის შესაბამისად. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება მოხდება სამინისტროს ასიგნებებიდან. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მის მიერ წარდგენილი კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტია გამოიყენება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც შეამცირებს სამინისტროს ასიგნებებიდან გამოყოფილ უცხოელის გამგზავრების ხარჯებს. გასათვალისწინებელია, რომ უცხოელის გაძევების საქმის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული საკადრო რესურსების გამოყენებით და დამატებით თანამშრომელთა გამოყოფა არ არის აუცილებელი, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს ასიგნებებიდან. საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების მიღება და წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან ცალკეული სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საგულისხმოა, რომ უცხოელის გაძევებისთვის აუცილებელ ხარჯებს, მათ შორის, გამგზავრების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მოითხოვს და უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა, მაშინ უცხოელმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევების მექანიზმების გამარტივება და დახვეწა. მოცემული ცვლილების საფუძველზე, შესაძლოა გაიზარდოს გაძევების გადაწყვეტილებების განხილვისა და მათი აღსრულების რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი იმ უცხოელების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიღებული იქნება საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება და რომლებიც მოითხოვენ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განსაზღვრას. დასახელებულ პირებს მოუწევთ საკუთარი ფინანსური სახსრებით დაფარონ საქართველოდან გამგზავრების ხარჯები, რომელთა ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ტრანსპორტირების მარშრუტზე, მათ შორის, გამგზავრების (მაგ.: ავიაბილეთის) ფასზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონის პროექტით, კანონს ემატება ახალი, 531 მუხლი და განისაზღვრება, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ფოტოგადაღების, ხელის თითის და ხელისგულის ანაბეჭდის აღება. ცვლილების თანახმად, გაძევების საკითხის განხილვის ადმინისტრაციული წარმოებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო აიღებს 14 წლის ან მეტი ასაკის უცხოელის ფოტოს, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდებს. 14 წლამდე ასაკის უცხოელის ფოტოს გადაღება, ასევე, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირის იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება აღნიშნული პირის უფლებები და საუკეთესო ინტერესები. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ უცხოელისთვის ფოტოგადაღება და ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. კერძოდ, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების იდენტიფიცირების გამარტივებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს, რადგან უცხოელის ფოტოგადაღება და დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისას, ასევე მიღებული მონაცემების დამუშავება განხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, 14 წლამდე ასაკის უცხოელის ფოტოს გადაღება, ასევე, ხელის თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია. პროექტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება აღნიშნული პირის უფლებები და საუკეთესო ინტერესები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს დასახელებული არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა პროექტი ითვალისწინებს მათი უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კანონპროექტი ეხმიანება 2008 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/115/EC დირექტივას „საერთო სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით“. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადებისას გათვალისწინებულ იქნა 2008 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/115/EC დირექტივა „საერთო სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით“3 (შემდგომ − დირექტივა), ასევე ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობა.  დირექტივა4 დირექტივის პრეამბულის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს მიზეზი, რომ დაბრუნების პროცედურას მიადგება ზიანი, ნებაყოფლობით დაბრუნებას იძულებით დაბრუნებასთან შედარებით უნდა მიენიჭოს უპირატესობა და უნდა განისაზღვროს ნებაყოფლობითი დაბრუნების ვადა. ცალკეულ შემთხვევებში, გარემოებების გათვალისწინებით დასაშვები უნდა იყოს ამ ვადის გაგრძელება. ამასთან, დირექტივის მე-7 მუხლის თანახმად, დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის შესაბამის პერიოდს 7-დან 30 დღემდე. ამასთან, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრონ, რომ დასახელებული პერიოდი მხოლოდ მესამე ქვეყნის მოქალაქის განაცხადის საფუძველზე მიეცეს და ამ შესაძლებლობის შესახებ წევრმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქეს უნდა აცნობოს. ნებაყოფლობით დატოვებისთვის განსაზღვრული დროის პერიოდი არ გამორიცხავს მესამე ქვეყნის მოქალაქის მიერ ქვეყნის ადრე დატოვებას. მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის განსაზღვრულ პერიოდში შესაძლოა დაწესდეს ცალკეული ვალდებულებები:  ხელისუფლების წინაშე რეგულარული ანგარიშგება;  ადეკვატური ფინანსური გარანტიები;  დოკუმენტების წარდგენა;  გარკვეულ ადგილას დარჩენა. თუ არსებობს მიმალვის რისკი ან კანონიერად დარჩენის მოთხოვნის შესახებ განაცხადი უარყოფილია, როგორც აშკარად უსაფუძვლო ან გაყალბებული, ან თუ დაინტერესებული პირი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ და ეროვნულ უსაფრთხოებას, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ არ დააწესონ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან დააწესონ 7 დღეზე ნაკლები ვადა. 3 ევროკავშირის აღნიშნული სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება არც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ და არც ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს. 4 2008 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/115/EC დირექტივა „საერთო სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით“; ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legalcontent/EN/TXT/?uri=celex%3A32008L0115; ბოლო ნახვა: 10.03.2025. გასათვალისწინებელია, დირექტივის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფენ დაბრუნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების, მისი ძირითადი ელემენტების და სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომი გარანტიების შესახებ ინფორმაციის წერილობით ან ზეპირ თარგმანს იმ ენაზე, რომელიც ესმის მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ვივარაუდოთ, რომ გასაგებია მისთვის.  ავსტრია5 ავსტრიის კანონი იცნობს ქვეყნის დატოვების სახეებს, როგორიცაა ნებაყოფლობითი დატოვება და გაძევება. დაბრუნება შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, თუმცა, საიმიგრაციო კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს წარმოშობის ქვეყანაში გამგზავრების მონიტორინგი. ნებაყოფლობითი გამგზავრების ვადა არის 14 დღე, რომელიც აითვლება აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების იურიდიულად სავალდებულო გახდომის დღიდან. განსაკუთრებული საჭიროებების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დაწესდეს 14 დღეზე მეტი ვადა. განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ მტკიცებულება უნდა წარადგინოს და ასევე უნდა მიუთითოს გამგზავრების თარიღი. ამასთან, ავსტრიის კანონმდებლობით ნებაყოფლობით დატოვების ვადა შესაძლოა შემცირდეს, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქის ყოფნა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას ან არსებობს მიმალვის რისკი.  ესპანეთი ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სასჯელის სახით 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის დაკისრებისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მთლიანად ან ნაწილობრივ აღსრულებაზე.6 ასეთ შემთხვევაში სასჯელის ნაწილის აღსრულება შეიცვლება მსჯავრდებულის ესპანეთის ტერიტორიიდან გაძევებით, როდესაც მსჯავრდებული მოიხდის სასჯელის მესამედს ან თუ ის პირობით გათავისუფლდება. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქის გაძევება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და სიმძიმის, მისი წარმომავლობისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, ის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის. იმ შემთხვევაში თუ უცხოელს სასჯელის სახით შეეფარდება ესპანეთიდან გაძევება და ეს უცხოელი არ იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მაშინ სასამართლოს შეუძლია დათანხმდეს, რომ გაძევების უზრუნველსაყოფად უცხოელი მოთავსდეს დაკავების ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ 5 Gesamte Rechtsvorschrift für Fremdenpolizeigesetz 2005, Fassung vom 04.02.2024; § 55; ხელმისაწვდომია: https://www.refworld.org/legal/legislation/natlegbod/2018/en/122558; ბოლო ნახვა: 10.03.2025. 6 “Organic Law 10/1995, of November 23, of the Penal Code”; ხელმისაწვდომია: https://www.boe.es/buscar/act.php?id=BOE-A-1995-25444; ბოლო ნახვა: 10.03.2025. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატიმრობის გაძევებით შეცვლის შესახებ და ეს უკანასკნელი ვერ განხორციელდა, აღსრულდება თავდაპირველად დაკისრებული სასჯელი ან, საჭიროების შემთხვევაში, განიხილება მისი აღსრულების შეჩერების შესახებ განცხადება.  ლატვია ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი დამატებითი სასჯელის სახედ განსაზღვრავს ლატვიის რესპუბლიკიდან დეპორტაციას7. ამავე კოდექსის 43-ე მუხლით სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან პირი, რომელსაც აქვს სხვა სახელმწიფოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, შეიძლება დეპორტირებულ იქნეს ლატვიის რესპუბლიკიდან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქმის გარემოებებისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, დაუშვებელია მისი დარჩენა ლატვიის რესპუბლიკაში. აღნიშნული სასჯელი გამოყენება როგორც დამატებითი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთასთან ან ჯარიმასთან ერთად და აღსრულდება ძირითადი სასჯელის მოხდის ან პირობით გათავისუფლების შემდეგ. ლატვიის კანონმდებლობით, უცხოელის გამგზავრების შესახებ ბრძანებით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად დგინდება ვადა 7-დან 30 დღემდე, უცხოელს უფლება აქვს ამ ბრძანებაში მითითებულ ვადაზე ადრე შეასრულოს ვალდებულება.8 ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ბინადრობის ნებართვის მოთხოვნისას უცხოელმა წარადგინა მცდარი ინფორმაცია ან ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა აშკარად უსაფუძვლოა, შეიძლება განისაზღვროს 7 დღეზე ნაკლები ვადა. ლატვიის საიმიგრაციო კანონის 501 მუხლის თანახმად, უცხოელის გაძევების, მათ შორის, იძულებით გაძევების შესახებ ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ რაიონულ სასამართლოში მისი ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში. სასამართლოში განცხადების შეტანა არ აჩერებს აღნიშნული გადაწყვეტილებების მოქმედებას. ლატვიის საიმიგრაციო კანონის 48-ე ნაწილი ითვალისწინებს უცხოელისთვის გადაწყვეტილებების მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნის შესაძლებლობას. კერძოდ, უცხოელის მოთხოვნით შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამომტანი ორგანო უზრუნველყოფს გამგზავრების ბრძანების ან იძულებითი გაძევების შესახებ გადაწყვეტილების ძირითადი კომპონენტების (ფაქტების ცნობა, ადმინისტრაციული აქტის საფუძველი, ადრესატისთვის დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულება, მითითება, სად და რა ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ეს ადმინისტრაციული აქტი) თარგმანს. შესაბამისმა ორგანომ უცხოელს უნდა მიაწოდოს ზეპირი ან წერილობითი თარგმანი იმ ენაზე, რომელიც მას ესმის ან იმ ენაზე, რომელიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ მას ესმის. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თარჯიმნის მომსახურება.  ესტონეთი 7 “The Criminal Law“; ხელმისაწვდომია: https://likumi.lv/ta/en/en/id/88966; ბოლო ნახვა: 10.03.2025. “Immigration Law“; Section 43; ხელმისაწვდომია: https://likumi.lv/ta/id/68522-imigracijaslikumshttps://likumi.lv/ta/en/en/id/88966; ბოლო ნახვა: 10.03.2025. 8 ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, თუ უცხოელი მსჯავრდებულია განზრახ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, სასამართლოს შეუძლია დამატებითი სასჯელის სახით დაუწესოს გაძევება, ქვეყანაში ათ წლამდე ვადით შესვლის აკრძალვით.9 თუ დამნაშავის მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს ესტონეთში, სასამართლო განჩინებაში ასახელებს გაძევების დაკისრების მიზეზებს. გაძევება არ შეიძლება დაეკისროს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იყო 18 წელზე ნაკლები ასაკის.  ECHR K.F. კვიპროსის წინააღმდეგ საქმეზე10 მიღებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული კანონმდებლობით განმცხადებელს აღარ ჰქონდა ქვეყანაში (კვიპროსში) დარჩენის უფლება. მართალია, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი უზენაეს სასამართლოს ჯერ არ ჰქონდა განხილული, თუმცა საჩივარი ავტომატურად არ აჩერებდა გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის დაკავებას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და ხელისუფლება იცავდა მის დებულებებს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 9 Penal Code; ხელმისაწვდომია: https://www.riigiteataja.ee/en/eli/522012015002/consolide; ბოლო ნახვა: 10.03.2025. CASE OF K.F. v. CYPRUS (Application no. 41858/10); STRASBOURG; 21 July 2015; ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/#{%22fulltext%22:[%2241858/10%22],%22documentcollectionid2%22:[%22GRANDCHAMBER %22,%22CHAMBER%22],%22itemid%22:[%22001-156263%22]}; ბოლო ნახვა: 10.03.2025. 10