„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (07-2/34; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/34; 16/04/2025) გამომდინარე: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-40 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:
„ვ2) უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა;“.
2. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და უცხოელის საქართველოდან გაძევება და
განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს როგორც
ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვა და სამხედრო წოდების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ
დამატებით სასჯელად.“.
3. 471 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 472 მუხლი:
„მუხლი 472. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა
1. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების
ჩამდენი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება
დაინიშნოს:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ათ წლამდე ვადით;
ბ) მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ხუთიდან ოც წლამდე ვადით ან
უვადოდ.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა, როგორც სასჯელის სახე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში,
თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქმის გარემოებებისა და დამნაშავის პიროვნების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის მისი საქართველოში დარჩენა.
4. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევებისას, რომელშიც:
ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;
ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული
საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
სერიოზული ზიანის საფრთხე შეექმნება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლების არსებობის შესახებ
დასკვნას, პროკურორის ან გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე, 30 დღის ვადაში გასცემს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დასკვნა არ არის აუცილებელი, თუ მხარეთა
შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობა ითვალისწინებს სასჯელის
სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევების და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვის გამოყენებას.
6. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა, ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად შეიძლება
დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში
სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.
7. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა, აღსრულდება:
ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა
საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ
დაწესებულებაში;
ბ) სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი;
გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი
მსჯავრი.
8. უცხოელის საქართველოდან გაძევება არ აღსრულდება, თუ პირის მიმართ მიმდინარეობს
საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება
გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს
სახელმწიფო ითხოვს.
9. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვის მოხდის ვადა აითვლება პირის საქართველოდან გაძევების დღიდან.“.
4. 2862 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული
ქმედებისა) ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ
ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 38-ე
მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე
გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში
უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა
საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“.
5. 3221 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც
საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი
პუნქტითა და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი
შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო
განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის
შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის
ნიშნები.“
6. 344-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ანდა უცხოელის
საქართველოდან
გაძევებით
და
განსაზღვრული
ვადით
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე ანდა უცხოელის
საქართველოდან
გაძევებით
და
განსაზღვრული
ვადით
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც
საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი
პუნქტითა და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი
შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო
განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის
შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის
ნიშნები.
2. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით
განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ
საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ
შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.“.
7. 3441 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3441. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და
მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის
საქართველოში
ყოფნისათვის
შესაბამისი
პირობების
შექმნა
(ხელის
შეწყობა)
კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ანდა უცხოელის
საქართველოდან
გაძევებით
და
განსაზღვრული
ვადით
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით;
დ) მიგრანტის მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობით, მისი ექსპლუატაციის
ჩათვლით;
ე) ყალბი საბუთების გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ანდა უცხოელის
საქართველოდან
გაძევებით
და
განსაზღვრული
ვადით
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია მიგრანტის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ანდა უცხოელის
საქართველოდან
გაძევებით
და
განსაზღვრული
ვადით
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
8. 362-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის,
ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისთვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
თავისუფლდება
უცხოელი
ან
მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან
შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის
პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე
კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი
იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების
ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან
დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის
ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“.
9. 380-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3801 მუხლი:
„მუხლი 3801. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულებისთვის ხელის შეშლა
1. იმ უცხოელის მიერ, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან გაძევება
და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან რომლის მიმართაც
არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ
სამგზავრო
დოკუმენტის განზრახ განადგურებაში ან
ასეთი დოკუმენტის არქონის
შემთხვევაში, დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისათვის თავის არიდებაში
ანდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, –
ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებით და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის
გამოყენების მუქარით, –
ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებით და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, კერძოდ
დასახელებულ
პაკეტში
შემავალი
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით,
რომლითაც
უცხოელის
მიერ
სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში განისაზღვრება სასჯელის
ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა.
გასათვალისწინებელია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“
ქვეპუნქტები განამტკიცებს სისხლისსამართლებრივად მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული
ქმედების ჩამდენი უცხოელის საქართველოდან გაძევების შესაძლებლობას. თუმცა, სისხლის
სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, არ
აქვს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს გაძევების საკითხი და გადაწყვიტოს მისი გამოყენების
მიზანშეწონილობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თანმდევი ცვლილების სახით მომზადდა
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
საფუძველს
და
აწესებს
შესაბამის
სასჯელს
ან
სხვა
სახის
სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას, სასჯელის ახალი სახის განსაზღვრის მიზნით
აუცილებელია ცვლილება შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში
დგინდება სასჯელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული
ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის (შემდგომ − კოდექსი) მე-40 მუხლის პირველ ნაწილში და ემატება სასჯელის ახალი
სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა. დასახელებული სასჯელის შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად,
ასევე დამატებით სასჯელად.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, კოდექსს ემატება ახალი, 472 მუხლი, რომელიც
არეგულირებს სასჯელის ახალი სახის გამოყენებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს.
კერძოდ, დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით დგინდება სასჯელის სახით დანიშნული
საქართველოში შემოსვლის აკრძალვის განსხვავებული ვადები: ნაკლებად მძიმე დანაშაულის
ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
ორიდან ათ წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში − ხუთიდან ოც წლამდე ვადით. ამასთან, პროექტით დგინდება სასჯელის
აღსრულების წესიც. კერძოდ, უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული
ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღსრულდება:
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი
სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს
იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში;
სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი;
გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს
პირობითი მსჯავრი.
დასახელებული სასჯელის მოხდის ვადა აითვლება პირის საქართველოდან გაძევების
დღიდან.
ამასთან,
პროექტის
თანახმად,
უცხოელის
საქართველოდან
გაძევება
არ
აღსრულდება, თუ პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ
შემთხვევისა,
როდესაც
იგი
ექვემდებარება
გაძევებას
ექსტრადიციის
ინიციატორ
სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
წესდება ცალკეული ქმედებისთვის. 3801 მუხლის თანახმად, იმ უცხოელის მიერ, რომელსაც
სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან რომლის მიმართაც არსებობს საქართველოდან
გაძევების
შესახებ
სასამართლოს
გადაწყვეტილება,
სასამართლო
გადაწყვეტილების
აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის
განზრახ განადგურებაში ან ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, დოკუმენტის
მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისათვის თავის არიდებაში ანდა სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, დაისჯება უცხოელის
საქართველოდან
გაძევებით
და
განსაზღვრული
ვადით
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ექვს წლამდე.
ამავდროულად, აღნიშნული ნორმა, დამამძიმებელ გარემოებათა სახით ითვალისწინებს იგივე
ქმედების ჩადენას არაერთგზის ანდა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში
ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. წინამდებარე ქმედების
ჩადენისათვის,
სასჯელის
სახედ
და
ზომად
გათვალისწინებულია
უცხოელის
საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცალკეულ დანაშაულებს (344-ე და 3441 მუხლით
განსაზღვრულ დანაშაულები) სასჯელის სახით ემატება უცხოელის საქართველოდან გაძევება
და
განსაზღვრული
ვადით
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვა.
გარდა
ამისა,
წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებულია რიგი ტექნიკური ხასიათის
ცვლილებები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1
სექტემბრიდან ამოქმედებას. ვინაიდან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან, ამიტომ მისი თანმდევი პროექტის ამოქმედების
თარიღიც განისაზღვრა შესაბამისად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილებებით უცხოელის მიერ
კოდექსით
გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში განისაზღვრება სასჯელის ახალი სახე − საქართველოდან
გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. ამასთან, ცალკეულ
დანაშაულებს (344-ე და 3441 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულები) სასჯელის სახით ემატება
უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის
აკრძალვა. დასახელებულ სასჯელს შეუფარდებს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი
მოსამართლე, ხოლო სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.
საგულისხმოა, რომ არც საერთო სასამართლოების მიერ და არც სამინისტროს მხრიდან
დამატებითი ადამიანური რესურსი გამოყოფა არ არის საჭირო, ხოლო ადმინისტრაციულ
ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისთვის და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში იმ მსჯავრდებულთა
რაოდენობაზე, რომელთაც სასჯელის სახით შეეფარდებათ საქართველოდან გაძევება და
განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
წესდება იმ უცხოელის მიერ, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან
გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან რომლის
მიმართაც არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება,
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლისთვის. ხსენებული ქმედება
სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას და
განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ანდა თავისუფლების აღკვეთას
ვადით ერთიდან ექვს წლამდე. ამავდროულად, აღნიშნული ნორმა, დამამძიმებელ
გარემოებათა
სახით
ითვალისწინებს
იგივე
ქმედების
ჩადენას
არაერთგზის
ანდა
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის
გამოყენების მუქარით. წინამდებარე ქმედების ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად
გათვალისწინებულია უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ცხრა
წლამდე.
ზემოაღნიშნული ცვლილებით, გამოძიების ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება დაიწყოს
გამოძიება დასახელებული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, რაც
დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხარჯებთან.
ამასთან, დასახელებული მუხლები
სასჯელის
თავისუფლების
სახედ
ითვალისწინებს,
მათ
შორის,
აღკვეთას.
დღეის
მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებაში 1 პატიმრის შენახვის წლიური ხარჯი
(კაპიტალური ხარჯის გარეშე) საშუალოდ შეადგენს 20 653 ლარს. შესაბამისად, პირისთვის
სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში, გასათვალისწინებელი
იქნება მის შენახვასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯი, რომლის ზუსტი ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმ მსჯავრდებულთა რაოდენობაზე, რომლებსაც კოდექსის 3801
მუხლით სასჯელის სახით შეეფარდებათ თავისუფლების აღკვეთა.
მოცემული ხარჯების, კერძოდ,
გამოძიებისთვის და სასჯელის სახით დანიშნული
თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისთვის აუცილებელი ხარჯების, დაფინანსება მოხდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
რომელიმე ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.